Posted by: burusi | 11/03/2017

ჯანდაცვის რეფორმა დინამიური პროცესია

12628442_752902571513939_806841514470726575_o - Copy

ჯანდაცვის რეფორმა დინამიური პროცესია

რეფორმა დინამიური პროცესია, ცოცხალი ორგანიზმივითაა, რომელიც მოითხოვს ცვლილებებს, ახალ გამოწვევებზე სათანადო რეაგირებას. ამ დროს, მთავარია თუ რომელ გამოწვევებს პასუხობს მთავრობის მიერ რეფორმების მეორე ტალღით დაგეგმილი ცვლილებები.

ამ საკითხებს ეხებოდა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის ბიუროს ჯანმრთელობის ანგარიში.

საყოველთაო ჯანდაცვას აქვს თავისი დადებითი მხარეები: მოცვის გაფართოება, ფინანსური ხელმისაწვდომობის გაზრდა, რომლის მტკიცებულებაა ჯანდაცვის მთლიან ხარჯებში ჯიბიდან გადახდების წილის 60%-მდე შემცირება და შესაბამისად, სახელმწიფოს პასუხისმგებლობის ზრდა მოსახლეობის ჯანმრთელობის მიმართ. ასევე დადებითი მხარეა სერვისების უტილიზაციის ზრდა.

უცხოელმა ექსპერტებმა ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად დაასახელეს ქვეყანაში პირველადი ჯანდაცვის არასათანადო განვითარება. პირველადი ჯანდაცვა სისტემის საძირკველია. შესაბამისად, ასეთ დიდ პასუხისმგებლობას და დატვირთვას უნდა ჰქონდეს სათანადო ანაზღაურება. ოჯახის ექიმი დღეს არსებული ანაზღაურებით, რაც შეადგენს 600-650 ლარს, ვერ იქნება სისტემის მეკარიბჭე. აღნიშნული მოითხოვს სახელმწიფოს მხრიდან სათანადო ინვესტიციებს.

თენგიზ ვერულავა

მედიცინის აკადემიური დოქტორი, ჯანდაცვისა და დაზღვევის ცენტრის დირექტორი, რეცენზირებადი სამეცნიერო ჟურნალის „ჯანდაცვის პოლიტიკა, ეკონომიკა და სოციოლოგია“ რედაქტორი

10.03.2017


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: