Posted by: burusi | 08/03/2017

აგვისტო, 2008

1896977_10202382300091604_1364698099_n

“ჩემი რძლის ოჯახი ომის მსხვერპლი გახდა. სოფელი ძარწემი მათთვის დღესაც მიუწვდომელია. ომის დღეებში სახლი ყველამ დატოვა ოჯახის უხუცესი წევრის გარდა. მისი მტკიცე გადაწყვეტილება იყო არც ერთ შემთხვევაში არ წამოსულიყო ადგილიდან, სადაც დაიბადა, გაიზარდა და მთელი ცხოვრება გაატარა.

მას შემდეგ, რაც გავრცელდა ცნობები ძარწემის გადაწვის შესახებ, ოჯახმა სოფელში მარტო დარჩენილ წევრს ვერაფრით მიაკვლია. საომარი მოქმედების დასრულებიდან ოცი დღის შემდეგაც არავინ იცოდა ცოცხალი იყო თუ არა, ან სად იმყოფებოდა ჩემი რძლის პაპა. მათი სახლის დაწვის შესახებ ცნობებმა ჩამოაღწია, ინფორმაცია კი თავად მესაკუთრის შესახებ არავინ იცოდა. ნათესავების დახმარებით, დაახლოებით ერთი თვის შემდეგ, როგორც იქნა მის კვალს მიაგნეს. საკუთარი სახლის დაწვას თავად უყურა მოშორებით, ბაღში მდგარმა. შემდეგ იქვე იმალებოდა რამდენიმე დღის მანძილზე. ნაცნობების დახმარებით რუსების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გამოაპარეს მოგვიანებით და ფულის სანაცვლოდ მისი სამშვიდობოს გამოყვანა მოხერხდა.

ჩემი რძლის ბებია ეთნიკურად ოსია. ქალი ორ ცეცხლს შუა იყო. არ იცოდა, ვისზე უნდა ეთქვა ცუდი, ვინ უნდა დაეწყევლა, ოსები, როგორც თვითონ იყო, თუ ქართველები, როგორი ოჯახიც ჰყავდა. შევესწარი ამ მოხუცი ცოლ-ქმრის შეხვედრას თბილისში. ჩემი რძლის პაპა ჩამოიყვანეს. ბებიამ პირველ რიგში ის ჰკითხა, უჩემოდ როგორ იყავიო შე უბედუროო. მერე და მერე გადავიდნენ სახლისა და ბაღის, საქონლისა და ფრინველების ამბების მოკითხვაზე. ძროხა წაიყვანესო. ქათმებიო?- ბებიამ ჰკითხა. ქათმებს ბოლო დღემდე ვუვლიდი და წამოსვლის წინ პომიდვის ბაღში შევუშვიო. არ მავიწყდება ჩემი რძლის ბებიის რეაქცია და მისი უზომო დარდი პომიდვის ბაღის გაფუჭებაზე ქათმებისგან. ვაიმე ეს რა გიქნია, ეს როგორ გააკეთე, პომიდვრის ბაღში რამ შეგაშვებინა ქათმები, ხომ სულ გააფუჭებდნენ პომიდორსო. იქ მყოფი მისი შვილი და სხვა ნათესავები აწყნარებდნენ, იქ არა მარტო პომიდვრის ბაღი, სხვაც არაფერი დარჩა ჩვენი, ყველაფერი გადამწვარიაო, მაგრამ ბებია მაინც იმას ჩიოდა, რატომ უნდა გააფუჭონ ქათმებმა პომიდორიო.”


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: