Posted by: burusi | 22/02/2017

ლანა ღოღობერიძე – ჩემი უნივერსტეტი

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ლანა ღოღობერიძე – ჩემი უნივერსტეტი
ნაწყვეტი ლანა ღოღობერიძის წიგნიდან “რაც მაგონდება და როგორც მაგონდება”
დღეს როდესაც უნივერსტეტში გატარებულ წლებზე ვფიქრობ, მავიწყდება ყველა ის სიმწარე, რაც იმ დროსთან იყო დაკავშირებული და გასახენებლად მრჩება მათავარი – სულიერების ატმოსფერო, მღელვარება, რომელიც გვიპყრობდა, როცა აუდიტორიაში პირველად უნდა შემოსულიყო არნოლდ ჩიქობავა თუ კოტე ბაქრაძე, შალვა ნუცუბიძე თუ მიშა კვესელავა.
ჩემი უნივერსტეტი – ეს არის მიშა კვესელავას ლექცია მეტერლინკის შესახებ, მისი შთაგონებული სახე, მოულოდნელი ჟესტი, და აი, ჩვენ ახალგაზრდული თავდავიწყებით ვიძირებით ცისფერი ფრინველისა და იდუმალი ღამეების სამყაროში… შალვა ნუცუბიძის ჭერში აპყრობილი თვალები და უცნაური წამღერებით წარმოთქმული ასეთი თამამი სიტყვები ევროპული რენესანსის ქართული სათავეების შესახებ, სიტყვები, რომლებიც სიამაყით გავსებს ჩვენი სამშობლოს წარსულის გამო; კოტე ბაქარაძის მიერ ისე უბრალოდ და სადად მოწოდებული ლოგიკა, რომ ფილოსოფია მთლად გადაგები და ახლობელი ხდება.
ჩემი უნივერსტეტი – ეს არის უცებ ყველას გულში ჩასახლებული შიში, რადგანაც გუშინ, უეცრად, დაიჭირეს ოტია პაჭკორია და კიდევ რამდენიმე სტუდენტი.
ჩემი უნივერსტეტი – ეს არის დღე და ღამე მეგობრებთან ერთად ყოფნა, ერთად ჯდომა ლექციებზე, ერთად ხეტიალი ქუჩებში.
ჩემი უნივერსტეტი – ეს არის ურთიერთობათა უკიდურესი სიმძაფრე, ახალია ადამიანების აღმოჩენების სიხარული, გაცნობა ლეილა გორდელაძისა, რომელიც იმ დღიდან მთელი ჩემი ცხოვრების უახლოესი ადამიანი გახდა; აღფრთოვანება იმის გამო, რომ ლექციაზე, 86-ე აუდიტორიაში, შენ გვერდით აღმოჩნდა ულამაზესი ჭაბუკი – გოგი ოჩიაური, რომელიც შენსავით მოცულია ჰამსუნით, რომელიც თვითონ ჰგავს პანს და რომელსაც შენსავით ათრთოლებს ეს თითქოს სულ უბრალო სიტყვები: ნათქვამი ედვარდას მიერ: გლანი, გლანი ავად არის?

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: