Posted by: burusi | 29/01/2017

ბერტრან რასელის გზავნილი მომავალ თაობებს

ბერტრან რასელი

ბერტრან რასელი

ბერტრან რასელის გზავნილი მომავალ თაობებს

– რას ფიქრობთ, რა არის ყველაზე ღირებული რაც უნდა უთხრათ მომავალ თაობებს თქვენი ცხოვრებიდან, ან რა გაკვეთილები შეგიძლიათ გამოიტანოთ მისგან?

“მე მინდა ვთქვა, ორი რამის, ერთი ინტელექტუალური და მეორე მორალურის შესახებ. ინტელექტუალური მდგომარეობს შემდეგში: როდესაც თქვენ სწავლობთ ნებისმიერ საკითხს, ან განიხილავთ ნებისმიერ ფილოსოფიას, ჰკითხეთ საკუთარ თავს მხოლოდ ის, რა არის ფაქტები და რა არის ჭეშმარიტება, სიმართლე, რასაც ფაქტები ადასტურებენ? ამ დროს არასოდეს არ უნდა იფიქროთ იმაზე თუ თქვენ რა გსურთ რომ გჯეროდეთ, ან, თქვენ რწმენას რამდენად აქვს სასარგებლო სოციალური ეფექტი. საკითხს შეხედეთ მხოლოდ და მხოლოდ ფაქტებზე დაყრდნობით. ეს არის ინტელექტუალური საკითხი, რაც მსურდა რომ მეთქვა.

მორალის შესახებ მინდა ვთქვა, რომ სიყვარული არის სიბრძნე, სიძულვილი – სიბრიყვე. ამ სამყაროში, რომელშიც ადამიანები დღითიდღე უფრო მჭიდრო კავშირებს ამყარებენ ერთმანეთთან, ჩვენ უნდა ვისწავლოთ ერთმანეთთან შეგუება, ერთმანეთის მოთმენა, ჩვენ უნდა ვისწავლოთ იმ ფაქტთან შეგუება, რომ ზოგიერთმა ადამიანმა შეიძლება თქვას ის, რაც ჩვენ არ მოგვწონს. ჩვენ მხოლოდ ასე შეგვიძლია ვიცხოვროთ, და თუ ჩვენ გვსურს ერთად ცხოვრობა და არ გვსურს ერთად სიკვდილი, ჩვენ უნდა ვისწავლოთ ერთგვარი ქველმოქმედება და ტოლერანტობა, რაც არის აბსოლუტურად სასიცოცხლო ამ პლანეტაზე კაცობრიობის ცხოვრების გასაგრძელებლად”.


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: