Posted by: burusi | 26/07/2016

გრიგოლ ფერაძე- წადი აქედან, გადაარჩინე შენი ახალგაზრდობა

გრიგოლ ფერაძე – Grigol Peradze

სიონის საკათედრო ტაძარში, საქართველოს ერთ-ერთ უძველეს ეკლესიაში, რომელშიც ინახება ღვთისმშობლის რამდენიმე საუცხოო ხატი და საქართველოს უწმინდესი რელიქვია წმ. ნინოს ჯვარი, იმ დღეს მორწმუნეთა სიმცირე იგრძნობოდა. თვით კათალიკოს-პატრიარქი ლეონიდე წირავდა რამდენიმე მღვდელთან ერთად.

შესასვლელთან შევჩერდი – ვერაფერს ვხედავდი, თითქოს გავქვავდი, ვერც პატრიარქთან მივედი, როდესაც მორწმუნენი მიუახლოვდნენ.

ღვთისმსახურების დამთავრების შემდეგ, ეკლესიიდან გამოსვლისას, პატრიარქმა შემამჩნია და მომესალმა – `ქრისტე აღსდგა“. ავტომატურად ვუპასუხე, როგორც წესი იყო და თან გამოვყევი. ახალი დღე იწყებოდა. პატრიარქის სასახლისაკენ მიმავალი, აღდგომის დღეებში ყოველთვის ხალხმრავალი ქუჩა ახლა სრულიად დაცარიელებულიყო, ფანჯრის დარაბებიც მიეხურათ. ეტყობოდა, რომ ქალაქი ვერ აღიქვამდა უდიდესი დღესასწაულით მონიჭებულ სიხარულს.

პატრიარქი მარტო მიდიოდა, არც ერთი მღვდელი არ აცილებდა. მე შორიახლოს მივყვებოდი.
ქუჩის კუთხეში ორი წითელარმიელი გამოჩნდა, ზიზღით შეხედეს პატრიარქს და გზა განაგრძეს. თუმცა ერთ-ერთი სახლის კარებთან მჯდარი ზედამხედველი მისი უწმინდესობის დანახვისას ფეხზე წამოდგა.

სასახლეში შესვლისას პატრიარქი შეჩერდა, თითქოს იგრძნო, რომ უკან მივყვებოდი. ორივე ხელი ჩამავლო და ტკივილითა და დარდით სავსე მამობრივი ხმით მითხრა: `სულიერად დაცემული ვარ. წადი აქედან, გადაარჩინე შენი ახალგაზრდობა“.

გრიგოლ ფერაძე, “გზა გამარჯვებისაკენ”


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: