Posted by: burusi | 01/07/2016

თენგიზ ვერულავას წიგნის „ჯანდაცვის პოლიტიკა“ პრეზენტაცია

539feaa3e8cb3997bcce7d415494b39f_36871

თენგიზ ვერულავა “ჯანდაცვის პოლიტიკა”

თენგიზ  ვერულავას წიგნის „ჯანდაცვის პოლიტიკაპრეზენტაცია

 

2016 წლის 25 ივნისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გაიმართა სახელმძღვანელოს – „ჯანდაცვის პოლიტიკა“ – პრეზენტაცია. სახელმძღვანელოს ავტორია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, მედიცინის აკადემიური დოქტორი თენგიზ ვერულავა.

სახელმძღვანელომ გაიარა ორმაგი (ბრმა მეთოდით) რეცენზირება უცხოელ ექსპერტებთან. იგი განკუთვნილია ჯანდაცვის პოლიტიკის, ადმინისტრირებისა და ეკონომიკის სპეციალისტებისათვის, ასევე ჯანდაცვის საკითხებით დაინტერესებული ფართო საზოგადოებისთვის.

საქართველოში, აგერ უკვე ორ ათეულ წელზე მეტია, მიმდინარეობს ჯანდაცვის სისტემის ძირეული რეფორმირების პროცესი და ჩნდება მრავალი კითხვა, რომლებიც მნიშვნელოვანია ჯანდაცვის მუშაკებისათვის, სისტემის მენეჯერებისათვის და რომელთაც შეისწავლის ჯანდაცვის პოლიტიკა.

ცხადია, ქვეყნის ჯანდაცვის სისტემის წინაშე დასმული ამოცანების გადაწყვეტა შეუძლებელია კარგად განსწავლული კადრების გარეშე, რომელთა საფუძვლიანი მომზადება მწვავე პრობლემას წარმოადგენს. აღნიშნულის ერთ-ერთ მიზეზს ქართულ ენაზე საჭირო სასწავლო და მეთოდური ლიტერატურის აშკარა ნაკლებობა წარმოადგენს. წარმოდგენილი სახელმძღვანელოს უმთავრესი მიზანია ამ პრობლემის გადაწყვეტის ხელშეწყობა.

წიგნში განხილულია ჯანდაცვის პოლიტიკის ძირითადი საკითხები, ჯანდაცვის სისტემის ფუნქციები და მიზნები, ჯანდაცვის დაფინანსების მექანიზმები, სამედიცინო სერვისების ხელმისაწვდომობაზე მოქმედი ფინანსური და არაფინანსური ბარიერები, ჯანდაცვის დანახარჯები და მისი ზრდის შეკავების მექანიზმები, სამედიცინო მომსახურების ორგანიზაციული ფორმები (პირველადი ჯანდაცვა, ჰოსპიტალური მომსახურება, ხანგრძლივი სამედიცინო მომსახურება), დაავადებათა პრევენცია, სამედიცინო მომსახურების ხარისხი, ჯანმრთელობის სოციალური დაზღვევის, ბევერიჯის მოდელის, შერეული მოდელის, სამედიცინო შემნახველი ანაბრების სისტემების განვითარების თავისებურებები, საქართველოს ჯანდაცვის სისტემის რეფორმირების ეტაპები.

ტელეკომპანია პულსი TV / Pulsi TV
 სატელევიზიო პროგრამის ელეტრონული მისამართი:
https://youtu.be/kjnvitwUoTE

 

 


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: