Posted by: burusi | 26/06/2016

ლექსად წარმოთქმული სადღეგრძელო ხიზაბავრის მესხური ტერასების ამაღორძინებლის – გიორგი ნათენაძეს დასალოცად

კახაბერ ჯაყელი

კახაბერ ჯაყელი – Kakhaber Jakeli

ლექსად წარმოთქმული სადღეგრძელო ხიზაბავრის მესხური ტერასების ამაღორძინებლის – გიორგი ნათენაძეს დასალოცად

ახალგაზრდა მესხმა მეღვინემ გიორგი ნათენაძემ აღადგინა ძველი მესხური ტერასა და ვაზი დააბრუნა იქ სადაც 3000 წელზე მეტხანს იყო . თავად ვაზი გიორგი ნათენაძეს მადლობას გადაუხდის გიშრისფერი თუ ქარვისფერი მტევნით, მე კი ამას გავაკეთებ ლექსით რადგანაც ჯაყელი ვარ რუსთავის პატრონის  სისხლისმიერი შთამომავალი!

შენ ხიზაბავრას ტერასა ნახე, ვით ავთანდილმა გაინადირა,

აჩნდა მას ფლოქვი იმ მარბიელის, ვის ტარიელმა სისხლი ადინა,

იმ მესხის აქვსო უშიშარობა, ვინაც ნესტანი წაართვა ქაჯეთს,

შენზე ამბობენ მამაცო მესხო – აღორძინების კეთილო მაცნევ!

ხიზაბავრული ტერასის მცველო –  აწყურის მადლით მოსილთა გვარის,

მემკვიდრევ მესხთა უძირო სიბრძნის,  მომავლის ჭვრეტის,ზეპურო განსჯის.

შთამომავალო უძველეს გმირთა, დევებს რომ ჰხოცვდნენ ვითარცა კატებს,

მაშ გამარჯვება ნათენაძეებს და ვაზით ხელში მომავალ ჯაყელთ.

კახაბერ თენგიზის-ძე ჯაყელი

26 ივნისი, 2016 წელი

კვირა


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: