Posted by: burusi | 10/03/2016

სიმონ ჩიქოვანი – 9 მარტი

1956 9 მარტი

სანაპიროზე ქვის ლოდი დევს, რომელსაც ოქროსფერი ასოებით აწერია: „აქ დაიდგმება 9 მარტს დაღუპულთა უკვდავყოფის მემორიალი“

სიმონ ჩიქოვანი – 9 მარტი

წუხელ ქურდულად მესროლეს ტყვია,
ტყვიას ამცდა და ჩემს ბავშვებს მოხვდა.
გულზე მარტყია სიკვდილის ხვია,
ოცი დაჭრეს და ოცივე მოკვდა.

რას ვიფიქრებდი, ხმა ჩამიწყდება,
ვერ დავიფარავ მკერდით პატარებს,
ჩემი ოცნება აქ დამიწყდება
და გზებზე მარტის წყევლა მატარებს.

მეგონა მთაზე ყვავილებს მოვკრეფ,
ცისკრიან ბალახს დამიფენს ვაკე…
მე მესროლეს და ბავშვები მოკლეს,
მერმე მეც ხიშტით მისროლეს ცალკე.

დამჭრეს და პირი დამიხშეს წუხელ,
მკერდში ვარამი ვეღარ ჩავტიე,
ჭერი მეწვის და ვერავის ვუმხელ,
სამშობლოვ, შევცდი და მაპატიე.

ეს წინაპრის თუ ჩემი მარცხია,
ქვიშა გამშრალა და მეც გავშრები.
დედავ თბილისო, სისხლი გაცხია,
სისხლში განბანეს შენი ბავშვები.

მეწამულ ფერით მტკვარი ხელდება,
მლაშე ცრემლებმა ქვები დაღარა,
ნუთუ თბილისი უკვე ბერდება
და მთებს ედება ნისლი ჭაღარა.

მტკვართან აპრილი არ მოვა წლეულს,
ნაპირებს კვებავს სისხლის ტბორები
და საქართველოს დაჩეხილ სხეულს
ჭრილობებს ვბან და ვეამბორები.

სიმონ ჩიქოვანი. 1956წ.


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: