Posted by: burusi | 07/01/2016

ზურაბ კიკნაძე “ძველი სტილი და ახალი სტილი”

Giotto,_Lower_Church_Assisi,_Nativity_01

ძველი სტილი  და ახალი სტილი

იმპერატორი იუსტინიანე იერუსალიმის ქრისტიანებს ქრისტეს შობის დღის გამო ასე მიუწერდა: “დღე ესე შობისა ამით ჩანს ოცდამეხუთე დღე დეკემბრისა, რამეთუ ნათელსა და დღესა შეემატების და ღამესა მოაკლდების. და ამითცა ჩანს, რამეთუ შობა ქრისტესი ოცდახუთსა დეკემბერსა არს”. მართლმოწმუნე იმპერატორი იმოწმებს ნეტარ ავგუსტინეს, “ეპისკოპოსსა აფრიკეთისა”, რომელიც ერთმანეთს უდარებს ქრისტეს შობისა და ნათლისმცემლის შობის დღეებს: “იოვანეს შობა დღეთა მოკლებასა იყო, ხოლო ქრისტესი – დღეთა აღმატებასა. და ამას იოვანე თვით იტყვის, ვითარმედ ჩემდა ჯერ არს მოკლება, ხოლო მისი აღმატება” [ზუსტი მოწმობა იოანეს სახარებიდან: “”მისა ჯერ არს აღორძინებად, ხოლო ჩემდა მოკლებად”].

კოსმიურმა მოვლენამ ე. წ. პრეცესიამ 25 დეკემბერი 7 იანვრად აქცია, რითაც ნიადაგი გამოაცალა ქრისტესშობის სიმბოლიზმს, რაზეც ბასილევსი და ეპისკოპოსი ლაპარაკობენ.

ამ სიმბოლიზმის თანახმად, ქრისტეს შობა მზებუდობის ასტრონომიულ მომენტს ემთხვევა. ქრისტე იშვა იმ დღეს, როცა მზე გაძლიერდა და დღემ მომატება იწყო. აქვს ეს თვისება შვიდი იანვრის დღეს? შეიძლება 7 იანვარს 25 დეკემბერი (მზებუდობის დღე) ეწოდოს?

როცა 325 წელს ნიკეის კრებაზე ეკლესიამ რეფორმირებული იულიუსის კალენდარი მიიღო, არ ყოფილა გათვალისწინებული, რომ დროთა ვითარებაში 25 დეკემბერი იანვრის თვეში მოექცეოდა და, ამრიგად, ასტონომიული მომენტის სიმბოლიზმი დაირღვეოდა. იმ მიზნით, რომ ნიკეის კრების გადაწყვეტილება კვლავ ძალაში ყოფილიყო, ანუ ეკლესიას ქრისტეს შობა დაუვალი მზის (Sol invictus) დღეს ედღესასწაულა, 1582 წელს, როცა შობის დღე ათი დღით იყო გადანაცვლებული, პაპმა გრიგორიუს XIII-მ კალენდარი გაასწორებინა (სხვათა შორის, ეს იდეა სამი საუკუნით ადრე ბიზანტიაში გაჩნდა, მაგრამ ვერ განხორციელდა). ეს იყო იულიუსის კალენდრის მეორე შესწორება. ამას ეწოდება ახალი სტილი, ის ძველზე ზუსტია, მაგრამ არა სრულყოფილი, რომელიც გადანაცვლებას სრულიად აიცილებდა.

მეცნიერება ბუნების გამოწვევის წინაშე დადგა: გაასწორე კალენდარი!

თბილისსა და გორს შორის მოძრაობს მატარებელი. მგზავრს ხელში უჭირავს მოძრაობის განრიგი, რომლის მიხედვითაც მატარებელი გორში ამა და ამ საათზე ჩადის. მგზავრი დანდობილია განრიგს და მასში მითითებულ საათზე სტოვებს მატარებელს, რომელმაც ამა და ამ წუთით დაიგვიანა. ამიტომ ის არა გორში, არამედ აგარაში, ან სხვაგან სადმე აღმოჩნდა. ვისი ბრალია? რა თქმა უნდა არა განრიგის, არამედ მატარებლის სვლის შენელების, რაც კოსმიური პრეცესიის ანალოგიურია. განრიგი აცდა რეალობას. განრიგი მაშინ დაიწერა, როცა მატარებელი წესრიგში იყო. განრიგი ამ მაგალითში კალენდრის მეტაფორაა და, თუ მატარებელს ვერ ვასწორებთ, განრიგი უნდა შესწორდეს, რომ მგზავრი სასურველ ადგილზე აღმოჩნდეს. თუმცა რატომ მატარებელი არ უნდა გავასწოროთ – ის ხომ კოსმიური მოვლენა არ არის, უბრალოდ, ადამიანის ხელიდან გამოსული მექანიზმია, როგორც კალენდარი – ასტრონომიული კვლევის პროდუქტი და მართლმადიდებლურ სიწმიდესთან და, მით ნაკლებად, დოგმატებთან მას არავითარი შეხება არა აქვს?

წყარო: http://www.24hours.ge/weekend/story/23594-akhali-tseli


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: