Posted by: burusi | 05/01/2016

კახაბერ ჯაყელი “მარკეტინგული აუდიტი როგორც გზა ქართული ბიზნესის წარმატებისა 21 საუკუნეში”

კახაბერ ჯაყელი

კახაბერ ჯაყელი – Kakhaber Jakeli

კახაბერ ჯაყელი “მარკეტინგული აუდიტი როგორც გზა ქართული ბიზნესის წარმატებისა 21 საუკუნეში”

როდესაც ქვეყნის ეკონომიკა წინა კრიზისულ მდგომარეობაშია, სწორედ მაშინაა საჭირო ხელახლა დავითვალოთ ყველაფერი, რაც გვაბადია და რაც უნდა მოგვეპოვებინა, შევაფასოთ რესურსები და რაც უმნიშვნელოვანესია, დავინახოთ საკუთარი თავი – მისი უდიდებულესობის, მომხმარებლის თვალებით.

ყოველივე ეს მთლიანობაში მხოლოდ მარკეტინგულ აუდიტს შეუძლია.

მარკეტინგის აუდიტი მსოფლიოში დღითი-დღე უფრო აუცილებელი მნიშვნელოვანი და პოპულარული ხდება, კომერციული და არაკომერციული, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებისათვის. საინტერესოა თუ როგორ უნდა განხორციელდეს მისი პრაქტიკული მხარე და რა არის ამისათვის საჭირო.

ვუდარებთ რა ერთმანეთს მარკეტინგის სტრატეგიებს და ტაქტიკას 10 წლის წინ და ეხლა, ცნობილი მარკეტოლოგები ფიქრობენ რომ მარკეტინგული სტრატეგია მოძველდა.

მართლაც ბევრი რამ შეიცვალა, თუ ადრე კომპანიებისათვის საჭირო იყო ყველაზე ძლიერი კომპიუტორის გამოშვება, ბაზარზე წარმატებისათვის, ეხლა ისინი მინი, სმარტფონებით, მომხმარებლის კერძო ინტერესების გათვალისწინებით თუ გადარჩებიან.

თითქმის ყველაფერი შეიცვალა. რეკლამამ ფანტასტიკურ ფასებს მიაღწია, დისტრიბუციამ დაკარგა ეფექტურობა, მომხმარებელი თავის თავში ჩაიკეტა, შესაბამისად საჭირო გახდა მარკეტინგული აზროვნების გარდაქმნა.

მრავალი კომპანია მიხვდა რომ მათ მარკეტინგს, ყოველდღიური დაკვირვება სჭირდება. ზოგმა კომპანიამ მცირე ცვლილებებით მიაღწია დიდ შედეგებს.

შესაძლოა კომპანია აკეთებს ერთწიან მარკეტინგულ გეგმას, მაგრამ დარწმუნებული ხართ რომ კომპანიის მენეჯმენტი გაითვალისწინებს მას?

მარკეტინგის აუდიტის საწყისები

მარკეტინგის აუდიტის იდეა მეოცე საუკუნის ორმოცდაათიან წლებში გაჩნდა, როდესაც ბაზ-ალენ-ჰამილტონის მენეჯერმა როდოლფ დალმაიერმა პირველი მსგავსი პროცესის ჩატარება განიზრახა და განახორციელა კიდეც.

რობერტ ლავიჯ-მა (Robert J. Lavidge), თავისი კომპანიის მარკეტინგული აუდიტი სწორედ ამ პერიოდში დაიწყო. 1959 წელს კი ამერიკის მენეჯმენტის ასოციაციამ გამოაქვეყნა პირველი საინტერესო სტატია მარკეტინგის აუდიტის შესახებ, რომელიც ასე იყო დასათაურებული -„მარკეტინგული ქმედების ანალიზი და მისი გაუმჯობესება“ – (analyzing and improving marketing performance).

1960 წელს მარკეტინგულმა აუდიტმა თავისი ადგილი დაიკავა მარკეტინგული კონსალტინგის ფირმების სერვისებს შორის.

მარკეტინგის აღიარებული გურუს, ფილიფ კოტლერის, ვილიამ გრეგორისა და ვილიამ როჯერის  შესანიშნავი წერილი დაიბეჭდა 1977 წელს, სახელწოდებით – „მარკეტინგული აუდიტი სრულწლოვანი გახდა“.

მარკეტინგის აუდიტს ფილიპ კოტლერის აზრით 4 მთავარი თვისება გააჩნია:

  1. მარკეტინგის აუდიტი უნდა განხორციელდეს უფრო ფართი მნიშვნელობით ვიდრე მხოლოდ ვიწრო კონტექსტში. რაც იმას ნიშნავს, რომ ამგვარი აუდიტის შემდეგ უნდა მივიღოთ კომპანიის მარკეტინგული წარმატებულობის „დიდი სურათი“. ამ მიმართულებით განსახვავებენ ეგრეთ წოდებულ ჰორიზონტალურ აუდიტს და ვერტიკალურ აუდიტსაც. ჰორიზონტალური მარკეტინგული აუდიტი იკვლევს კომპანიის : გარემოს, ობიექტს, მიზნებს, სტრატეგიას, ორგანიზებას და სისტემებს. ხოლო ვერტიკალური მარკეტინგული აუდიტი შესაძლოა ჩაუტარდეს კომპანიის მხოლოდ ერთ რომელიმე საკითხს, მაგალითად გაყიდვებს, რეკლამას, ფასწარმოქმნას, ბრენდს, პროდუქტს, ცალ ცალკე.
  2. მარკეტინგის აუდიტი უნდა ჩაატაროს თავისუფალმა, დამოუკიდებელმა სუბიექტმა, რომელიც არ არის აფილირებული მარკეტინგის აუდიტის ობიექთან. არსებობს გარკვეული საუბრები ასევე შიდა აუდიტზე, მაგრამ მათ ფილიპ კოტლერი და სხვა მარკეტოლოგები ეგრეთ წოდებულ „Loose talk about self audits“, უწოდებენ, რაც იმასაც ნიშნავს, რომ დამოკიდებული სისტემის მიერ განხორციელებული მარკეტინგული აუდიტი, ვერ იქნება მიუკერძოებელი და სკეპტიკური, მიმდინარე თუ უკვე განხორციელებული მარკეტინგული პროცესების მიმართ კომპანიაში.
  3. მარკეტინგული აუდიტი უნდა ჩატარდეს სისტემატიურად. რაც იმას შნიშნავს რომ ეს არის დაგეგმილი პროცესი, რომლის განხორციელება შესაძლებელია მხოლოდ პროგრამულად და არა შემთხვევით.
  4. მარკეტინგის აუდიტი უნდა იყოს პერიოდული. რაც იმას ნიშნავს რომ მარკეტინგის აუდიტით მიღებული ხარვეზების გამოსწორება, შემდეგ კვლავაც უნდა გადამოწმდეს მომდევნო წლებში და შესაბამისად საფუძველი დაედოს კომპანიის სწორ მარკეტინგულ განვითარებას.

მარკეტინგის აუდიტის უპირატესობანი

–           მარკეტინგის აუდიტი საშუალებას გვაძლევს დავინახოთ კომპანიის ქმედებების დიდი სურათი, რომლის საფუძვლიანი განხილვა გვეხმარება გავიგოთ კომპანიის მიმართულების სიჯანსაღე.

–           მარკეტინგის აუდიტი კომპანიას უზრდის პროდუქტიულობას და ეფექტურობას

–           მარკეტინგის აუდიტი კომპანიის ხელმძღვანელობას აჩვენებს რამდენად სწორად მართავენ ისინი და მათი დაქირავებული მენეჯერები კომპანიას

–           მარკეტინგის აუდიტი ბრთხილად განიხილავს კომპანიის რეზულტატს და იძლევა მნიშვნელოვან დასკვნებს მომავალი წლის ბიზნესის დაგეგმვისათვის.

–           ხშირად მარკეტინგის აუდიტი იწვევს კომპანიის სტრატეგიის ცვლილებას და ფირმის საქმიანობის ახალი მიმართულებებით განვითარებას.

–           მარკეტინგის აუდიტი ზრდის კომპანიის შემოსავლებს და მოგებას

 კომპანიის დაარსება ომზე უფრო უარესიაო – უთქვამს შარლ ნეიუტონ კესონს, რატომ? იმიტომ რომ ომს დაამთავრებ, თუნდაც წაგებით, მაშინ როცა წაგებით ბიზნესი არ მთავრდება. წაგების შემდეგ ყველაზე უარესი მხოლოდ იწყება.

შესაბამისად, ქართველ ბიზნესმენებს, კომპანიის ლიდერებს და მენეჯერებს ურჩევდი, წელიწადში ერთხელ, ჩაატარონ მარკეტინგული აუდიტი თავიანთი ორგანიზაციისა, იმისათვის რომ საბოლოოდ დასახული გზიდან არ გადავიდნენ და წაგებულ მდგომარეობაში არ აღმოჩნდნენ.

მოგეხსენებათ ექიმთან დროული მისვლა და პრევენციული ღონისძიებების განხორციელება – არა მარტო ჯანმრთელობას გვინარჩუნებს, არამედ დიდი ფინანსური დანახარჯებისაგან გვიფარავს.

ამგვარად დროული მარკეტინგული აუდიტი გვიფარავს იმ მძიმე ფინანსური მდგომარეობისაგან, რომლის პრევენცია მინიმალური ხარჯებით იყო შესაძლებელი.

ქართული კომპანიების უმეტესობა, ერთი კვლევიდან გამომდინარე, ყოველწიურად უფრო და უფრო  მეტ დაჩქარებულ, ინტუიციურ გადაწყვეტილებას იღებს, რაც საბოლოო ჯამში იმას ნიშნავს, რომ ბიზნესი, საჭე მოშლილი ხომალდივით, უმართავია და იგი გარე დარტყმებზე რეაქციით არის დაკავებული.

მაშინ როდესაც შესაძლო იყო ბიზნესის მართვით, ბაზრის მორევიდან გაღწევა და უხიფათო ნაპირისაკენ ცურვა.


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: