Posted by: burusi | 06/12/2015

უოლტ უიტმენი ბრუკლინის ხიდზე

Walt Whitman, c1880

Walt Whitman, c1880

უოლტ უიტმენი ბრუკლინის ხიდზე (ნაწყვეტი)

განა მარტო შენ დაგცემია სიბნელის ლაქა?
მეც დამფრქვევია სიბნელისგან მუქი ლაქები,
საუკეთესო რაც ვაკეთე მოვიმოქმედე,
ყველა უაზროდ, საჭოჭმანოდ მომჩვენებია.
ჩემი ვითომდა დიდი საქმე, დიდი ზრახვანი,
განა სრულყოფას მოკლებულნი არა ყოფილან?
განა შენა ხარ მარტო ამ ქვეყნად, რომელმაც იცის,
რა ცუდია, რომ იყო ცუდი?
მრავალგზის მეც კი დამისკვნია უკუღმა ნასკვი.
მეც მიყბედნია, მეც შევრცხვენილვარ,
მეც გავბუტულვარ, მეც მძულებია, მეც მომიპარავს და მიმიქარავს.
გავბრაზებულვარ, ავნთებულვარ მეც სიძულვილით.
მქონია ვნება და გამხელა ვერ გამიბედავს.
ჩემშიც ბუდობენ: მგელი, გველი, მუხთალი ღორი,
მზაკვრული თვალი, სიტყვა სუბუქი, სიძვა და შური,
ეს ყველაფერი არ დამკლებია,
არ დამკლებია არც სიძულვილი, არც სიზარმაცე,
არც სისაძაგლე და გულქვაობა,
მეც ხომ ვიყავი ერთი ვინმე მრავალთაგანი,
მეც მრავალთ შორის მიცხოვრია, მიმოქმედია,
მეც მეძახოდნენ ახალგაზრდებში
ერთ დროს სახელებს საალერსოს, კნინობით სახელს,
მეც ხომ მიგრძვნია მათი ხელები, ( ჩემს გვერდით მდგარნი
შემავლებდნენ კისერზე ხელებს), და მათი ხორცის მოკარება
მეც ხომ მიგრძვნია?
მინახავს ბევრი იმათგანიც, ვისაც ვუყვარდი,
ქუჩაში გემზე და შეკრებებზე,
თუმც არ მჩვევია არც სიტყვის თქმა და არც კამათი.
და მიცხოვრია იმავ ცხოვრებით, მეც სხვებთან ერთად,
(ისეთივე გაცინება და დაძინება)
და იმავე როლს ვასრულებდი, როგორსაც ყველა,
იმავე ძველ როლს, ეს ხომ ისეთივე როლი იქნება?
როგორიც თვითონ ჩვენ მოგვინდება,
თუ მოვინდომეთ, იქნება დიდი, თუ ჩვენ გვწადია თუნდაც პატარა,
ხანაც ორივე: დიდიც, პატარაც.

თარგმნა კონსტანტინე გამსახურდიამ


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: