Posted by: burusi | 06/12/2015

უოლტ უიტმენი “ახლა მე, სიცოცხლით სავსე”

Walt Whitman, age 28

Walt Whitman, age 28

უოლტ უიტმენი “ახლა მე, სიცოცხლით სავსე”

ახლა მე, სიცოცხლით სავსე,
ხელშესახები და ხილული
ორმოცი წლის კაცი, ამ შტატების,
ოთხმოცდამესამე წელს
შენ – ასი წლის შემდეგ – ჩვენი დროიდან
ასწლეულის ნებისმიერი რიცხვის შემდეგ,
შენ, ჯერ კიდევ არმოვლენილს
ამ ქვეყანაზე, გიგზავნი პწკარებს,
რომლებიც უკვე გეძებენ.
როცა ამას წაიკითხავ, მე –
ადრე ხილული, უხილავი ვიქნები.
ახლა უკვე შენ ხელშესახები, ხილული,
ჩემ ლექსთა მწვდომი – იწყებ ჩემ ძებნას,
და ვფიქრობ კიდეც, რა კარგი იქნებოდა,
შენ გვერდით რომ ვყოფილიყავი,
შენ ამხანაგად რომ ვქცეულიყავ.
(მეტისმეტად ნუ იქნები
დარწმუნებული, რომ შენ გვერდით არ ვარ.)


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: