Posted by: burusi | 22/08/2015

ხორხე ლუის ბორხესი: PARADIOS, XXXI, 108

Krzysztof Kieslowski Decalogue

ხორხე ლუის ბორხესი: PARADIOS, XXXI, 108

დიოდორე სიცილიელი გვიყვება ღმერთზე,რომელიც დააქციეს და განაბნიეს. და განა მიმწუხრში თითოეულ ჩვენთაგანს არ განუცდია, ფიქრით არ გაუსერავს წარსული, რაღაცის განუზომელი დანაკლისი?

ადამიანებმა დაკარგეს სახება, აუნაზღაურებელი სახება. და ყველას მოუნდა ემპირეუმში ვეებერთელა ვარდის ქვეშ მეოცნებე იმ ყარიბად ქცევა, ვინც რომში ვერონიკას გარდმოხსნას ჭვრეტდა ნეტარი ჩურჩულით: “იესო ქრისტე, მაცხოვარო, ძეო ჭეშმარიტო, ხედავმცა თურმე როგორია შენი სახება!”

ერთი გზის განაპირას ქვისაგან გამოქანდაკებული სახებაა დადგმული, ზედ ამოკვეთილი წარწერით: “ჭეშმარიტი გამოსახულება ქანაელი უფლის წმინდა სახებისა”. შესაძლებელი რომ ყოფილიყო მართლა გვცოდნოდა როგორი იყო იგი, ჩვენთვის განიხვნებოდა პარაბოლების კანონი და შევიცნობდით მაშინ ნამდვილად ძე ღმერთისა იყო იგი, თუ დურგლის ოჯახში დაბადებული ვაჟი.

პავლეს ნათლის შარავანდედად მოევლინა იგი, რამაც მიწაზე დასცა და დააბრმავა. იოანეს – ქვეყნის მანათობელ პირიმზედ. წმინდა ტერეზამ, მისი უდრტვინველი ნათლით არაერთგზის განბანილმა, ვერა და ვერ შეიცნო მისი თვალების ფერი.

მისი ნაკვთები თვალსა და ხელს შუა გვიქრება, როგორც ჩვეულებრივი ციფრებისაგან შედგენილი მაგიური რიცხვი, როგორც კალეიდოსკოპში სამუდამოდ გამქრალი მოზაიკის ხატი. ვჭვრეტთ და ვერ ვიცნობიერებთ. მეტროში თვალი რომ მოვკარით ებრაელის სახეს, შეიძლება ის ქრისტეს ნაკვთებს განასახიერებდა. სარკმლიდან ხურდა რომ გამოგვიწოდა ხელმა, შეიძლება იმ ხელის მსგავსი იყო, ჯვარს რომ მიაჭედეს რომაელმა მხედრებმა.

და ხომ არ იმალება იდუმალ ჯვარცმულის ნაკვთები ყველა სარკეში? იქნებ სახება მხოლოდ იმიტომ გაიცრიცა და წაიშალა, რომ ყველანი ღმერთებად ვიქცეთ?

ვინ იცის, ხომ არ გველოდება იგი ამღამინდელ სიზმრების ლაბირინთში და ხომ არ ვიცნობთ მას ხვალ დილით, როცა გაგვეღვიძება?


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: