Posted by: burusi | 22/08/2015

ხორხე ლუის ბორხესი: “ჩვენი საცოდავი ინდივიდუალიზმი”

1921. Jorge Luis Borges, age 22

1921. Jorge Luis Borges, age 22

ხორხე ლუის ბორხესი: “ჩვენი საცოდავი ინდივიდუალიზმი”

პატრიოტულ ცდუნებებს არა აქვს ზღავარი. ჯერ კიდევ ჩვენი წელთაღრიცვის პირველ საუკუნეში პლუტარქეს დაცინვაში ხვდებოდნენ ისინი, ვინც ირწუმებოდა, რომ მთვარე ათენის თავზე უკეთესია, ვიდრე კორინთოს მთვარისა; მე-17 საუკუნეში მილტონი აღნიშნავდა, რომ ღმერთი, როგორც წესია, პირველ რიგში გამოეცხადებოდა ხოლმე თავის კეთილ ინგლისელებს; ფიხტე კი მე-10 საუკუნის დასაწყისში ამტკიცებდა, რომ ფლობდე ძლიერ ხასიათს და იყო გერმანელი, უყოყმანოდ, ერთი და იგივეა. ასე რომ, პატრიოტები სულ უფრო მეტნი ხდებიან; მათი საკუთარი აღიარებით, მათ ამოძრავებთ-ღირსეული ყურადღება ან მიამიტური-სურვილი არგენტინული ხასიათის საუკეთესო თვისებების განვითარების ხელშეწყობისა. მაგრამ მათ მაინც წარმოდგენა არა აქვთ იმაზე, თუ რანი არიან არგენტინელნი, ამჯობინებენ განსაზღვრონ ისინი როგორც რაიმე გარეშესგან წარმოქმნილი, ვთქვათ, ესპანელი დამპყრობლისაგან, ან კათოლიკური ტრადიციული წარმოდგენებიდან, ანდა „ბრიტანული იმპერიალიზმიდან“.

არგენტინელი, ჩრდილო-ამერიკელისა და თითქმის ყველა ევროპელისაგან განსხვავებით არ აიგივებს თავს სახელმწიფოსთან. ეს შეიძლება მივაკუთვნოდ იმ გარემოებას, რომ ამ ქვეყანაში ჩვეულად საზიზღარი მმართველები არიან ან როგორც წესია, სახელმწიფო მიუღწეველ აბსტრაქციას წარმოადგენს. (სახელმწიფო ხომ არაპიროვნულია, არგენტინელი კი აღიქვამს მხოლოდ პიროვნულ ურთიერთობებს. ამიტომაც მას არ მიაჩნია, რომ საზოგადოების ფულის მოპარვა – დანაშაულია. მე მხოლოდ ამის კონსტატირებას ვახდენ, არ ვადანაშაულებ და არც ვამართლებ არავის); მაგრამ უდავოა, არგენტინელი – ინდივიდუუმია და არა საზოგადოებრივი არსება. ჰეგელისეული მოსაზრება სახელმწიფოზე როგორც ზნეობრივი იდეის განსახიერება მოეჩვენება მას უკბილო ხუმრობად. ფილმები, ჰოლივუდში გადაღებული, ნაწილობრივ აღრფთოვანებით წარმოაჩენენ ისტორიას, რომელშიც ადამიანი (როგორც წესი, ჟურნალისტი) უმეგობრდება დამნაშავეს, რომელიც შემდეგ გადასცეს ის პოლიციას; არგენტინელი, რომლისთვისაც მეგობრობა ესაა-ვნება, ხოლო პოლიცია – თავის მხრივ მაფია, აღიქვამს ასეთ გმირს როგორც გამოუსწორებელ ვიგინდარას. არგენტინელი, როგორც დონ კიხოტი, იმედოვნებს, რომ „ყოველი თვითონ გასცემს პასუხს თავისი ცოდვებისათვის“ და რომ „წესიერ ადამიანებს კი არაა საჭირო იყვნენ თავიანთი ახლობლების ჯალათები, რომლებამდეც, ასე რომ ვთქვათ, არანაირ საჭიროებას არ წარმოადგენს“ (<<დონ კიხოტი>>.1,22).

არაერთხელ, ესპანური ლიტერატურული სტილის ძნელმისახვედრი წყობის მიხედვით, მე ვეჭვობდი, რომ ჩვენ უსაფუძვლოდ ვსხვავდებით ესპანეთისაგან; ეს ორი ფრაზა „დონ კიხოტი“-დან საკმარისია, რომ დარწმუნდე შეცდომაში, ისინი – როგორღაც სიმბოლოა ჩვენი ბუნდოვანი, ჩუმი სიახლოვისა. ამასვე ამტკიცებს ერთი ღამე არგენტინულ ლიტერატურაში: ის სასოწარკვეთილი ღამე, როდესაც სოფლის პოლიციის სერჟანტი წამოიძახებს, რომ ის არ დაუშვებს დანაშაულებებს, მამაცის მკვლელობებს და იწყებს ბრძოლას საკუთარი ჯარისკაცების წინააღმდეგ მარტინ ფიეროს გვერდიგვერდ.
ევროპელისათვის სამყარო – კოსმოსია, სადაც ყოველი შინაგანად შეესაბამება იმ ფუნქციას, რომელსაც ასრულებს, არგენტინელისათვის კი ის – ქაოსია. ევროპელები და ჩრდილოამერიკელები თვლიან, რომ წიგნი, რაიმე პრემიით დაჯილდოებული, ღირს იმად, ხოლო არგენტინელი კი თვლის, რომ შესაძლებელია, პრემიისა მიუხედავად, წიგნი არც ისე ცუდი აღმოჩნდეს. როგორც წესი, არგენტინელი არ ენდობა გარემოებებს. საეჭვოა, რომ მისთვის ნაცნობი იყოს ისტორია იმაზე, რომ დედამიწაზე ყოველთვის ცხოვრობს ოდათექვსმეტი წმინდანი, – უცნობი ხალხისთვის და ფარულად ქველმოქმედების მქნელთათვის, რომლელთა შემწეობითაც არსებობს სამყარო; თუ ის გაიგებს ამ ისტორიას, მაშინ არ გაოცდება, რომ ეს წმინდანები უსახელონი და უცნობები არიან… არგენტინელი ნაციონალური გმირი -მარტოხელაა, მრავლის წინააღმდეგ მებრძოლი, – ახლა კი (ფიერო, მორეირა, შავი ჭიანჭველა), მომავალსა და წარსულში (სეგუნდო სომბა). სხვა ლიტერატურაში მსგავსი რამ არ გვხვდება. მივუბრუნდეთ, მაგალითად, ორი დიდი ევროპელი მწერლის შემოქმედებას: კიპლინგისა და ფრანც კაფკას. ერთი შეხევდით მათ შორის არაფერია საერთო, მაგრამ ერთის ძირითადი თემა – წყობის გამართლებაა (რკინიგზა «Kim»-ში, ხიდი «The Bridge– Builders»-ში, რომაული კედელი «Рuск of Pook’s Hill»-ში), ხოლო მეორეს – აუტანელი და ტრაგიკული მარტოობა ადამიანისა, რომლისთვისაც ვერ მოიძებნება ადგილი, თუნდაც ყველაზე მოკრძალებული, გალაქტიკის განაწესში.

ჩემს მიერ ჩამოთვლილი არგენტინული ხასიათის თვისებები უარყოფითად ითვლება, მიმართული წესრიგის წინააღმდეგ, ამასთანავე ისინი არ ექვემდებარებიან ახსნას პოლიტიკური თვალსაზრისით. ჩემს თავზე ვიღებ იმის სითამამეს, რომ საწინააღმდეგო ვამტკიცო. ჩვენი დროის მთავარი პრობლემა (წინასწარმეტყველური სიცხადით დანახული მანამდე სპენსერისაგან დავიწყებული) – ესაა ყველანაირად გაძლიერებული ჩარევა სახელმწიფოსი ინდივიდუუმის მოქმედებებში; ამ ბოროტების წინააღმდეგ ბრძოლაში, რომლის სახელიცაა კომუნიზმი და ნაციზმი, არგენტინული ინდივიდუალიზმი, შესაძლოა, გამოუსადეგარია და ამასთანავე ზიანის მომტანი იმ დრომდე, ღებულობს რა გამართლებას, აღმოჩნდება საჭირო.

უიმედოდ, ნოსტალგიური გრძნობით მე ვაანალიზებ პარტიის არსებობის აბსტრაქტულ შესაძლებლობებს, რომელიც ახლოს იქნებოდა არგენტინელებთან, პარტია, რომელიც გვმართავდა ჩვენ ყველაზე პატარა საფეხურიდან.

ნაციონალიზმი ისწრაფვის მოგვხიბლოს ჩვენ სახელმწიფოს ხედვით, რომელიც დაუსრულებელ შფოთს გვაყენებს; ამ უტოპიას, დედამიწაზე განხორციელებულს, შეეძლო გადამრჩენელი მოქმედება გაეწია, რომელიც მდგომარეობს იმაში, რომ ყველა დაიწყებდა სწრაფვას შეექმნა – და ბოლოს და ბოლოს შექმნიან – მისი საწინააღმდეგო.


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: