Posted by: burusi | 16/08/2015

ხორხე ლუის ბორხესი: სამკვიდრო

Jorge Luis Borges

Jorge Luis Borges

ხორხე ლუის ბორხესი: სამკვიდრო

სამკვიდრო უსასრულო არ არის.

მისი გალავნები, მიწაყრილები, ბაღები, ლაბირინთები, საფეხურები, ტერასები, ლავგარდანები, კარიბჭენი, დერეფნები, წრიული თუ სწორკუთხოვანი პატიოები, გადახურული გალერეები, გზაჯვარედინები, წყალსაცავები, ზღურბლნი, დარბაზნი, საძინებლები, წიგნთსაცავნი, სხვენნი, სატუსაღოები, სენაკები გამოსასვლელის გარეშე და მიწისქვეშეთნი განგის სანაპიროს ქვიშის ურიცხვ მარცვლებზე ნაკლები არ არის, თუმცა მის რაოდენობასაც აქვს დასასრული.

მის ბანთაგან დასავლეთისკენ ვინც გადაიხედავს, გაარჩევს ალბათ სამჭედლოებს, დურგალთა სახელოსნოებს, თავლებს, ნავსაყუდელებს და მონათა ქოხმახებს.

ვერავის ძალუძს თვალი აწვდინოს სამკვიდროს უსასრულოდ მცირე ნაწილზე მეტს. ვიღაც მიწისქვეშეთის მიღმა ვერაფერს ჩასწვდომია. ჩვენ ძალგვიძს აღვიქვათ მხოლოდ სახეები, რაღაც ხმები, რაღაც სიტყვები, მაგრამ ის, რასაც აღვიქვამთ, მხოლოდ მცირეოდენია. მცირეოდენი და მშვენიერი იმავროულად. დღე გარდასული, რომელსაც ძალა აღბეჭდავს ქვათა ფილებზე და სამრევლო წიგნნი აღნუსხავენ, შემდგომია ჩვენი სიკვდილის; მკვდრები ვართ უკვე, რაჟამს არ არხევს ჩვენს სულთა სიმებს აღარაფერი, არც ერთი სიტყვა, არც მისწრაფება არანაირი არ დაგვრჩენია, არც მოგონება შეგვრჩენია.

მე ვიცი, არა ვარ მკვდარი.

ესპანურიდან თარგმნა ლალი ქადაგიძემ


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: