Posted by: burusi | 16/08/2015

დავით გაბუნია

დავით გაბუნია - David Gabunia

დავით გაბუნია – David Gabunia

დავით გაბუნია დაიბადა 1982 წლის 12 აპრილს ფოთში.

2003 წელს დაამთავრა თბილისის ილია ჭავჭავაძის სახელობის უნივერსიტეტის ინგლისური ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტი.

2003 წლიდან მისი რეცენზიები და თარგმანები ინგლისური და შვედური ენებიდან იბეჭდება სხვადასხვა ლიტერატურულ ჟურნალებში. ნათარგმნი აქვს სტრინდბერგის, იბსენის, შექსპირის, ასევე თანამედროვე დრამატურგების ნაწარმოებები.

2008 წელს დავით გაბუნიას პიესამ „ჩემი საქორწინო კაბა“ გაიმარჯვა ფესტივალზე ARDIfest (სამეფო უბნის თეატრი).

2010 წელს გაიარა სტაჟირება ლონდონის ნაციონალურ თეატრში.

მისი პიესები დადგმულია სამეფო უბნის, რუსთაველის, ფოთისა და ბათუმის თეატრებში.

წიგნები
* სხვისი შვილები, საპნის ოპუსი (ორი პიესა) თბ., გამომცემლობა სიესტა, 2010, ISBN 978-9941-414-48-0
პიესები, თბ., გამომცემლობა დიოგენე, 2013, ISBN 978-9941-11-446-5
თარგმანები[რედაქტირება]
* ავგუსტ სტრინდბერგი – რომანი და პიესები, თბ., ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, 2013, ISBN 978-9941-15-778-3

თეატრი
* სხვისი შვილები — სამეფო უბნის თეატრი, რეჟისორი დათა თავაძე, 2008
* საპნის ოპუსი, ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი, რეჟისორი მიხეილ ჩარკვიანი, 2012
* ტროელი ქალები — სამეფო უბნის თეატრი, რეჟისორი დათა თავაძე, 2013
* ბეჩავი, სამეფო უბნის თეატრი, რეჟისორი მიხეილ ჩარკვიანი, 2014

თარგმნილი და დადგმული პიესები
* ბრმა ფერი — პენელოპა სკინერი, სამეფო უბნის თეატრი, რეჟისორი ნინი ჩაკვეტაძე, 2011
* კატცელმახერი — რაინერ ვერნერ ფასბინდერი, სამეფო უბნის თეატრი, რეჟისორი მიხეილ ჩარკვიანი, 2012
* ფრეკენ ჟული — აუგუსტ სტრინდბერგი, სამეფო უბნის თეატრი, რეჟისორი დათა თავაძე, 2012
* ანტიგონე — სოფოკლე, მუსკომედიის თეატრი, რეჟისორი პაატა ციკოლია, 2013
* მოჩვენებები — ჰენრიკ იბსენი, მუსკომედიის თეატრი, რეჟისორი მიხეილ ჩარკვიანი, 2013
* დორიან გრეის პორტრეტი — ოსკარ უაილდი, მუსკომედიის თეატრი, რეჟისორი ნინი ჩაკვეტაძე, 2014

ჯილდოები
2012 — თუმანიშვილის ფონდის კონკურსის „ახალი ქართული პიესა-2012“ გამარჯვებული; პიესისათვის „რამდენიმე დამამძიმებელი გარემოება“
2012 — მარჯანიშვილის თეატრისა და გაეროს ქალთა ფონდის მიერ გამოცხადებული კონკურს-სემინარის, „ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ“ პროექტის გამარჯვებული; პიესისათვის „რამდენიმე დამამძიმებელი გარემოება“
2012 — დამოუკიდებელი თეატრალური პრემია „დურუჯი“ ნომინაციაში: „წლის საუკეთესო პიესა“; ბათუმის თეატრში დადგმული პიესისათვის „საპნის ოპუსი“
2013 — დამოუკიდებელი თეატრალური პრემია „დურუჯი“ ნომინაციაში: „წლის საუკეთესო პიესა“; ფოთის თეატრში დადგმული პიესისათვის HOLLAND HOLLAND


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: