Posted by: burusi | 12/08/2015

რეფერირებადი ჟურნალი “ჯანდაცვის პოლიტიკა და დაზღვევა” № 1

Picture1

რეფერირებადი ჟურნალი “ჯანდაცვის პოლიტიკა და დაზღვევა” № 1

***
რეფერირებადი ჟურნალი ჯანდაცვის პოლიტიკა და დაზღვევა № 1 (დააწკაპუნეთ, გაიხსნება PDF ფაილი)

***

ჟურნალში გამოქვეყნებული სტატიები

  • თენგიზ ვერულავა, ზურაბ კიკვიძე: ამბულატორიული პაციენტის სამედიცინო დახმარების ხარისხით კმაყოფილება – 7
  • თენგიზ ვერულავა, ნანა ჯინჭარაძე, რევაზ ჯორბენაძე: კარდიოლოგიურ პაციენტთა რეჰოსპიტალიზაცია და პირველადი ჯანდაცვის როლი – 27
  • თენგიზ ვერულავა, დავით წივწივაძე – მედდების საქმიანობის გარემოს მახასიათებლები და სამუშაოთი კმაყოფილება საქართველოში – 40
  • თენგიზ ვერულავა, ირაკლი თორთლაძე: რენტგენო-რადიოლოგიური სამედიცინო მომსახურების ხარისხის პრობლემები საქართველოში – 60
  • რუსუდან ესაკია, თენგიზ ვერულავა: რეცეპტის ინსტიტუტის ამოქმედება საქართველოში – 78
  • თენგიზ ვერულავა, რევაზ ჯორბენაძე, თამარ ქაცანაშვილი: მიოკარდიუმის ინფარქტით პაციენტთა ჰოსპიტალიზაციის დროულობა – 126
  • თენგიზ ვერულავა, მარიამ ხაბეიშვილი: უშვილობის მკურნალობა საქართველოში – 149
  • თენგიზ ვერულავა, აკაკი ბურკაძე: სტაციონარული სამედიცინო მომსახურების ხარისხით პაციენტების კმაყოფილების შესწავლა – 170
  • თენგიზ ვერულავა, გურანდა გიორგაძე: საკეისრო კვეთების ზრდის პრობლემა საქართველოში – 190
  • თენგიზ ვერულავა, ქეთევან ომანაძე: პენიტენციური სისტემის პირველადი ჯანდაცვის რეფორმების შედეგები 200
  • თამარ წიგნაძე: სადაზღვევო ფასიანი ქაღალდები და მათი განვითარების შემაფერხებელი ფაქტორები საქართველოში – 221
  • თენგიზ ვერულავა, ნატალი ობგაიძე: აგროდაზღვევის პრობლემები საქართველოში – 230
  • თენგიზ ვერულავა, ბექა ტაბატაძე, ნინო გეგენავა, გიორგი ელიზბარაშვილი: არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევა საქართველოში ……………………………………..257

***

ჟურნალი ”ჯანდაცვის პოლიტიკა და დაზღვევა” რეფერირებადი სამეცნიერო გამოცემაა. ჟურნალის მთავარი მიზნებია:

  • დაზღვევისა და ჯანდაცვის დარგებში სამეცნიერო კვლევების ხელშეწყობა, კვლევათა დონის ამაღლება და განვითარება, სამეცნიერო მიღწევების პოპულარიზაცია;
  • ახალგაზრდა მკვლევრებისა და მეცნიერებისათვის ხელის შეწყობა მათი სამეცნიერო შესაძლებლობების გამოვლენაში, პერსონალური ციტირების ინდექსის მაჩვენებლის ამაღლება;
  • უახლესი სამეცნიერო ინფორმაციის პუბლიკაციისა და სამეცნიერო წრებრუნვაში ჩართვის დაჩქარება;
  • საინტერესო იდეებისა და კვლევითი საკითხების მიწოდება დაინტერესებული საზოგადოებისათვის;
  • სპეციალისტებისათვის შესაძლებლობის მიცემა, გამოთქვან თავიანთი მოსაზრებები ქვეყანაში და მის ფარგლებს გარეთ დაზღვევისა და ჯანდაცვის სფეროებში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით.

ჟურნალი ”ჯანდაცვის პოლიტიკა და სადაზღვევო საქმე” განკუთვნილია ჯანდაცვისა და დაზღვევის პროფილის სპეციალისტებისათვის. მასში წარმოდგენილი იქნება შემდეგი მიმართულებები:

  • ჯანდაცვის პოლიტიკა და საზოგადოებრივი ჯანდაცვა;
  • ჯანდაცვის მენეჯმენტი;
  • ფარმაციის პოლიტიკა და მენეჯმენტი;
  • სადაზღვევო საქმე.

ჟურნალის საქმიანობას გაუძღვებიან სამეცნიერო რედაქტორი, სარედაქციო საბჭო, რომლის წევრებიც არიან შესაბამისი სამეცნიერო დარგების მაღალკვალიფიციური ქართველი და უცხოელი მკვლევრები.

ჯანდაცვის პოლიტიკა, მენეჯმენტი, სადაზღვევო საქმე ქართული მეცნიერების შედარებით ახალი დარგებია. ამ მიმართულებების განვითარებას ჩვენსავით მცირერიცხოვანი ერებისათვის, წმინდა მეცნიერულთან ერთად დიდი ეროვნული მნიშვნელობაც აქვს. ვიმედოვნებთ, რომ სამეცნიერო ჟურნალის დაარსება მნიშვნელოვნად ხელს შეუწყობს ქართული მეცნიერების შემდგომ განვითარებასა და სამეცნიერო დონის ამაღლებას.

ჟურნალის ელექტრონული მისამართია http://hepoins.com/


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: