Posted by: burusi | 18/08/2014

კახაბერ ჯაყელი „სამეცნიერო თემის პრობლემის არჩევის მატრიცა“

Picture1

შესაძლებელია თუ არა სამეცნიერო მოღვაწეობის სტრატეგიული მარკეტინგი და სადოქტორო დისერტაციის მარკეტინგული დაგეგმვა?
„სამეცნიერო თემის პრობლემის არჩევის მატრიცა“
კახაბერ ჯაყელი

„ღმერთი არის გონითსაწვდომი სფერო, რომლის
ცენტრიც ყველგანაა და შემოწერილობა არსად“
პლატონი

სერიიდან მარკეტოლოგის ფიქრები.

ყველაფერი იწყება კითხვიდან „რატომ?“. რატომ ვარსებობ? რატომ ვშრომობ? რატომ ვართულებთ? რატომ ვწერთ დისერტაციას? რატომ ვწერთ წიგნს?
სამეცნიერო საქმიანობას როდესაც დაიწყებთ, შესაძლებელია ისეთი საკვლევი თემა აიღოთ, რომელიც არც არავის სჭირდება და შესაბამისად არ გაგიკვირდეთ რომ მოთხოვნილება თქვენს ნაშრომზე ან თქვენს იდეებზე გაუტოლდება ნულს.
იმ ადამიანებთან შეხვედრის დროს, რომლებიც სადოქტორო დისერტაციებზე მუშაობენ წავაწყდი ერთ შესაძლოა „ქართულ სამეცნიერო სინამდვილეს“, რომელიც პირდაპირ გვიჩვენებს ამ ადამიანების მიერ არჩეული თემატიკის მოუხერხებლობას, არაპრაქტიკულობას, მოძველებულობას, გაუმართაობას და რაც მთავარია მასზე მოთხოვნის გაურკვევლობას.
სადოქტორო ხარისხის მოსაპოვებლად შექმნილი სადისერტაციო ნაშრომი, მარკეტინგული პრინციპების გამოყენებით უნდა დავწეროთ. ამისათვის უნდა ავირჩიოთ თემატიკა, რომელიც განსაკუთრებით საინტერესოა ჩვენი ერისათვის, მაგრამ ჩვენი ერისათვის აუცილებელი მეცნიერული სიახლე იქნება თუ არა აქტუალური მსოფლიოსათვის? ესეც წინასწარ უნდა გადავწყვიტოთ.
გამომდინარე ჩვენი რესურსებიდან რომელიც გახლავთ- სამეცნიერო დრო, ლიტერატურის ხელმისაწვდომობა, პროფესიონალი სუპერვაიზერის არსებობა და დარგში კვლევის ხელმისაწვდომობა, ჩვენ უნდა დავადგინოთ, ლოკალურ მეცნიერებაში სჯობს საქმიანობა თუ მრავალდარგოვანი, საერთაშორისო სამეცნიერო პრობლემის გადაწყვეტისათვის საკუთარი თავის მიძღვნა.
საკითხი იმის შესახებ, შესაძლებელია თუ არა სამეცნიერო მოღვაწეობის, სამეცნიერო კვლევის, ან თუნდაც სადოქტორო დისერტაციის მარკეტინგული დაგეგმვა, ზოგს ირონიულ ღიმილსაც მოჰგვრის. ზოგმა იქნებ თქვას – რა უნდა მეცნიერებაში მარკეტინგსო? მაგრამ უნდა დაგარწმუნოთ რომ სწორედ მარკეტინგული დაგეგმვა უკეთ წაადგება მეცნიერებას და განსაკუთრებით ეროვნულ მეცნიერებას, რადგანაც მხოლოდ მარკეტინგის გამოყენებით დავადგენთ ასარჩევად გამზადებული თუ სამომავლო სადისერტაციო თემის საბაზრო მნიშვნელობას, მის სეგმენტს და აღმოჩენილი სიახლის მომხმარებელთა შესაძლო რაოდენობას.
როგორც ჩანს დღეს საქართველოში უამრავი სადოქტორო დისერტაცია იწერება გარკვეული პრაგმატიკისა და პრაქტიკული მოთხოვნის გარეშე. წესით მეცნიერება იმისათვის უნდა არსებობდეს რომ არსებული პრობლემები მოგვიგვაროს. საქართველოში კი მეცნიერების მრავალი დარგი და მიმართულება ეგრეთ წოდებულ წყლის ნაყვად გადაიქცა. საკვლევი პრობლემების მნიშვნელოვნება იმდენად არის მრავალ სადისერტაციო ნაშრომში ხელოვნურად გაზრდილი, რომ საკუთრივ დაცვა მასკარადს ემსგავსება, რადგანაც არავის ბოლომდე არ აქვს წარმოდგენილი თავად თემის სიღრმე. ხანდახან პირიქით პროცესებსაც ვაწყდებით, მეცნიერი უდიდეს შრომას ხარჯავს სრულიად უმნიშვნელო პრობლემის გადაწყვეტაზე. წარმოდგინეთ მართლაც ბრწყინვალე დაცვა იმ ნაშრომისა რომლის მიერ გადაწყვეტილი მთავარი პრობლემა არაფერს არ სძენს ჩვენს მეცნიერებას, არათუ მეცნიერებას, არამედ არცერთ სულდგმულს, რადგანაც პრობლემა რომელიც თავიდანვე იქნა არასწორად არჩეული არ წარმოადგენდა ბაზრის იმ რომელიმე დიდ და მნიშვნელოვან სფეროს, რომელზედაც მართლაც ფიქრობს მოაზროვნე კაცობრიობა დღეს.
გვაქვს ასევე შემთხვევები, როდესაც ახალგაზრდა მეცნიერები სამეცნიერო პრობლემათა უზარმაზარ მთას ეჭიდებიან. ესეც იმაზე მიანიშნებს რომ არც თავად ამ მეცნიერებს და არც მათ სამეცნიერო ხელმძღვანელებს არ შეუძლიათ კვლევის სწორი დაგეგმვა და მისი განხორციელება. მაგალითად საკვლევი თემა -„ადამიანური კაპიტალის განვითარების პრობლემები“, სრულიად შეუსაბამოა ქართველი მკვლევარისათვის. ამგვარი გრანდიოზული პრობლემის გადაჭრა, მოითხოვს 1000 ზე მეტი წიგნისა და დაახლოვებით 7000 ზე მეტი ოდენობის სტატიის წაკითხვას მეცნიერისაგან. აქვს კი ამის დრო ახალგაზრდა მეცნიერს? შესაბამისად მან უნდა დაავიწროვოს კვლევის ჭრილი და პრობლემა დააკონკრეტოს, რათა წასაკითხი ნაშრომების რაოდენობაც შეამციროს და ჩასატარებელი კვლევის მასშტაბიც. საბოლოოდ კონკრეტული იქნება თუ მივიღებთ „21 საუკუნეში ადამიანური კაპიტალის განვითარების მოდელირებას ქართულ (კერძოდ კახეთის) მეღვინეობაში“ . ასეთი თემის მომზადებისათვის ლიტერატურა რომელიც უნდა გაანალიზდეს ხელზე ცამოსათვლელი იქნება, შემდეგ გამოვყობთ მთავარ პრობლემას, რასაც კვლევა უნდა მოუძღვნათ. დავგეგმავთ ექსპერიმენტსაც და საბოლოოდ მართლაც აქტუალური და მნიშვნელოვანი ნაშრომი შეიქმნება. მისით მუდამ იამაყებთ.
გამომდინარე იქედან რომ არსებობს სამეცნიერო თუ პრაქტიკული ხასიათის პრობლემათა მართლაც დიდი ბაზარი, ჩემს ძვირფას კოლეგებს ვურჩევდი საკვლევი თემატიკის არჩევას, ჩემს მიერ შექმნილი „სამეცნიერო კვლევის პრობლემის არჩევის მატრიცის თანახმად“. ამ მატრიცას ინგლისურად ვუწოდებ „How to choos schientific problem-matrix“, რომლის თანხმადაც გვაქვს შემდეგი შემეცნება:
• სამეცნიერო პრობლემა რომელსაც ვირჩევთ კვლევისათვის (ვთქვათ სადოქტორო ნაშრომის დასაწერად) მნიშვნელოვნებით შესაძლოა იყოს ორი დონის: ა) მხოლოდ ეროვნული მნიშვნელობის ბ) საერთაშორისო მნიშვნელობის;
• დარგებით განსაზღვრული სამეცნიერო პრობლემათა ჩამონათვალი, რომელთა გადაწყვეტას ვაპირებთ, შესაძლოა დავყოთ 2 საფეხურად: ა) ერთი დარგით შემოსაზღვრული ან პრობლემათა მცირე რაოდენობით განსაზღვრული სამეცნიერო კვლევა (ვთქვათ ქართული ღვინის ელასტიურობის კოეფიცინეტები და ღვინის მოხმარების დინამიკა), 2) კომპლექსური სამეცნიერო კვლევა, სადაც მრავალი დარგის საკითხებში ვიჭრებით და ხშირად სხვადასხვა ტიპისა და სიღრმის კვლევას ვახორციელებთ.

შესაბამისად, იმისათვის რომ დავეხმარო ჩემს ძვირფას კოლეგებს, რომლებიც მეცნიერების გზას დაადგნენ, ნაშრომის თემატიკის ასარჩევად ჩემს მატრიცას ვთავაზობ:

Picture1

სურათი 1: სამეცნიერო კვლევის პრობლემის არჩევის მატრიცა (ავტორი: კ.ჯაყელი)

მატრიცის სხვადასხვა უჯრებს დიდი მეცნიერების სახელები ვუწოდე, მათი მნიშვნელობა შემდგენაირადაა წარმოდგენილი:
– თემატიკა, რომელსაც მე პირობითად „ლეონარდოს ვუწოდებ“, არის კომპლექსური, მრავალი დარგის გადაკვეთაზე არსებული სამეცნიერო პრობლემა ან პრობლემათა ჯგუფი, რომელიც საერთაშორისო მნიშვნელობისაა და რომელზეც მუშაობა შესაძლოა გარკვეულ სამეცნიერო კოლექტივებს უკვე დაწყებული აქვთ. ამგვარი თემის დამუშავება უაღრესად მნიშვნელოვანი, საამაყო და სამარადისო როლს მიანიჭებს მკვლევარს, მაგრამ გამომდინარე პრაქტიკული თვალსაზრისიდან, იგი ძალიან რთულია, დიდ სამეცნიერო ინტელექტს, სახსრებს მოითხოვს და უზარმაზარ ენერგიას შეიწოვს. სანამ ამგვარ თემას ჩაუჯდებოდეთ, დაფიქრდით ჩემო ძირფასებო გააქვთ კი დრო, რესურსი, ენერგია, მოთმინება ამგვარი თემის დასამუშავებლად? გაიხსენეთ რომ ლეონარდო და ვინჩი, თავად საფრანგეთის მეფის – ფრანცისკ პირველის კარზე ცხოვრობდა და მას დიდი სამეფო მფარველობდა. მიუხედავად ამისა ლეონარდოს, მსოფლიო თავისი ნახატებით იცნობდა და გამოგონებები მრავალი საუკუნის მანძილზე საიდუმლო იყო.
– თემატიკა რომელსაც მე პირობითად „ილია“ ვუწოდე, ეროვნული მნიშვნელობისაა და ამავე დროს კომპლექსური, მრავალდარგოვანი მოთხოვნაც გააჩნია. მე ვთვლი რომ სახელი ილია სწორედ შესაბამისია, რადგანაც, ილია ჭავჭავაძის შემოქმედება, მისი სამეურნეო საქმიანობა, სტატიები დაწერილი ამ კუთხით, ეროვნულიცაა და მრავალფეროვანი. შესაბამისად მეცნიერი რომელიც ამ მიმართულებას აირჩევს უნდა ხვდებოდეს იმას რომ მისი სამეცნიერო პრობლემა მრავალი დარგის გადაკვეთაზე ძევს და ამ პრობლემის გადაწყვეტას ყოველმხრივი მიდგომა სჭირდება.
– ერთ დარგიან და მხოლოდ ეროვნულ სამეცნიერო თემებს რომელსაც „ვახუშტი“ უწოდე, დიდი ქართველი მეცნიერის ვახუშტი ბატონიშვილის პატივსაცემად, ვუსურვებ ისეთივე საინტერესოდ იყვნენ მოძებული და გაშუქებული, როგორც ეს ვახუშტისეულ ისტორიაში გვხდება. ისტორიული ნაშრომები, გარკვეული ეკონომიკური ან თუნდაც მარკეტინგული თემები, თუ მხოლოდ ერთ დარგს შეეხება და მხოლოდ ერთი ერის სასიცოხლოდ აუცილებელ პრობლემას აანალიზებს, მაშინ ისინი მატრიცის ამ უჯრაში უნდა მოვახვედროთ. მეცნიერი რომელიც „ვახუშტი“ გახდება, ერთ დარგში განსაკუთრებით ღრმად უნდა შეიჭრას, მისი ნაშრომები, იაკობ გოგებაშვილის წიგნებივით პოპულარული შესაძლოა გახდეს. საკვლევი მასალაც ეთნოგრაფიული კვლევის შედეგადაც შეიძლება გამომჟღავნდეს და შემდეგ მას ახალ-ახალი ტიპის კვლევები მიეძღვნეს. მთავარია ის რომ, თუნდაც ლიტერატურის ანალიზის სტადიაზე, ამგვარ მეცნიერს, 15000 სტატია არ ექნება მოსაძიებელი და დასამუშავებელი და მისი შრომა იმ ქმედებით შემოიფარგლება რასაც „ვახუშტი“ თავისუფლად გაართმევს თავს.
– იმ მატრიცულ გადაკვეთაზე სადაც ერთ მხარეს ძევს საერთაშორისო პრობლემა ხოლო მეორე მხარეს ერთდარგიანი სამეცნიერო ველი მე „მუსხელიშვილი“ დავარქვი. უნდა დავინახოთ რომ რომელიმე ერთ დარგში, ვთქვათ ეკონომიკაში ან მათემატიკაში, მარკეტინში ჩვენ შევიძლია მოვიძიოთ იმვარი პრობლემის გამოძახილი, რომელიც მთელ მსოფლიოს აინტერესებს. ამის მკაფიო მაგალითია თუნდაც 2013 წელს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში აიგულ ისაევას მიერ დაცული სადოქტორო ნაშრომი, რომელიც საერთაშორისოდ ცნობილ მარკეტინგულ პრობლემას ეხმიანებოდა. საუბარი იყო მომხმარებლის უკმაყოფილების გამოვლენაზე, იმისათვის, რომ სწორედ ამ მომხმარებლებისაგან უფრო ერთგული ადამიანები შეგვექმნა, ვიდრე ისინი რომლებიც საერთოდ არ გამოხატავდნენ უკმაყოფილებას. მინდა გითხრათ რომ აღნიშნული მარკეტინგული პარადოქსი ძალიან პოპულარულია და ჩემმა სტუდენტმა ისაევამ, მისი გამოვლენა აზერბაიჯანის და საქართველოს მაგალითზე გამოიკვლია. იმგვარი მეცნიერი, რომელიც „მუსხელიშვილად“ გადაიქცევა, უნდა სწრაფად შეიარაღდეს, მსოფლიოში არსებული პარადოქსის, საქართველოში გამოკვლევის სურვილით. მთავარია პარადოქსი და პრობლემა სწორად იყოს შერჩეული. ამ მიმართულებით მუშაობა დისერტაციის ხელმძღვანელის ფართო განსწავლულობას და საერთაშორისო მეცნიერებაში ჩართულობას მოითხოვს.
საბოლოოდ შეიძლება ითქვას რომ ჩვენ ქვეყანაში კიდევ ერთი უარუყოფითი ტენდენცია შეიმჩნევა. ადამიანებმა რომლებსაც ხელი მოეცარად პოლიტიკასა და ბიზნესში, უეცრად ერთად მოიყარეს თავი მეცნიერებაში. ამ „ვაი-მეცნიერების“ არაპროფესიონალობას კიდევ ერთხელ ადასტურებს მათ მიერ გამოცემული სქელტანიანი, ფართო ტირაჟიანი წიგნები, რომლებიც მხოლოდ პლაგიატის მაგალითი გახლავთ. ამ მეცნიერების მიერ არჩეული უკბილო სადისერტაციო თემებიც მხოლოდ იმას ადასტურებს, რომ საქართველოში ყველაზე დიდი რეფორმა მეცნიერების განვითარებაში უნდა განხორციელდეს.

ამ რეფორმის მარკეტინგზე კი შემდეგ სტატიაში ვისაუბრებ.
კახაბერ ჯაყელი
2014 წელი


Responses

  1. DROULI DA SAINTEREDOA

  2. DZALIAN KARGI GZAMKVLEVIA MECNIERTATVIS

  3. MARKETINGI MECNIEREBASI, MARTLAC SACIROA


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: