Posted by: burusi | 03/06/2014

ფრიდონ აბაკელია “ქართული ენის ეთნიკური კუთვნილება იოანე-ზოსიმეს ”ქებაი და დიდებაი ქართულისა ენისაი”-ის მიხედვით”

დედაენა

დედაენა

ფრიდონ აბაკელია “ქართული ენის ეთნიკური კუთვნილება იოანე-ზოსიმეს ”ქებაი და დიდებაი ქართულისა ენისაი”-ის მიხედვით”

ქებაი და დიდებაი ქართულისა ენისაი

1) დამარხული არს ენაი ქართული დღემდე მეორედ მოსვლისასა მისისა საწამებლად, რაითა ყოველსა ენასა ღმერთმან ამხილოს ამით ენითა.
2) და ასე ენაი მძინარე არს დღესამომდე, და სახარებასა შინა ამას ენასა ლაზარე ჰქვიან.
3) და ახალმა ნინო მოაქცია და ჰელენე დედოფალმან, ესე არიან ორნი დანი, ვითარცა მარიამ და მართა.
4) და მეგობრობაი ამისთვის თქუა, ვითარმდე ყოველი საიდუმლო ამას ენასა შინა დამარხული არს.
5) და ოთხისა დღისა მკუდარი ამისთვის თქუა დავით წინასწარმეტყველმან, რამეთუ წნელი ათასი, ვითარცა ერთ დღენ,-
6) და სახარებასა შინა ქართულსა თავსა ხოლო მათესსა წილი ზის, რომელი ასოი არს და იტყვს ყოვლად ოთხ-ათასს მარაგსა; – და ესე არს ოთხი დღე, და ოთხისა დღისა მკვდარი, ამისთვის მისთანავე დაფლული სიკვდილითა ნათლის-ღებისა მამისაითა.
7) და ესე ენაი შემკული და კურთხეული სახელითა უფლისაითა, მდაბალი და დაწუნებული, მოელის დრესა მას მეორედ მოსვლისა უფლისასა, და სასწაულად ესე აქუს ოთხმეოც-და-ათოთხმეტი წელი უმეტეს სხუათა ენათა ქრისტეს მოსვლითგან დღესამომდე.
8) და ესე ყოველი, რომელი წერილ არს, მოწმედ წარმოგითხარ ესე წილი ანბანისაი.

ბოლო დროს საქართველოში თავი იჩინა ქართველური (იბერიული) ენების მიმართ საზოგადოების და სახელმწიფო ინსტიტუტების დამოკიდებულების პრობელმამ, საქართველომ აიღო ვალდებულება, მაგრამ რატიფიცირება არ გაუკეთა საერთაშორისო კანონს, ევროპულ ქარტიას რეგიონალური ენების სტატუსის შესახებ, რომლის მიხედვითაც მეგრულს და სვანურ ენებს უნდა მინიჭებოდა რეგიონალური ენების სტატუსი. ყველაფერი მოხდა პირიქით. საქართველოს სახელმწიფო, მისი ინსტიტუტები, სხვა საზოგადოებრივი, რელიგიური ორგანიზაციები, კატეგორიული ფორმით უარყოფენ მეგრული და სვანური ენების არსებობას, განიხილავენ რა მათ ქართული ენის დიალექტებად. ერთმანეთის პირისპირ აღმოჩდნენ: ერთის მხრივ ათას ხუთასწლოვანი დამწერლობის მქონე ქართული (ჯავახური) ენა და მეორეს მხრივ მრავალათასწლიანი სახელმწიფოებრიობის მქონე მეგრელი და სვანი (კოლხები) ეთნოსების ამჟამად უმწერლობო, მაგრამ ცოცხალი და ამ რეგიონებში საკომუნიკაციო ენა. სამეგრელოსა და სვანეთში საზოგადოების ფართო ფენები ხმამაღლა და სხვა და სხვა მეთოდებით მოითხოვენ ამ ენებისათვის რეგიონალური სტატუსის მინიჭებას, ხედავენ რა ამაში ამ ენების გადარჩენის ერთადერთ შანსს.
საკუთრივ ქართულის და ქართველური ენების ურთიერთ მიმართებამ განსხვავებული მეცნიერული აღქმის თვალსაზრისით უკვე მიიღო პოლიტიკური ხასიათი, სადაც დაპირისპირებული ოპონენტები ერთდროულად ამ ენების აღიარებას იბერიულ ენებად ურთიერთ გამომრიცხველად და შეუთავსებლად მიიჩნევენ. პოლემიკის საგანი ხდება ეთნიკური კუთვნილების საკითხიც, და აქედან გამომდინარე სახელმწიფო მშენებლობის და ეროვნული ერთიანობის პრობლემები. სახელმწიფო, საქართველოს პარლამენტის სახით აცხადებს, რომ ჩვენი ქვეყნის რეგიონები მხოლოდ ეთნოგრაფიული ტერიტორიებია გარდა ქართლის რეგიონისა, რომლის მოხსენიება საქართველოს კონსტიტუციაში ადმინისტრაციულ დაყოფასთან მიმართებაში ამ რეგიონს როგორც ტერიტორიას და მის მაცხოვრებლებს ქართუელებს ავტომატურად ხდის ერთადერთ სახელმწიფო წარმომქმნელ ერად ქვეყნისა, რომელსაც საქართველო ჰქვია.
ამ პრობლემური და ჩვენი ქვეყნისთვის საჭირბოროტო საკითხის გარკვევისათვის მნიშვნელოვნად მივიჩნიე ისეთი ოდიოზური ნაწარმოების, ძეგლის, როგორიცაა იოანე-ზოსიმეს ”ქებაი და დიდებაი ქართულისა ენისაი”-ის განხილვა, ქართული ენის წარმოშობის, მისი ეთნიკური კუთვნილების, მისი ისტორიის, და სხვა ამ ნაწარმოებში დაფარული მახასიათებლების წარმოჩენის კუთხით, რომელიც თავისთავად შუქს მოჰფენდა ზოგადად იბერიული ენების სტატუსს და მომავალს. ეს ნაწარმოები არის ძველი ქართული თეოსოფიური მწერლობის ძეგლი. მე მიმაჩნია, რომ მთავარი და დაფარული ცოდნა ამ ნაწარმოებისა არის ქართული ენის ეთნიკური კუთვნილება, ამ ენის მატარებელი აბორიგენი, ენდემური ეთნოსის განსაზღვრა, დასახელება. ძეგლთან დაკავშირებული ბევრი საკითხი არის ბუნდოვანი, ძნელად გასაშიფრი, გაურკვეველი. მე არა მაქვს იმის განცდა და პრეტენზია და არც ამოცანად მაქვს დასახული, რომ ამ ნაწარმოებში დაფარული ყველა ცოდნა გავარკვიო და ავხსნა. ჩემი კვლევა ეხება მხოლოდ ქართული ენის ეთნიკურ კუთვნილებას, მე მხოლოდ ამის გარკვევა მაქვს ამოცანად დასახული. ამ სტატიაში მოყვანილი ყოველი სიტყვა, ყოველი წინადადება არის გააზრებული და არ წარმოადგენს შემთხვევითობას, ან ზედმეტ თქმულს. ყველა აზრი და დასკვნა მოქცეულია ამ ნაწარმოების ჩარჩოებში და არ სცილდება მოცემული სტატიის განსახილველ თემას. ამ ტექსტს გაშიფრვის მიზნით იკვლევდნენ ისეთი ცნობილი მეცნიერები როგორებიც იყვნენ: ალექსანდრე ცაგარელი, კორნელი კეკელიძე, პავლე ინგოროყვა, გრიგოლ რობაქიძე, აკაკი ბაქრაძე, რამაზ პატარიძე და სხვა.
როცა ვეცნობით იოანე-ზოსიმეს ბიოგრაფიას ირკვევა, რომ იგი მოღვაწეობდა მე-10 საუკუნეში. მისი დაბადების ზუსტი თარიღი და ადგილი უცნობია. ვარაუდობენ, რომ იოანე მე-10 საუკუნის დამდეგს უნდა დაბადებულიყო. ასევე ვარაუდობენ, რომ იოანე-ზოსიმეს გარდაცვალების თარიღი არის 987წ. ძირითადად მისი მოღვაწეობის სფერო იყო ხელნაწერების განახლება ანუ ” განმაცხოველება”. ის იყო უბრალო ბერი, მღვდლის ხარისხი არ ჰქონია. იგი არ ფლობდა არცერთ საეკლესიო თანამდებობას. კორნელი კეკელიძის აზრით, იოანე-ზოსიმემ კარგად იცოდა ბერძნული ენა, მაგრამ მთარგმნელობას არ მისდევდა. ის უფრო ”დამჩხრეკი” ან ”მჩხრეკელი”- ტექსტის გადამწერი იყო. გადასაწერ ტექსტებში ის უფრო ბიბლიურ ტექსტებზე მუშაობდა. თუმცა როგორც ქვემოთ ირკვევა მას ძალიან ფართო სპექტრის ლიტერატურასთან მიუწვდებოდა ხელი და მისი აზროვნება ცდებოდა რელიგიის დოგმებს. მისი ორიგინალური ნაწარმოებების გაცნობის შემდეგ ზემოთ ჩამოთვლილ მკვლევარებს, მათ შორის კორნელი კეკეკლიძეს, გაუჩნდათ ასეთი აზრი მის პიროვნებაზე: ” როგორც ირკვევა იოანე-ზოსიმე არ იყო მაინცდამაინც ღრმად მცოდნე მისგან შექებული ქართული ენისა.კლასიკური ნორმები ძველი ქართული ენისა მის მიერ გადაწერილ ძეგლებში საკმაოდ შერყვნილია: ტექსტი სავსეა სხვადასხვაგვარი ვულგარიზმებით და სიტყვები ხშირად დამახინჯებულია……. იოანე-ზოსიმე ცუდი მოქართულეა, ტექსტებში ხშირია მართლმადიდებლური დოგმატიდან გადახვევა, ბუნდოვანია მისი წერის სტილი…. და ა.შ.
მე, ყველაფერი ამის გაცნობისა და ანალიზის შემდეგ გამიჩნდა აზრი და განვმტკიცდი ამ აზრში, რომ იოანესთვის ქართული ენა ბიოლოგიური, მშობლიური არ იყო. მას ეს ენა ეკლესიაში ჰქონდა ნასწავლი. ზემოთ ჩამოთვლილი გრამატიკული თუ სხვა სახის შეცდომები მეგრულ ენოვანი ქართველებისთვის არის დამახასიათებელი. ამ აზრს განამტკიცებს ის გარემოება, რომ მე-10 საუკუნისათვის ეგრისის ეპარქიები უკვე გამოყოფილი იყო კონსტანტინოპოლის საკათალიკოსოსგან და შეერთებული იყო მცხეთის საკათალიკოსოსთან. მისი ბიოგრაფიული ცნობებიდან უფრო მეტი არგუმენტები არსებობს იმისა, რომ დამაჯერებლად ვთქვა: იონე-ზოსიმე ეთნიკურად მეგრელი (ლაზი) იყო. იოანე თავდაპირველად პალესტინაში, საბა განწმენდილის ლავრაში მოღვაწეობდა. 978 წლიდან იგი უკვე სინის მთაზე მოღვაწეობს. როგორც ირკვევა, იგი ლიტერატურულ მოღვაწედ-მეცნიერად ჩამოყალიბდა. ღვთისმსახურებისათვის ის რატომღაც დაწუნებულად ჩანს. მან გააკეთა მეცნიერული აღმოჩენა ქართული ენის ეთნიკურ კუთვნილებასთან დაკავშირებით, სიტყვა ”ქართუ”-ს ეტიმოლოგიასთან დაკავშირებით, წარღვნის თარიღის დადგენასთან დაკავშირებით, ქართული ენის მომავალთან დაკავშირებით, საერთოდ, თავისი ეპოქის გადასახედიდან მომავალთან დაკავშირებით. ყველაფერი ეს მან, არა ლოგიკურ, მარტივი შინაარსის ტექსტში გადამალა. სწორედ ამ ტექსტის სიმარტივე აძნელებს მის გაშიფრვას. მის დროს ამ ტექსტში მოცემული ცოდნის გამოაშკარავება ნიშნავდა ერესს და ისჯებოდა ძალიან მკაცრად. იოანე ფიზიკურად ძალიან სუსტი და ავადმყოფი ადამიანი იყო. ჩანს, რომ ის ერკვეოდა ეზოთერულ მეცნიერებებში და ამ მიმართულების მრავალი ლიტერატურა ჰქონდა წაკითხული. მას ზემოთ ხსენებული ნაწარმოები ძალიან მნიშვნელოვნად მიაჩნდა რადგან ის ორჯერ გადაწერა.
გავაანალიზოთ თვითონ ნაწარმოები სტროფების მიხედვით:
1) პირველ რიგში ცალსახად უნდა ითქვას, რომ იოანემ მკაფიოდ გამიჯნა ქართული ენა იმ დროს ამ ენაზე მოლაპარაკე ხალხისაგან. ამ ნაწარმოებში არ არის ლაპარაკი ქართველ ხალხზე, საქართველოზე, ქართველ მეფეებზე. ქართული ენა ამ ნაწარმოებში გვევლინება როგორც ეთნიკური პროცესების ისტორიული შედეგი. ნაწარმოებში გატარებული აზრი, რომ იმ კონკრეტულ პერიოდში ამ ენაზე მოლაპარაკე ხალხის ეთნიკური თვითდასახელება შინაარსობრივად განსხვავდებოდა ენის სახელის ”ქართული”-საგან. ენდემური მიშვნელობის მატარებელი მცნება ”ქართული ენა” მიემართებოდა იმ ენას, რომლის დაფარულ მნიშვნელობას ხსნიდა სიტყვა ”ლაზარე”. ქართველების დასაბამიერ ენას ერქვა სხვა სახელი. იგი ამბობს: ამას ენასა (”ენაი ქართული”) ლაზარე ჰქვიან. ეთნიკური ქართველების ენას, რომელსაც ხალხში, სახელმწიფოში, ეკლესიაში, ქართულ ენას უწოდებენ, სინამდვილეში ღმერთის წიგნში, სახარებაში, ლაზარე ჰქვია. ამ (2) სტროფში ლაპარაკი არ არის არც ქვეცნობიერად, არც ფარულად ბიბლიურ ლაზარეზე, რადგან ფრაზა ”მძინარე არს დღესამომდე” გამორიცხავს ენის მეტაფორულ გაიგივებას მკვდრეთით აღმდგარ ლაზარესთან, რადგან მას კონკრეტულად ოთხი დღე ეძინა და არა ”დღესამომდე”. აქ ლაზარე უნდა განვიხილოთ როგორც ბიბლიაში მოყვანილი სიტყვა და არა კონკრეტული პიროვნება, ლაზარე მართალი. აქ იოანე-ზოსიმე პირდაპირ ასახელებს ” დამარხული ქართული ენის” დასაბამიერ, ენდემურ, სახელ-წარმომავლობას.
საჭიროა გავარკვიოთ (1) სტროფში რა მნიშვნელობით არის ნახმარი სიტყვები: ”დამარხული”, ”ენაი” და ”მეორედ მოსვლა”.
”დამარხული” ამ შემთხვევაში ნიშნავს, მახსოვრობაში მყოფს, გულში დაუნჯებულს, გულში ნადებს, არა მოქმედს მაგრამ ცოცხალს. ქართული ენა როგორც ლაზარე ”სახარებასა შინა” ცოცხალი და დაუნჯებულია ღმერთის გულში. და რაც ღმერთის გულშია დაუნჯებული ის ღმერთისგან არ განსხვავდება. იოანე-ზოსიმე თავის ნაწარმოებში ხარისხის მიხედვით ანსხვავებს ორ ქართულ ენას: ა) ქართული ენა, რომელიც არის დაწუნებული და რომელსაც ღირსება მეორედ მოსვლამდე არ აღუდგება. ბ) ქართული ენა, რომელიც არის მოწონებული და რომელზედაც ითარგმნა სახარება,რომელზეც მიმდინარეობს ღვთისმსახურება და რომელზეც თვითონ წერდა თავის ორიგინალურ ნაწარმოებებს.
ასხამდა რა ქებას და დიდებას დაწუნებულ ქართულ ენას იოანე გამოდიოდა რა ენის ბიბლიისეულ გაგებიდან. კერძოდ, მან ძალიან კარგად იცოდა არა დოგმატური მნიშვნელობა შემდეგი სტროფებისა იოანეს სახარებიდან: ”თავდაპირველად იყო სიტყვა და სიტყვა იყო ღმერთთან, და სიტყვა იყო ღმერთი. ის იყო თავდაპირველად ღმერთთან. ყოველივე მის მიერ შეიქმნა, და მის გარეშე არაფერი შექმნილა, რაც კი შექმნილია”. (იოანეს სახარება თ 1-1; 2; 3;)
ერთერთი არგუმენტი ქართული ენის დიდების და ქების სწორედ ამ ციტატების იოანე-ზოსიმეს მიერ მისეულ ინტერპრეტაციაში მდგომარეობს. ის სიტყვას, რომელიც ყველაფრის საწყისია, განიხილავდა როგორც ყველა ქმნილებათა შემოქმედების ფორმულად, როგორც შენაერთს აზრის, გამოსახულების, და ბგერის, რაც ერთობლიობაში ქმნის მატერიის არსებობის საფუძველს. ამ სახით სიტყვა ღებულობს ფორმას სივრცეში და ხდება ხილვადი, ანუ სიტყვა ღებულობს მეტყველების ფორმას სივრცეში და ხდება ხილვადი – ენა. სიტყვა ქმნის რეალობას, ჩვენს სინამდვილეს, ანუ ამქვეყნიურ ცხოვრებას, და სწორედ ამიტომ ყველაფერს თავდაპირველად ის წარმოგვიდგება. ენა, მეტყველება, გამომდინარე სხარების ამ ციტატის იოანე-ზოსიმესეული გაგებიდან წარმოადგენს სისტემურ ინფორმაციულ კოდირებას საგნობრივ-წარმოსახვით აზროვნებისა ადამიანში. ღმერთის შემოქმედება ეს არის ციურისა და დედამიწისეულის შეერთება ერთ მთლიანობაში ბგერის ძალის მეშვეობით.
ღმერთის შემოქმედება შეიძლება წარმოვიდგინოთ როგორც შეერთება, რომელიც აკავშირებს წარმოსახვით აზრი-ფორმას პლანეტის სივრცის ენერგიასთან ბგერის ძალით, რომელიც ამჟღავნებს ხილვადობას მატერიალურ სამყაროში. და ყველაფერი აქედან გამომდინარე ღმერთი გვევლინება როგორც მოლაპარაკე, რომელიც გადმოგვცემს ინფორმაციას და შემომქმედი, ყველაფრის შემქმნელი სიტყვის მეშვეობით. აი, ასეთი კუთხით განიხილავდა იოანე-ზოსიმე ქართული ენის დანიშნულებას და ფუნქციებს. მას ეს, მისი მოღვაწეობის ეპოქაში, ასეთი ღია ფორმით არ შეეძლო დაეწერა, მაგრამ ამ ნაწარმოებში აშკარად იგულისხმა. იოანე ზოსიმე ღმერთს განიხილავდა როგორც გარკვეულ ენაზე მოლაპარაკეს, პიროვნებას, რომელსაც გააჩნია გრძნობის ორგანოები. იოანე, ადამისა და ევას შემქმნელი ღმერთის ენად, პირველი სტროფიდან (1) გამომდინარე მიიჩნევდა ქართულს, ეყრდნობოდა რა ბიბლიის შემდეგ სტროფებს: ადამს და ევას … ”მოესმათ ხმა უფალი ღმერთისა, რომელიც საღამო ხანს ბაღში მიმოდიოდა, და დაემალნენ უფალ ღმერთს ადამი და მისი დედაკაცი ბაღის ხეებს შორის. დაუძახა უფალმა ღმერთმა ადამს და უთხრა: ადამ სად ხარ? მიუგო: შენი ხმა მომესმა ბაღში და შემეშინდა, შიშველი რომ ვარ, და დავიმალე. (ბიბლია. დაბადება თ. 3; 8; 9; 10;)
ამ თავის მე-8 სტროფში სიტყვა ”საღამო” არა სწორი თარგმნაა. უნდა იყოს: (დღის გრილ მონაკვეთში). როგორც ზემოთ მოყვანილი ციტატიდან ვხედავთ, დაღლილი ღმერთი ბაღში სეირნობს, მისი ფეხის ხმა მოესმათ ადამს და ევას, ესე იგი, ღმერთი სხეულის მქონეა, მას ესმის, ის ხედავს, მას შეიძლება ადამიანები დაემალონ, ის იძახის, ესე იგი გამოსცემს ბგერებს, სიტყვებს, მას აქვს ადამი და ევასთვის გასაგები ენა, რომ დაელაპარაკოს. ის ელაპარაკება ადამს და ევას. სწორედ ღმერთისა და ადამის სამოთხის ბაღში კომუნიკაციის ენას თვლიდა იოანე ქართულ – დაწუნებულ ენად, რომელიც ადამის სამოთხის ღმერთის მეორედ მოსვლის დროს, ამ ღმერთის მიერ უნდა გაბრწყინდეს. და ამ ქართულ ენას ის ლაზარე ენას უწოდებდა.
განვიხილოთ სიტყვა ლაზარე. მე მას განვიხილავ სემენტიკურად ასე: ლაზ-ა-რე. ეს მეგრული სიტყვაა და ნიშნავს: ლაზ-აი-არის; ლაზარე = ლაზ-აი-არის. ის ამბობს: ქართ = ლაზ. ქართული ენა = ლაზ. ლაზ-ური ენა = ქართ.
(2) სტროფზე დასკვნა ასეთი კეთდება: ქართულ ენას ლაზ-ური ჰქვია. ზოგიერთს შეიძლება მოეჩვენოს, რომ ეს დასკვნა ჩემი მარტივი აზროვნების და მეგრელთა მოყვარულობის შედეგია, მაგრამ ეს ასე არ არის. იოანეს სწორედ ასეთი მეთოდით აქვს შეფუთული თავისი დამალული აზრები ამ გენიალურ ნაწარმოებში, რომელსაც ზოგიერთი ზემოთ მოხსენიებული მკვლევარები სისულელედაც კი მიიჩნევდნენ. იოანე-ზოსიმე ნამდვილად სულელი არ იყო. რასაც ის ამბობს, მისი ღიად თქმა ახლაც აკრძალულია. იაონე-ზოსიმე ქართულ ენასთან დაკავშირებით დასკვნებს და პროგნოზებს ბიბლიაში დაფიქსირებული ფაქტებიდან აკეთებდა. ზოგადად, ენასთან დაკავშირებით ვიცით, რომ მსოფლიოში არსებობდა ერთი ენა და ერთი ერი. ”ერთპირი იყო მთელი ქვეყანა, და ერთ ენაზე მეტყველი”. (დაბადება. თ. 11; 1.) სწორედ ეს ენა, მეფე ნიმროდის (ქართ. ნებროთი) დროს, ბაბილონის გოდოლის მშენებლობის დროს ღმერთმა აღრია. ებრაელი ისტორიკოსის იოსებ ფლავიუსის (პირველი საუკ. ახ. წაღ.) ცნობით ბაბილონის გოდოლის მშენებლობის იდეა ეკუთვნოდა ხამის შთამომავალს ნებროთს, რომელიც ცდილობდა იმდროინდელი მსოფლიოს დამოუკიდებლობის მიღწევას ღმერთებისაგან. ნებროთი გოლიათი იყო. აი რას ამბობს ბიბლია ნებროთზე: ქუშმა შვა ნებროთი. ამან დაიწყო ძალის გამოჩენა ქვეყანაზე. ძლიერი მონადირე იყო იგი უფლის წინაშე; ამიტომაც თქმულა, ნებროთივით ბუმბერაზი არისო ღმერთის წინაშე. მის სამეფოს დასაწყისში შეადგენდა: ბაბილონი, ერექი, აქადი და ქალნე შინყარის ქვეყანაში. (დაბადება თ. 10-8, 9, 10). აქ სტროფი ნომერი 10, ქართულ ბიბლიაში არის გაყალბებული. არ მოიხსენიება სიტყვა ”დასაწყისში” რაც გასაღები სიტყვაა და ქალნე არ იგულისხმება შინყარის ქვეყანაში. _ ” უთხრეს ერთმანეთს: მოდით მოვიზილოთ თიხა და გამოვწვათ. ქვის მაგივრად აგური ჰქონდათ, კირის მაგივრად ფისი. თქვეს: აბა ავაშენოთ ქალაქი და გოდოლი, და ცას მივაწვდინოთ მისი თხემი. აღვამართოთ ნიშანსვეტი, რომ არ გავიფანტოთ დედამიწის ზურგზე”.
იოსიფ ფლავიუსის მიხედვით ამ გოდოლის აშენების მოტივი მდგომარეობდა იმაში, რომ ”ნიმროდის აზრით თუ ააშენებდნენ მაღალ გოდოლს სადაც ვერ მისწვდებოდა წყალი წარღვნის შემთხვევაში _ ამით ღმერთს გადაუხდიდნენ სამაგიეროს წინაპრების განადგურებისათვის.
როცა ღმერთი ჩამოვიდა ”შეეხედა ქალაქისთვის და გოდოლისათვის” მან დაინახა, რომ ეს მის წინააღმდეგ იყო მიმართული და ამიტომ შეაჩერა მშენებლობა, აურია რა ერთიანი ენა, დაშალა ხალხის ერთიანობა. დიდი ალბათობით ენის აღრევამდე ნებროთის ხალხის ენა და ”ჩამოსული ღმერთის” ენა ერთი იყო. ბაბილონის გოდოლთან არის დაკავშირებული სიტყვა ”ქართუ”-ის წარმოშობა. მეგრულ ენაზე ბაბილონის გოდოლს ქარიართა=ქარია(ნ,რ)ტა ჰქვია. ეს სიტყვა დღესაც მეგრულ ენაზე მეტყველებისას იხმარება. ის ნიშნავს ძალიან მაღალს, დიდს. ”ქარია(ნ)(რ)ტას = ქარიართას გიმახე” ითარგმნება: უშველებლად მაღალ ადგილას ზის. კედელს მეგრულად ქართ-ა ჰქვია. კედელი = ქართ-ა. კედლის შენებას ჰქვია ქართ-უა = ქარ-რთუ-უა; ქართ-(თი, ტი) თი=ტი, მეგრული ადგილის მანიშნებელი სიტყვებია. მაგ. გვარები: ჯუმუ-ტი-ა; გელან-ტი-ა; და ა.შ. ამ სიტყვის ევოლუციის შედეგად მივიღეთ ქართული სიტყვა ქარ-აფ-ი = ქარ-ფა-რი(მეგრ.), რაც მაღლა აწეულ კეელს, სივრცეზე დომინანტს ნიშნავს. უა – მოქმედებას გამოხატავს. სიტყვა ”ქარიართა” სემანტიკურად ასე გამოიყურება: ქა-რია-რთ-(უ)-ა = კედელი + ამბოხი (აჯანყება) + შენება + მოქმედება = რაც ქართულად ითარგმნება: დაუმთავრებელი კედლის (გოდოლის) შეჩერება; რღვევა მშენებლობისას; აჯანყებული მშენებლები.
ბაბილონის გოდოლის პარამეტრები იყო შემდეგი: გოდოლის ფუძე – 90მ. გოდოლის სიმაღლე 215 მ. ბაბილონის კედლის სიმაღლე 90მ.
ნემროდი = ქართულად ნებროთი = ებრი = იბრი= იბერ = ივერ = მარგალ = შვილი + გოლიათი. წარღვნის შემდეგ მან დაარსა პირველი სახელმწიფო პლანეტაზე. მისი სიკვდილის შემდეგ მისმა ცოლმა ის გააღმერთა და გადააქცია ღმერთ ”მარდუკ”-ად. (აკკად. MAR.DUK შვილი + სუფთა ცის), რომელიც ბაბილონის ღმერთთა პანთეონის მთავარი ღმერთი იყო. ნიმროდი ქუშისა და ქამის შთამომავალი იყო. ქამის მოდგმამ დაარსა ქვეყანა ქანაანი, რომელსაც აგრეთვე გერგესია (გერგეზი) ერქვა.
ჩვენ გავარკვიეთ, რომ წარღვნის შემდგომი მსოფლიოს პირველ სახელმწიფოში ცხოვრობდა ერთი ხალხი, ერთი ენით და ერთი მეფით ნებროთით (დაბადება თ. 11; 1,…5). ამ ხალხს პროფესიის მიხედვით ერქვა კედლის მაშენებლები, გოდოლის მშენებლები. მეგრულ-ლაზურ ენაზე ”ქართ-უა” (კედლის მშენებელი). ამ ქართ-უა ხლხის ენა, ნებროთი ბუმბერაზის ენა და ციდან ჩამოსული ღმერთის ენა, აღრევამდე იყო ერთი – ”და ამ ენას სახარებასა შინა ”ლაზ”-არე ჰქვია”. ქართ-უა-რე ენა = ლაზ-უა-რე ენა.
განვიხილოთ მნიშვნელობა ფრაზისა ”მეორედ მოსვლა”; მეორედ მოსვლა, ეს არის დროის ამოწურვის მთავარი მოვლენა. ეს მოვლენა დაკავშირებულია ღმერთის გეგმასთან კაცობრიობის ხსნისა, ამ ქვეყნიერების დასასრულისა და ახალი ქვეყნიერების დამკვიდრებისა. რადგანაც იოანე-ზოსიმეს ნახსენები აქვს მათეს სახარება, ამიტომ მეორედ მოსვლასთან დაკავშირებით მოვიყვანოთ ამონარიდი ამ სახარებიდან: ”და როგორც იყო ნოეს დღეებში, ისე იქნება კაცის ძის მოსვლაც. ვინაიდან როგორც წარღვნის წინა დღეებში ჭამდნენ და სვამდნენ, ცოლს ირთავდნენ და თხოვდებოდნენ, იმ დღემდე, როცა ნოე შევიდა კიდობანში. და არას დაგიდევდნენ, ვიდრე არ მოვიდა წარღვნა და წალეკა ყველანი; ასე იქნება კაცის ძის მოსვლაც”. (მათეს სახ. თ. 24-37,38,39). საჭიროა გავერკვეთ ”ნოეს დღეების” დროს წარღვნის მიზეზებს და გავეცნოთ ვინ იყო ნოე. როცა წარღვნა მოხდა ნოე იყო 600 წლის. იმ დროს მას უკვე ჰყავდა სამი შვილი: სემი, ქამი და იაფეტი. ნოეს მამას ერქვა ლამექი, ხოლო ბაბუას მაფუსაილი,დიდ ბაბუას ერქვა ენოქი. იმ დროს ღმერთი ხედავდა მხოლოდ ერთ ადამიანს, რომელსაც უნდოდა ღმერთის კანონებით ცხოვრება. ეს იყო ნოე (დაბადება თ. 6-8). ”ეს არის ამბავი ნოესი: მართალი, სრული კაცი იყო ნოე თავის თაობაში; ღმერთთან დადიოდა ნოე”.(დაბ. თ. 6;…;9). ესე იგი ნოეს გენები სუფთა იყო და არ იყო შერეული ბუმბერაზების (ნეფელიმები, გოლიათები, რეფაიმები – ჯგვეჯგვი, გერგეზი,(მეგრ.) გენთან, რომლებსაც ღმერთმა უარი უთხრა აღდგომაზე და რომლებიც გახდნენ მთავარი მიზეზი წარღვნისა. ნოეს დიდი ბაბუის ენოქის წიგნის (”ენოქის წიგნი”) მიხედვით ღვთის შვილების და ადამიანის ასულების ცოლქმრული ურთიერთობის შედეგად გაჩნდნენ ბუმბერაზები, ახალი რასა. მათ ბიბლია ხალხს უწოდებს, ისინი ადამიანები იყვნენ, მაგრამ განსხვავდებოდნენ როგორც თავიანთი მამების ”ღვთის შვილების” რასისგან, აგრეთვე თავიაანთი დედბის ”ადამიანების” რასისაგან. ამ მესამე რასის გაჩენამ, პლანეტაზე მოიტანა სოციალური უთანასწორობა, ჩაგვრა, ომები, ადამიანებს შორის მაგიის გავრცელება და ზნის დაცემა. ეს ახალი რასა წარმოადგენდა გენეტიკური გარყვნის მაგალითს როგორც ადამიანთა მოდგმისთვის ასევე ”ღვთის შვილების” რასისთვის, რაც ღმერთის ნება ს ეწინააღმდეგებოდა. სწორედ გენეტიკური აღრევის გამო, რომელიც იწვევდა ადამიანური რასის და ციური რასის გენების გადაგვარებას ღმერთმა დასაჯა იმდროინდელი მსოფლიო. ბუმბერაზები დედამიწაზე ცხოვრობდნენ ადრეც ”ღვთის შვილების” ჩამოსვლამდეც. ბიბლიური საკრალური წიგნების მიხედვით ნოემ გადაარჩინა ოგა, ბუმბერაზი (გოლიათი) დართო ნება მოთავსებულიყო კიდობნის კარს მიღმა. ისინი წარღვნის შემდეგაც გადარჩნენ და გამრავლდნენ კიდეც. რადგანაც მეორედ მოსვლის თემა, პატრიარქი ნოე და ქართული ენის ფუნქცია ამ ეპოქაში ერთმანეთთან არის დაკავშირებული, ეს თემა სასურველია ბოლომდე ამოვწუროთ. ამისათვის მოვიყვანოთ ცნობები ბიბლიიდან: ”როდესაც ადამიანებმა გამრავლება იწყეს დედამიწაზე და ასულები შეეძინათ, დაინახეს ღვთის შვილებმა, რომ მშვენიერნი იყვნენ ადამიანთა ასულები და მოჰყავდათ ცოლად, ვისაც ვინ მოეწონებოდა. თქვა უფალმა ღმერთმა: არ დარჩება ჩემი სული ადამიანში საუკუნოდ, რადგანაც ხორცია იგი. იყოს მისი ხანი ას ოცი წელი. ბუმბერაზები იყვნენ იმ ხანებში ქვეყნად და მას მერეც, როცა ღვთის შვილები შედიოდნენ ადამიანთა ასულებთან, რომლებიც უშობდნენ მათ. ძლიერნი იყვნენ ისინი, ძველთაგანვე სახელოვანი ხალხი. …. ”ინანა უფალმა, რომ შექმნა ადამიანი ამქვეყნად, და შეწუხდა”, ….. ”მხოლოდ ნოეს ეპოვა მადლო უფლის თვალში”, ……… ”ნოეს მეექვსასე წელს, მეორე თვეს, თვის მეჩვიდმეტე დღეს, – ამავე დღეს მოსკდნენ დიდი უფსკრულის წყაროები და გაიხსნენ ცათა სარკმელები”. (დაბ. თ. 6;-1,2,3,4,6,8; თ. 7-11). წარღვნის ისტორია ყველამ ვიცით. ინფორმაცია ბუმბერაზებზე, რომლებიც გახდნენ წარღვნის მიზეზნი იხილე დაწვრილებით ”ენოქის წიგნში”.
როგორც ვხედავთ, წარღვნის წინ – ანუ ნოეს დღეებში დედამიწაზე არსებობდა მინიმუმ ოთხი მოაზროვნე არსებების რასა:
ა) ადამამდე არსებული ბუმბერაზების რასა, სავარაუდოდ ნოდის მიწის მცხოვრებელები.(დაბ. თ. 4-16; თ. 6-4)
ბ) ღვთის შვილების რასა. (დაბ. თ 6-2)
გ) ღვთის შვილებისა და ადამიანების ცოლქმრული ურთიერთობის შედეგად წარმოშობილი ბუმბერაზების – ”ხალხი” – ადამიანების რასა. (დაბ. თ 6-4)
დ) ადამიანების, ნოეს რასა. (დაბ. თ. 6-8)
უნდა აღინიშნოს, რომ პტარა ნოეს დაბადებასთან დაკავშირებით მის მამას ლამექს, ეჭვი შეეპარა მის კანონიერ შვილობაში. მან თავის ცოლზე იეჭვიანა ბუმბერაზთან (გერგეზი) ღალატში; პატარა ნოეს მათ შვილად თვლიდა, რადგან ნოე როცა დაიბადა ის ასხივებდა და მთელი ოთახი გაანათა სადაც ის იწვა. ნოე დაბადებიდან იყო თეთრკანიანი. მისი კანის სითეთრე ენოქის წიგნში ხაზგასმითაა ნახსენები. აქედან ირკვევა, რომ იმ პერიოდში ადამის მოდგმა მუქკანიანი იყო. ლამექმა თავისი ეჭვების გასაფანტად მის დიდ ბაბუას ენოქს მიაშურა, რომელიც ღვთის შვილების სახლში ცხოვრობდა. საქმის ვითარების გაცნობის შემდგ ენოქმა დაამშვიდა ლამექი პატარა ნოესთან დაკავშირებით და უთხრა, რომ ნოე იხსნიდა ადამიანთა მოდგმას. ურჩია პატარისათვის დაერქმია სახელი ნოე- რაც ”მანუგეშებელს” ნიშნავს. ლამექიც ასე მოიქცა. (ამაზე დაწვრილებით იხ. ”ენოქის წიგნი”) ასეთი ვითარება იყო წარღვნის წინა პერიოდში და სწორედ ასეთ ვითარებას მოელიან ახალი აღთქმის მიხედვით მეორედ მოსვილის წინ მორწმუნე ქრისტიანენი.
ებრაული ბიბლიური ქრონოლოგიის მიხედვით წარღვნა დაიწყო (2104წ.ჩვ.წ.აღრ. დაბ. 7:11). კიდობნიდან ნოე გამოვიდა (2103წ.ჩვ.წ.აღრ. დაბ.8-14-17). ვატიკანის კოდექსის მიხედვით (350წ) წარღვნა მოხდა 2242წ. ქვეყნის გაჩენიდან. იულანური კალენდრის მიხედვით წარღვნა მოხდა 33981წ.ჩვ.წ.აღრ. ”ბაბილონური ისტორია”-ს ავტორის ბეროსის მიხედვით წარღვნა მოხდა 35449წ. იოანე ზოსიმესთვის ცნობილი იყო ეს და სხვა თარიღებიც წარღვნასთან დაკავშირებით.
ჩვენთვის ცნობილ წარღვნამდელ ამ ოთხ რასას ალბათ სუბრასებიც ჰყავდათ. ჩვენთვის უცნობია ამ რასების ან სუბრასების ეთნიკური სახელები, ან მათი ენის ან ენების სახელწოდებები. რადგან ეს რასები ერთმანეთთან ან ერთმანეთში კომუნიკაციას ამყარებდნენ, მათ შეიძლება პირობითად უწოდოთ ”ენები”. იოანე-ზოსიმე თავის ნაწარმოებში გულისხმობს, რომ მეორედ მოსვლის წინ დედამიწაზე გაჩნდებიან ადამიანთა მოდგმისაგან განსხვავებული სხვადასხვა წარმომავლობის რასები. იოანე-ზოსიმე ხედვდა მომავლის მსოფლიოს პანორამას. ამ ნაწარმოებიდან ჩანს, რომ მსოფლიოში იქნებიან მეცნიერული მიღწევების შედეგად გაჩენილი ახალი ადამიანების, თუ სხვა მოაზროვნე არსებების რასები. შესაძლებელია ზოგიერთი რასები უსულოც იყოს, მაგრამ რეაგირებდეს გარკვეულ კოდ ენაზე. რამდენი სახეობის რასა ან ენა გაჩნდება უცნობია, მაგრამ ცნობილია, რომ ისინი იქნებიან. რა დაერქმევა ამ ახალი რასების ენას უცნობია. _ ”და შემდგომ ამისა გავიხედე, და აჰა, ურიცხვი სიმრავლე ხალხისა, რომლის აღრიცხვასას ვერ შესძლებდა ვერავინ, ყოველი ხალხისა და ტომისაგან, და ერისა და ენისგან იდგა ტახტის წინაშე და კრავის წინაშე, სპეტაკი სამოსემით მოსილი, და ხელთ ეპყრათ პალმის რტონი. (გამოცხადება თ 7-9).
იოანე-ზოსიმეც, აპოკალიფსის ავტორიც, სრულიად კონკრეტულად უთითებენ როგორც ადამიანთა მოდგმის ენაზე, აგრეთვე ენაზე ”სუფთა სახით”. ასეთი ენის მატარებელი არ იქნება ადამიანთა მოდგმა, ან ბიოლოგიური არსებები. კომუნიკაციის ეს ახალი საშუალებები ”ენის” ფუნქციას შეასრულებენ. იოანე-ზოსიმე და ”გამოცხადებაც” ენას განიხილავს როგორც ცოცხალ, მოაზროვნე არსებას, ერებთან, ხალხთან, ტომთან ერთად. ჩემი აზრით ასეთი სახის ენა მომავალში გაჩნდება, რადგან ადამიანური ენა ოპტიკურად აღქმადი ნიშნების სისტემას აღნიშნავს. ამ მომენტისთვის მსოფლიოში არსებობს შემდეგი ენები:
ა) ადამიანური ენა;
ბ) ხელოვნური ენები, ადამიანთა ურთიერთობისთვის განკუთვნილი;
გ) ჟესტების ენა ყრუ-მუნჯთათვის;
დ) კომპიუტერული ენები;
ე) ცხოველთა ენა.
როგორც ზემოთ მოყვანილი ”აპოკალიფსის” ციტატიდან ვხედავთ, ისე როგორც ნოეს დროს – ასევე მოსალოდნელი მეორედ მოსვლის დროს იქნებიან მრავალი ხალხები, ტომები, ერები, ენები, მათ შორის არა ადამიანური მოდგმისა და რასისა. სწორედამ ცნობილი და უცნობი წარმოშობის ენებზე აქვს საუბარი იოანე-ზოსიმეს როცა ამბობს ”რაითა ყოველსა ენასა ღმერთმან ამხილოს ამით ენითა”. ეს ახალი ენები, იქნებიან ისინი ახალი და უცნობი რასების ენები, თუ ენები ჩვენთვის გაუგებარი შინაარსით, მოთხოვნადი იქნებიან და იფუნქციონირებენ მომავლის საზოგადოების სოციალურ-ეკონომიკურ თუ ტექნოლოგიების სფეროში. იოანე-ზოსიმე არ გამორიცხავს, რომ ქართული ენის საფუძველზე მომავალში შეიქმნას ენების გარკვეული რაოდენობა რომლებიც იარსებებენ ჩვენი პლანეტის საზოგადოებრივი თუ ტექნოლოგიური მოთხოვნილებების საფუძველზე. იოანეს აზრით ყველა ამ ენების გასაღები კოდი ენა იქნება ”ქართული=ლაზარე” ენა. ქართული ენა იმ დროისთვის გარდაიქცევა უნივერსალურ ენად შესაძლებელია ენებს სხვა ჩვენთვის წარმოუდგენელი ფუნქციებიც გაუჩნდეს. იოანეს აზრით ქართული ენა გასაგები გახდება ყველა იმ დროის ცოცხალი არსებებისთვის. მათ შორის ენებისთვის…………..
ქართული ენის მნიშვნელობასთან მეორედ მოსვლის წინა პერიოდში, თვითონ ამ ფაქტის დაფიქსირების დროს და მის შემდეგაც დაკავშირებული არის სიტყვები: ”საწამებლად”, ”ამხილოს”-ის მნიშვნელობა. ეს სიტყვები იოანეს მიზანმიმართულად აქვს შერჩეული. ამ ანწარმოებში მათ ორმაგი მნიშვნელობა აქვთ. თანაც ერთი მნიშვნელობა აუცილებლად გულისხმობს მეორე მნიშვნელობასაც, რადგანაც მეორედ მოსვლა ზოგადად არის მსოფლიოს დასჯა და ახალი წესრიგის დამყარება მატრიალური არსებობიდან სულიერ არსებობაზე გადასვლის გარდაუვალი პერსპექტივით.სიტყვა ”საწამებლად” ჩემი აზრით ქართულ ენაზე ნიშნავს ”მოწმეს” – მეგრულად ”მოწამეს”. სამოწამედ = საწამებლად ანუ დასასამოწმებლად. სიტყვა ”ამხილოს” ნიშნავს ახილვას. მაგალითად: ”თვალი აეხილა”, ”იხილა ნათელი”. სიტყვა ”ამხილოს”- ხილვის მნიშვნელობითაა ნახმარი, ესე იგი უჩვენოს სხვებს, დაანახოს სხვა ენებს – რაც თავისთავად გულისხმობს შემდგომ შედეგს გარკვეული ”ენებისთვის”, მათ მხილებას ღმერთის მიუღებელი ქმედებებისა და ჩადენილი საქმეების ფაქტების არსებობაში.
ქართული ენა იქნება მოწმობა, ტესტი, მოწამე იმისა, რომ ამ ენაზე ”მოსაუბრე” ღმერთი ნამდვილად უფალი ღმერთია (ბიბლია, დაბ. თ. 3;8;9;10) და ეს ყველა ენისათვის ხილული გახდება, რადგან დანარჩენი ენები ავტომატურად დაიწყებენ რეაგირებას ქართული ენის კოდზე.
ყველა ენისთვის, ყველა სულიერი არსებებისთვის, ყველა რასებისთვის, ყველა უსულო არსებებისთვის, ყველა ხელოვნურად თუ სხვა მეთოდით შექმნილი მოაზროვნე დანადგარების ”ენებისათვის” – გასაგები გახდება ქართული ენის ტესტი კოდის მეშვეობით, რომ უფალი იესო ქრისტე ჩამოვიდა დედამიწაზე. ენები რომლებიც რეაგირებას არ მოახდენენ ქართული ენის ამ მნიშვნელობის ტესტზე, თავისთავად მხილებული იქნებიან როგორც უფლის არა მეგობარი ენები, ტომები, ხალხები და ერები.
შეიძლება დაიბადოს ასეთი კითხვა: განა სხვა ენებიც ღმერთის მიერ არ არიან შექმნილნი?
მე არ ჩაუღრმავდები ამ საკითხის განხილვას, რადგან ის სცილდება მოცემულ თემას და განეკუთვნება რელიგიათ მცოდნეობის საკითხებს. ამ შეკითხვას ჩემი აზრით ეხმიანება ისეო ნაზარეველის შემდეგი სწავლება: ”იგავი ხორბლისა და ღვარძლისა”(მათე თ. 13; 24, 30). აგრეთვე იოანეს სახარებიდან მითითება: ”ღმერთი არასოდეს არავის უნახვას. მხოლოდშობილმა ძემ, მამის წიაღში მყოფმა, მან გააცხადა. ღმერთი არის სული და მისი თაყვანისმცემელნი თაყვანს უნდა სცემდნენ სულითა და ჭეშმარიტებით”. (იოანე სახ. თ. 1;-18; თ 4 -24). ამ ციტატებში განთავსებულ აზრებზე, ქართული ენის ზოსიმესეულ მისიასთან მიმართებაში, მას ბევრი აქვს ნაფიქრი. ”მაგრამ იმ დღეზე და ჟამზე არავინ იცის, არც ციურმა ანგელოზებმა, არც ძემ, არამედ მხოლოდ მამამ. გაფრთხილდით, იფხიზლეთ, ილოცეთ, ვინაიდან არ იცით როდის დადგება ის ჟამი.(მარკოზი თ. 13; 32-33; მათე თ. 24;36).
იოანე ზოსიმე გვეუბნება, რომ ეს ენა ჯერ ”მძინარე” ანუ გამოუყენებელი არისო, მას სძინავსო ღმერთში – ”სახარებაში”. ნებროთი იყო პირველი ერთიანი მსოფლიოს მეფე, იესო ქრისტე იქნება ერთიანი მსოფლიოს ბოლო მეფე. შესაძლებელია იმ პერიოდში ყველა ენები ერთ ენად შეიკრას ქართული ენის საფუძველზე, როგორც ამას გვეუბნება იოანე-ზოსიმე და ეს ენა ჯერ ”მძინარე” ანუ გამოუყენებელი არისო, მას სძინავსო ღმერთში – ”სახარებაში” და ამ ენას ”ლაზარე” ჰქვიაო.
ლაზარე მთავარი გასაღები სიტყვაა ამ ნაწარმოების ფარული ცოდნა – სიბრძნის გაგებაში. ჩვენ პირველ ვარიანტად განვიხილეთ სახარებაში მოცემული სიტყვა ”ლაზარე” გამომდინარე იოანე-ზოსიმეს ცხოვრების აწყმო დროდან და გავერკვიეთ, რომ ის მას ხმარებული აქვს როგორც ქართუ-ს სინონიმი. ანუ ქართ = ლაზ; ქართული ენა = ლაზური ენა. ახლა სიტყვა ლაზარე გავნიხილოთ როგორც რეალური ბიბლიური პიროვნების სახელი, ლაზარე როგორც რეალური პიროვნება, მარიამისა და მართას ძმა, ქრისტეს მეგობარი, წმინდა ლაზარე. ოთხი დღის მკვდარი და მერე აღმდგარი მკვდრეთით. სწორედ ქართული ენის წარმოშობა, ისტორია, ეთნიკური კუთვნილება და მომავალი ამ პიროვნების სახელთან და მისი ცხოვრების ბიოგრაფიასთან არის ალეგორიულად დაკავშირებული და წარმოადგენას გასაღებს ქართული ენის და მისი მატარებელი ეთნოსების წარსულისა და მომავალის გაცნობისათვის.
ლაზარე ებრაული სახელია და ქართულად ”ღვთის წყალობას” ნიშნავს. ლაზარე ბეთანიაში დაიბადა, იერუსალიმის მახლობლად.იგი მარიამისა და მართას ძმა იყო. უფალ იესო ქრისტეს ძალიან უყვარდა ლაზარე და მას თავის მეგობარს უწოდებდა. როცა ლაზარე ავად გახდა, მარიამს და მართას მაცხოვრის სასწაულმოქმედების იმედი ჰქონდათ, ამიტომ პატივისცემით გაუგზავნეს კაცი ქრისტეს და შეატყობინეს: ”უფალო, აჰა, ვინც შენ გიყვარს, ავადაა”. (იოანე 11;-3). ცნობილია რომ ლაზარე გარდაიცვალა. უფალმა ეს იცოდა. ”ლაზარემ, ჩვენმა მეგობარმა, დაიძინა; მე მის გასაღვიძებლად მოვდივარ”. ”ლაზარე მოკვდა” (იოანე. თ. 11;-11,14). იესო სიკვდილს დაძინებას უწოდებს არა იმიტომ, რომ მას სძინავს, არამედ იმისთვის, რომ მის წინაშე ყველა ცოცხალია. როდესაც იესო ბეთანიაში ჩავიდა, ლაზარე 4 დღის დამარხული გახლდათ. ლაზარე კლდეში ესვენა, სადაც გამოქვაბული იყო და ლოდი ჰქონდა მოფარებული. მართა იესოს შეეგება. მარიამი კი სახლში იმყოფებოდა. მართამ უთხრა მაცხოვარს: ”უფალო, აქ რომ ყოფილიყავი, ჩემი ძმა არ მოკვდებოდა”-ო (იოანე თ. 11;-21). უფალმა უპასუხა: ”მე ვარ აღდგომა და სიცოცხლე, ჩემი მორწმუნე, კიდეც რომ მოკვდეს, იცოცხლებს. ყველა ვინც ცოცხლობს ჩემში და სწამს ჩემი, არ მოკვდება უკუნისამდე. გწაამს ეს? მართამ უპასუხა: ”დიახ, უფალო, მე მწამს, რომ შენ ქრისტე ხარ, ძე ღვთისა, რომელიც წუთისოფელში მოდის”. (იოანე თ 11;-25,26,27). უფლის მიმართვის შემდეგ: ”ლაზარე, გამოდი” ლაზარე გამოვიდა მიცვალებულის სუდარაში შეხვეული, ხელ-ფეხ შეკრული. აღესრულა ორი სასწაული:
1) მკვდრისა აღდგომა და ხელ-ფეხშეკრულის უფლის სიტყვებისამებრ საფლავიდან გამოსვლა.
2) ლაზარე აღსდგა ისეთივე სხეულით როგორიც ჰქონდა. ლაზარეს მკვდრეთით აღდგომა წინ უსწრებს მაცხოვრის აღდგომას. (ლაზარეს აღდგინებაზე ვრცელი ინფორმაცია იხ. იოანე. თ. 11;-11,17,-44; თ. 12; 1-2;9-11).
იერუსალიმელი ქრისტიანების დევნის გამო, ის გაძევებული იქნა იერუსალიმიდან. მართალი ლაზარე, წმინდა მაქსიმე და წმინდა კალედონია, ჩასვეს უნიჩბო ნავში და ზღვაში ჩაუშვეს. ნავი დინებით მიადგა კვიპაროსს. წმინდა ლაზარემ იქ დაიწყო ქრისტეს ქადაგება, კერძოდ ქალაქ ქითიონიაში (Китий) – დღევანდელი ლარნაკი (Ларнаки), ძველი ებრაული ხეთიმი (Хетим). შემდგომ მოციქულ ბარნაბას მიერ მოხდა მისი ეპისკოპოსად ხელდასმა. გადმოცემის მიხედვით ლაზარეს ეპისკოპოსად ყოფნის პერიოდში მის სანახავად კვიპროსში ჩაბრძანდა ღვთისმშობელი მარიამი და მას აჩუქა თავისი ხელით მოქსოვილი ანაფორი. მკვდრეთით აღდგომის შემდეგ ლაზარემ 30 წელი იცხოვრა. ის კვიპროსში 63 წლის ასაკში მეორედ გარდაიცვალა. ეპისკოპოს ლაზარეს წმინდა ნაწილები ქითეაში (Китий) იქნა დასვენებული. ბიზანტიის იმპერატორის ლეონ ბრძენის ბრძანებით 898 წელს სიწმინდე კონსტანტინოპოლში გადაასვენეს და მართალი ლაზარეს ტაძარში მიუჩინეს ადგილი. დღევანდელ ქითეაში (ლარნაკში), კვიპროსი,-არის ლაზარეს ქვის კუბო დასვენებული წარწერით: ”ლაზარე ოთხდღიანი, ქრისტეს მეგობარი”. აგრეთვე ამ ქალაქში (ქითიონი; Китий) არის ”წმინდა ლაზარე ოთხდღიანი ქითიმიელის” სახელობის ეკლესია. ამას გულისხმობდა იოანე-ზოსიმე როცა ამბობდა: ”დამარხული არს ენაი ქართული… ანუ ლაზარე” და ადგილი სადაც არს დამარხული ქართული ენა, როგროც გავერკვიეთ არის ზოგადად კვიპროსი. ხოლო კონკრეტულად რას გულისხმობდა იოანე-ზოსიმე გავერკვევით ქვემოთ.
განვიხილოთ მესამე სტროფი 3) – მარიამის და მართას დიდმა სიყვარულმა იესოსადმი და მათმა დიდმა რწმენამ იესოსადმი როგროც ღმერთისადმი გადააწყვეტინა ისეოს თვალნათლივ განეხორციელებინა ქრისტიანობის უდიდესი სასწაული და მთავარი სწავლება. ქრისტიანობის ეს მოვლენა იყო ადამიანის, ლაზარეს მკვდრეთით აღდგენა იგივე სხეულში და დედამიწაზე ჩვეულებრივად, სრულფასოვნად სიცოცხლის გაგრძელება. ყველაფერი ეს მან აჩვენა მართალი ლაზარეს მაგალითზე. წმინდა ნინოს და წმინდა ელენეს, რომლებიც იცნობდნენ ერთმანეთს (იხ. წმინდა ნინოს და წმინდა ელენეს ბიოგრაფია) სწორედ მარიამისა და მართას სადარი სიყვარული ჰქონდათ უფალი იესოსადმი, რომელიც გამოიხატა მათი თავდაუზოგავი ღვაწლით ქრისტიანობის გავრცელებისა და ქრისტიანული სიწმინდეების მოძებნა-გაპატიოსნებაში. წმინდა ნინომ და წმინდა ელენემ სამუდამოდ მოაქციეს მცხეთა და კონსტანტინოპოლი ქრისტიანობაზე და ამით უკვდავება მიანიჭეს ამ ორ ქალაქს ღმერთის წიაღში. შეადარა რა ელენე და ნინო იოანე-ზოსიმემ მართასა და მარიამს ამით ხაზი გაუსვა მცხეთისა და კონსტანტინოპოლის თანასწორობას და ამ ორი ქალაქის, როგროც მართლმადიდებლობის ფორპოსტების არსებობას ისეოს მეორედ მოსვლამდე. როგორც მარიამი და მართა სიკვდილამდე ერთგულნი დარჩნენ იესო ქრისტესი, ისე ეს ორი ქალაქი – მცხეთა (საქართველო) = ნინო და ელენე (საბერძნეთი) = კონსტანტინოპოლი, ერთგული დარჩებიან მართლმადიდებლობის და ქრისტესი, უფლის მეორედ მოსვლამდე. თავიანთი მრავალმხრივი მოღვაწეობისათვის ქრისტიანობის გავრცელების კუთხით ნინო და ელენე კანონიზირებული იქნენ წოდებით მოციქულთა სწორი. ეს ღირსება ქრისტიანობის ისტორიაში ერგოთ კიდევ ოთხ ქალს: ესენი არიან – მარიამ მაგდალინელი, პირველი მოწამე ფიოკლა, მოწამე აპფია, კნეგინია ოლგა. ფრაზაში: ”ახალმა ნინო მოაქცია” სიტყვა ”ახალმა”-ს შემდეგ იოანე-ზოსიმე გულისხმობდა სწორედ სიტყვა ”მოციქულთა სწორმან”-ს, მაგრამ არ დაწერა, მიზეზი ამისა ის იყო, რომ საბერძნეთში და მართლმადიდებლურ სამყაროში წმინდა მოციქულთა სწორ ელენესგან განსხვავებით წმინდა ნინოს სახელს და მის მოღვაწეობას არ იცნობდნენ. ის კი არა და თვითინ საქართველოში მისი მოღვაწეობის მნიშვნელობა გვიან აღიარეს. შესაძლოა მის გარშემო მყოფი სასულიერო იერარქიები არ აღიარებდნენ წმინდა ნინოს მოციქულთა სწორად, ამიტომ მან ეს ფრაზა დამახინჯებით დაწერა, მაგრამ მისახვედრეად, რადგან ელენე და ნინო დებად მოიხსენია და მართას და მარიამს შეადარა. განვიხილოთ მეოთხე სტროფი. 4) როგორც არის საიდუმლო წინსწრება ლაზარეს მკვდრეთით აღდგინება ისესოს მკვდრეთით აღდგინებისა, რადგანაც ლაზარე მხოლოდ მართალი კაცი იყო და იგი იესომ აღადგინა კვლავ როგროც ადამიანი, ხოლო თვითონ აღდგა როგორც ღმერთი, მაგრამ მეგობრები არიან სიკვდილის დამარცხების საერთო ნიშნით. ადამიანი აღსდგება როგორც ადამიანი და აგრძელებს ცხოვრებას ჩვეულებრივად დედამიწაზე და შესაძლებელია მეორედ ფიზიკურად მოკვდეს, ხოლო განკაცებული ღმერთი აღსდგება მხოლოდ ღმერთად და არ რჩება დედამიწაზე, რადგანაც მას თავისი ღმერთის ბუნება იზიდავს ღმერთის საბრძანებელში. იესო ლაზარეზე ამბობს: ”ეს სნეულება სასიკვდილო კი არ არის, არამედ რათა იდიდოს ღმერთის ძე მისგან (იოანე თავი 11,4). უფლის იესო ქრისტეს მეორედ მოსვლას მდაბალი და დაწუნებული ქართული = ლაზარე ენის აღდგინება, მისი მსოფლიო ენად გადაქცევა. ღმერთის დამოკიდებულება ამ ენისადმი შეიცავს ღმერთის საიდუმლო გეგმებს მსოფლიოს ბედისადმი, რომელიც ამ ენით განმჟღავნდება მათთვის ”ვისაც ყურები აქვს”. განვიხილოთ მეხუთე სტროფი. 5) ამ სტროფში იოანე-ზოსიმემ ქართული ენის რელიგიურ-მართლმადიდებლურ მნიშვნელობას ისტორიულობის ხორცი შეასხა და სიტყვა ლაზარეს მნიშვნელობა ქართული ენის წარმოშობის, მისი ისტორიის, ეთნუიკური და სახელმწიფო კუთვნილების თვალსაზრისით დავით წინასწარმეტყველის განტოლებით ”წელი ათასი ვითარცა ერთი დღენ” მთლიანად გახსნა. ჩვენ ზემოთ განვიხილეთ სიტყვა ’ლაზარეს” მნიშვნელობა იოანე-ზოსიმეს სიცოცხლისა და მოღვაწეობის აწმყო დროში, ქართულ ენასთან მიმართებაში და წავიკითხეთ როგორც ქართ=ლაზ=ქართ-ული ენა = ლაზ-ური ენა; ქართული ენა = ლაზ-ა-რე ენა. ამ მეხუთე სტროფის მიხედვით სიტყვა ლაზარეს, ლაზარე მართლის, ოთხი დღის მკვდარის, სახელს განვიხილავთ როგროც ოთხი ათასი წლის უკანდელი მოცემულობის მნიშვნელობით. ანუ სიტყვა ”ლაზარეს” წავიკითხავთ მარჯვნიდან მარცხნივ, რომ გავიგოთ მისი საწყისი 4000 წლის უკანდელი მდგომარეობა, ანუ მისი ისტორია და მნიშვნელობა. ”ლაზარეს” აწმყო მნიშვნელობიდან გადავალთ ”ლაზარეს” წარსულის მნიშვნელობაზე. მარჯვნიდან მარცხნივ სიტყვა ”ლაზარე” იკითხება ასე: რე-ა-ლაზ ანუ არის ა ლაზ. აქ არსებითი სიტყვის ჟღერადობა აქვს სიტყვა ”ალაზ”-ს. ალაზი ეს არის ისტორიული ალაზია. ადგილი სადაც არის დამარხული წმინდა ლაზარე ანუ ქითიმი, ანუ ხეთიმი, ანუ კვიპროსი ძველად იწოდებოდა სახელად ალაზ(ს)ია. ანუ სიტყვა ლაზარეს მნიშვნელობა 4000 წლის უკან როგროც ქართული ენის სინონიმი ჟღერს როგროც ალაზია. ისტორიული ქვეყანა, ისტორიულად დადასტურებული ხალხით და ენით. აი სად არის დამარხული ქართული ენა, აი მისი ფესვები სად უნდა ვეძებოთ. რეალური პიროვნების მაგალითი ლაზარეს განსასვენებელი, აგრეთვე, სახელი ლაზარე-ს როგროც აწმყო ისე წარსული დროით მნიშვნელობის გაშიფვრა პირდაპირ გვიჩვენებს , რომ ქართული ენის აკვანი არის ქვეყანა ალაზ(ს)ია. ალაზ(ს)იელები ეთნოკვიპროსელები არიან. იოანე-ზოსიმემ გააიგივა რა ქართული ენა ალაზ(ს)იურ ენასთან რეალურად მიგვიყვანა ჩვენი ერის სამშობლოს გაცნობის აუცილებლობასთან რომელიც რაღაც მიზეზების გამო დავტოვეთ და სადაც, იოანე-ზოსიმეს აზრით 3950 წელს ჩვ.წ.აღ. ჩვენი ერის დაკნინება-დაცემა დაწყებულა. რომ განვამტკიცოთ ქართული ენის ალაზ(ს)იურობა და იდენტობა, საჭიროა გავეცნოთ ჩვენი ყოფილი სამშობლოს 4000 წლის უკანდელ ისტორიას რამდენადაც ეს პირადად ჩემთვის იქნება შესაძლებელი, რადგან ეს საჭიროებს ღრმა კვლევას და თანაც ეს დაკავშირებულია ძველი მსოფლიოს ისტორიის მაღვალკვალიფიციურ ცოდნასთან.
ალაზ(ს)ია – კვიპროსის ცივილიზაცია წარმოიქმნა 9000 წლის უკან. 7000-3900 ჩვ.წ.აღრ. აქ არის აღმოჩენილი ნეოლითის ხანის ნამოსახლარები, ქვისა და თიხის ჭურჭლები.
3900-2500 წ. ჩვ.წ. აღრ. ხალკოლიტის ხანაა. შეინიშნება ქვის ხანიდან ბრინჯაოს ხანაზე გადასვლა.ვითარდება ნაყოფიერების კულტი. მცირე მასშტაბებით ხდება სპილენძის წარმოება. 2500-1050წ. ჩვ.წ.აღრ. ბრინჯაოს ხანაა. ყველაზე ძველი წერილობითი წყაროები ალაზ(ს)იის – ქითთიმის (kittim) ადამიანებით დასახლებაზე მოყვანილია ბიბლიაში, კერძოდ წიგნ დაბადებაში: ”ეს არის ნოეს ძეთა მოდგმა – სემის, ქამის და იაფეტისა. შეეძინათ მათ შვილები წარღვნის შემდეგ. იაფეტის ძენი: გომერი, მაგოგი, მადაი, იავანი, თუბალი, მეშექი და თირასი. გომერის ძენი: აშქენაზი, რიდათი და თოგარმა. იავანის ძენი: ელიშა თარშიში, ქითიმი და დოდანიმი. ამათგან დასახლდა კუნძულები ხალხებით თავთავის მიწებში, თითოეული თავისი ენების მიხედვით, თავის ტომის მიხედვით, თავთავის ხალხში”. (დაბ. თ. 10;1-5)
მეხუთე სტროფი ქართულ ბიბლიაში შეგნებულად არასწორადაა თარგმნილი. არ მოიხსენიება სიტყვები ”კუნძულები” და ”მიწები”.
ძველი მწერლების აზრით, რომ კვიპროსი =ალაზ(ს)ია შედიოდა იმ კუნძულების რიცხვში (”კუნძულები თავ-თავის”…..) იყო იმდენად მტკიცე და გავრცელებული, რომ რამოდენიმე ასწლეულის შემდეგ რაც დაბადების წიგნი დაიწერა, იუდეველთა ისტორიკოსი და სამხედრო მოღვაწე იოსიფ ფლავიი (1ს. ახალ.წ.აღრ.) თავის შესანიშნავ ნაშრომში ”იუდეველთა სიძველეები” ალაზ(ს)ია-კვიპროსზე ასე წერს: ”ნოეს შვილებს ჰყავდათ შთამომავლები, რომელთა საპატივცემულოდ პიროვნებები, რომლებიც იპყრობდნენ რომელიმე ქვეყანას, არქმევდნენ მათ სახელებს იქაურ მცხოვრებლებს” და შემდეგ ”ხეთიმმა, ბოლოს და ბოლოს, დაიპყრო კუნძული ხეთიმია (ახლა მას ჰქვია კვიპროსი), რის გამოც ყველა კუნძული და უმეტესი სანაპირო არეალი წოდებულია ხეთიმ-ად. ჩემი ცნობის დასამტკიცებლად გამოდგება ერთერთი ქალაქი კუნძულ კვიპროსზე: ამ ქალაქმა დღევანდლამდე შინარჩუნა სახელი ქითიონი, როგორც ეძახიან მას ისინი, ვინც გადააკეთა მისი სახელი ბერძნულად, თუმცაღა მისი სახელი დიდად არ განსხვავდება სიტყვისგან ”ხეთიმ”.
საყურადღებოა ის ფაქტი, რომ ქრთულ ენასთან გაიგივებული ლაზარე ღმერთის მეგობარი, მართალი ლაზარე ”დამარხული”-ა ქალაქ ქითიონში ანუ ხეთთიმში, ანუ ალაზ(ს)იაში, ანუ კვიპროსში. აი, რა ცნობებს იძლევა იოანე-ზოსიმე.
თანამედროვე ისტორიოგრაფია თვლის, რომ თავდაპირველად, სახელწოდება ქითიმ ერქვა ყველა ზღვისპირა ქვეყანას და ხმელთაშუა ზღვის კუნძულებს, მხოლოდ მოგვიანებით მიემართა საკუთრივ კვიპროსს. ძველი აღთქმის წინასწარმეტყველურ წიგნებში – როგორებიც არიან – იერემია, იეზეკილი, ესაია, დანიელი – საკმაოდ ბევრჯერ არის ნახსენები ქითთიმის მიწები, ან ხითთიმის კუნძულები. ზოგიერთი წინასწარმეტყველება დაკავშირებულია ომებთან და ნგრევასთან, რწმენისგან განდგომასთან. უნდა აღინიშნოს, რომ ბიბლიურ ლექსიკონში სახელი ”ქითთიმ”-ი ითარგმნება ქართულად როგორც ”ნგრევა, განადგურება”. მოვიყვანოთ ამ წინასწარმეტყველთა ციტატები ბიბლიიდან:
იერ. 2:10. რადგან, აბა, წადით ქითიელთა კუნძულებზე და ნახეთ, გაგზავნეთ კედარში და კარგად გამოიკვლიეთ, ნახეთ, თუ სადმე მომხდარა ამგვარი რამე.
იეზეკ. 27:6. ბაშანის მუხის ნიჩბები გაგიკეთეს; მერხები სპილოს ძვლისაგან და ქითიელთა კუნძულების ბზისაგან გაგიკეთეს.
ესაია. 23:1. ტვიროსის განაჩენი. ივალალეთ, თარშიშის ხომალდებო, რადგან დაქცეულია ტვიროსი, აღარც სახლებია, აღარც მისასვლელი! ქითიმის ქვეყნიდან გამოეცხადა მას.
რიცხ. 24:24. მოვლენ ხომალდები ქითიმიელებისგან და მოთრგუნავენ აშურს, მოთრგუნავენ ყებერს, მაგრამ თავადაც დაიღუპებიან. (აქაც ქართული თარგმნა ყალბია. ქართულ ბიბლიაში ქითიმიელების ნაცვლად ნახმარია სიტყვა ”ხეთები” რაც არასწორია).
დან. 11:30. ქითიმის ხომალდები წამოვლენ მის წინააღმდეგ და დაფრთხება იგი. მერე გამობრუნდება და გაშმაგდება წმინდა აღთქმაზე და ამოქმედდება. დაბრუნდება და ყურადღებას მიაპყრობს წმნიდა აღთქმის მიმტოვებელთ. (ეს ციტატაც ქართულ ბიბლიაში არასწორად არის თარგმნილი.)
ეს წინასწარმეტყველებები გამომდინარე იოანე-ზოსიმეს ცნობებიდან უკვე ეხება საქართველოს, ისტორიული ლაზიკის შავი ზღვის პირეთს, ჩვენი ქვეყნის საზღვაო ფლოტის ხომალდებს. ის ფაქტი, რომ ალაზ(ს)ია = ქითიმი = კვიპროსი ბიბლიურ ისტორიაში ღრმად არის ჩამჯდარი მეტყველებს იმაზე, რომ ამ კუნძულის (კუნძულების) ცივილიზაცია იყო განსაკუთრებული საერთო ისტორიულ კულტუურულ პროცესში რომელიც ვითარდებოდა ხმელთაშუა ზღვის რეგიონში. ალაზ(ს)ია (კვიპროსის) ცივილიზაციის გავლენა იგრძნობა მისგან ძალიან შორს, მაგალითად მცირე აზიაში, მესოპოტამიაში, პალესტინაში, აფრიკაში და სხვა რეგიონებში. ალაზ(ს)ია (კვიპროსის) ცივილიზაციის მნიშვნელობაზე იმ პერიოდში მეტყველებს დაახლოებით 2650 წლის ძვ.წ.აღრ. შუმმერისა და აკკადის მეფის სარგონ პირველის შეჭრა ალაზ(ს)ია = კვიპროსში. საყურადღებოა, რომ თვითონ სარგონი ხელმძღვანელობდა ამ ოპერაციას. ჩვენთვის აქ საყურადღებოა ის, რომ სწორედ სარგონის მიერ დევნილმა ალაზ(ს)იურ = ქართულმა მოსახლეობამ შექმნა კოლხეთის სამეფო ან შეერია მას. ჰეროდოტეს მიერ მოხსენიებული მიწათმოქმედი სკვითები ”ალაზონები” სწორედ სარგონის მიერ დევნილი ეთნო-კვიპროსული ალაზ(ს)იელები არიან. ეტყობა იმ დროს კოლხეთის შავი ზღვის სანაპირო დაუსახლებელი და დაჭაობებული იყო. სწორედ აქ შეაფარეს თავი სარგონისგან დევნილმა პროტოქართველურმა ქითიმიელებმა. ისინი ჭაობში დასახლდნენ. თავდაპირველად ეს მოსახლეობა ძირითადად მებრძოლებისგან, მამაკაცებისგან შედგებოდა. ისინი იძულებული იყვნენ ოჯახის შესაქმნელად ქალები ეძებნათ შორს, მთებში. სადაც სახლობდნენ სკვითები. დღევანდელ მეგრულ ენაზე სიტყვა ”ოსური”, რაც ქართულად ითარგმნება როგორც – ცოლი, ქალი – ნიშნავს მთიელს. განვიხილოთ ამ სიტყვის წარმომავლობა, რადგან ის არქაული კოლხური სიტყვაა, რომელიც თავის მნიშვნელობით აკავშირებს კავკასიის რეგიონს ხმელთაშუა ზღვის რეგიონებთან, ჩვენს წინარე სამშობლოსთან ქითიმთან (kittim). სიტყვა ”ო-სუ-რი”-ის ფუძე არის არქაული მეგრული სიტყვა. ”სუ”-რაც უძველესი და დღევანდელი მნიშვნელობითაც ნიშნავს მთას, გორას, გორაკს, ბორცვს. სუ=სუ-კი; აქ ”კი” მიმართულების მაჩვენებელია, გულისხმობს ზევითა მიმართულებას. ”კი”=”კე”-ს ამ მნიშვნელობის დასტურად შეგვიძლია მოვიყვანოთ მაგალითები: ”ე-კი(ე)”(ზევით); ”დი-კი(ე)”(ქვევით); ”მუ-კი(ე)”(ირგვლივ)”; და ა.შ. სიტყვა ო-სუ=ო-სუ-ანი=სუ-იანი=სუ-ანე=სიტყვა სიტყვით ნიშნავს მთიან ადგილს, მთიან რეგიონს, მთიანეთს; აქედან გამომდინარე სიტყვა ”ო-სუ-რი” ნიშნავს ქალს, რომელიც მთებიდანაა. მაგალითისთვის: (ო-ტობური ქალი, ო-ჩამჩირელი ქალი, ო-ბუჯური ქალი და ა.შ.); ასევე მეგრულ ენაში არსებობს სიტყვა ”ნოსა” რომელიც რძალს ნიშნავს. ძვ.წ.აღრ. მე-3 ათასწლეულის დასაწყისში დრევანდელი კოლხეთის ტერიტორიაზე ჩვენი წინაპარი პელაზგი მამებისა და კავკასიელი მთიელი ქალების, სავარაუდოდ ეთნეკური სკვითების (სუ-იანების) შეუღლების შედეგად გაჩნდა კოლხების პირველი თაობა, რომლის მშობლიური ენა იყო ჩვენი მამების ენა, კოლხური (ალაზ(ს)იური). კოლხებისა და მთიელი ქალების შერეული ქორწინება, როგორც ირკვევა ტრადიციად ქცეულა. გაჩენილა ახალი ეთნოსი ”ს(ო)უანოკოლხოი”, რომელიც დასტურდება კლავდიუს პტოლომეოსთან (100-178). სუ-ანოკოლხებს სვანებისა და მეგრელების შერევით წარმოქმნილ ტომად მიიჩნევს ივ. ჯავახიშვილი (1960გვ. 429). პ. ინგოროყვას აზრით, სუანო-კოლხების აღმნიშვნელი უნდა იყოს ტერმინი ეგერ-სვანიც, რომელი გვხვდება სომეხ ისტორიკოს ფავსტოს ბიზანტიელთან (პ. ინგოროყვა 1954წ. გვ. 145). პტოლომეოსის მიხედვით ისინი ცხოვრობდნენ სარმატაში; ჰენიოხებსა და მდინარე კორაქს შორის (ბზიფს) შორის. ჩემი აზრით მათგან უნდა იყოს წარმოშობილი ეთნოსი აფსუა = აფ-სუ-ანი. ანუ სუანოკოლხების ადიღური დასახელება. საჭიროა აღინიშნოს ჰეროდოტეს მიერ მოყვანილი ერთი ცნობა სკვითებზე, რომლის შინარსი მდგომარეობს შემდეგში: ერთხელ სკვითები სალაშქროდ წასულან შორეულ მიწებში. იქ დიდხანს, ათეული წლები დარჩენილან. ამასობაში მათი ცოლები სხვა ტომის ხალხს გაჰყოლიან რომელთაგანაც შვილები გასჩენიათ. როცა სკვითი მამობილები სახლში დაბრუნებულან მათ გერებს მათთვის დიდი ომი აუტეხიათ. მხოლოდ ბრძოლების და მოლაპარაკებების შედეგად დაურთიათ ნება ამ სკვითებისთვის თავიაანთი სამშობლოში დაბრუნებისა. ეს ისტორია ეხმიანება ოსი ხალხის გენების კვლევებს, რის შედეგად აღმოჩნდა, რომ ისინი ინდოევროპელები არ არიან. მოლეკულარულ დონეზე ქრომოსომების გამოკვლევამ დაადასტურა, რომ მათი დომინანტი ჰაპლო ჯგუფი არის G2. ეს ჰაპლო ჯგუფი G2 აგრეთვე დომინანტი არის დასავლეთ საქართველოს მცხოვრებთათვის, ეთნიკური კოლხებისთვის. ეს კვლევები ადასტურებს ოსი ხალხისა და კოლხების გენეტიკურ იდენტობას.
ბერძნული სახელწოდება უძველესი ჩრდილოეთ კავკასიელებისა ”სკვითი” მიღებულია კოლხური, ალაზ(ს)იური სიტყვისაგან ”სუ-კა(რ)ეფი (მთელები) = სკვითი (ტი) = Skuta=scytia. ალაზ(ს)იელები (იბერი) სკვითი ქალებისაგან ანუ მთიელი ქალებისაგან ნაშობ ბავშვებს უწოდებდნენ სქუას, რომელიც შინაარსობრივად ნიშნავს: სუ+ქ-Yუა, ანუ მთიელმა ქალმა გააჩინა ანუ სკვითმა ქალმა გააჩინა. სქ(კ)უა, ანუ ზოგადად მთიელი ქალის გაჩენილი. შვილის = სქუას ეს მნიშვნელობა ხაზს უსვამს იმას რომ მთიელი ქალის გაჩენილი შვილების გარდა იყვნენ საკუთრივ კოლხი ქალების გაჩენილი შვილებიც. რადგანაც ეს სიტყვა შემორჩა მეგრულ ენაში, ეს იმას ადასტურებს, რომ სკვითი ქალების მიერ გაჩენილი ბავშვები უმრავლესობაში აღმოჩნდნენ და რასობრივი თვალსაზრსითაც თავიანთი კვალი დაატყვეს ალაზ(ს)იელებს. ამავე დროს სიტყვა ”სქუას” არსებობა მეგრულ ენაში მეტყველებს იმაზე, რომ ეს ენა არ არის მთიელების, სკვითების ენა. სხვა შემთხვევაში მეგრული ენა ხაზს არ გაუსვამდა მთილებეისაგან შვილების გაჩენის ფაქტს. ამ სიტყვის ”სქუას” არსებობა მოწმობს იმას, რომ დღევანდელი მეგრული (ლაზური) ენა იყო სკვითებისა და ალაზ(ს)იელების დროინდელი ქართუა ენა, კოლხების მშობლიური ენა.
რადგან იოანე-ზოსიმეს სიტყვა ”ლაზარეს” რელიგიურ-მართლმადიდებლური მნიშვნელობიდან მისი ისტორიულ-გეოგრაფიულ მნიშვნელობამდე გადავყავართ გვისახავს რა ალაზ(ს)ია (კვიპროსს) ქართველური მოდგმის წინაერე სამშობლოდ, უპრიანი იქნება უფრო დეტალურად გავეცნოთ კვიპროსის (ქართუა) ისტორიას. ალაზ(ს)იის ცივილიზაციაზე ცნობილია ის, რომ ის იყო აქაველებამდე და ფინიკიელებამდე არსებული პელაზგების ცივილიზაცია. იმის გამო, რომ ცნობები ცოტაა ეს ცივილიზაცია დღესდღეობით ნაკლებადაა შესწავლილი. კუნძულ კვიპროსზე არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი იქნა ჯუჯა სპილოს ნაშთები, რაც მეტყველებს იმაზე, რომ კვიპროსი თავიდან ნახევარკუნძული იყო. არსებობს აზრი, რომ ჩაძირული ატლანტიდა, რომლის შესახებ ინფორმაცია ჰეროდოტემ ეგვიპტეში სპეციალურად დადგმულ სტელადან ამოიკითხა, იყო კვიპროსი.
ბრინჯაოს ეპოქაში 3500 და 2750 წლებს შორის ჩვ.წ. აღრ. კვიპროსში – ხეთთიმიაში (kittim) შემოდიან ახალი ტალღა გადმოსახლებულებისა, ახლაშენებისა სამხრეთ ანატოლიიდან, რომელიც კუნძულიდან 60კმ. არის დაშორებული. ეთნიკურად ეს ტომები მიეკუთვნება ხეთთების ხალხს (კავკასიური ჯგუფი). ამ ახალმა მოსახლეობამ კუნძულზე შეიყვანა შინაური ცხოველები, ცხენები, ბრინჯაოს იარაღები და უფრო დახვეწილი კერამიკა. ახალმოსულებმა უკვე იცოდნენ სპილენძის წარმოება, ისინი აქტიურად იწყებდნენ სპილენძის საბადოების დამუშავებას. მრავალრიცხოვანმა ახლად გადმოსახლებულებმა დაიმორჩილეს უფრო უძველესი სემიტური მოსახლეობა. მოხდა ასიმილირება კუნძულზე არსებული ეთნიკური ჯგუფებისა: უფრო უძველესი – სემტების და ახალი ხეთთების. შეიქმნა ხალხი ეთნო-კვიპროსელები, რომლებიც სამართლიანად ითვლებიან კვიპროსის უძველეს მოსახლეობად. სწორედ ეს პროცესი აქვს მხედველობაში იოანე-ზოსიმეს, როცა ქართულ ენას ადარებს 4000 წლის უკან მიძინებულ ენას. ის თვლიდა ქართული ენის მატარებელ ხალხად უძველეს სემიტებს ქითიმიელებს. ეთნო-კვიპროსელები აქტიურად ვაჭრობდნენ კუნძულ კრეტას მცხოვრებლებთან – პელასგებთან. პელასგები რომლებიც კარგი მეზღვაურები იყვნენ, გამოჩნდნენ დასავლეთ კრეტაზე და იქ ჩამოაყალიბეს თავიაანთი სავაჭრო დასახლება. მათ ძირითად სავაჭრო საქონელს წარმოადგენდა კერამიკა და იარაღი, რომლის წარმოებაში პელასგებმა მიაღწიეს პროგრესს.
ერთერთი დასახლება ეთნი-კვიპროსელებისა ჩამოყალიბდა კუნძულის აღმოსავლეთით სადაც ძირითადად ხდებოდა სპილენძის წარმოება და ამ დასახლებას კვიპროსის მთავარი სავაჭრო პარტნიორები ეგვიპტელები, ეგეოსელები და კრეტელები უწოდებდნენ ალაზ(ს,შ)ია-ს. ეს ქალაქი მალე გახდა მთავარი კომერციული ცენტრი კვიპროსის(ქითიმი). რადგანაც ალაზ(ს)ია თამაშობდა ცივილიზაციის ცენტრის როლს ამ კუნძულზე მთელს კუნძულს დაერქვა ალაზ(ს,შ)ია. ეთნო-კვიპროსელებმა (ალაზებმა) შექმნეს თავიანთი ალფავიტი. ის, რომ პელაზგები და ალაზ(ს)იელები ერთი ხალხი და ქართველურენოვანი იყო ჩემთვის არის ნათელი. მაგრამ აქ ისმის კითხვა: ისტორიული ჩამოყალიბების თვალსაზრისით პელაზგები უსწრებდნენ ალაზიელებს თუ პირიქით – ალაზიელებისგან წარმოიშვნენ პელაზგები? ამის დასადგენად, გამომდინარე სტატიის თემიდან ჩვენ უპირველესად განვიხილოთ სიტყვა ”ალაზია”-ს შინაარსობრივი მნიშვნელობა. მე ვფიქრობ, რომ თავდაპირველად სიტყვა ”ალაზი”-ა ჟღერდა როგორც ”პალაძგი”-ა. ეს არის მეგრულ-ლაზური სიტყვა. არის როგორც უმრავლესობა კოლხური სიტყვებისა კომპოზიტი. ეს სიტყვა მარცვლოვან-შინაარსობრივად შეგვიძლია წარმოვიდგინოდ ასე: პალაძგია = პა+ლა+ძგი-ა; სადაც პა – ნიშნავს წყალს, ლა- ადგილის მანიშნებელია, კერძოდ, მიემართება ვაკეს, დაბლობს, ძგ(ი)ა – ნიშნავს ნაპირს. შესაბამისად სიტყვა ალაზ(ს)ია = პალაძ(ზ)გია ნიშნავს წყლის სანაპიროზე, ვაკე ადგილას მცხოვრებლებს. აგრეთვე საყურადღებოა, რომ ასობგერა ”ლ” მეგრულში აღნიშნავს სიტყვას რომელის ქართული მნიშვნელობაა: ”ვარდნა”, – როგროც ზევითა ისე ქვევითა მიმართულებით; აგრეთვე აღნიშნავს შენელებას ან სიმაღლის (მაგალითად ადიდებული მდინარის, ზღვის) დაკლებას და ვარდნას, შესაძლებელია წყლის აღმნიშვნელმა სიტყვა ”პა”-მ მკითხბერლში ეჭვები გამოიწვიოს თუ რამდენად სწორია მისი გაიგივება ამ სიტყვასთან. ”პა” არქაული კოლხური სიტყვაა. იგი დღესაც იხმარება როგროც წყლის აღმნიშნველი სიტყვა როგორც მეგრულ ენაში, ასევე ქართულშიც. მოვიყვანოთ ამის დამამატკიცებელი მაგალითები:
ა) კო-პა; – წყლის ამისაღები ჭურჭელი იყენებდნენ წყაროდან წყლის ამოსაღებად. არის ასეთი მეგრული გამონათქვამები ”კოპა ირო წყარც ვეკიღანც” – თრგმანში კოპა ყოველთვის წყალს არ ამოიღებს.
ბ) ჩხა-პა-ალი – (მზე-წყალს-აგდებს, ღვრის) მზიან დღეში წვიმის მოსვლა; არის ასეთი მეგრული ლექსი: ”ჭვენციდო ჩხაპალანც პაპა გორენც Yვერე თხას”.
გ) პა-წყუ-ლი – წყლის ნაყვის მნიშვნელობით. ქართულ ენაში:
ა) პა-პა-ნაქება = პა-პა-ნა-ქო-ბა გვალვის დროს ღმერთ ნანასადმი მიმართვა. მეგრულ თარგმანში: წყალი – წყალი – ნანა – მოგვეცი.
ბ) ჭყუმ-პა-ლაობა – ხშირად ”პა” გადის ”პე”-ში, მაგალითად ქართული სიტყვა ”პეშვი” აზრობრივ-მარცვლოვნად გამოიყურება ასე: პე+შვი = მეგრული მნიშვნელობით წყალი + დალიე. აგრეთვე დღესაც იხმარება სიტყვები: პე-ლუ (ბევრი); ვე-პალუ (არარის); პა-რ-პა-ლი (წყალივით ჩწარი, ხმაურიანი ლაპარაკი); პა-ლეგონი (დიდი წყალი); პე-ლეტი (ზოგადად დიდი); პა-რანა (გეხვილოუ); პა-ლიაშ-ტობი (პალიასტომი); მეგრული მნიშვნელიბა ამ სიტყვისა არის წყლისა და ლიაფის ტბა. ეს არის ის არასრული მაგალითები, რომლითაც დასტურდება, რომ სიტყვები ”პა” და ”პე” არის არქაული წყლის აღმნიშვნელი ფორმა. აქედან ჩანს, რომ ტოპონიმების ”პელაზგი” და ”ალაზი”-ას ამოსავალო ფორმა იყო ”პალაძგი”. კუნძილ ხეთიმის მეზობელი ხალხების გამოთქმაში სახელმა ”პალაძგ”-მა მიიღო ”ალაზი”-ა და ”პელაზგი” ფორმა. ეს არის ერთი და იგივე ხალხის ორი სახეცვლილი დასახელება. ალაზ(ს)იური სპილენძი დიდი მოთხოვნილებით სარგებლობდა ხმელთაშუა ზღვის რეგიონში, განსაკუთრებით ეგვიპტეში. ამაზე მეტყველებს მიმოწერა ეგვიპტის ფარაონსა ამენჰოტეპ 4 (1370-1352ჩვ.წ.აღ.-მდე) და ალაზ(ს)იის მეფისა, სადაც კვიპროსი დასახელებულია როგორც ალაზ(ს)ია. ალაზ(ს)ია = კვიპოროსის აყვევების ხანა იწყება 1550-1200წლებში ჩვ.წ.აღ.-მდე. ამ პერიოდში ალაზ(ს)ია ხდება უმსხვილესი სავაჭრო ცენტრი იმ დროინდელ მსოფლიოში. უნდა აღინიშნოს, რომ მანამდე 1750წელს ჩვ.წ.აღ.-მდე კუნძული დაპყრობილი ჰქონდათ მომთაბარე ხალხს გიკსოსებს, მათ შორის აღმოსავლეთ ნაწილიც. 1370 წლიდან ალაზ(ს)ია ხდება ძველი კვიპროსოს დედაქალაქი. იქ მართავენ ადგილობრივი ალაზსიური დინასტიის მეფეები. ამ მეფეებიდან წერილობით წყაროებით ცნობილია მხოლოდ ორი. ესენი არიან: ა) ქუშმეშუშა, თანამედროვე უგარიტის მეფისა ნიკსმადდუ 3 (13 ს. ჩვ.წ.აღ.-მდე); ბ) ხატიბა (1050ჩვ.წ.აღ.-მდე), ის იყო ზემო ეგვიპტის მმართველის ხერიხორას და ეგვიპტის მეფის სმენდესას თანამედროვე. არქაველი მეფე მინოსი, რომელმაც ცოლად შეირთო კრეტელი დედოფალი, აფუძნებს ახალ მინოსურ ანუ პელასგურ კულტურას კრეტაზე. მისი დროინდელი უფრო დახვეწილი იარაღები, კერამიკა და საიუველირო ძვირფასეულობა შეაქვთ ალაზ(ს)ია-კვიპროსში. მინოსურ-პელაზგურ ცივილიზაციას ბოლო ეღება 1300 წლიდან ჩვ.წ.აღ.-მდე. ამ დროს კრეტას იტაცებენ აქეველები და იქ ამყარებენ კნოსის დინასტიის ხელისუფლებას. აქეველები თავიაანთ ხელში იღებენ სავაჭრო ურთიერთობებს ალაზ(ს)იელებთან. უნდა აღინიშნოს ებრაელები კუნძულ კრეტას ეძახდნენ ”ქა-რე-ტა”-ს რაც კედლებით გარშემორტყმულს ნიშნავს. ბერძნული წყაროებიდან ცნობილია, რომ პელასგებმა ასწავლეს აქაველებს და დორიელებს კედლების მშენებლობა. თვითონ ალაზ(ს)იაც დიდი ციკლოპური კედლებით იყო გარშემორტყმული, რომელიც ახლაც შეგვიძლია ვნახოთ თანამედროვე ქალაქ ლარნაკაში. ამ კედლებმაც ვერ უშველეს ალაზ(ს)იელებს ხეთთების შემოსევისაგან, რომლებიც აქ შემოვიდნენ ანატოლიიდან. 1290 წელს ჩვ.წ.აღ.-მდე ხეთთებსა და ეგვიპტელებს შორის იწყება ომი პალესტინა და სირიისათვის. ხეთთებმა გაგზავნეს თავიანთი ჯარები ალაზ(ს)იაში რათა მოესპოთ თავიანთი მტრებისთვის სპილენძის მიღების წყარო. 1200 წლამდე ჩვ.წ.აღ.-მდე ხეთთელების ჯარები აკონტროლებდნენ ალაზ(ს)იას. ამ დრის შენდება ახალი კედლები ქალაქის გარშემო. კვიპროსზე შენარჩუნებული იქნა ადგილობრივი მეფეების ხელისუფლება, ქალაქი ჩქარა იწყებს გამდიდრებას. ქალაქის მოსახლეობა აღწევს 15000, რაც იმდროინდელი მსოფლიოსთვის არ იყო პატარა. ამ ქალაქში მოწყობილი იყო ლითონგადამამუშავებელი, სპილენძის და ბრინჯაოს წარმოების ძველი მსოფლიოს ცენტრი. მეცნიერები თვლიან, რომ აქეველებმა განდევნეს კრეტელები (ქა-რე-ტა) იგივე პელაზგები, რომლებმაც მოაღწიეს შავი ზღვის სანაპირომდე და აქ შეერივნენ რა პროტოკოლხებს და უფრო ჩრდილოეთით სკვითებს მისცეს დასაბამი სხვადასხვა ეთნოსების წარმოქმნის პროცესს. 1200 წლიდან ჩვ.წ.აღ.-მდე აქაველები იწყებენ ომს პალესტინის ტერიტორიაზე და ეგვიპტეში, ამ ხალხს უწოდებდნენ ეგვიპტელები ”ზღვის ხალხს”. პალესტინელები ითვლება აქეველების შთამომავლებად. ზოგი მეცნიერი არქეველებს და პელაზგებს აიგივებს. პალესტინელების თვითდასახელება ”პალეშთინა” სემენტიკურად ერთმნიშვნელოვანია სიტყვებთან ”პალაშ(ზ,ს)-გი”; ალაშ(ზ,ს)ია; ”პალიაშთობი (პალიასტომი)”.ის რომ პალესტინური ეთნოსი დაკავშირებულია ზოგადად ქითიმურ (კვიპროსი) სამყაროსთან უდავოა. ქართუა=ლაზია=ალაზია=პ[ელაზგი=პალესტინა. ეს ერთობა აქსიომაა. 1200 წლიდან ჩვ.წ.აღ.-მდე საბერძნეთში გაჩაღდა ომი მისი ჩრდილოეთით მცხოვრებ დორიელებსა და დასავლეთით მცხოვრბ აქაველებს შორის. ამას მოჰყვა ახალი ემიგრანტების ჩამოსვლა კვიპროსში. ამ ომში აქეველები დამარცხდნენ, რის შედეგად იძულებული გახდნენ დაეპყროთ ალაზ(ს)ია და იგი ექციათ თავიანთ ქვეყნად. ეს მოხდა 1100-1075წ. ჩვ.წ.აღ.-მდე. აქაველებმა გადაწვეს ალაზ(ს)ია. ალაზ(ს)იელები გადაასახლეს სავაჭრო ფაქტორიებში – სალამისში. შემდეგ ალაზ(ს)იაში მოხდა მიწისძვრა, რამაც ეს ქვეყანა ნანგრევებად აქცია. აქაველების ბატონობას ალაზ(ს)იაში (კვიპროსი) ბოლო მოეღო პალესტინელების აჯანყების შედეგად მეფე დავითის ხელმძღვანელობით 975წელს ჩვ.წ.აღ.-მდე. აქეველაბმა ალაზ(ს)იაში გაავრცელეს ბერძნული ენა და კულტურა. ალექსანდრე მაკედონელამდე ალაზ(ს)ია შედიოდა ირანის იმპერიაში. 333-325 წ. ჩვ.წ.აღ.-მდე ალექსანდრე მაკედონელმა კვიპროსი შეიყვანა თავის იმპერიაში. 58წ. ჩვ.წ.აღ.-მდე – 330 წელს ახ.წ.აღ. კვიპროსი რომის იმპერიის ხელისუფლების ქვეშ ექცევა. კვიპროსი ხდება პირველი ქვეყანა, სადაც ქრისტიანები განაგებენ სახელმწიფოს. 330-1101 წელს ახ.წ.აღ. კვიპროსისთვის დგება ბიზანტიის პერიოდი. სხვა ისტორიოული მოვლებნების გაშუქება ალაზ(ს)ია=კვიპროსთან დაკავშირებით ცდება სტატიის თემის მიზანს და თანაც საჭიროებს უფრო ღრმა კვლევას. ეს ფაქტების საკმარისად მიმაჩნია, იმის დასამტკიცებლად, რომ იოანე-ზოსიმეს ნაწარმოებში ცენტრალური ადგილი უკავია ქართული ენის ალაზ(ს)ურ (ქითიმურ) წარმოშობის ფაქტს და აქედან გამომდინარე ჩვენი ქართველური ეთნოსების ალაზ(ს)იურ=პელაზგური წარმოშობის ფაქტის დაშიფრული ხერხით გადმოცემას, რადგან ის ამით ამტკიცებდა და ამტკიცებს ქართველური მოდგმის ხალხების წინსწრებას ინდო-ევროპულ ხალხებზე ევროპის სივრცეში. ქართველები სხვადასხვა ეპოქში დაკავშირებული იყვნენ კვიპროსთან (ალაზ(ს)ია). მაგალითისთვის: ”კვიპროსის მთავარეპისკოპოსის არკადის” მიერ აღწერილი ”ცხოვრებაი სვიმონ მესვეტისა” მოგვითხრობს, რომ სვიმონ მესვეტელმა ”განკვირვებასა შინა იხილა ერი დიდძალი ფრიად მამათა და დედათა და ყრმათაი და აქუნდა ხელთ მათთა ჯვრები და მოვიდოდეს იგინი აღმოსავლეთით მისსა და სული წმიდაი ჰფარავდეთ მათ”. შემდეგ სული წმიდამ უჩვენა მას, რომ ”ესე არს ნათესავი ქართველთაი”. მეორე დღეს მართლაც მოვიდნენ მასთან ქართველები ჯვრებით ხელში (კ. კეკელიძე, ქართული ჰაგიოგრაფიული ძეგლები, კიმენი, პირველი ტფილისი, 1918წ., გვ. 260). ამ ხილვამ განაპირობა ის, რომ სვიმონ მესვეტემ საქართველოში გამოაგზავნა ცამეტი ასურელი მამა ქრისტიანობის საქადაგებლად და განსამტკიცებლად. ალაზ(ს)იურ (ქართუა) ენას თავისი დამწერლობა აქვს. ამ დამწერლობას აგრეთვე კვიპრო-მიონური დამწერლობა ჰქვია, რომელიც წარმოდგენილია 16-10ს. ჩვ.წ.აღ.-მდე წარწერით. ის ძალიან ჰგავს კრეტას იეროგლიფებს, რომელიც უძველესია მსოფლიოში, მაგრამ მათ შორის განსხვავებაც ბევრია. კვიპრო-მიონური დამწერლობის გავრცელების მსხვილი ცენტრები იყო ალაზ(ს)ია ანუ დღევანდელი ენკომი, კუნძულ კვიპროსზე და უგარიტი პალესტინაში. ამ დამწერლობის ენა არის ეთნოკვიპროსული ანუ ალაზ(ს)იური (იბერიული, ქართველური). დამწერლობა გაუშიფრავია და ელის თავის გამშიფრავს. ეს დამწერლობა ბრინჯაოს ეპოქისაა. განვითარების ორი საფეხური განვლო: იეროგლიფური და სწორხაზოვანი. იეროგლიფური თარიღდება 1 პეროდის (2100-1900წ.ჩვ.წ.აღ.-მდე); 2 პერიოდის (1900-1700 წ. ჩვ.წ.აღ.-მდე). ის ითვლის 150 მეტ იდიოგრამას. შუა მიონურ პერიოდში 3 (1700-1550წ. ჩვ.წ.აღ.-მდე) ჩნდება სწორხაზოვანი დამწერლობა А, რომელიც უფრო დაფიქსირებულია თიხის ფირფიტებში. ამ ტიპის ნიმუშები ნაპოვნია აგრეთვე კრეტაზე (ქა-რე-ტა). სწორხაზოვანი А დამწერლობის რიცხვი მერყეობა 77-დან 100-მდე. А დამწერლობამ განავითარა სწორხაზოვანი დამწერლობა Б, რომელიც წარმოიშვა კრეტაზე (დაახლ. 1450-1350წ. ჩვ.წ.აღ-,დე) და გავრცელდა საბერძნეთში. დაახლოებით 1200წ. ჩვ.წ.აღ. იმის შემდეგ, რაც დორიელებმა გაანადგურეს კრეტა-მიკენის კულტურა სწორხაზოვანი დამწერლობა Б გაქრა.
აი, ასეთი უძველესი კულტურის ერთადერთი მემკვიდრედ ასახელებს ქართველურ (იბერიულ) ეთნოსებს იოანე-ზოსიმე თავის ნაწარმოებეში. სწორედ ეს განვლილი კულტურული გზა ქართუა (ქართული) ენისა მიაჩნია იოანეს ამ ენის სადიდებელ და საქებარ მიზეზად.
მე-6 სტროფი: – აქ ცენტრალური სიტყვა არის ”მარაგი”. მარაგი მეგრული სიტყვაა. ეს სიტყვა შედიოდა იმ ლექსიკონში, რომელიც აუცილებლად ექნებოდათ იბერიელ მღვდლებს და სასულიერო მოღვაწეებს, რომლებიც სახარების თარგმნას ეწეოდნენ. ლექსიკონის გარეშე ისეთი ტექსტების თარგმნა როგორიცაა სახარება, პრაქტიკულად შეუძლებელია. სიტყვა ”მარაგი” წარმოშობილია მეგრული სიტყვა ”ორგ”-ისგან, რაც გამოსადეგს ნიშნავს. აქედან არის წარმოებული სიტყვა ”მ-ორგ”, რაც მომავალში გამოსადეგს ნიშნავს. სიტყვა ”მორგ”-ის ევოლუციის შედეგად მიღებული სიტყვა ”მარაგი”, რაც მეგრულშიც და ქართულშიც ნიშნავს რაიმე ბევრს, ზედმეტს, საჭიროების შემთხვევაში გამოსაყენებლად გამოსადეგს ნიშნავს. მეგრული ენა (ლაზური) არის პელიაზგი ქურუმების ენა, რომელსაც ბოლო 3 000 წელია ცვლილება არ განუცდია, რადგან უმწერლობოა და ის არც ერთ, ბოლო სამი ათსი წლის განმავლობაში დაბადებულ ღმერთებს წერილობითი ან სიტყვით არ ემსახურებოდა.
იოანე ზოსიმეს უფიქრია ლაზურ (ალაზ(ს)იურ) ენაზე. მის გრამატიკაზე, ლექსიკურ მარაგზე, და მისულა იმ აღმოჩენამდე, რომ წიგნი ანუ ლექსიკონი, ”ოთხი დღის მკვდარი” ენისა (ქართუა) დავით წინასწარმეტყველის განტოელბის თანახმად არის 4000Х1000=4000000. ეს იმ დროს სენსაცია იქნებოდა. დღეს, 2014 წლის მონაცემებით აღმოჩენილია და დამტკიცებულია პროფესორ მამანტი ძაძამიას მიერ რომ მეგრული (ლაზური) ენა 20 000 000 სიტყვის მარაგს შეიცავს. ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, თუ რამდენად დიდი ენათმეცნიერი იყო 10 საუკუნეში მოღვაწე იოანე-ზოსიმე. მარადიული ხსოვა მის ნათელ სულს. იოანე ანვითარებს იმ აზრს, რომ რი
როგორც ლაზარემ მიიღო ნათლისღება პირდაპირ ქრისტესგან, ანუ მამისაგან, რაც გამოიხატა მის სიკვდილიდან აღდგინებაში. აგრთვე ალაზ(ს)იური (ლაზური) ენა, რომელიც ბოლო დროებში შეასრულებს ღმერთის სიტყვის როლს, და რომლის მეშვეობითაც მამა ღმერთი შეაერთებს ციურს და ამქვეყნიურს სიტყვის მეშვეობით. ეს არის ამ ენის ნათლისღება.
სტროფი მე-7: ქრისტიანობის გავრცელება დღევანდელი საქართველოს ტერიტორიაზე, კერძოდ ეგრისში (ლაზიკა) და იბერიაში (ქართლი) პირველი საუკუნიდან ხდება პირველ საუკუნეში ლაზიკა-იბერიაში სამჯერ ჩამოვიდნენ და ქრისტიანობა იქადაგეს ქრისტეს მოციქულებმა: ანდრია პირველწოდებულმა, სიმონ ქანანელმა და მატათამ. ანდრია პირველწოდებულმა 40 წ. ქრისტიანად მოაქცია სამეგრელოს სამეფოს დედოფალი პითადორა და მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი. (იხ. წყარო, ლეონტი მროველი (11ს); დორეთეოს ტვირელი (2ს.); ეპიფანე კვიპრელი (4ს), საფრონი (4ს) ეპიფანე კონსტანტინოპოლელი (8ს.).
ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება ლაზიკა-იბერიაში მომხდარა იმპერატორ კონსტანტინეს დროს (306-337წ.) (იხ. წყარო გელასი კვიზიკელი (5ს.). ქრისტიანობის გასავრცელებლად საჭირო გახდა დამწერლობის შექმნა და ამ დამწერლობაზე ახალი კერპთაყვანისმცემლობის შედეგად შედარებით გაურყვნელი ენების მორგება. ამიერკავკასიის ხალხებში, კერძოდ, სომხეთში 405-406წ.წ., და ალბანელებში (აგვანი) 415-420წწ. დამწერლობები გაჩნდნენ, რომლებსაც ფონეტიკურად შესატყვისი ენები შეურჩიეს, რამდენიმე ათეული ეთნოსების ენებიდან. ამ ენების შერჩევითობაზე ანბანთან მიმართებაში და შემდგომში სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფებიდან მოწაფეების მომზადებაზე ქრისტიანობის გასავრცელებლად ამიერკავკასიის იმ დროინდელ სამეფოში გარკვეული წყაროები მოგვითხრობენ, რომლებიც დაინტერესებულ ოირებს შეუძლიათ მოიძიონ.
ქართული დამწერლობაც მე5-ე საუკუნის 20-იან წლებში უნსდა იყოს შექმნილი. იმდროინდელ იბერიაში არსებული სხვადასხვა ეთნოსების ენის გასინჯვის და შერჩევისას, მათ ფონეტიკური თუ სხვა ნიშნით შესატყვისობაზე შექმნილ ანბანთან, მიუხედავად იმისა თუ რა ენაზე საუბრობდნენ მცხეთელი მამასახლისის სამარას, ან არიან ქართლიდან მოსული აზოს ხალხები, ქართული ანბანის ავტორისგან, ან ავტორების მიერ ალაზ(ს)იური ენა უარყოფილი და დაწუნებული იქნა. ასეთი იყო არჩევანი. იოანე-ზოსიმე ხაზს უსვამს ალაზიური ენის ”უმეტესობას”. აქ ეს სიტყვა ხმარებულია როგროც ”უკეთესის” აღმნიშვნელი. სიტყვა ”უმეტესობა” არის მეგრული ფრაზის ”უმოსი უჯგუში” = ”უმეწტესად უკეთესი”-ს ქართული თარგმანი, რაც ადასტურებს იმას, რომ იოანემ მეგრული ენა მშვენივრად იცოდა.
მიუხედავად იმისა, რომ დაწუნებული ალაზ(ს)იური ენა ქრისტეს მოსვლიდან, მისი, იოანე-ზოსიმეს ცხოვრებისა და მოღვაწეობის მომენტამდეც არ ვითარდებოდა როგორც ქრისტიანობის მსახურების ენა, ის მაინც უკეთესად და უმეტესად (უმოსი უჯგუშო”) გამოიყურებოდა სხვა ენებთან შედარებით, რადგან ზემოთ მოყვანილი მახასიათებლებიდან გამომდინარე იგი შემკული და კურთხეული იყო უფლის სახელით.
იოანეს აქ გატარებული აქვს აზრი, რომ ალაზიური ენის განვითარება და მისი საკაცობრიო მნიშვნელობის ენად გადაქცევა მოსალოდნელია იმ პერიოდის დასაწყისში, როცა უფლის მეორედ მოსვლის ნიშნები თვალნათლივი გახდება. მიუხედავად იმისა, რომ სახარებაში გატარებულია აზრი, რომ უფლის მეორედ მოსვლის დღე და საათი არავინ იცის (მათე, 24; 36; მარკ. 13;32;33) უფალმა იესომ ამ ჟამზე იცოდა: ”ახლა ვიცით, რომ ყველაფერი იცი. არ გჭირდება, რომ ვინმემ გკითხოს. ამის გამო გვწამეს, რომ ღვთისაგან ხარ” (იოანე, თ 16-30;).
”უფალო, შენ ყველაფერი იცი…” (იოანე თ21-17).
იოანე-ზოსიმემ იცოდა ამ დროის საზღვრები. მან ის განსაზღვრა, რადგანაც დროის მონაკვეთი ”ოთხმოც-და-ათოთხმეტი” წელი ქრისტეს დაბადებიდან”. უფლის მეორედ მოსვლის დაფიქსირების მომენტამდე. ამ მომენტამდე უკვე ”დღესამომდე” არ იარსებებს, რადგან დაიწყება ახალი დროთა აღრიცხვა და დამყარდება ახალი ღვთიური წესრიგი.
ჩემი აზრით რიცხვი ”ოთხმოც-და-ათოთხმეტი” წელი იშიფრება შემდეგნაირად: ”ოთხი მერე ოცი და ათოთხმეტი” = 42014წ.
იოანე-ზოსიმეს აზრით ახალი წელთაღრიცხვის 42014წ. დადგება ჩვენი პლანეტის განახლების წელი. მანამდე დაწუნებული ქართული – ალაზ(ს)იური ენა, ღვთის წყალობით დაიწყებს განვითარებას, გაფურჩქვნას და ღმერთის გეგმების შესრულების მთავარ ინსტრუმენტად იქცევა. იოანე-ზოსიმეს აზრით ალაზიელების უძველესი სახელმწიფო, რომლის სახელმწიფო წარმომქმნელ ფაქტორად გვევლინება ალაზ(ს)იური (ქართუა) ენა დაიშალა ძველი წელთაღრიცხვის მე-3-ე ათასწლეულში 2950წ. მაშინ დაიწყო ამ ენის ”მიძინების” (იოანე თ. 11; 11,14) პროცესი. მას ცვლიან სხვა ენები, ბოლოს იგი შეცვალა ბერძნულმა ენამ. კვიპროსული – ალაზ(ს)იური და კრეტელი მოსახლეობის, ძირითადად მეომრების გადმოსახლების შედეგად შავი ზღვის სანაპიროს რეგიონებში, მათ შორის ბოლო ტალღის გადმოსახლებით აღმოსავლეთ კოლხეთში (იბერია), შეიქმნა კოლხურ-იბერიული ცივილიზაცია, რომელიც იყო გაგრძელება პელაზგური ცივილიზაციისა, ანუ ჯაჭვი ქართუა-ბაბილონის მშენებელი ცივილიზაციისა არ გამწყდარა, რადგან კოლხურ-იბერიული (ქართველური) ხალხები და ენები (ქართული, მეგრულ-ლაზური, სვანური ენები) ისტორიის სახეზეა და იოანე-ზოსიმეს აზრით ღვთის მეორედ მოსვლამდე თავის ღვთიურ ფუნქციას ქართულ=ალაზიური=ლაზური ენის შეშვეობით შეასრულებს.
მთავარი საფუძველი თუ რატომ არის საქებარი და სადიდებელი მეორედ მოსვლამდე დაწუნებული ქართული ენა, იოანე-ზოსიმეს აზრით გამოიხატება შემდეგში”
ქართული ენა ეს არის ალაზ(ს)იური ენა!!!!


Responses

  1. ენა ლაზარე

    _იოანე-ზოსიმეს მიხედვით დაწუნებულ ენას ქვია “ლაზარე”, თუმცა დღეს ჩვენ არ ვიცნობთ ენას რომელსაც “ლაზარე” ეწოდება და ის არის ამასთანავე ქართული ენა, მაგრამ იქნებ იოანე-ზოსიმეს გააჩნდა ცნობა ასეთი სახელწოდებიანი ენის რეალურად არსებობის შესახებ?
    _ცნობილია რომ ეთნოსს და მის სამეტყველო ენას ერთნაირი სახელები ქვია გრამატიკული მაწარმოებლების დამატებით, მაგალითად იტალიელების ენას ქვია იტალიური, ფრანგების ენას ფრანგული, არაბების ენას არაბული და ა.შ. ამდენად “ლაზარე” ენაში ეთნონიმი უნდა ამოვიცნოთ. “ლა” თავსართი მეტყველების აღმნიშვნელ ქართველურ სიტყვებში საკმაოდ მოგვეპოვება: “ლაპარაკი”, “ლაზღანდარი”, “ლანძღვა”, “ლაყაფი”, “ლასარუა”, “ლაბაშუა”, “ლარჯგვალი”, “ლაგვალი”… “ძ”=”ზ”-“ძღა”=”ზღა”-ძირი ქართველურ ენებში ხშირად მეტყველების აღმნიშნელია: “მოძღვრება”, “ძიძღინი”, “ძღაძღალი”, “ძრახვა”=”ზრახვა”, “ძახილი”, “ძირგინუა”, “ძაძგალი”, “ძვაბალი”… ბოლოსართი “რე”=”ე” გვხვდება სიტყვებში: “მოლაზღანდარე”, “მდუმარე”, “მოლაპარაკე”, “მორაგადე” და ა.შ. ამდენად “ლაზარეს” ფუძე გამოდის “ზა” რაც “ზან”(“ლა-ზა-ნ”) ეთნონიმს შეესაბამება. როგორც ზვიად გამსახურდია აღნიშნავდა ძველქართულში სიტყვა “ენა” ნიშნავდა სამეტყველო ენასაც და ეთნოსსაც-ერს, ამდენად “ლაზარე” ერქვა მეტყველებასაც და ეთნოსსაც (ლა’ზან ეთნოსს).
    _იუდეო-არამეულად თარგუმის ენას ქვია “ლაზონი”. აქ ჩნდება კითხვა: იქნებ იოანე-ზოსიმე “ლაზარე ენაში” გულისხმობს არამეულ ენას? რათქმაუნდა არა, რადგან თავად ქრისტე და ლაზარეც არამეულად საუბრობდნენ და მას “ახალი ნინოს” და ჰელენე დედოფალის მიერ “მოქცევა” არ ესაჭიროებოდა, მითუმეტეს რომ პირველი ქრისტიანებიც არამეულად მეტყველებდნენ, წერდნენ და ლოცულობდნენ. თავად არამეული ენა თავისდროზე ზანი ქალდეველების შექმნილი ენაა, მააგრამ ამ პერიოდისთვის ის უკვე საკმაოდ დაშორებული იყო ზანური ფუძე ენისგან, რომელიც დღემდე არსებობს მეგრულ-ლაზურის სახით, თანაც იოანე-ზოსიმე ამბობს რომ ესე ენა “ლაზარე” ქართულია (ქართველური) და მას სახარებისეულ “ლაზარეს” ადარებს, რომელიც ოთხი დღის მანძილზე მკვდარი იყო, ხოლო “ლაზარე” ენა ოთხიათასი წლის მკვდრად მიაჩნია, მაგრამ როგორ და სად მოკვდა ეს ენა “ლაზარე” ოთხიათასი წლის უკან? ალბად შუამდინარეთის ქალდეაში, რომელსაც ბიბლიის პირველ წიგნში (“დაბადება”) ეწოდება “ზენარი”=”ზანარი” (שִׁנְעָר – Σενναάρ). ლოგიკურია ვიფიქროდ რომ ამ ქვეყნის ენას “ლა” თავსართის დამატებით ერქვა “ლაზენარე”=”ლაზარე”=”ლაზანური”, რომელსაც ლურსმნული დამწერლობის გამოგონების შედეგად ფუნდამენტალური ცვლილება უნდა განეცადა, რაც ფაქტიურად აღიქმებოდა როგორც მისი “სიკვდილი”, ლურსმნული დამწერლობა კი იოანე-ზოსიმეს ეპოქამდე დაახლოებით ოთხი ათასი წლის წინ ჩამოყალიბდა.
    _მცხეთაში კი ეს დაწუნებული ენა იოანე-ზოსიმეს მიხედვით “ახალმა ნინომ” და ჰელენე დედოფალმა “მოაქციეს”: სიტყვა “მოქცევის” ფუძეა “ქცევა”=”გადაქცევა” ანუ “ენის მოქცევა=გადაქცევა” გულისხმობს “ერთი ენის მეორე ენად ქცევას”, ამავდროულად “მოქცევა” ნიშნავს აქცენტით ლაპარაკს და წარმართობიდან ქრისტიანობაზე გადასვლას, ანუ “ენის მოქცევა” გულისხმობს მის რეფორმას ქრისტიანული რელიგიისათვის განკუთვლი ტერმინოლოგიითა და გრამატიკული ფორმებით.
    _საყურადღებოა რომ ფრანკები გააქრისტიანა “ახალი ნინოს” მამამ, რომელიც იყო რომაელი მხედართმთავარი და კაბადოკიელი დიდებული, “ახალი ნინოს” დობილი ჰელენე დედოფალი კი იყო დედა იმპერატორი კოსნტანტინესი, რომელმაც ქრისტიანობა რომის იმპერიაში დაშვებულ რელიგიად გამოაცხადა, ნინოს ბაბუა კი იყო იერუსალიმის პატრიარქი, ამდენად “ახალი ნინო” ერთი სოფლელი ნინუცა არ გახლდათ – მის უკან იდგა რომის იმპერია, მამამისის მიერ მოქცეული ფრანკები და ბაბუამისის იერუსალიმის საპატრიარქო. ამიტომ შემთხვევითი არაა რომ უძველესი ასომთავრული წარწერები აღმოჩნდა იერუსალიმის მახლობლად, ხოლო საეკლესიო ქართული ენის შემოქმედ-რეფორმატორებად მოგვევლინენ რომის იმპერიის მოხელეები დიდი ბაკური, მისი შვილიშვილი პეტრე იბერი და იოანე ლაზი. თუმცა აღსანიშნავია რომ საქართველოში ქრისტიანობა ვრცელდებოდა პირველსავე საუკუნეში ანდრია პირველწოდებულის და სვიმონ კანანელის ქადაგებით, ამდენად “ახალი ნინოს” დროს ქრისტიანობა უკვე ცნოდილი სარწმუნოება გახლდათ ეგრისში(ლაზიკაში) და ამდენად იბერიაშიც.
    _მირიან მეფის გაქრისტიანების შემდეგ რომის იმპერიის გავლენის ქვეშ მყოფ იბერიაში რომაელი მღვდელმთავრები აღასრულებედნენ წირვა-ლოცვას ბერძნულ ენაზე, რითაც როგორც ჩანს რომის იმპერია შეეცადნენ იბერიელთა გაბერძნებას თავადაც გაბერძნების გზაზე შემდგარი. IV საუკუნის სამოციან წლებში, როცა რომის იმპერია სპარსელებთან ომში დამარცხდა, იბერია ნაწილობრივ განთავისუფლდა რომის ზეგავლენისგან და ამდენად შესაძლებელი გახდებოდა რომაელთაგან თავსმოხვეული ბერძნულენოვანი მღვდელმსახურების შეცვლა ადგილობრივი საეკლესიო ენით, მაგრამ რომის იმპერიის საბოლოო დაცემისა და მისი ორად გახლეჩვის შემდეგ იბერია ეხლა სპარსელების უშუალო დაქვემდებარებაში აღმოჩნდა და ამ პერიოდში რომაელების რელიგიად მიჩნეულ ქრისტიანობასაც დევნა უნდა განეცადა იბერიაში. ამ პერიოდისთვის იბერიაში მეფობდა დიდი ბაკური, რომელმაც IV საუკუნის ბოლოს როგორც ჩანს ჰუნების დახმარებით მოიგერია ბიზანტიელებიც და სპარსელებიც და ალბად სულ ცოტა საშინაო საქმეებში ჩაურევლობას მიაღწია, რამაც საშვალება მისცა ქართული მღვდელმსახურების შექმნისა ახალი ამბანითურთ. სომხური წყაროების თანახმად (კორიუნი, ხორენაცი) ამ ბაკურის თაოსნობით შეიქმნა ასომთავრული ანბანი. საყურადღებოა რომ რუფუსი ბაკურს იბერიის პირველ ქრისტიან მეფედ მოიხსენიებს – ალბად იმიტომ რომ ტახტზე ასვლისას ის უკვე ქრისტიანი იყო და თუ მას და მირიან მეფეს შორის კიდევ რომელიმე მეფეს ეჭირა იბერიის ტახტი ისიც მირიანივით გამეფების შემდეგ უნდა გაქრისტიანებულიყო. ასე რომ ამ ბაკურის დროიდან იწყება ქართული ენის წარმოქმნა ჯერ როგორც საეკლესიო-სამწერლობო ენისა და მოგვიანებით ის მთლიანად ანაცვლებს არამხოლოდ ბერძნულ საეკლესიო ენას, არამედ ადგილობრივ წარმართთა ენასაც, ანუ ლაზარეს (=ზანურს) რომლის ბაზაზედაც იგი აღმოცენდა.
    _ქრისტიანობას არაერთ სხვა ქვეყანაშიც მიეძღვნა “ახალი ენა” და დამწერლობა, მაგალითად სლავიანური ენაც და დამწერლობაც ეკლესიის წიაღში შეიქმნა და კირილიცას მეორენაირად ბულგარულ საეკლესიო დამწერლობასაც ეძახიან. ნეოლათინური და გერმანიკული ენებიც ეკლესიის წიაღში ჩამოყალიბდნენ: მაგალითად გოთური ალფაბეტი მათმა პირველმა პატრიარქმა შექმნა. სომხური და ალბანური დამწერლობებიც ქრისტიანობის გამოცხადების შემდეგ შექმნეს. ქრისტიანობასთან ერთად ჩამოყალიბდა ეთიოპური და კოპტური დამწერლობებიც ახალი საეკლესიო-სამწერლობო ენისათვის. თავისდროზე ივანე ჯავახიშვილი ასეთ ვარაუდსაც გამოთქვამდა: “ჩვენ ყველამ ვიცით, რომ თანამედროვე ქრისტიანობის ნიადაგზე აღმოცენებული ქართული მწერლობის ენა ქართლურია, ხოლო ქართველი ხალხის უძველესი ხანის კულტურის შესწავლა უეჭველ ჰყოფს, რომ ქართველებს ქრისტეს წინათაც მრავალი საუკუნის განმავლობაში მწერლობა უნდა ჰქონოდათ, მაგრამ შესაძლებელია, შემდეგ გამოირკვეს, რომ ამ ხანის მწერლობის ენა ქართლურ შტოს კი არ ეკუთვნოდეს, არამედ მეგრულ-ლაზურ, ან სვანურ შტოს”. ქართული საეკლესიო ენის ჩაოყალიბებას და მის საერო ენად ქცევას ორი-სამი საუკუნე მაინც დაჭირდებოდა, რაზეც მიგვითითებს VI საუქუნეში მოღვაწე ბიზანტიელი აგათია სქოლასტიკოსის ცნობა: “ლაზებს რომ ძველად კოლხები ეწოდებოდათ და სწორედ ისინი არიან, ამაში ეჭვი არ შეეპარება არავის თუკი ის გაეცნობა ფაზისის, კავკასიისა და მათ გარშემო მდებარე ქვეყნების მოსახლეობას” – ესეიგი VI საუკუნეში კავკასიაშიც და მის ირგვლივაც ლაზები, ანუ ზანურენოვანი ხალხი სახლობდა და ქართული ჯერ კიდევ არ იყო დამკვიდრებული როგორც საერო ენა.
    _ქართული დედაენის სახელმძღვანელოს შემდგენელი იაკობ გოგებაშვილი მართებულად აღნიშნავდა: “მეგრელები დიდ პატივს სცემენ ქართულს, რადგან ის საეკლესიო-საღვთისმეტყველო ენად მიაჩნიათო”. დიახ, მეგრელებს დღემდე ახსოვთ, რომ ქართული ენა სწორედ საეკლესიო-სამწერლობო ენად შეიქმნა ზანური ენის ბაზაზე და ეს რომ მართლაც ასეა ამის გადასამოწმებლად განვიხილოთ რამდენიმე სიტყვა: თავად ტერმინი “სიტყვა” ძველქართულად არის “სიტყუაი”-“სიტყუა” (მეგრულში დღემდე ასეა) – “სი” თავსართია, ძირად გვრჩება “ტყუა”. “თქვა” მეგრულად არის “თქუ”, ასე იყო ძველქართულშიც – “უ” ასოს ქართულ ენაში ბევრგან ჩაენაცვლა “ვ” ასო (“ქვა”-“ქუა”). სიტყვების წარმოთქმას ქვია “მე’ტყვ’ელება”; აქაც ძირია “ტყვ-ტყუ”. ძველქართულ ენაში არსებობდა ყრუ-ხორხისმიერი “ყ”(ჸ), ანუ ნახევარი “ყ”, რომელიც ემსგავსება “ქ” თანხმოვანს; მეგრულში ეს ნახევარი “ყ” დღემდე არსებობს. ამგვარი “ყ” ასოთი იწყება სიტყვა “ყინტი”-“კრინტი”(ხმა-კრინტი), “ყია”-“ყორყელი(ხორხი)”-“ყელი”-“ყორყოტი”-“ყანყრატო” – ანუ სახმო აპარატი; აქედანვეა სიტყვები: “ყვირილი”, “ყიჟინა”, “ყიონი”-“ყივილი”, “ყურაფი=ყმუილი”.
    _სიტყვა “ყუდე” მეგრულად ნიშნავს სახლს და აქედანაა ნაწარმოები სიტყვები: “საყდარი”-“საყუდარი” (შეადარეთ სახლი-სასახლე). აქედან სიტყვა “დაყუდება”. “ყუდედან” უნდა იყოს სიტყვა “ბუდეც”, რადგან მეგრულად “ყუჩუა-ყურჩუა” ნიშნავს დაბუდებას, აქედან კი სიტყვა “მოყუჩება”-“გაყუჩება” და “მყუდრო”(ძველქართულად “ყუდრო”).
    _ზანურად და ძველქართულად “ზღვა” არის “ზღუა”, აქედან სიტყვები: “საზღუარი”-“საზღვარი”, “ზღუდე”, “ზღურბლი”…
    _ქართული სიტყვა “წყალი” არის მეგრული “წყარი”-ს, იგივე “წყუ”-ს სახეცვლილი ფორმა; ქართულში თავიდანვე რომ “წყალი” ყოფილიყო სიტყვა “წყურვილი” იქნებოდა “წყულვილი”, “წყარო” კი იქნებოდა “წყალო”. დასავლეთ იმერულ დიალექტში ცხელი და ცივი წყლის გაზავებას ქვია “აწყორვა”. აქვე უნდა გავიხსენოთ ტოპონიმები “აწყური” და “ტაბაწყური” – ეს უკანასკნელი მდებარეობს ტბასთან – “ტაბა” იგივეა რაც მეგრული “ტობა” (ტბა) – ეს “ტაბა” არც მთლად “ტობაა” და არც მთლად “ტბა”- ესაა გარდამავალი ფორმა, იმ გარდამავალი მეტყველების, როცა ხდებოდა მეგრულიდან ქართულზე გადასვლა.
    _მეგრულში სიტყვა “სული” აღინიშნება სიტყვით “შური” – აქ ძირია “შ(უ)” – აქედან სიტყვა “სამშუინველი”; ძველქართული სიტყვა “იშუა” (იშვა-ბაიბადა) ნიშნვს სული ჩაედგას. იესოს ძველქართული სახელი “იესუ” და არამეული “იეშუა” ნიშნავს განსხეულებულ (სხეულში სულდგმულ) ღმერთს.
    _სიტყვა “გოლიათი” ზოგს ებრაული სიტყვა გონია, სინამდვილეში ის არის ებრაულში პალესტინურ-პელაზგურიდან, იგივე ქალდეურიდან შესული ზანიზმი – “გოლიათი” ხომ პალესტინელების ლიდერს ერქვა. “გოლა” მთას ნიშნავს მეგრულად, “გოლიათი” კი მთაკაცს. ამავედროს “გოლა” პალესტინურადაც მთას უნდა რქმეოდა – არამეული სიტყვა “გოლგოთა” განიმარტება როგორც “თავისქალის მთა”.
    _მეგრული სიტყვა “ქვარა” ნიშნავს მუცელს და ამავედროს მუცლიანი ჭურჭლის სიღრუესაც, მაგალითად დოქის “ქვარა”, თავად დოქს და ქვაბსაც მეგრულად ამასთანავე ეწოდება “ქვარქვათანა”; აქედან კი სიტყვები “ქვაბი”, “ქვიჯა”, “გამოქვაბული” (აქედან გამოქვაბულების სახელები: ქვილიშარი, ქვაჯი, ქვაბჩარი…) და ალბად “ქვირითიც”, რადგან ქვირითს სწორედ თევზის მუცელში (ქვარაში) პოულობდნენ.
    _ქართული სიტყვა “თვალი” ძველქართულად იყო “თუალი”, რაც ნაწრმოებია მეგრული სიტყვიდან “თოლი”- ეს ფორმა შემორჩენილია აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთშიც. მეგრულად თვალს აგრეთვე ქვია “ჭურია”, “ჭურჭული” კი ნიშნავს თვალის გუგას; აქედან უნდა იყო სიტყვა “ჭურეტა-ჭვრეტა”; “ჭვიტინი-ჭვრიტინი”, “ჭუჭრუტანა”, “დახუჭვა”, “მოჭუტვა”, “დაჭყეტვა”, “ჭიტა”…
    _ქართული სიტყვის “დათხოვნას” ძირი არ გახლავს სიტყვა “თხოვნა”; მეგრულად “დათხინაფა”-“დათხიება”-“თხიება”-“დათხია” ნიშნავს ჩამოშორებას, მოცილებას; “დუმეთხი!” ნიშნავს მომშორდის-თავი დამანებეს.
    _მეგრული სიტყვა “ონტება” ნიშნავს გაქცევას – ძველქართულში იყო სიტყვა “ოტება”, რაც ასევე ნიშნავდა გაქცევას; მეგრული “ინტუ” ნიშნავ “იოტნას”-“განილტვოდას”; “გოტება” ნიშნავს “გაშვებას”; აქედან სიტყვები “(და)ტოვება”, “(გან)ლტოლვა”, “განტევება”…
    _სიტყვა “ჩალა” და “ჩალირი” მეგრულად ნიშნავს მხდალ და გონებაჩლუნგ ადამიანს – აქედანაა სიტყვა “ლაჩარი”: “არი” ბოლოსართია, „ლა„ თავსართი, ძირი გამოდის “ჩ”. აქედან სიტყვები “ჩალა”, “ჩაჩანაკი” (ჩუთუ), „ჩამიჩი„…
    _მეგრულში არის ერთ ასოიანი სიტყვა “გ”-გავს; “გუალო” არის “მსგავსი-მაგვარი” – იტალიურში “უგვალე”, ფრანგულში “ეგალ”, გერმანულად “გლაიხ” ნიშნავს მსგავსს-იგივეს.
    _”ულა” მეგრულად ნიშვნას “(წა-ს)ვლას”; როგორც ვნახეთ მეგრული და ძველქართული “უ” ჩაანაცვლა “ვ” ბგერამ; პირვანდელი ფორმა რომ იყო “ულა” და არა “ვლა” ეს ასახულია სიტყვებში “გარდასული” (გარდასულა-გარდასვლა), “წარსული” და ა.შ. მსგავსად ამისა გერმანულ ენაში სიტყვა “(ს)ვლა” – გერმანულად “გეენ” მთელ რიგ სიტყვებს აწარმოებს, მაგალითად: “აუსგანგ”, “ფორგანგ”, “ნახგანგ” და ა.შ. “ულა” ბრუნვაში არის “მეურქ”-მიდიხარ და “მეურც”-“ურს”-მიდის=დადის, აქედან კი სიტყვები “ურემი” და “ურიკა”.
    _სიტყვა “მოდი” მეგრულად არის “მორთი”; “რთ” ფუძე ვიცით რომ ურთიერთმოქმედებებს აწარმოებს ქართველურ ენებში, ამდენად ცხადი ხდება, რომ არქაული ფორმაა “მორთი” და არა “მოდი”.
    _ქართულ სიტყვა “კი” (თანხმობა) მეგრულად არის “ქო”, რასაც შეესაბამება ქართული “ხო”-“ჰო”; აქედანაა ქართულ დიალექტებში არსებული ფორმა “ქე” (ქე ვიცი, ანუ კი ვიცი). ძველართულად “ქო”-ს შეესაბამება “ქუე”; ამდენად სიტყვა “კი” თავიდან იქნებოდა “ქი=ქო”. სიტყვა “დიახ” იქნებოდა “დია”(დედა ღვთაება) და “ხ-ხო-ქო”-ს ერთობა (დიაქ(ო)). “ქო” ძირსვე უკავშირდება სიტყვა “ქორე”-არის და “ქოფე”-“ყოფე” (ყოფილა) – აქედან სიტყვა “ყოფნა”.
    _ქართული სიტყვა “არა” ნაწარმოებია მეგრული სიტყვიდან “ვარ(ა)”-“ვა”. სიტყვა “არაში” “ვ” ასოს დაკარგვაზე მიგვანიშნებს ქართულივე სიტყვა “ვერ”, “ვეღარ”, ასევე სიტყვა “უარის” დასავლურ ქართუ დიალექტებზე არსებული ფორმა “ვარი”. თუ “ვ” ასომ უმეტეს შემთხვევებში ჩაანაცვლა “უ” ასო “უარის”-“ვარის” შემთხვევაში პირიქით მოხდა, რადგან თავსართი “ვ” სათავისო ფორმაა: “ვაკეთებ, ვამბობ, ვიქმნი”… “უ” თავსათრი კი ერთის მხრივ “უმეტესობაა” (უფრო, უდიდესი, უძლიერესი) და მეორესმხრივ უქონლობას აღნიშნავს (უფულო, უგუნუი, უჭმელი…), ამდენდ სიტყვა “უარი” გამოდის “უარო” ანუ “არას” გარეშე მყოფი და მეორესმხრივ “უფრო დიდი არა”-“უუარესი”-“უვარესი”- ეს კი ნონსენსია; ამდენად მართებული ფორმა მართლაც არის “ვარი”, მაგრამ ესეთი ფორმით ვერ დარჩებოდა ქართულში, რაბდან სათავისო “ვ”-მ აწარმოვა ისეთი სიტყვები, როგორიცაა “ვარგისი” და “ვარ” (მე ვარ)- მეგრულად “ვორე” – მეგრული “რე” ნიშნავს “არისს”- ძველქართული “არს”. თეოლოგიაში ღმერთი “არსია”-“მაარსებელი” და “არსის-შინაარსის” მიმცემი -ეგვიპტურშიც მაარსებელ ღვთაებას ქვია “რე” (იგივე “რა”); ლათინურად მეფეს ეწოდა მისი სახელი “რე”, რაც ეტრუსკულიდანაა. ეს ქართული სიტყვა “არს-არის” ხელოვნურად-დაზგურად შექმნილი უნდა იყოს საეკლესიო ლინგვისტური რეფორმებისას- “ა” თავსართი “აღმატებაა” ისე როგორც “აგება, აღმართვა, აფრენა, ასვლა”… “ს” ბოლოსართია, იესვე როგორც “გავს”, “მდგომარეობს, “ჩანს”… ძირი გვრჩება “რ” -მეგრულად “რინა”-ნიშნავს არსებობას-ყოფას; ამდენად სიტყვა “არის”-“არსის” ძირია მეგრული “რე”-“რინა”.
    _ასევე დაზგურად შექმნილს გავს სიტყვა “ხარ” – ეს “ხ” უწესრიგოდაა აქ ჩასმული და სხვა სიტყვებთან კავშირს და ანალოგს ვერ პოულობს, მეგრულში კი არის “რექ”(ხარ) რაც ასევე ქარულ ფორმებთანაც მოდის შესატყვისობაში, მაგალითად: “შეზდექ, დადექ”…
    _ამდენად მეგრული ფორმები თვით ქარულისთვისაც კი გრამატიკული თვალსაზრისით უფრო გამართულია, რაც აგრეთვე ადასტურებს იმას, რომ ქართული ენა გამოეყო მეგრულს=ზანურს. სვანური ენა კი არის მთიულური მეგრულის და ადიღო-თურქმენული ენების ნაზავი, ისევე როგორც წოვა თუშური არის მთის ქართულის და ნახურის ნაზავი. სვანურ ენაში ის სიტყვები, რომლებიც მეგრულში არაა სვანურში შესულია ადიღო-ყაბარდოული(თურქმენული) ენებიდან, ასევე არის პირდაპირ ქართულიდან შესული სიტყვებიც. თუმცა არის რამდენიმე ისეთი უძველესი კოლხური სიტყვაც, რომლებიც ყველაზე უკედ სვანურშია დაცული. გარდა ამისა სვანურში მთიულური-გაუხეშებული მეტყველების თვისებიდან გამომდინარე ბევრი მეგრული სიტყვა უბრალოდ დეფორმირებულია, ასევე დეფორმირებულია ადუღო-ყაბართოული და ქართული სიტყვებიც. ამდენად შეგვიძლია დავასკვნად, რომ სვანური ენა მთიულური მეგრულია ადიღო-ყაბარდოული მინარევებით. მაგალითისთვის მოვიყვან ზოგიერთ სვანურ-ადიღურ-ყაბარდოულ სიტყვას: ფუსტ-ფუსდ(ფში)=ბატონი(თათრულად ეფენდი); ფაყვ-ფავე=ქუდი; ხედა-ხეთა=რომელი; მეგემ-ჩეგე=ხე; ლე’მესკ-მასკ(ე)=ცეცხლი; ხამ-ხვა=ღორი; ჯიჰრა-აჯჰრა=მუხა; მუს-უ(ე)ს,ასი(აქ ძირია “ს”)=თოვლი; ჩაჟ-(ც)ა(ე)იჟ, ში(ჟ)(აქ ძირია “ჩ(ჟ)”-შ(ჟ)”)=ცხენი; შგვიბ-მი’შკლუ(აქ ძირია “შგ”-“შკ”)=რკო; თხერე-თ(ი)ღუჟ(აქ ძირია “თხ”-“თღ” თურქმენული “თ(ა)ღირიდან”)=მგელი; მიშგვი-(მი)სიჟ=ჩემი; ფხულე-ფხუა=თითი; ეზა-ეზი=ის; ჰაშდექვ-(ჰა)შინდირხუო=ხვლიკი; ლი’პეშვდ-პეშიტი=გადაღობება და ა.შ. სვანურს და ადიღო-თურქმენულ ენებს აქვთ ამასთანავე საერთო გრამატიკული ფორმებიც, რაც შემდგომ კვლევას საჭიროებს.
    _ეს მოკლე ლინგვისტური კვლევაც კი ცხადყოფს რომ ქართული ენა ზანური ენის ბაზაზეა წარმოქმნილი და ამდენად იოანე-ზოსიმეს მიერ ნახსენები “ლაზარე” ენა სწორედ ეს “ზანური” ენაა რომლითაც მეტყველებდნენ მცხეთაში “მოქცევამდე”.


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: