Posted by: burusi | 30/12/2013

გურამ რჩეულიშვილი – ბაბუა, შვილიშვილი და თოვლის ბაბუა

ძველი თბილისი, ელენე ახვლედიანი, 1974

ძველი თბილისი, ელენე ახვლედიანი, 1974

გურამ რჩეულიშვილი – ბაბუა, შვილიშვილი და თოვლის ბაბუა

გურამი ზის ფანჯარასთან. ფანჯარა ეზოში გადის: იქ ბავშვები თამაშობენ. გურამთან ბაბუა მიდის და ეკითხება:
– რას აკეთებ?
– ვუცქერ, – პასუხობს შვილიშვილი.
– რას?
– ეზოს, ბაბუ.
– რატომ?
– ისე, ბაბუა, დედა არ მიშვებს, რომ მეც ვითამაშო.
– არა უჭირს, მოესწრები, ჯერ პატარა ხარ, თვალიც გიჭრის, მე კი თითქმის ვეღარა ვხედავ.
– ბავშვებსაც ვერ ხედავ, ბაბუ?
– ვერა.
– ვერც სახლებს?
– ცოტასღა ვარჩევ, შვილო.
– ხეებს?
– ხეებსაც თითქოს.
– ბავშვებს ვერა, არა?
– ბავშვებს ვერა.
– იცი, რას აკეთებენ ისინი, ბაბუა?
– არა.
– თოვლის ბაბუას.
– მეც მიყვარდა შენსობას.
– მაშინაც ცოტა თოვლი იყო ხოლმე, ბაბუა?
– ხან ცოტა, ხან ბევრი.
– ახლა ცოტაა, ნახევარი მიწა ყვება თოვლს.
– მაგი არ ვარგა, შვილო.
– რატო ბაბუ?
– იმიტო რო თოვლის ბაბუა მიტომაა თოვლის ბაბუა, რომ თოვლი უნდა იყოს სულ.
– მიწა არ ვარგა, როცა ყვება?
– აჰ, გაგიგონია?
– ბაბუ, როდის იყო მერე კარგი თოვლი კიდევ?
– გუშინ ყოფილა, მამაშენმა თქვა.
– კიდე?
– გუშინწინ, იმის წინ.
– დღეს რატომ არ არის?
– დღეს გადნა, გავს.
– მოვა კიდევ, ბაბუ?
– წელს, არ ვიცი.
– მაინც, ბაბუ, მაინც?
– არ ვიცი, ბიჭო.
– მე კი ისე მინდა თამაში, დედამ თქვა, ხვალ გაგიშვებო ეზოში. მოვა კიდე თოვლი, ბაბუ?
– წელს, არ ვიცი, გაისად კი უეჭველად, მაშინ დიდიც შეიქნები, უკეთესია.
– გაისად ციგასაც ვიყიდი, არა, ბაბუა? გავიზრდები კიდეც, არა?
– ჰო, ბიჭო, ჰო.

[1957 წელი. მაისი]


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: