Posted by: burusi | 23/08/2013

დავით გონდაური – სს “საქართველოს რკინიგზაში” ინტელექტუალური და საკადრო უსაფრთხოების უზრუნველყოფასთან დაკავშირებული ზოგიერთი პრობლემური საკითხის შესახებ

Verre, bouteille, paquet de tabac. 1922. Picasso. 33.4 x 41.2

Picasso

დავით გონდაური – სს “საქართველოს რკინიგზაში” ინტელექტუალური და საკადრო უსაფრთხოების უზრუნველყოფასთან დაკავშირებული ზოგიერთი პრობლემური საკითხის შესახებ

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნეს სკოლის ლექტორი, ფინანსისტი

სამწუხაროდ, მიუხედავად იმისა, რომ საქართველო, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო უკვე ორ ათეულ წელზე მეტია არსებობს, დღემდე არც ერთი ხელისუფლების, თუ მთავრობის მიერ არ ჩამოყალიბებულა ქვეყნის ეკონომიკური უსაფრთხოების კონცეფცია. უფრო მეტიც, საქართველოს ეკონომიკური უსაფრთხოების თემატიკას ნაკლები ადგილი აქვს დათმობილი სამეცნიერო ნაშრომებში, გამოკვლევებსა თუ პუბლიკაციებში. საზოგადოებაში, მისთვის გასაგებ ენაზე, დღემდე არ არის ჩამოყალიბებული (თუ არ ჩავთვლით ზოგადად დეკლარირების დონეზე გამოცხადებულ პრინციპებს) ქვეყნის ეკონომიკული განვითარების სტრატეგია, ანუ რა ტიპის საზოგადოებრივ ფორმაციას ვაშენებთ, როგორია მისი პოლიტეკონომიკური პერსპექტივები და ა.შ.

თავისთავად ცხადია, რომ ქვეყნის ეკონომიკური უსაფრთხოების პრინციპებიდან გამომდინარეობს თითოეული მცირე თუ დიდი საწარმოს ეკონომიკური უსაფრთხოების ძირითადი მიმართულებები და მათი სტრატეგიული ამოცანები. მარტივად რომ ვთქვათ, ეკონომიკური უსაფრთხოება ეს არის საფრთხეების თავიდან ასაცილებლად და წარმოების სტაბილური უზრუნველყოფისათვის კორპორატიული რესურსების ყველაზე უფრო ეფექტურად გამოყენების შესაძლებლობა.

საწარმოს ეკონომიკური უსაფრთხოების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფუნქციუნალური ელემენტია ინტელექტუალური და საკადრო შემადგენელი, რომელიც საკუთარ თავში მოიცავს ერთმანეთისაგან განსხვავებულ, თუმცა მჭიდრო კავშირში მყოფ საქმიანობის ორ მიმართულებას. პირველი ეს არის კორპორაციის პერსონალთან მუშაობა, რომლის მიზანია საწარმოს თანამშრომელთა საქმიანობის ეფექტურობის გაზრდა და მეორე – მისი ინტელექტუალური პოტენციალის შენარჩუნება და განვითარება.

ჩემი სს “საქართველოს რკინიგზაში” მუშაობის გარკვეული პრაკტიკა და ბოლო პერიოდში მასში მიმდინარე მოვლენების ანალიზი საშუალებას მაძლევს გამოვთქვა რამდენიმე შენიშვნა და საქმიანი წინადადება საფრთხეებზე, რომელიც ზემოქმედებს და გავლენას ახდენს ქვეყნისათვის ამ მეტად მნიშვნელოვანი ბიზნესერთეულის ინტელექტუალურ და საკადრო უსაფრთხოებაზე.
• პერსონალის დაბალი კვალიფიკაცია – დაბალია, განსაკუთრებით მმართველობით რგოლში, მუშაკთა კვალიფიკაციის დონე. დღემდე არ არის ჩამოყალიბებული საქართველოს რკინიგზის, როგორც ბიზნესსუბიექტის ეკონომიკური და დარგის საინჟინრო (მეტად მნიშვნელოვანი ფუნქციის) მენეჯმენტის შეთანხმებული (სინქრონული) რეგულირების პრინციპები. ამის შედეგია ის, რომ მმართველობით რგოლში (ხელმძღვანელ თანამდებობებზე) მიილტვიან ან ძველი, კორუმპირებული თანამშრომლები, რომელთა მოტივაციაც სავსებით გასაგებია, ანდა ისინი, ვისი ცოდნაც და გამოცდილებაც წარსულს ჩაბარდა და რკინიგზის სფეროში ღირებულს და ფასეულს, მათი მენტალობიდან გამომდინარე, ვეღარ შექმნიან. სამაგიეროდ დაუსაქმებელნი ან ჩრდილში არიან მოქცეულები ის სპეციალისტები, რომლებიც წარსულშიც წესიერებით გამოირჩეოდნენ და, ასე თუ ისე, საკუთარ თავზე მუშაობით კვალიფიკაციასაც ინარჩუნებენ;

• შრომის ანაზღაურების არაოპტიმალურობა – ძირფესვიანად გადასახედია სს “საქართველოს რკინიგზაში” შრომის ანაზღაურების პრინციპები, აუცილებელია საშტატო ერთეულების და სახელფასო განაკვეთების ოპტიმიზაცია, შესასრულებელი სამუშაოების მოცულობისა და მისი ანაზღაურების შესატყვისობაში მოყვანა, მნიშვნელოვანია, რომ შემცირდეს სხვაობა ბიუროკრატიული და ძირითადი სიმძიმის მატარებელი საშტატო ერთეულებით გათვალისწინებულ ანაზღაურებას შორის;
• სუსტი მორალული მოტივაცია (არაპრესტიჟული სამუშაო, არასაკმარისი სოციალური გარანტიები) – საქართველოს რკინიგზის ხელმძღვანელობის ცვლილებასთან ერთად ჩნდებიან დროებითი სტატუსის მატარებელი მუშაკები, რომელთა ყოფნა-არსებობა დამოკიდებულია “პატრონების” მდგომარეობაზე. შესაბამისად, აქედან გამომდინარეობს მათი ნიჰილისტური დამოკიდებულებაც კორპორატიული ინტერესებისადმი და იზრდება პირადი (საყოფაცხოვრებო) მოტივაცია. სამაგიეროდ გულგატეხილია თანამშრომელთა ის ნაწილი, რომლებიც თავისი კვალიფიკაციით, გამოცდილებითა და ინტელექტუალური შესაძლებლობებით შემდგომ სამსახურებრივ დაწინაურებას იმსახურებენ. სამწუხაროდ, დღემდე შემუშავებული არ არის რკინიგზის მენეჯმენტისთვის საჭირო სპეციალისტების ადგილზე გაზრდის და დამაგრების პრინციპები, ფუნდამენტალურად გადასახედია თანამშრომელთა სოციალური დაცვის გარანტიების და უცხოეთში მათი კვალიფიკაციის დონის ამაღლების საკითხი და ა.შ.
• პერსონალის დაგეგმვასა და მართვაში დაშვებული შეცდომები – ერთიანი საკადრო პოლიტიკის არარსებობის პირობებში, რთულდება საჭირო სპეციალისტთა მოზიდვა და მათთვის ადგილზე სტაბილური საქმიანი და შემოქმედებითი მდგომარეობის შენარჩუნება, შეიმჩნევა გარკვეული ანტაგონისტური დამოკიდებულება საქართველოს რკინიგზის საინჟინრო კადრებსა (განსაკუთრებით რეგიონალურ სტრუქტურულ ერთეულების) და მმართველობით რგოლს შორის, ამ უკანასკნელთა, თითქოსდა, პრივილეგირებული მდგომარეობის გამო. კადრების მართვაში პრობლემებს ქმნის ხშირი სტრუქტურული და საკადრო რეორგანიზაცია, გაბერილი საშტატო ერთეულები და სხვა;
• პერსონალის მომზადებისა და გადამზადების პროგრამების არარსებობა;
• თანამშრომელთა შერჩევისა და დასაქმების სუსტი მუშაობა;
• ინტელექტუალური პოტენციალის განვითარების დაბალი ხარისხი;
• თანამშრომელთა შემოქმედებითი უნარების გამოვლენის მიმართ არასაკმარისი ყურადღება, კოლექტივის ინიციატივების გამოჩენის მოტივაციის არარსებობა.

სს “საქართველოს რკინიგზის” ინტელექტუალურ და საკადრო სფეროში საფრთხეების თავიდან აცილების მიზნით, ვფიქრობთ, რომ უნდა განხორციელდეს შემდეგი:

1. სასწრაფოდ შემუშავდეს და, მოქმედი წესების შესაბამისად, დამტკიცდეს სს “საქართველოს რკინიგზის” ინტელექტუალური და საკადრო უსაფრთხოების კონცეფცია, რომელიც გახდება აუცილებელი საპროგრამო დოკუმენტი ყველა დონის ხელმძღვანლისათვის და თანამშრომლისთვის;
2. სს “საქართველოს რკინიგზის” სამეთვალყურეო საბჭომ და ქვეყნის ხელისუფლების ორგანოების წარმომადგენლებმა მაქსიმალურად შეიკაონ თავი საკადრო საკითხებში ჩარევისგან და საინჟინრო თუ მმართველობითი რგოლისთვის კადრების შერჩევა, მომზადება, გადამზადება და ინტელექტუალური პოტენციალის შენარჩუნება მოხდეს მხოლოდ დამტკიცებული კონცეპციის ფარგლებში და მისი პრინციპების სრული დაცვით;
3. გაძლიერდეს საზოგადოებრივი მონიტორინგი (დამყარდეს მუდმივი კონტროლი) სს “საქართველოს რკინიგზის” საკადრო და ინტელექტუალური უსაფრთხოების სფეროში გატარებულ პოლიტიკაზე;
4. საკადრო პოლიტიკის გატარების პროცესში მაქსიმალურად შეიზღუდოს საკადრო შემადგენლობის და ინტელექტუალური რესურსების პოლიტიზირება და მისი დამოკიდებულება ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე. პროფესიონალიზმი და კორპიორატიული ერთგულება იქცეს მუშაკთა მოტივაციის ძირითად მამოძრავებელ ძალად.


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: