Posted by: burusi | 19/08/2013

დავით გონდაური – სს „საქაართველოს რკონიგზის“ საკადრო უსაფრთხოების ზოგიერთი პრობლემატური საკითხი

Guitare et cruche sur une table. 1918, Pablo Picasso

Pablo Picasso

სს „საქაართველოს რკონიგზის“ საკადრო უსაფრთხოების ზოგიერთი პრობლემატური საკითხი

 დავით გონდაური 

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნეს სკოლის ლექტორი, ფინანსისტი

საწარმოს ეკონომიკური უსაფრთხოების მნიშვნელოვანი კომპონენტია ინტელექტუალური და საკადრო უსაფრთხოების პრინციპების დაცვა. ამ შემთხვევაში უპირველეს ყოვლისა იგულისხმება:

• რაოდენობრივი და ხარისხობრივი თვალსაზრისით მომსახურე პერსონალის საქმიანობის სწორად დაგეგმასა და მართვის კონტროლი;
• პერსონალური მოტივაციის, კვალიფიკაციის შესაბამისობის, დაქირავებისა და სწავლების სისტემის დონის, შრომის პირობების, შრომის ორგანიზაციისა და ანაზღაურების სისტემის მდგომარეობის ანალიზი;
• ინტელექტუალური და საკადრო უსაფრთხოების უზრუნველმყოფი ღონისძიებების ეფექტურობის კვლევა;
• სტრუქტურული ერთეულების და მართვას დაქვემდებარებული ურთიერთქმედების ეფექტურობის ანალიზი.

საკადრო უსაფრთხოების საკითხის ანალიზური კვლევისთვის სასტარტო მდგომარეობად განვიხილოთ სს „საქართველოს რკინიგზაში“ მართვის ახალი სისტემის შემოღების პერიოდთან (ახალ მენეჯმენტთან), ანუ 2012 წლის ოქტომბერ-დეკემბრიდან, როდესაც შეიცვალა საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭო (წევრები, თავჯდომარე) და გენერალური დირექტორი.

აღნიშნული საკადრო საორგანოზაციო ცვლილებები, თითქოსდა საფუძვლი უნდა ყოფილიყო საქართველოს რკინიგზის როგორც საქართველოს ეკონომიკური მნიშვნელოვანი მიმართულების ბიზნეს ერთეულის შემდგომი ეკონომიკური წინსვლა, რაც ძირითადად ახალი ინტელექტუალური კადრების მოზიდვითა და მართვის თანამედროვე და ეფექტური გამოყენებით უნდა ყოფილიყო შესაძლებელი.

სს „საქართველოს რკინიგზის“ გენერალური დირექტორის შეცვლასთან დაკავშირებით შეიცვალს დარგობრივი დირექტორებიც, მოხდა სტრუქტურული რეორგანიზაცია. თანამშრომელთა ნაწილმა საკუთარი სურვილით დატოვა ორგანოზაცია, ნაწილი ჩამოქვეითდა, ნაწილთან კი შეწყდა შრომითი ხელშეკრულება.

აღნიშნულ გადაწყვეტილებებს, როგორც წესი, თუკი პროცესები სწორი მიმართულებით წარიმართებოდა, უნდა მოყოლოდა საქართველოს რკინიგზის საფინანსო-ეკონომიკური მონაცემების გაუმჯობესება. რაც, სამწუხაროდ არ მოხერხდა.

ჩვენდა სამწუხაროდ, საქართველოს ნებისმიერი მოქალაქე გულისტკივილით გავეცანით ამ დღეებში ესპანეთის პარლამენტში მემარჯვენე და მემარცხენე პოლიტიკოსთა დებატების დროს მემარჯვენეთა მიერ შედარებითი ანალიზის დროს გაკეთებულ შეფასებას „საქართველოს ხელისუფლების მხრიდან მზარდი ეკომომიკის მინუსში ერთ წელიწადზე ნაკლებ დროში გადაყვანის“ თაობაზე.

თავისთავად ცხადია რომ ამის ერთერთი მთავარი მიზეზი უნდა იყოს ამ საკითხში საკადრო პოლოტიკაში დაშვებული შეცდომები, თუ „იძულებითი ნაბიჯები“. კერძოდ, საზოგადოებაში იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ სს „საქართველოს რკინიგზას“ დღემდე მართავს არა მისი ხელმძღვანელობა, არამედ ვინმე სხვა, რომელიც მართალია პროცესებში ღიად არ ერევა, თუმცა კარგად ჩანს მისი „მძლავრი ხელი“.

ამ პიროვნების ვინაობას არ ვასახელებთ, თუმცა ცხადია, რომ, მისი რეკომენდაციით (ნათესაური ნიშნით) დანიშნულმა დარგობრივმა დირექტორებმა, რომლებიც მიუხედავად დარგში არსებული გამოცდილებისა, ვერ აღმოჩნდნენ მოწოდების სიმაღლეზე, რაც ძირითადად თანამედროვე აზროვნების დეფიციტითა და მოტივაციის არარსებობით არის გამოწვეული.
სამწუხაროდ, ასეთი ყაიდის კადრები, რომლებიც თავის დროზე შესაძლებელია იყვნენ კიდევაც დარგში კარგი სპეციალისტები, თუმცა წლობით ჩამყაყებულმა სისტემამ ისინიც მძიმე დააზარალა ფსიქოლოგიურ-აზრობრივი თვალსაზრისით, ისე რომ მათი გადამზადება, პრაქტიკულად შეუძლებელია.

გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ ამ უკანასკნელთ კარგად აუღეს ალღო საქართველოს რკინიგზის იმ მუშაკთა (საბედნიეროდ მცირედმა) ნაწილმა, რომლებიც ტრადიციულად გარკვეული კორუფციული მიდრეკილებებით იყვნენ გამორჩეულები.

მიუხედავად იმისა, რომ უკანასკნელ პერიოდში განხორციელდა ერთერთი დარგობრივი დირექტორის თანამდებობიდან გადაადგილება რკინიგზის სისტემაში, კერძოდ მეტად მნიშვნელოვან უბანზე ყარსი-ახალქალაქის რკინიგზაზე, დირექტორის თანამდებობაზე, საფიქრებელია და სავსებით შესაძლებელია, რომ ეხლა ეს უბანი დაზარალდეს იმავე მიზეზებით, რაზეც ჩვენ ზევით ვსაუბრობდით.

ისეთ პირობებში, როდესაც დარგობრივი დირექტორებს არ შესწავთ უნარი სრულყოფილად მონაწილეობდნენ კომპანიის მართვაში, ხოლო მათ უკან კი დგას პიროვნება, რომელმაც მისი რჩევებით კოლაფსამდე მიიყვანა საქართველოს ეკონომიკა, კომპანია კიდევ უფრო რთულ ვითარებაში აღმოჩნდა.

გასათვალიწინებელია ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორიც. როგორც ვიცით უცხოური სარეიტინგო კომპანიების მიერ პერიოდულად ფასდება როგორც კომპანიის მდგომარეობა ასევე ქვეყნის განვითარების ტენდენციები. ასეთი სარეიტინგო კომპანიები, საწარმოს ანალიზისას აფასებს როგორც საწარმოს განვითარების ტენდენციებს, დადებით და უარყოფით მხარეებს, ასევე რისკებს საკადრო პოლიტიკაში. უნდა აღინიშნოს და გაანალიზდეს საფრთხე, რომელიც აუცილებლად მიღებული იქნება უცხოური სარეიტინგო კომპანიების შეფასების დროს რკინიგზის ძალიან დაბალკვალიფიცირებული დარგობრივი დირექტორების გამო.

შექმნილი რთული ვითარება მოითხოვს სასწრაფო და გადაუდებელ ღონისძიებების გატარებას საკადრო უსაფრთხოების საკითხებში. კერძოდ:

1. სს „საქართველოს რკინიგზამ“ სასწრაფოდ უნდა ჩამოაყალიბოს საქართველოს რკინიგზის საკადრო უზრუნველყოფის კონცეფცია, რომელშიც აისახება ის თანამედროვე მოთხოვნები, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდნენ როგორც დარგობრივი დირექტორები, ისე ცელკეული სპეციალისტები.

2. რკინიგზის გენერალურ დირექტორს უნდა მიეცეს სრული თავისუფლება მოიძიოს, შეარჩიოს რკინიგზის არამარტო რკინიგზის საიჟინრო კადრები, არამედ დარგის სხვადასხვა მიმართულების მაღალკვალიფიციური მუშაკები და შესაბამისად პასუხი აგოს მათ ავკარგიანობაზე.

3. კონცეფციის რეალიზაციის ფარგლებში მთლიანად უნდა გადაიხედოს პერსონალის კვალიფიკაცია და ცოდნის დონე, რის შემდეგადაც გადაწყდეს მათი თანამდებობებზე ყოფნა-არყოფნის საკითხი.


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: