Posted by: burusi | 02/07/2013

დარია ახვლედიანი

დარია ახვლედიანი - Daria Akhvlediani

დარია ახვლედიანი – Daria Akhvlediani

დარია ახვლედიანი

დარია ქაჯაია–ახვლედიანისა იყო პოეტი და საზოგადო მოღვაწე. აქტიურად მონაწილეობდა ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ჩამოყალიბებასა და ფუნქციონირებაში. წერდა ლექსებს და იბეჭდებოდა გაზეთებსა და ჟურნალებში. გამოსცა ლექსების კრებული “სევდის ჰანგები”. დარია ახვლედიანის მეუღლე გახლდათ გიორგი ახვლედიანი, აფთიაქარი და მეცენატი.

დარია ახვლედიანი მეგობრობდა აკაკი წერეთელთან, გალაქტიონთან. ეხმარებოდა ინტელიგენციას მატერიალურად (იხ.ნინო ჩხეიძის “ქართველი მწერალი და საზოგადო მოღვაწე ქალები”). ამის შესახებ წერდა თავის “მოგონებებში” იოსებ გრიშაშვილი. ტერენტი გრანელმა დარიას მიუძღვნა ლექსი “დარია ახვლედიანს”.

არ მომასვენა ცივმა ქარმა და შენ ცხოვრების იმედს მაძლევდი,
იყო ღრუბლიან დღის მწუხარება და მოლოდინი მაღალ ნაძვებით.
შენ იქ გეძინა როგორც დედოფალს,მე დავდიოდი მეტი ნაღველით,
გარშემო იდგა უიმედობა და ნისლიანი მთები წაღვერის.
შენ არ გესმოდა ჩემი ტირილი და სადღაც ახლო ზარი კიოდა,
იდგა საღამო, ვგრძნობდი ტკივილებს და ჩემს დუმილში დრო გადიოდა.
არ მომასვენეს ზამთრის ქარებმა, ვნატრობდი ზაფხულს,ბაღით ჭრელოთი,
ირგვლივ ღელავდა ზღვა მოელვარე და მეც უეცარ სიკვდილს ველოდი.

დარია თავის მეუღლესთან ერთად 1916 წლამდე ცხოვრობდა ქუთაისში. აკაკი ქუთაისში ყოფნის დროს ხშირად დადიოდა მათ ოჯახში. აქ ხშირად ტარდებოდა საქველმოქმედო საღამოები, სადაც იკრიბებოდნენ ქუთაისის შემოქმედებითი ინტელიგენციის და საზოგადოების საუკეთესო წარმომადგენლები.

აკაკის მიუძღვნა დარიამ ლექსი, რომელიც მისი დაკრძალვის დღეს წარმოთქვა მთაწმინდაზე:

დადგება ჟამი და ხალხი შევა
შრომის სუფევის ტურფა მდელოში
და შენი ძეგლი ზეაღმართული
ძლევით იბრწყინებს საქართველოში.

1916 წელს დარია მეუღლესთან ერთად თბილისში გადმოვიდა საცხოვრებლად (სამხედროს ქ. N 16 – შემდეგში ძნელაძის ქუჩა ფოსტის შენობის ადგილზე). გოლოვინის პროსპექტზე ჰქონდა გახსნილი ”ახალი აფთიაქი”. პირველი მსოფლიო ომის დროს ეხმარებოდნენ უფასო მედიკამენტებით დაჭრილებს და ქვრივ–ობლებს. გიორგი ახვლედიანი რეპრესირებულია. გიორგი ახვლედიანი დახვრიტეს 1937-1938 წლებში, მისი საფლავი უცნობია.

დარია ქაჯაია–ახვლედიანი გარდაიცვალა 1941წ. დაკრძალეს ჯერ დიდუბის პანთეონში, იეთიმ გურჯის გვერდით, ხოლო დაახლოებით 1959–1960 წ.წ. დაკრძალეს საბურთალოს საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

ომის წლებში, როდესაც დარიას გარდაცვალების შემდეგ მისი ვაჟი ფაქტიურად უპატრონოდ იყო დარჩენილი და მისმა მეზობლებმა შარვაძეებმა ბინის ხელში ჩაგდების მიზნით 13 წლის ბავშვს წიგნის ქურდობა დაავალეს, ციხიდან გალაქტიონმა იხსნა. მან მოსკოვში საჩივარი გააგზავნა ვოროშილოვთან, მაგრამ შარვაძეებმა მთელი ბინა მაინც მიითვისეს და სახლში არსებული ყველა ნივთი, მთელი ავეჯი, გიორგის და დარიას საუკეთესო ბიბლიოთეკა.

დალი ახვლედიანი


Responses

  1. დარიას მეუღლეს ვარლამი არ ერქვა.მას ერქვა გიორგი.მამაჩემის მამის სახელი არა მგონია ჩემზე უკეთ სხვამ იცოდეს..

  2. და კიდევ, გიორგი ახვლედიანი 1937–68წ. დახვრიტეს.მისი საფლავი მამაჩემმაც არ იცოდა.საინტერესოა ვინ აქვეყნებს ასეთ არასწორ ინფორმაციას. ომის წლებში,როდესაც დარიას გარდაცვალების შემდეგ მამა ფაქტიურად უპატრონოდ იყო დარჩენილი და მისმა მეზობლებმა შარვაძეებმა ბინის ხელში ჩაგდების მიზნით 13 წლის ბავშვს წიგნის ქურდობა დაავალეს(ავთო შარვაძის მშობლები),ციხიდან გალაქტიონმა იხსნა,მან მოსკოვში საჩივარი გააგზავნა ვოროშილოვთან, მაგრამ ავთანდილ შარვაძის მშობლებმა მთელი ბინა მაინც მიითვისეს და სახლში არსებული ყველა ნივთი,მთელი ავეჯი, გიორგის და დარიას საუკეთესო ბიბლიოთეკა. თეთრეული და ლოგინებიც კი მიითვისეს. ვინ წერს ვიღაც ვარლამზე.სირცხვილია ხალხის მოტყუება. ძალიან მაინტერესებს ამ წერილის ავტორის ვინაობა. ამ საიტზე გამოქვეყნებული მქონდა წერილი, ის გაქრა. ვიღაც ამახინჯებს ჩემი ბებიის დარია ქაჯაია–ახვლედიანის მეუღლის ვინაობას.ძალიან მაინტერესებს ამ წერილის ავტორის ვინაობა.თუმცა ამის დადგენა არა მგონია გამიჭირდეს.

  3. ბოდიშით,(მექანიკური შეცდომაა) დახვრიტეს 1937–38წ.წ.

  4. ეს წერილი სიტყვა–სიტყვით გადმოწერილია ჩემი წერილიდან, რომელიც ჩემს მიერ გამოქვეყნდა ბურუსში 4.03.2012წ.შემდეგ იქვე ვინმე სოფიკო ლორთქიფანიძეს 1.07.13წ. გამოუქვეყნებია კომენტარი, სადაც წერია, რომ დარია ქაჯაია–ახვლედიანის მეუღლეს რქმევია ვარლამი და ეხლა ეს წინამდებარე წერილი, რომელიც არის ჩემი წერილის ასლი, თუ არ ჩავთვლით წერილის დასაწყისს, სადაც მიწერია–”ჩემი ბებია დარია ქაჯაია–ახვლედიანი”და შემდეგ ზემთ წარმოდგენილი ზუსტად წერილის მიხედვით. ეს ე.წ. პლაგიატი ავტორი თან ფონად იყენებს ჩემს წერილს როგორც საკუთარს და ქვემოთ წერს აღმაშფოთებელ ინფორმაციას, რომ ბებიაჩემის მეუღლე,ანუ მამჩემის მამა ყოფილა ვინმე ვარლამ ახვლედიანი. ასეთი მკრეხელობა სად წერია ან საერთოდ ვინ არის ეს პლაგიატი ე.წ. ავტორი, რომელიც ჩემს წერეილს აქვეყნებს ამ გვერდზე და თან ამახინჯებს ისევ ჩემი წერილის გამოყენებით ინფორმაციას ჩემი ოჯახის შესახებ. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ჩემს მიერ ჩემს ზემოთ მითითებულ წერილში გამოქვეყნებული ბებიაჩემის ლექსები გამოუქვეყნებია ცალ–ცალკე როგორც თავისი, ამ პიროვნებას თქვენს საიტზე. თუ ასეთ მკრეხელობას ექნებოდა ადგილი, როგორ ვიფიქრებდი.მე იურისტი ვარ და თითქოს არაფერი არ უნდა გამკვირვებოდა ამ ქვეყანაზე, მაგრამ ამ თაქვხედურმა ფაქტმა აღმაშფოთა.საიტის ადმინისტრაციას ვთხოვ კომენტარს მომხდართან დაკავშირებით.

  5. გამკვირვებია, ვარლამ ახვლედიანი ბაბუას- ჭიჭიკო ახვლედიანის ძმა იყო, რომელიც ვაკის სასაფლაოზე განისვრნებს, გარდაცვლილია 1950-55 წლებში. და ნამდვილად დარია ახვლედიანის მეუღლე იყო.მათ საერთო შვილი არ ჰყოლიათ, მისი ვიჟიშვილი პორველი ქორწინებიდან ჰყავდა.

  6. მართლაც გამკვირვებია –ჯერ ვინმე სოფიკო ლორთქიფანიძის წერილი, ეხლა იგივე ხელწერით ვინმე ქეთი აქვეყნებს სისულელეს. თუ ასე გაწუხებთ ვინმე ვარლამის საკითხი, იქნებ გამოჩნდეთ სოფიკო–ქეთი ეხლა უკვე საკუთარი გვარ–სახელით.რატომ იმალებით? ისე ადვოკატებს ბევრი მტრები გვყავს–პროცესს ორი მხარე ჰყავს და თქვენც ერთ–ერთი მოწინააღმდეგე ხომ არ ხართ?ყოველ შემთხვევაში ვინც არ უნდა იყოთ, ჭეშმარიტი მართლმადიდებელი ქრისტიანი რომ არ იქნებით, ეს ცხადია, თორემ ჩემი ბებიის მიმართ ასეთ მკრეხელობას როგორ იკადრებდით.


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: