Posted by: burusi | 08/06/2013

თამრიკო ნარსავიძე, იზა ცქიფურიშვილი – “გენეტიკური რღვევა” (კონრად ლორენცი)

The Enchanted Spot. 1953

The Enchanted Spot. 1953

თამრიკო ნარსავიძე, იზა ცქიფურიშვილი – “გენეტიკური რღვევა, როგორც თანამედროვე კაცობრიობის მომაკვდინებელი ცოდვა“ (კონრად ლორენცი)

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის I კურსის ბაკალავრები

კურსი “შესავალი თანამედროვე აზროვნებაში”

გენეტიკა არის მეცნიერება, რომელიც შეისწავლის მემკვიდრეობითობას, ანუ წინაპრების უნარს, გადასცენ თავისი ნიშან–თვისებები და განვითარების თავისებურებები მომდევნო თაობას. ინდივიდის ყველა ნიშან–თვისება არ არის მემკვიდრეობით მიღებული, ზოგიერთ მათგანს გარემო და აღზრდა განაპირობებს. მაგალითად, ადამიანი წერა–კითხვის უნარს სწავლით იძენს. არის ისეთი თვისებებიც, რომლებიც მემკვიდრეობითობისა და გარემოს ურთიერთქმედების შედეგია. ჩვენ მიერ მემკვიდრეობით მიღებული ყოველი ორი გენიდან ერთი დომინანტია, ანუ ის მეორე მათგანზე დომინირებს და სწორედ იგი ახდენს უპირატეს გავლენას ნიშან–თვისების განვითარებაზე.

სწორედ ჩვენი გენეტიკური კოდით განისაზღვრება თუ როგორები ვიქნებით, რა ფიზიკური და გონებრივი შესაძლებლობები გვექნება. ეს არის პაწაწინა ქრომოსომაში მოთავსებული კოდი, რომელიც მშობლებისაგან მემკვიდრეობით გადმოგვეცა და რომელიც ჩვენი პიროვნების განმსაზღვრული ფაქტორია. გენურ ინჟინერიას მრავალგვარი გამოყენება აქვს, მაგრამ ადამიანი უფრთხის მის ფართოდ გავრცელებას. არსებობს საფრთხე, რომ ოდესმე შეიძლება ხელოვნურად შეიქმნას ბავშვი, რომელსაც საგანგებოდ შერჩეული ნიშან–თვისება ექნება.

ავსტრიელი ზოოლოგი, ზოოფსიქოლოგი და ორნითოლოგი, კონრად ლორენცი სხვა პრობლემათა შორის ეხება საკითხს, როგორ შეიძლება კაცობრიობის გენეტიკური გაუმჯობესება, სწორედ ამიტომ თავის ნაშრომში ის „თანამედროვე კაცობრიობის მომაკვდინებელი რვა ცოდვიდან“, ერთ–ერთ ცოდვად გენეტიკურ რღვევას მიიჩნევს.

ადამიანი თავისი ლტოლვების და ემოციების შეუკავლებლობით, ხშირად აწყდება სხვადასხვა სახის პრობლემებს მათ შორის სამართლებლივსაც, ამიტომ აუცილებელია გავარჩიოთ ეს მას ემართება თავისი გენეტიკის გამო, თუ უბრალოდ ეს გამოწვეულია გარემო პირობებით შეთვისებული ქცევით. ასევე კრიმინალური დანაშაულის გარჩევისას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმის გარკვევას, ეს დანაშაული გენეტიკურადაა განპირობებული თუ აღზრდით, რათა დამნაშავე კვლავ ვაქციოთ საზოგადოების სრულფასოვან წევრად. ყველაფერი რაც გენეტიკურადაა დაპროგრამებული, სწავლას და აღზრდას ექვემდებარება. საკითხავია გენეტიკური გადახრების მიზანდასახული ვარჯიშით გამოსწორებაც შესაძლებელია თუ არა?!

ლორენცი მრავალ საკითხს ეხება, რაც გავლენას ახდენს ადამიანის გენეტიკაზე და ასევე მის მიერ სხვადასხვა რეაქციის გამოვლენის თავისებურებებზე. ადამიანის გენეტიკა შედგება უჯრედებისაგან, რომლებიც გავლენას ახდენენ ქმედებებზე, თუ რომელიმე უჯრედი ყველა იმ ნიშან–თვისებას უკუაგდებს, რაც მას გარკვეული სხეულის ქსოვილის, კანის, მკერდის და სხვ. შემადგენელ ნაწილად და წევრად ხდის, იგი აუცილებლად „უკან იხევს“ იმ მდგომარეობისაკენ, რაც მოდგმის ამ ინდივიდუალური ისტორიის განვითარების ადრეულ საფეხურს შეესატყვისება. მაშასადამე, იგი უკვე ისე იქცევა, როგორც ერთუჯრედა ორგანიზმი ან ემბრიონალური უჯრედი, რაკი ორგანიზმის მთლიანობისთვის ანგარიშგაუწევლად იყოფა. რაც უფრო შორს მიდის რეგრესია, რაც უფრო მეტად განსხვავდება ახლად წარმოქმნილი ქსოვილი ნორმალურისაგან, მით უფრო ავთვისებიანია სიმსივნე. პაპილომას, რომელსაც ჯერ აქვს ნორმალური ზედაკანის ბევრი თვისება და მხოლოდ მეჭეჭივით აზის კანის ზედაპირს, კეთილთვისებიანია. ხოლო სარკომა, რომელიც შედგება ერთნაირი სრულიად დაუნაწევრებელი მეზოთერმული უჯრედებისაგან – ავთვისებიანი სიმსივნეა. ავთვისებიან სიმსივნეთა დამღუპველი ზრდა, როგორც ითქვა, გამოწვეულია იმით, რომ ორგანიზმს უმტყუნა უნარმა, თავი დაიცვას „ასოციალური“ უჯრედების გაჩენისაგან. მხოლოდ მაშინ, როცა დანარჩენი ქსოვილი მას ისე ეპყრობა, როგორც თავის მსგავსს და საკვებს აწვდის, სიმსივნე მომაკვდინებელი სისწრაფით ედება მთელ სხეულს.

ადამიანთა საზოგადოებაში ასოციალურ ქცევას ყოველი ნორმალური წევრი ძალიან მძაფრი რეაქციით უპასუხებს, აღშფოთდება თუ დაინახავს რომ ვიღაც პატარა ბავშვს ჩაგრავს ან ქალზე ძალადობს, ადამიანი რომლის სოციალური ქცევის ნორმებს სიმწიფე აკლია, ინფანტილურ მდგომარეობაში რჩება და ლოგიკურად საზოგადოების პარაზიტი ხდება, ძალიან ბევრი ახალგაზრდა მტრულად უპირისპირდება დღევანდელ საზოგადოებრივ წყობას და მშობლებსაც. ამგვარი პოზიციის მიუხედავად, ისინი რატომღაც თავისთავად ცხადად მიიჩნევენ, რომ ამ საზოგადოებამ და მშობლებმა უნდა არჩინონ ისინი, რაშიც მათი სრული ინფანტილიზმი მჟღავნდება.

შეიძლება ითქვას, რომ ადამიანი ხშირად აგრესიულია მოვლენებზე რომლებიც ძალაუნებურად იწვევს მასში გაღიზიანებას და ცდილობს როგორაც შეუძლია გამოხატოს თავისი შინაგანი მდგომარეობა, რამდენად შეუძლია მას შეიკავოს გძნობები რთული სათქმელია და ამ შემთხვევაში შეიძლება ეს დამოკიდებული იყო გენეტიკაზე, ანუ თუ ის მშვიდი, გაწონასწორებული გენეტიკის მატარებელია შეძლებს ემოციების მოთოკვას და თუ არა მაშინ ყველაფერი შეიძლება ცუდად დამთავრდეს. ზომიერების შეგრძნება უპირველესია და ნებისმიერი აზრის დაფიქსირების დროს კონტროლი გაუწიო საკუთარ თავს ძალიან მნიშვნელოვანია. ადამიანებმა კარგად უნდა გაიაზრონ თუ რა მოვალეობები აქვთ და როგორ უნდა მოიქცნენ, მაგრამ გარემო პირობებს და შეთვისებულ ქცევებსაც გადამწყვეტი როლი აქვთ ხოლმე გარკვეულ სიტუაციებში. ადამიანის პიროვნებად ჩამოყალიბების პროცესი, პირველ რიგში, სოციალიზაციას გულისხმობს. სოციალური გამოცდილების შეძენით, სხვა ადამიანებთან ურთიერთობების დამყარებით, საკუთარი პოზიციის გამოხატვით, სხვებთან დაპირისპირებით, დამოუკიდებლობის გამოვლენით, საკუთარი თავის „შემოწმებით“, შემდგომი საქმიანობის პერსპექტივების დასახვით, ბავშვი ზრდასრულ პიროვნებდ ყალიბდება. ბავშვობიდან მოზრდლობაში გადასვლის პროცესი, როგორც წესი, მძაფრად და ზოგჯერ დრამატულადაც მიმდინარეობს. მასში სოციალური განვითარების ურთიერთსაპირისპირო ტენდენციებია გადახლართული. ერთი მხრივ, ამ რთული პერიოდისათვის დამახასიათებელია ნეგატიური გამოვლინებები, _ პიროვნების დისჰარმონია, უკვე ჩამოყალიბებული ინტერესების შეცვლა, მოზრდილებთან მიმართებაში პროტესტის გამომხატველი ქცევა და სხვა. მეორე მხრივ, აღსანიშნავია უამრავი დადებითი ფაქტორი – მზარდი დამოუკიდებლობა, ურთიერთობათა მრავალფეროვნება, საქმიანობის სფეროს შეცვლა და გაფართოება, საკუთარი თავისა და სხვების მიმართ პასუხისმგებლობის განვითარება და სხვა.

თუ ცივილიზებული ადამიანის მზარდი ინფანტილიზმი და ახალგაზრდობის მზარდი ბოროტმოქმედება, მართლაც გენეტიკური რღვევის მოვლენებში იღებს სათავეს, მაშინ ჩვენ უმძიმესი საფრთხე მოგველის. სიკეთის და წესიერების მაღალი შეფასება, რასაც გულით ვეთანხმებით, ერთადერთ ფაქტორად რჩება, რომელიც დღესდღეისობით სოციალური ქცევიდან ამოვარდნის წინააღმდეგ მეტნაკლებად ზემოქმედებს. უნდა ვისწავლოთ ინდივიდის მიმართ გონივრული ჰუმანიზმის შეფარდება იმასთან, რაც ადამიანთა საზოგადოებისათვის სასარგებლოა. ცალკე ადამიანი, რომელიც მოკლებულია გარკვეული სოციალური ქცევის უნარს და ასევე მოკლებულია იმ გრძნობებს, რომლებიც ამ ქცევას თან სდევს, მართლაც შესაბრალისი ავადმყოფია და ჩვენს სრულ თანაგრძნობას იმსახურებს.

მორალური ქცევის დარღვევას რაღაც აუხსნელად მოჰყვება ხოლმე არა მხოლოდ ყოველივე იმის დაკარგვა, რაც ჩვენ კარგად და მიუღებლად მიგვაჩნია, არამედ მის მიმართ აქტიური მტრობაც. ეს სწორედ ის ფენომენია, რომელიც ბევრ რელიგიაში ღმერთის მტრად და მოქიშპედაა დასახელებული. სავარაუდოა რომ, გენეტიკურად განმტკიცებულ სოციალურ ქცევათა რღვევა აპოკალიფსს გვიქადის, თანაც გამორჩეულად საზარელს. მაგრამ, ეს საშიშროება შედარებით ადვილად აღმოსაფხვრელია, ვიდრე მოსახლეობის სიჭარბე ან კომერციული შეჯიბრის ეშმაკური წრე, რომელსაც მხოლოდ გადამჭრელი ღონისძიებებით და ადამიანთა წარმოდგენაში დღეს ასე გამჯდარი ცრუ ღირებულებების გადაფასებით თუ შევებრძოლებით, და ამით კაცობრიობის გენეტიკური რღვევის პროცესს შეიძლება წინ აღვუდგეთ.

ლორენცი სამწუხაროდ მიიჩნევს იმ ფაქტს რომ, სამართალში ყურადღება ექცევა მხოლოდ შეთვისებულ ქცევას და არ ითვალისწინებენ გენეტიკას. როცა კრიმინოლოგიაში ქცევა გენეტიკურია თუ შეთვისებულია ამას დიდი ყურადღება ექცევა. რათა შემდეგ დამნაშავე კვლავ დაუბრუნდეს სრულფასოვან ცხოვრებას, კულტურული საზოგადოების ნაწილად. რაც გენეტიკურადაა დაპროგრამებული, სწავლას და აღზრდას რომ არ ექვემდარებოდეს ადამიანი თავისი ინსტიქტებისა და იმპულსების საბურთაო გახდებოდა. ჯანმრთელ ადამიანში გონიერება და პსუხისმგებლობა სულაც არ არის უსაზღვრო ძალაუფლების მქონე, ის იმ ძალისაა რაც საჭიროა, რომ კულტურული საზოგადოების წევრი გახდეს. მაგრამ ყოველგვარი კულტურული ერთად ცხოვრების წინაპირობაა, ადამიანმა საკუთარი ლტოლვების მოთოკვა ისწავლოს.

ადამიანის შეხედულებები ხშირ შემთხვევაში მიდრეკილია მერყეობისაკენ, საზოგადოება ყოველთვის რეაგირებს სიახლეეზე მკაფიოდ გამოხატული უკიდურესობით. ამასთან ერთად ადამიანებს უყვართ რაღაც სიტუაციების გადასხვაფერება, გამარტივება ან გაზვიადება. არის შემთხვევები და არც თუ ისე იშვიათი, როდესაც შეხედულებები ერთმანეთს არ ემთხვევა და ხდება აზრთა შეხლა–შემოხლა, კამათი და დაძაბულობა. მაგრამ შეხედულებათა დაპირისპირება და სხვადასხვა აზრის გამოხატვა თუ შეწყდება სწორედ მაშინ დავკარგავთ ჭეშმარიტ ღირებულებას. ამ დაპირისპირების ერთ მხარეს პიროვნების ინდივიდუალობის განვითარება გვხვდება, ხოლო მეორე მხარეს სოციალური და კულტურული განვითარება. მრავალ წინააღმდეგობათა შორის რომელშიც საზოგადოება თვითონვე გაიხლართა, ერთ–ერთია ის, რომ ცალკეული ინდივიდის მიმართ თანაგრძნობის გამოხატვა ამ საზოგადოების ინტერესებს ეწინააღმდეგება, ამიტომ ჩვენ არ გაქვს უფლება დავეხმაროთ არასრლუფასოვან ადამიანს, რომლის არასრულფასოვნება შეიძლება გამოწვეული იყოს ბავშვობაში აღზრდით მიყენებული ზიანით ან მემკვიდრეობითი პათოლოგიით. ადამიანებს არ აქვთ გააზრებული, რომ კულტურათა განსხვავებულობა იწვევს გარკვეულ საკითხებში უთანასწორობას და აზრთა სხვადასხვაობას, მაგალითად თუ უცხოელი იგივე თავაზიანობას არ გამოიჩენს მათ მიმართ რასაც საკუთარი ტრადიციების მიმდევარი, მას იგივე ქარცეცხლში გაატარებენ როგორშიც თანამოძმეს. ეს იგივე ლინჩის სამართალია რომელიც ერთ–ერთი ანტიჰუმანური ქცევაა, სადამდეც ნორმალური ადამიანი შეიძლება მივიდეს. ეს სოციალურ–ფსიქოლოგიური დარღვევაა, რაც აძლიერებს სიტუაციის არასწორად შეფასების უნარს და ადამიანი ცდილობს საკუთარი უვარგისობა სხვისი დადანაშაულებით გადაფაროს, ასევე ეს დარღვევები იწვევს სხვა საშიში და ამორალური იმპულსების გაღვივებას. ძალიან ბევრი რამ რაც საზოგადოების საკეთილდღეოდ თუ საზიანოდაა მიმართული, ადრეულ ბავშვობაშია ჩანერგილი მშობლების მიერ და უფრო მეტი რამ კი გენეტიკურადაა განსაზღვრული.

სრულად რომ წარმოვიდგონოთ საშიშროება, რომელიც კაცობრიობას მემკვიდრეობითი ინსტიქტებიდან ამოვარდნის შედეგად ემუქრება, ნათლად უნდა გავაცნობიეროთ ის, რომ თანამედროვე ცივილიზებული ცხოვრების პირობებში არც ერთი ფაქტორი არ გვაქვს, რომელიც მარტივი სიკეთისა და წესიერების მიხედვით მოახდენდა სელექციას, გარდა ჩვენივე თანდაყოლილი გრძნობისა. ადამიანისთვის სასურველი ინსტიქტებია სმა–ჭამისა და გამრავლების ინსტიქტები, ხოლო აგრესიისა და გაქცევის ინსტიქტს, როგორც არასასურველს თავიდან იშორებს.

საბოლოოდ რომ ვთქვათ, ადამიანებმა თავიანთი ქცევის გაკონტროლება უნდა ისწავლონ და შეეცადონ საკუთარი ემოციების მართვას. სწორედ ამის შემდეგ გახდებიან ისინი კულტურული საზოგადოების სრულფასოვანი წევრები და მიუხედავად იმისა რომ მათზე მრავალი არასასურველი ფაქტორი ახდენს ფსიქოლოგიურ ზეგავლენას, ისინი მაინც შეძლებენ თავის დაიმკვიდრებას თანამედროვე სამყაროში. ჭეშმარიტების ძიებისათვის არ უნდა მოერიდონ საკუთარი აზრის გამოხატვას, მაგრამ ეს არ უნდა გადაიზარდოს ამბოხში და ხელჩართულ დაპირისპირებაში. რაც შეეხება გენეტიკასა და შეთვისებულ ქცევევებს, როგორც ყველაფრის გამოსწორება შეიძლება მიზანმიმართული ვარჯიშით, ასევე შეიძლება გამოსწორდეს გენეტიკური გადახრებიც, მაგრამ ამან რაღაც ზედმეტი ილუზიები არ უნდა შეუქმნას ვინმეს, რადგანაც შეიძლება ითქვას რომ ყველა თანდაყოლილი დეფექტი არ არის უკერნებელი,მაგრამ არც ყველა შეძენილია განკურნებადი.


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: