Posted by: burusi | 07/06/2013

მარგებაძე ნათია – “ტკბობა და კულტურა” (ზიგმუნდ ფროიდი)

Le rapt (Nessus & Dejanira). 1920. Picasso, 21.3 x 27 cm.

Le rapt (Nessus & Dejanira). 1920. Picasso

მარგებაძე ნათია – “ტკბობა და კულტურა”.

ზიგმუდ ფროიდის ”კულტურით უკმაყოფილების” მიხედვით.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის I კურსის ბაკალავრი

კურსი “შესავალი თანამედროვე აზროვნებაში”

ზიგმუდ ფროიდის ფსიქოანალიტიკური თეორია ორ ძირითად პრინციპს ემყარება. ფსიქიკური მოვლენები არ ხდება შემთხვევით, ყველაფერს თავისი ახსნა და საზრისი აქვს, ყოველთვის შეიძლება ავხსნათ ის,თუ რატომ ხდება თითქოსდა შემთხვევით რაღაც, რატომ შეიძლება სადმე დამრჩეს ნივთი, ან დამავიწყდეს რაიმე. ასევე, ჩვენი ფსიქიკური ცხოვრების უდიდესი ნაწილი არაცნობიერად მიმდინარეობს, ხშირად არ ვიცით რატომ ჩავდივართ ამა თუ იმ საქციელს, რატომ გამოვხატავთ ემოციებს – სიხარულს, სიძულვილს და ასე შემდეგ. ეს იმიტომ, რომ ცნობიერება ჩვენი ფსიქიკის მხოლოდ მცირედი ნაწილია და განმსაზღვრელ როლს არაცნობიერი ასრულებს. ფროიდის აზრით, ”ჩვენ არ ვართ ბატონ-პატრონები საკუთარ სახლში”.

ფროიდის ნაშრომში ”კულტურით უკმაყოფილება” განხილულია ინდივიდის მოთხოვნილებების შეუსაბამობა საზოგადოების მოთხოვნილებასთან. იგი თვლის რომ ადამიანებმა კულტურა მხოლოდ იმიტომ მოიგონეს რომ ურთიერთობათა რეგულაცია დაემკვიდრებინათ. ფროდი სვამს კითხვას, თუ რამ მისცა ბიძგი კულტურის განვითარებას, როგორ წარმოიშვა და რა წარმართავს მას…

ჯერ კიდევ პირველყოფილმა ადამიანმა აღმოაჩინა, რომ საკუთარ ბედს თვითონ განაგებდა და თავისი არსებობის გაუმჯობესება შრომით შეძლო. ადამიანისთვის ცხადი გახდა, რომ ადამიანებთან თანამშრომლობას მეტი სარგებელის მოტანა შეეძლო. დამკვიდრდა ოჯახური ცხოვრების ტრადიცია, რასაც ფროიდი გარკვეულწილად სექსუალური მოთხოვნილებების დაკმაყოფილებასთან აკავშირებს. მას გაუჩნდა სექსუალური ობიექტის თავისთან ყოლის მოტივაცია.

კულტურის მეშვეობით სულ უფრო მეტ ადამიანს შეეძლო საზოგადოებაში გაწევრიანება, რაც თავის მხრივ მოითხოვდა ადამიანისგან აგრესიული მისწრაფებების შეზღუდვას. ადამიანებმა დაკარგეს ბედნიერება, რადგან პირველყოფილი ადამიანებმა არაფერი იცოდნენ ლტოლვების შეზღუდვის შესახებ. თუმცა ”ტკბობა” ხანმოკლე იყო, არავის არ ჰქონდა არსებობის, გადარჩენის გარანტია. კულტურის განვითარების და ღირებულებების შეცვლის შედეგად ადამიანმა ბედნიერების გარკვეული ნაწილი უსაფრთხოების გარანტიაზე გაეცვალა.

ფროიდი ერთმანეთთან აკავშირებს კულტურას და რელიგიას. მისი აზრით, ადამიანები იმიტომ არიან მორწმუნენი, რომ ამას კულტურული საზოგადოების ”იდეალური” მოთხოვნები მოითხოვს. ადამიანს როგორც კი საშუალება მიეცემა სხვისი დაჩაგვრის, მოკვლის ან დამცირების, ამ შემთხვევას აუცილებლად გამოიყენებს და მაშინვე ავიწყდება ”გიყვარდეს მტერი შენი”, ან ”გიყვარდეს მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი”. ამას ადასტურებს მრავალი ცხოვრებისეული და ისტორიული მაგალითები. ღვთისმოსავი ჯვაროსნების მიერ იერუსალიმის დალაშქვრაც საკმარისია ამ მოსაზრების ჭეშმარიტებაში დასარწმუნებლად. საკმარისია ადამიანს საშუალება მიეცეს და მაშინვე ურჩხულს ემსგავსება. ამით შეიძლება ითქვას, რომ ადამიანის რელიგიურ მრწამსს მისი კულტურა განსაზღვრავს, ანუ რასაც ზოგჯერ სწორად მივიჩნევთ და ვაკეთებთ, მხოლოდ საზოგადოების მოთხოვნილებებია და არა მისი შინაგანი. სინამდვილეში ყველა ადამიანშია აგრესიისადმი მიდრეკილება, რაც ხშირად აფერხებს კულტურული განვითარების წინსვლას. შეიძლება კულტურა ადამიანის მიერ ჩადენილ დანაშაულს კანონის სახელით ებრძვის და სჯის, მაგრამ მაინც უძლურია უფრო დახვეწილი და ფრთხილი აგრესიის ფორმების წინააღმდეგ.

ფროიდი კულტურის განვითარების შეფერხებას ქალებს მიაწერს, რადგან ქალი ოჯახის და სექსუალური ცხოვრების ინტერესს წარმოადგენს. მათ სიყვარულის მოთხოვნით ჩაუყარეს საფუძველი კულტურას. ოჯახის შექმნით კი ქალის როლი მინიმალური ხდება.

შეიძლება ითქვას, რომ კულტურას ყოველი თაობა თვითონ ქმნის, რომლის საშუალებითაც თავიანთ საქციელს და ქმედებებს ახსნას უძებნის. ”კულტურა” არის საზოგადოების უმრავლესობის მოთხოვნილებათა კრებული, რომელიც წესებად არის ქცეული და მისი დაუმორჩილებლობა დანარჩენების შეურაცხყოფად ითვლება.


Responses

  1. ძალიან მნიშვნელოვან თემატიკაზეა საუბარი, თუმცა ანალიზი არ არის ამომწურავად გამოტანილი…


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: