Posted by: burusi | 06/06/2013

ხათუნა უთალიშვილი, თინათინ ფხაკაძე – “ტოტალიტარიზმი” (ფრიდრიხ ჰაიეკი)

ხათუნა უთალიშვილი, თინათინ ფხაკაძე – “ტოტალიტარიზმი” (ფრიდრიხ ჰაიეკი)

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის I კურსის ბაკალავრები

კურსი “შესავალი თანამედროვე აზროვნებაში”

ფრიდრიხ ჰაიეკმა თავის ნაშრომში “გზა ბატონყმობისაკენ” სააშკარაოზე გამოიტანა და იდეოლოგიურად გააშიშვლა ტოტალიტარიზმი, გვიჩვენა მისი ანტიადამიანური ბუნება.

ტოტალიტარიზმი გულისხმობს საზოგადოებაზე ტირანი მმართველების მიერ თავსმოხვეული შეხედულებების სრულ ბატონობას. ტოტალიტარული მთავრობის ძალაუფლება ფართოა. ასეთი რეჟიმის არსებობისას ყველაფერს პოლიტიკური მნიშვნელობა ეძლევა, მათ შორის, სამუშაოს, რელიგიას, სპორტს და ოჯახსაც კი, რადგან ტოტალიტარიზმი ცდილობს საზოგადოების გარდაქმნას იდეოლოგიური მოთხოვნილებების შესაბამისად. ნაცისტური გერმანიის სასიკვდილო ბანაკები და სტალინური საბჭოთა კავშირის სამუშაო ბანაკები მეოცე საუკუნის ტოტალიტარიზმის არსს განასახიერებენ. ეს ფაქტები გვიჩვენებს, როგორი წარმოუდგენელი საშინელებები შეიძლება განხორციელდეს ტოტალიტარული დიქტატურის მმართველობისას, რადგან მთავრობას ვერაფერი უპირისპირდება ძალადობის უკიდურესი ფორმების გზაზე.

ჰაიეკის აზრით, ტოტალიტარიზმის ჩანასახი ფესვს იდგამს კოლექტივიზმის ნებისმიერ ფორმაში, ინდივიდის, მისი ინდივიდუალური მისწრაფებების რაიმე საერთოსადმი(ზოგადისადმი) დაქვემდებარების ნებისმიერ მცდელობაში.

ტოტალიტარიზმისაკენ მიდრეკილ საზოგადოებაში წარმატებას ძირითადად არაკეთილსინდისიერი ადამიანები აღწევენ. ტოტალიტარიზმის ლიდერები გარშემო ისეთ ადამიანებს იკრებენ, რომლებიც ნებაყოფლობით ემორჩილებიან მის იდეოლოგიას და ასევე ცდილობენ იმავე ფასეულობების დამკვიდრებას საზოგადოებაში. ტოტალიტარულ ჯგუფში ან პარტიაში წარმატების მიღწევა მნიშვნელოვანწილად უზნეო საქციელისათვის მზადყოფნაზეა დამოკიდებული.

პრინციპი – შედეგი ამართლებს საშუალებას, ინდივიდუალურ ეთიკაში განიხილება, როგორც ყოველგვარ ზნეობაზე უარის თქმა, კოლექტივისტურ ეთიკაში კი მთავარ სამოქმედო დებულებად. შეურიგებლობა და განსხვავებული აზრის დაუნდობელი ალაგმვა, თვალთმაქცობა და დასმენა, ცალკეულ პირთა ცხოვრებისა და ბედნიერებისადმი სრული გულგრილობა კოლექტივიზმის არსებითი და გარდაუვალი მახასიათებლებია.

კოლექტივიზმის ჩარჩოებში ტყვეების დახვრეტა, მოხუცებისა და ავადმყოფების მოკვდინება მიზანშეწონილად აიხსნება. ადამიანი, რომელსაც სურს ტოტალიტარულ სახელმწიფოს ემსახუროს, მზად უნდა იყოს იმისათვის, რომ ყველა ზნეობრივი კანონი უარყოს. ტოტალიტარული მმართველობა ქმნის დაუნდობლობისა და უპრინციპობის შესაფერის გარემოს.

ტოტალიტარული მმართველობის კიდევ ერთი ნიშანია თავისუფალი, დამოუკიდებელი აზროვნების შეზღუდვა. საზოგადოების მხრიდან კრიტიკის ან რაიმე ეჭვების გამოხატვა თავიდანვე უნდა იქმნას აღმოფხვრილი, რადგან მას შეუძლია ტოტალიტარული რეჟიმის საფუძვლების შერყევა. ასეთი მმართველობისას არ უნდა ხდებოდეს დამიანის ინდივიდუალური შესაძლებლობების გამოვლინება, რადგან მან შეიძლება გამოიწვიოს ისეთი პროცესები, რაც ხელისუფლების მიერ ვერ გაკონტროლდება. ყველაზე შემაშფოთებელი მაინც ინტელექტუალური თავისუფლებისადმი უპატივცემულობაა, მაგრამ, ეს მხოლოდ ტოტალიტარული სისტემისთვის არაა დამახასიათებელი. ის ყველგანაა, სადაც კოლექტიურ რწმენას ხელგაშლით ეგებებიან.

გამოყენებული ლიტერატურა:

1. შესავალი თანამედროვე აზროვნებაში (წიგნი მეორე);
2. თომას მ. მაგშტადტი – გავიგოთ პოლიტიკა;
3. https://burusi.wordpress.com/2011/06/22/hayek-4/.


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: