Posted by: burusi | 06/06/2013

მარიამ კიკაძე, ანტონი დეკტიარევი – “ბრონისლავ მალინოვსკი”

Bronisław Malinowski

Bronisław Malinowski

მარიამ კიკაძე, ანტონი დეკტიარევი – “ბრონისლავ მალინოვსკი”

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის I კურსის ბაკალავრები

კურსი “შესავალი თანამედროვე აზროვნებაში”

რომელიმე ხალხის, მათი კულტურისა და წეს-ჩვეულებების შესწავლის ყველაზე იდეალური ხერხია ჩართული დაკვირვების მეთოდი, რომელიც შემოიღო ბრონისლავ მალინოვსკიმ. ამ მეთოდის შემოღებამდე დაკვირვებები სპეკულანტურად ხორციელდებოდა. ანტროპოლოგი ამ მეთოდით ვერ იაზრებდა სათანადოდ იმ ხალხთა ბუნებას, რომელსაც იკვლევდა. მისთვის შეიძლება ბევრი უჩვეულო რამ სისულელე ყოფილიყო და ვერ ჩამწვდარიყო აზრს. იგი ვერ ხვდებოდა, რომ ის რაც მისთვის სისულელე იყო, იმ ხალხისთვის შეიძლებოდა მნიშვნელოვანი რამ ყოფილიყო (მაგ., რიტუალები). მეორე მეცნიერის, ფრეზერისათვის ობიექტები, რომლებსაც აკვირდებოდა იყო ზერელე დაკვირვების საგანი. ფრეზერის ერთ-ერთი წიგნია “ოქროს შტოები”, რომელიც 8 ტომიანი იყო. თუმცა, ფრეზერის ნაშრომებს არ ეტყობოდა, რომ იგი ახლოს იცნობდა მათ ვისაც იკლევდა. ეს იყო უბრალოდ აღწერა.

მალინოვსკის მეთოდის შემოღებით დასრულდა სოციალურ ანროპოლოგიაში გაბატონებული ტრადიცია კულტურის სპეკულანტური შესწავლისა და დაიწყო ახალი, ემპერიული სოციალური ანტროპოლოგიიის ეტაპი. “ჩართული დაკვირვების” მეთოდი გულისხმობს მკლევარის სრულყოფილ ინტეგრაციას საკვლევ კულტურაში. სწორედ ეს მეთოდი დაეხმარა მალინოვსკის “შიგნიდან” შეესწავლა სხვადასხვა ხალხის ბუნება და სახელი მოუხვეჭა მას. მაგალითად, მალინოსკი ტრობრიანდიის კუნძულის მკვიდრთა ცხოვრებას როცა სწავლობდა, აიშენა ქოხი, ისწავლა მათი ენა, აბორიგენებთან ერთად თევზაობდა, ნადირობდა, მონაწილეობდა რიტუალებსა და დღესასწაულებში. და რაც მთავარია, მის მიერ მოპოვებული მრავალი ემპერიული მასალა და რიტუალების დაწვრილებით აღწერა მკითხველს აბორიგენების კულტურაში, ცხოვრებაში თანამონაწილეობის სრულ განცდას ენიჭებდა.

ბრონისლავ მალინოვსკი ამბობს, რომ ტრადიცია დიდი დოზითაა წარმოდგენილი მაგიურ რიტუალსა და კულტში. ნებისმიერ მნიშვნელოვან მაგიაზე დაკვირვებისას, ჩვენ აუცილებლად ვიპოვით თქმულებას, რომელიც ამ მაგიის არსებობას განაპირობებს. მაგია არასოდეს არ “დაწყებულა”, არასოდეს შექმნილა ან გამოუგონიათ. იგი დასაწყისიდანვე იყო ადამიანისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის. ამრიგად, მაგიის პირველყოფილი, ბუნებრივი არსებობის რწმენა უნივერსალურია. მალინოვსკის თქმით, მაგია, უპირველეს ყოვლისა, კავშირშია ადამიანურ აქტივობებთან და მდგომარეობებთან: ნადირობასთან, მიწის დამუშავებასთან, თევზაობასთან, ვაჭრობასთან, სიყვარულთან, ავადმყოფობასთან და სიკვდილთან. მაგია არ არის წარმოებული ბუნებაზე დაკვირვებით ან მისი კანონების ცოდნით, ის ადამიანის პირველყოფილი მფლობელობაა, რომელიც მან მხოლოდ ტრადიციით იცის. აამრიგად, მაგიის ძალა არ არის უნივერსალური, ყველგან მყოფი, რომ იქ მიედინებოდეს სადაც უნდა ან სადაც მიუთითებენ. მაგია არის უნიკალური ძალა, რომელიც ექსკლუზიურად ადამიანისაა, ცოცხლდება მაგიური ხელოვნების ხმით და გამოიხატება შელოცვის და რიტუალის ჩართვით.

მალინოვსკი თავის ნაშრომში ასევე საუბრობს მანაზე და მაგიის ძალაზე. იგი აღნიშნავს, რომ თეორიები, რომლებიც მანას მსგავს ცნებებს მაგიის ქვაკუთხედად სახავენ, მცდარია. მათ არაფერი აქვთ საერთო მაგიურ შელოცვასა და რიტუალთან. მაგიური რწმენის დედააზრი, ერთი მხრივ, მაგიის ტრადიციულ ძალასა და, მეორე მხრივ, ადამიანისადმი ამ ბუნებისადმი ბოძებულ ძალებს შორის გამიჯვნაშია. ვაკანის, ორენდას და მანას კლასის ცნებები, რომლებიც თავის თავში მოიცავენ ყველა ტიპის ძალას, მაგიურის გარდა, უბრალოდ უმწიფარი მეტაფიზიკური ცნების ადრეული განზოგადების მაგალითებია. მალინოვსკის თქმით, განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ თითქმის არ არსებობს მასალა, რომელიც დაადასტურებდა, თუ როგორ შეესაბამება ეს ცნება რელიგიურ ან მაგიურ კულტს ან რწმენას. მანას თემას ეხება ასევე ამერიკელი ანთროპოლოგი ედუარდ სეპირი ესეში “რელიგიის მნიშვნელობა”. იგი ამბობს: მართალია, რელიგიის ახსნა არ შეიძლება რწმენის თვალსაზრისით, მაგრამ ისიც არანაკლები ჭეშმარიტებაა, რომ პირველყოფილ ადამიანთა რელიგიებს აქვთ მიდრეკილება თავი მოიყარონ ტიპური რწმენების ან რწმენათა კლასების გარშემო. სეპირი რელიგიური რწმენის სამ ტიპს გამოყოფს: გონის რწმენა ანუ ანიმიზმი, ღმერთების რწმენა და კოსმიური ძალის რწმენა ანუ მანა. იგი ამბობს, რომ ანთროპოლოგიაში საყოველთაოდ ცნობილია პირველყოფილ ადამიანთა ანიმისტურობა. სხვა სიტყვებით, მათ სწამთ მრავალი არამატერიალური და ძლიერი არსის არსებობა სამყაროსა და საკუთარ თავში.

ასევე პირველყოფილ ხალხებში განსაკუთრებით ფართოდაა გავრცელებული “მანას” ანუ დიფუზურის, არაინდივიდუალიზებული ძალის იდეა. ტერმინი ნასესხებია მელანეზიიდან, მაგრამ იგი ერთნაირად გამოსადეგია, როგორც ალგონკინების, იროკეზების, სიუს და ამერიკის აბორიგენთა სხვა ტომებისთვის, ასევე მელანეზიელებისა და პოლინეზიელებისათვის. სარწმუნოდაა მიჩნეული მისტერიული ძალის გავრცელება მთელ სამყაროში. ეს ძალა თავმოყრილია განსაკუთრებულ ობიექტებში. ბევრ შემთხვევაში ამ ძალას ფლობენ სულები, ცხოველები ან ღმერთები. მისი მოპოვება ადამიანს ესაჭიროება თავისი სურვილების ასასრულებლად. ველურები მაგიას მიმართავენ იქ, სადაც განსაკუთრებულად უჭირთ ანუ თევზის დაჭერა ძნელია. ადამიანი ყოველთვის ფხიზლად არის, ელოდება კურთხევას შეუცნობელი ძალისაგან, რომელიც შეიძლება მოევლინოს მას ისეთი ზებუნებრივი შემთხვევისას, როგორიცაა ხილვა და სიზმარი. ჩრდილო-დასავლეთის კალიფორნიულ ჰუპას ტომის ინდიელებს სწამთ რადიაციის არსებობა, რომელიც ჩამოედინება დედამიწაზე მისტერიული სამყაროდან, სადაც ბინადრობს ზებუნებრივი და წმინდა ხალხი, რომელიც ერთ დროს დედამიწაზე ცხოვრობდა, მაგრამ გაქრა ინდიელების მოსვლასთან ერთად. ეს რადიაცია ძალას ანიჭებს შამანს ან რიტუალის სულს შთაბერავს მას.

მალინოვსკი საინტერესო შედარებას აკეთებს მაგიასა და მეცნიერებას შორის. მისი თქმით, მაგია მეცნიერებას იმაში ჰგავს, რომ მას ყოველთვის აქვს ხელშესახები მიზანი, რომელიც ახლო კავშირშია ადამიანის ინსტინქტებთან, საჭიროებებთან და საქმიანობასთან. მაგიის ოსტატობა პრაქტიკული მიზნების მიღწევისკენაა მიმართული. როგორც სხვა ხელობა-ოსტატობას, მაგიასაც აწესრიგებს თეორია, პრინციპების სისტემა, რომელიც აქტის შესრულების წესებს კარნახობს მაგიის ეფექტიანობის მისაღწევად. როგორც მეცნიერება, ისე მაგიაც განსაკუთრებულ მეთოდებს იყენებს. მაგიაში, როგორც ოსტატობის სხვა ტიპებში, ადამიანმა შეიძლება გამოასწოროს ზიანი, რომელიც მან მაგიისავე საშუალებით გამოიწვია. ფაქტობრივად, მაგიაში შავისა და თეთრის რაოდენობრივი ეკვივალენტები უფრო ზუსტია და კონტრგრძნეულებას გრძნეულების ეფექტის აღმოფხვრა უფრო სრულად შეუძლია, ვიდრე ნებისმიერი სხვა ოსტატობისა თუ ხელობის შემთხვევაში. ამრიგად, მაგიასა და მეცნიერებას შორის არსებობს გარკვეული მსგავსებები და, მალინოვსკის თქმით, როგორც სერ ჯეიმს ფრეიზერმა, ჩვენც მაგიას ფსევდომეცნიერება შეიძლება ვუწოდოთ.

ამ ფსევდომეცნიერების სიყალბე რთული გამოსააშკარავებელი არაა. მეცნიერება, ველური ადამიანის პრიმიტიული ცოდნით წარმოდგენილიც კი, დაფუძნებულია ყოველდღიური ცხოვრების ნორმალურ, უნივერსალურ გამოცდილებაზე. გამოცდილებაზე, რომელიც ადამიანის ბუნებასთან ბრძოლის პროდუქტია გადარჩენისა და უსაფრთხოებისთვის. ის დაფუძნებულია დაკვირვებაზე და გამყარებულია გონებით. მაგია კი დაფუძნებულია სპეციფიურ, ძლიერ ემოციურ მდგომარეობებზე, როდესაც ადამიანი არა ბუნებას, არამედ თავის თავს აკვირდება, სადაც ჭეშმარიტება აშკარავდება არა გონებით, არამედ ადამიანის ორგანიზმის ემოციების თამაშით. მეცნიერება ფუძნდება რწმენაზე, რომ გამოცდილება, მცდელობა და გონება ვალიდურია. მაგია კი რწმენაზე, რომ იმედი არ შეიძლება გაცრუვდეს. ცოდნის თეორიები ლოგიკითაა ნაკარნახები, ხოლო მაგიის – იდეებთან ასოციაციით ძლიერი სურვილის გავლენით. როგორც ემპირიული ფაქტი, შეიძლება აღვნიშნოთ, რომ რაციონალური ცოდნის ერთობლიობა და მაგიური ცოდნის ერთობლიობა სხვადასხვა ტრადიციაშია გაერთიანებული, სხვადასხვა სოციალურ ვითარებასა და განსხვავებული ტიპის აქტივობებში. ყველა ეს განსხვავება მკაფიოდაა აღქმული ველურების მიერ. პირველი პროფანულის სფეროს წარმოადგენს, ხოლო მეორე, რომელიც ყალიბდება წეს-ჩვეულებების, საიდუმლოებების და ტაბუების ირგვლივ, საკრალური სფეროს ერთი ნახევარია.

მაგია და რელიგია დღეს, როგორც წესი, გამიჯნულია ერთმანეთისგან, რადგან მიჩნეულია, რომ მაგია ემსახურება ბოროტ ძალებს, ადამიანში უარყოფით ემოციებს იწვევს და მასზე ცუდ ზემოქმედებას ახდენს. ვნახოთ როგორ წარმოგვიჩენს ამ ორი ცნების ერთმანეთთან მიმართებას ბრონისლავ მალინოვსკი. იგი ამბობს, რომ მაგიაც და რელიგიაც წარმოიშობა და მოქმედებს ემოციური სტრესის სიტუაციებში, იქნება ეს ცხოვრებისეული კრიზისი, დაბრკოლება მნიშვნელოვანი წამოწყებისას, სიკვდილი, ინიციაცია ანუ საიდუმლოებათა შესრულება ტომის საიდუმლოებებში, უიღბლო სიყვარული თუ დაუკმაყოფილებელი სიძულვილი. მაგიაც და რელიგიაც ადამიანს ასეთი სიტუაციებიდან გამოსავალს სთავაზობს, თუმცა ეს გამოსავალი არა ემპირიული ანუ ცდისეულია, არამედ განპირობებულია რიტუალით და ზებუნებრივი სფეროს რწმენით. რელიგიაში ეს რწმენა მოიცავს მოჩვენებების, სულების, განგების მოსწავების, თემური საიდუმლოებების მფარველობის რწმენას. მაგიაში კი – მაგიისავე პირველყოფილი ძალის თუ ძალაუფლების რწმენას. როგორც მაგიის, ისევე რელიგიის საფუძველში მკაცრი მითოლოგიური ტრადიციაა. ორივე შემთხვევაში ის სასწაულის ატმოსფეროშია, გამუდმებით ამტკიცებს თავის სასწაულმოქმედ ძალას. ორივე გარშემორტყმულია ტაბუებითა და წესებით, რომელნიც მათ ჩვეულებრივი სამყაროსგან გამოყოფენ.

ისტორიკოსები და ანთროპოლოგები ვერ ასახელებენ ისეთ პერიოდს, როდესაც რიტუალი არ არსებობდა ადამიანების ცხოვრებაში. სხვადასხვა ხალხების რიტუალები რათქმაუნდა განსხვავდება ერთმანეთისგან და ხშირად ის, რაც ჩვენ შეიძლება სისულელედ მოგვეჩვენოს, იმ ხალხისთვის, რომელიც ამ რიტუალს ასრულებს დიდი მნიშვნელობის იყოს. ისიც აღსანიშნავია, რომ რიტუალის შემსრულებელს აუცილებლად უნდა გააჩნდეს რწმენა რიტუალისადმი. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა ის უსაფუძვლო იყოს. რიტუალში არ უნდა წარმოვიდგინოთ მაინცდამაინც ცეცხლის გარშემო ცეკვა, მსხვერპლშეწირვა და ასე შემდეგ. რიტუალია, თუნდაც, პირჯვრის გადაწერა, ლოცვა. რწმენის მაგალითად შეიძლება ავიღოთ ისიც, რომ როდესაც ადამიანს ღრმად სწამს, რომ თუ ოთახში მარცხენა ფეხით შევა, წინ შავი კატა გადაურბენს და ასე შემდეგ, რაიმე ცუდი მოხდება, ის დაითრგუნება, დაიწყებს ცუდზე ფიქრს და შესაძლოა მართლაც შეემთხვეს რაიმე ცუდი. რიტუალის მაგალითად ავიღოთ ბიზონზე ნადირობა. სანამ ველურები სანადიროდ წავიდოდნენ, დიდ მოედანზე ხატავდნენ ბიზონს, მის გარშემო ტრიალებდნენ და შუბებს ესროდნენ. ამით წინასწარ კლავდნენ ბიზონს, შეიძლება ითქვას, რომ მისი განიარაღება, მორალურად დაჩაგვრა ხდებოდა. ეს არის მაგიური რიტუალი, თუმცა მაგია არანაირ ძალას არ გამოსთხოვს ბუნებას.

აღსანიშნავია ისიც, რომ რიტუალმა შეიძლება არ გამოიღოს შედეგი, მაგრამ ხალხს მაინც სწამს მისი და თუ ის შედეგს არ გამოიღებს რამეს აბრალებენ, რომ რიტუალი სწორად არ იყო ჩატარებული, რაღაც აკლდა და ა. შ. ისიც მართალია, რომ ერთხელ წარმატებულ რიტუალს უფრო დიდი გავლენა აქვს, ვიდრე მრავალჯერ წარუმატებელს. შეიძლება ადამიანს რწმენა შეერყეს იმ მაგის მიმართ, რომელიც რიტუალს ასრულებს, თუმცა თვითონ მაგიის მიმართ არ შეერყევა. მაგალითად მოვიყვანოთ ასევე ვიკინგები, მათი რიტუალები, რწმენა და რწმენის შედეგი. ვიკინგები იყვნენ მამაცი მეომრები, მათი სამოთხე ვალჰალა იყო, სადაც მხოლოდ ომში გმირულად დაღუპული მეომრები ხვდებოდნენ. ვიკინგების მიზანი სწორედ ვალჰალაში მოხვედრა იყო. მათ სწამდათ, რომ თუ გმირულად იბრძოლებდნენ ვალჰალას ჭიშკარი გაიღებოდა მათთვის. ამ რწმენის შედეგად ისინი ნამდვილი მებრძოლები ხდებოდნენ და უამრავ ბრძოლას იგებდნენ. ვიკინგებს ღრმად სწამდათ თავიანთი ღმერთების და პატივს მიაგებდნენ მათ, მსხვერპლშეწირვის რიტუალებსაც ატარებდნენ, ადამიანებსაც სწირავდნენ. თუმცა, საინტერესო ფაქტი ის არის, რომ ადამიანს თვითონ უნდა ჰქონოდა სურვილი მსხვერპლად შეწირვის, მათთვის ეს დიდი პატივი იყო. მოკლედ რომ ვთქვათ, ყველა ხალხს, ტომს, ერს საკუთარი რწმენა და რიტუალები გააჩნია. ვერ ვიტყვით ვინმეს წეს-ჩვეულებაზე, რომ ის სისულელეა, რადგან სანამ არ ვიქნებით გათვითცნობიერებული ამა თუ იმ კულტურაში, ვერ გამოვიტანთ სწორ დასკვნებს.

მოკლედ რომ შევაჯამოთ მალინოსკის მიერ პირველად გამოყენებული ჩართული დაკვირვების მეთოდი მეტად შთამბეჭდავია, რადგან ამ სახით შესწავლილი სხვადასხვა ქვეყნების მკვიდრი მოსახლეობის კულტურა და ბუნება უფრო ამომწურავ ინფორმაციას გვაწვდის, ვიდრე სპეკულანტურად განხორციებული დაკვირვებები. მაგიაზე და ტრადიციაზე მალინოვსკი ამბობს რომ ისინი არა მხოლოდ ურთიერთკავშირი არიან ერთმანეთთან, არამედ ტრადიცია მაგიის უშუალო მონაწილეცაა. მალინოვსკი თავის ნაშრომში უარყოფს მანასა და ნაგიის ურთიერთკავშირს და ამბობს რომ მანასა და მის მსგავს ცნებებს არაფერი აქვთ საერთო მაგიურ რიტუალთან. მანასგან განსხვავებით მეცნიერებისა და მაგიის კავშირს ადასტურებენ. მისი თქმით ორივე აქვს მიზანი, რომელიც უშუალოდ კავშირშია ინსტინქტებთან. მალინოვსკი ასევე წარმოგვიჩენს მაგიისა და რელიგიას ერთმანეთთან მიმართებაში. მაგია, ისევე როგორც, რელიგია ადამიანისთვის გამოსავალის რთული და გამოუვალი სიტუაციებიდან. ჩვენი აზრით, ადმიანს მართლაც სწამს იმის რასაც აკეთებს და ამავდროულად რაღაც დოზით ჩვევაში გადასდის, თუმცა რეალურად რომ ვთქვათ ყოველივე ამას საკუთარ მიზანს, სურვილსა და კეთილდღეობას უდებს საფუძვლად.

და ბოლოს, ჩვენს მიერ განხილული რიტუალებისა და რწმენის მაგალითების შედეგად კი შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ძლიერი შინაგანი რწმენა ადამიანებს მოტივაციას ჰმატებს და უფრო თავდაჯერებულს ხდის,რაც ნათლად ჩანდა ვიკიმგების მაგალითში.


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: