Posted by: burusi | 06/06/2013

ანი სურმავა – “ნუთუ ისტორია გვატყუებს?!” (მარკ ბლოკი)

იმერეთის მეფისა და სამეგრელოს მთავრის შერიგება

იმერეთის მეფისა და სამეგრელოს მთავრის შერიგება

ანი სურმავა – “ნუთუ ისტორია გვატყუებს?!” (მარკ ბლოკი)

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის I კურსის ბაკალავრი

კურსი “შესავალი თანამედროვე აზროვნებაში”

მარკ ბლოკი იყო ებრაული წარმოშობის ფრანგი იტორიკოსი, რომელმაც თავისი ნაშრომები ისტორიის შესწავლას მიუძღვნა. მის ერთერთ ნაშრომს განეკუთნება „ისტორიის აპოლოგია“. ბლოკის აზრით, ისტორიის გაყალბება ადვილია. ისტორია არ არის მთლად ის რას სინამდვილეში მოხდა, არამედ მომხდარის ინტერპრეტაცია. ისტორიის ყველაზე ნაკლებად სანდო წყაროა წერილობითი ისტორია.

ისტორიული ფაქტები ვერ აღწევენ ჩვენამდე ისეთი სახით, როგორიც იყო სინამდვილეში, რადგან ისინი ყოველთვის თავისებურად აღიქმება ისტორიკოსის მიერ. ისტორიკოსმა შეიძლება განგებ გამოტოვოს რაიმე ფაქტი, ან არ ჩათვალოს საჭიროდ მისი დაფიქსირება. ასევე დიდია ალბათობა, რომ ისტორიკოსი განგებ არ აფიქსირებდეს მომხდარ მოვლენას. ეს ყველაზე მეტად მეფის კარის ისტორიკოსებს ეხება, რადგან ამ დროს დიდია მიკერძოების მომენტი. აღნიშნული რაღაცით თანამედროვე მედიას მაგონებს, რომლის მიზანია საზოგადოებამდე მიიტანოს ის ინფორმაცია, რაც თავად აწყობს, ან მისაღებია პოლიტიკოსებისთვის. ეს მომგებიანი სტრატეგიაა მათთვის, რადგან საზოგადოებაზე კარგად “მუშაობს“. თავად ბლოკიც აღნიშნავს, რომ საზოგადოებითვის გაგება უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე ცოდნა.

ძველად ისტორიკოსების რაოდენობა ერთეულებს შეადგენდა, ამიტომ არ გვაქვს საშუალება შევადაროთ ერთსა და იმავე პერიოდში მოღვაწე ისტორიკოსების ნაშრომები. ამ დროს მნიშვნელობა ენიჭება მათ განწყობას რომელიმე კონკრეტული პიროვნების ან მოვლენის მიმართ. ჩვენ იძულებულნი ვართ ვაღიაროთ ის ნაშრომები, რომლებმაც ჩვენამდე ასეთი სახით მოაღწიეს, მაგრამ ასეთი მასალები საზოგადოებაში თავისთავად დავის საგანი ხდება, მაგალითად, დღემდე ვერ გაგვირკვევია გიორგი სააკაძე მოღალატე იყო თუ უბრალოდ კარგი სტრატეგი.ასევე არავინ არ იცის, თუნდაც რომელიმე წმინდანის ცხოვრება რომელმაც ჩვენამდე წერილობითი წყაროების მეშვეობით მოაღწია ნამდვილი ამბავია თუ ავტორის მდიდარი ფანტაზიის ნაყოფი.

ისტორიკოსი, რომელიც თავისი ქვეყნის ისტორიის აღწერას ემსახურება, შეეცდება ცუდს ხელი დააფაროს და მხოლოდ კარგი წეროს, თუმცა ეს არ უშლის ხელს სხვა ქვეყნის ისტორიკოსებს ობიექტურად შეაფასონ შენი ერი თუ ისტორია.

მარკ ბლოკის შეხედულებებიდან გამომდინარე, ნებისმიერ ჩვენგანს ბუნებრივია დაგვებადოს კითხვა – „ნუთუ ისტორია გვატყუებს?!“. ხატი, რომელიც მე მაქვს აგებული კონკრეტულ პიროვნებაზე ან მოვლენაზე სავსებით მოსალოდნელია, რომ ეს უბრალოდ ლამაზად შექმნილი ისტორია იყოს, რომელიც შეიძლება სიმართლეს მკვეთრად იყოს აცდენილი, მაგრამ თავშესაქცევად კარგ საშუალებას წარმოადგენდეს.


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: