Posted by: burusi | 05/06/2013

ზაურ გაბიანი – ძალაუფლების ნება (ფრიდრიხ ნიცშე)

ზაურ გაბიანი – ძალაუფლების ნება (ფრიდრიხ ნიცშე)

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის I კურსის ბაკალავრი

კურსი “შესავალი თანამედროვე აზროვნებაში”

სიცოცხლე ახლა ტკივილისა და შიშის ფასად ეძლევა ადამიანს. არსებობს უზარმაზარი მთა – ეს არის ადამიანური სიბრიყვე. არსებობენ ადამიანები, რომლებიც ლოდებს აღმართში მიაგორებენ. საკმარისია მთის წვერს ოდნავ მიუახლოვდნენ, რომ იწყება ომი, ან რაღაც არასწორი, მტკივნეული და ლოდი უკან მოგორავს. დიდმა ადამიანებმა ეს ყოველთვის იცოდნენ. გაფანტულან დედამიწაზე ეს ლოდები სხვადასხვა ფერით და რჩება ერთი რამ, რაც მათ აერთიანებთ – საიდუმლო, ეს საიდუმლო არის ძალაუფლების ნება.

სიცოცხლე ყოველთვის ნებაა, მაგრამ არა უბრალოდ არსებობისა. სიცოცხლე არის სწრაფვა ძალაუფლებისკენ, საკუთარი თავის დადგენა, განმტკიცება, გაფართოება, ზრდა. სიცოცხლე როგორც ძალაუფლების ნება მუდმივი მოძრაობაა და არა უძრაობა. ჩვეულებრივი ადამიანები იცდიან, სანამ ცხოვრება თავად გადაშლის თავის იდუმალებას მათ წინაშე, მაგრამ ამქვეყნად არსებობენ რჩეულები, რომლებსაც აქვთ ბედნიერება, ეზიარონ მის საიდუმლოს ადრევე. აღმოაჩინონ, რომ უზენაესი სიხარულის გრძნობა ეს არის სამყაროს წინაშე გამარჯვების დიადი გრძნობა და მცდელობა „სამყაროს ისტორიის“ ყველაზე ამპარტავანი წუთის მთავარ გმირებად იქცნენ:

„სადღაც, უთვალავ მზის სისტემათა მოციმციმედ გადმოღვრილი კოსმოსის ერთ შორეულ კუთხეში, იყო და არა იყო რა, იყო ერთი ვარსკვლავი, რომელზეც გონიერმა ცხოველებმა შემეცნება გამოიგონეს. ეს იყო „სამყაროს ისტორიის“ ყველაზე ამპარტავანი და სიცრუით სავსე წუთი, რომელიც მხოლოდ ერთ წუთად დარჩა“ ამ ერთი წუთის ფილოსოფია ეს არის დაუოკებელი სწრაფვა სიძლიერის, სილამაზის, ძალაუფლების და სრულყოფილებისაკენ.

ძლიერი ადამიანები ნათლად გრძნობენ და ხვდებიან, რომ როდესაც სამყარო მისგან ბოძებულ სიცოცხლეს, ძალაუფლებას უკანვე წაიღებს, ადამიანი ყველაფერს კარგავს ამქვეყნად, ამიტომ ცდილობენ რომ სიცოცხლეს ბოლომდე გაადევნონ თვალი და შეძლონ შეიგრძნონ, რომ სიცოხლეს შეუძლია გაგრძელდეს იმ კედლის მიღმაც, რომლის წინაშეც აქამდე თითქოს წყდებოდა. სანამ სამყარო თავის მათრახს ასწევს და არავინ იცის, სად და ვის დაეცემა… ცდილობენ, რომ ამპარტავნების წუთი მთელი სამოცი წამით აითვისონ და არამც და არამც ნაკლებით!!!!

სუსტი სიცოცხლეც ესწრაფვის ძალაუფლების ნებას, მხოლოდ მისთვის სიმყარე, უშფოთველობა და ნეტარებაა იდეალი. იგი სამყაროს მხოლოდ გარედან ხედავს და ვერ წვდება მის არსს, მისთვის სამყარო მხოლოდ საგნებისა და შემთხვევითობის გროვას წარმოადგენს და არა ერთმანეთთან დაკავშირებულ განუყოფელ მთელს. იმისთვის რომ იბატონოს სუსტი უარყოფს მარად მოძრავ სიცოცხლეს, რაც იმის მანიშნებელია, რომ მისთვის სიცოცხლის განმტკიცების და ზრდის პირობა, როგორც ღირებულება მიუღებელია და მისი სწრაფვის საფუძველი – ძალაუფლების ნება, მხოლოდ ნიღაბია, და ის, რომ „დინება, წარმომავალი უსასრულობიდან დასასრულისაკენ – არის ჭეშმარიტება, სიკეთე… მისი ექო, ხოლო გამოძახილი, რომელიც უბრუნდება უსასრულობას, არის აღტაცება და სილამაზე“, ყოველივე ეს მისთვის გაუგებარია…

ეს დიდი იდეაა იმის შესახებ, რომ ადამიანმა, რომელმაც ამპარტავანი წუთის იდეაში შეაბიჯა, თვალი უნდა გაუსწოროს ნებისმიერ ხვედრს. ეს იდეა მხოლოდ ძლიერი ადამიანებისთვისაა…” სამყაროში ძლიერები რჩებიან და იმარჯვებენ”.

***
ლექტორი: თენგიზ ვერულავა, მედიცინის აკადემიური დოქტორი
ასისტენტი: ნიკა ივანაშვილი, დოქტორანტი
2013 წლის გაზაფხულის სემესტრი


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: