Posted by: burusi | 04/06/2013

გიგა ფევაძე – “ეროსი და სიკვდილი, როგორც სიცოცხლის არსი”

Observers, Alex Berdysheff. 2010

Observers, Alex Berdysheff. 2010

გიგა ფევაძე – “ეროსი და სიკვდილი, როგორც სიცოცხლის არსი” (ზიგმუნდ ფროიდის “კულტურით უკმაყოფილების” მიხედვით)

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საინჟინრო ფაკულტეტის I კურსის ბაკალავრი

კურსი “შესავალი თანამედროვე აზროვნებაში”

ბედნიერების განცდა, აი კულტურის მთავარი მიზანი. კულტურა თავისი წარმოშობიდან დღემდე ცდილობს ადამიანისთვის მეტი სარგებელის მიცემას (ბედნიერების მინიჭებას). საიდან დაიწყო და საითკენ მიდის კულტურის განვითარება? ზინგმუდ ფროიდმა შეეცადა ამ კითხვაზე პასუხი თავის ნაშრომში „კულტურით უკმაყოფილება“ გაეცა.

კულტურის განვითარება ადამიანის ფიქრის უნარის ჩამოყალიბებასთან ერთად დაიწყო, ანუ ჯერ კიდევ მაშინ როცა ადამიანი მიხვდა, რომ თავის ბედს თვითონ განაგებს და სხვასთან თანაცხოვრებით უფრო მეტი სარგებელის მიღება შეუძლია ვიდრე ცალკე არსებობით. ასე წარმოიშვა ადამინთა პირველი გაერთიანება – ოჯახი, თუმცა სავარაუდოა ისიც, რომ ოჯახის ჩამოყალიბება დაკავშირებულია მამრის სურვილთან თავისთან იყოლიოს მისთვის მისაღები პარტნიორი, მდედრი კი იძულებული იყო ასეთ მამაკაცთან დარჩენილიყო. ოჯახის შექმნით მამის ძალაუფლება უფრო შეუზღუდავი გახდა. ოჯახის სხვა წევრებმა დაჩაგრულად იგრძნეს თავი, და მას შემდეგ რაც შვილები მიხვდნენ, რომ გაერთიანებით შესაძლებელი იყო მამის დამარცხება, წარმოიშვა თანაცხოვრების ახალი საფეხური – ძმური კავშირი. მდგომარეობის შესანარჩუნებლად მათ შემოიღეს აკრძალვები, კანონები.

აქედან გამომდინარე, ადამიანის ერთობლივი ცხოვრების საფუძველს შრომის აუცილებლობა და სიყვარული წარმოადგენდა. სიყვარულის ორი ფორმა გამოიყოფა, სქესობრივი სიყვარული, რომელსაც ოჯახის შექმნამდე მივყავართ და შეკავებული სიყვარული, რომელსაც მეგობრობამდე მივყვართ. ეგ უკანასკნელი კი კოლექტიური გაერთიანებისთვის უფრო დიდ ძალას წარმოადგენს, ვიდრე შრომის აუცილებლობა.

კულტურის მიზანს სწორედ დიდ საზოგადოებად ჩამოყალიბება წარმოადგენს. მაგრამ კულტურის განვითარებით იჩაგრება სიყვარული, რადგან ოჯახს (სიყვარულის ობიექტს) არ სურს საზოგადოებაში დაკარგოს თავისი წევრი. აქედან გამომდინარე, განვითარების პროცესში კულტურის მიმართ სიყვარულის დამოკიდებულება თავის ერთმნიშვნელოვნებას კარგავს. ერთი მხრივ, სიყვარული კულტურის ინტერესების წინააღმდეგ გამოდის, მეორე მხრივ კი, კულტურა სიყვარულს მნიშვნელოვანი შეზღუდვებით ემუქრება.

კულტურის მხრიდან სექსუალური ცხოვრების შეზღუდვა აშკარაა, მაგალითად, ისიც გამოდგება, რომ დღევანდელი საზოგადოება მხოლოდ ერთ მამაკაცსა და ერთ ქალს შორის, მხოლოდ ერთხელობრივ და ურღვევ კავშირს მიესალმება. ამ და სხვა მრავალი ფორმით ადამიანის სექსუალური მოთხოვნილების დაკმაყოფილებაზე უარის თქმით საზოგადოება ზღუდავს ადამიანისთვის ბედნიერების მინიჭებას. უფრო მეტიც, თანამედროვე კულტურა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ის არ აღიარებს სექსუალობას სიამოვნების დამოუკიდებელ წყაროდ და მას ადამიანების მხოლოდ გამრავლების შეუცვლელ საშუალებად განიხილავს. თუმცა, ამ შეზღუდვის არ დამორჩილებაზე კულტურა ასე თუ ისე თვალს ხუჭავს, რადგანაც კულტურის მთავარი მიზანი მაინც ადამიანისთვის ბედნიერების მინიჭებაა.

კულტურისათვის უფრო მისაღები ფორმაა მიზანშეკავებული სიყვარული, რომელსაც ძმური, მეგობრული კავშირისაკენ მივყავართ და უფრო დიდი გაერთიანებებს წარმოქმნის ვიდრე სქესობრივი სიყვარული. კულტურას სურს საზოგადოება ლიბიდოზურად გაერთიანოს. ამისათვის იგი იშველიებს საყოველთაოდ ცნობილ ფრაზას – „გიყვარდეს მოყვასი შენი, როგორც თავი შენი“. მაგრამ ხშირად ადამიანებს თავისი სიყვარულის ეგრე ფანტვა არ სურთ. მათი აზრით, თუ ვინმე უყვართ, მაშინ მათ ეს სიყვარული უნდა დაიმსახურონ, ანუ ჩემი სიყვარულის ობიექტები იმდენად უნდა მგავდეს მე, რომ მათში საკუთარი თავი შევიყვარო. ამასთან, ადამიანი არც თუ ისე თბილი და მოსიყვარულე არსებაა, მათი ლტოლვების უმეტესობა აგრესიისკენ მიდრეკილებით ხასიათდება, ამიტომ მეგობრული სიყვარულიც არ შეიძლება ჩაითვალოს ბოლომდე სრულყოფილად. კულტურის განვითარების მეორე ასპექტს შრომის აუცილებლობა წარმოადგენს, რომელიც თვითგადარჩენისკენაა მიმართული და თამამად შეგვიძლია მას სიკვდილის შიში ვუწოდოთ. ადამიანში სიკვდილის ინსტიქტი გარესამყაროსთან აგრესიასა და დისტრუქციისაკენ ტოლვაში ვლინდება.

ამგვარად, აგრესიული სწრაფვა ადამიანში იმთავითვე მოცემული ინსტიქტია, რომელიც წინააღმდეგობას უწევს კულტურას. კულტურის სურვილია ცალკეული ინდივიდების, ოჯახების, ერების გაერთიანება, ერთ დიდ მთლიანობად, კაცობრიობად თავმოყრა. სასურველია ადამიანების ერთმანეთთან ლიბიდოზურად დაკავშირება, რადგან მხოლოდ საერთო საჭიროებები მათ ვერ გააერთიანებს.

კულტურული განვითარების არსი ნათელია. იგი კაცობრიობის მაგალითზე გვიჩვენებს, როგორ ებრძვიან ერთმანეთს ეროსი და სიკვდილი, სიცოცხლისაკენ ლტოლვა და ლტოლვა დესტრუქციულობისაკენ. სწორედ ეს ბრძოლა შეადგენს სიცოცხლის არსსა და შინაარს, და ამიტომ, კულტურის განვითარებას შეიძლება უბრალოდ კაცობრიობის გადარჩენისათვის ბრძოლა ვუწოდოთ!


Responses

  1. ვააა გიგა ეს შენ ხარ???


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: