Posted by: burusi | 04/06/2013

მარიამ ტივაძე, ნათია ქავთარაძე – “ისტორია, იტორიული დრო და პიროვნება” (მარკ ბლოკი)

ნიკოლოზ ბაგრატიონ-მუხრანელის ოჯახი

ნიკოლოზ ბაგრატიონ-მუხრანელის ოჯახი

მარიამ ტივაძე, ნათია ქავთარაძე – “ისტორია, იტორიული დრო და პიროვნება” (მარკ ბლოკი)

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის 1-ლი კურსის ბაკალავრები

კურსი “შესავალი თანამედროვე აზროვნებაში”

“ადამიენები თავიანთ დროს უფრო გვანან, ვიდრე საკუთარ მამებს”

ირანული ანდაზა

ილია ჭავჭავაძის სიტყვებით, “ადამიანის უძვირფასესი საუნჯე მისი ვინაობაა”, პიროვნებას კი არა მარტო, აწმყო მისი წარსულიც აყალიბებს.

ისტორიული მოვლენები უნიკალურია. ისტორია არის მეცნიერება რომელიც გვჭირდება აწმყოს გასაგებად და მომავლის განსაჭვრეტად. ისტორიის გაგება ინდივიდუალურია. ერთნი ფიქრობენ, რომ ისტორია უბრალოდ წარსულია. ზოგიერთი თვლის, რომ ისტორია მომავლის გასაღებია. ზოგიერთის აზრით, შეუძლებელია ერის არსებობა თავისივე ისტორიის ცოდნის გარეშე. ზოგი მიიჩნევს, რომ ისტორია მონაცემების ის ერთობლიობაა, რომელსაც ყოველთვის იმეორებს საზოგადოება. ზოგისათვის ისტორია ის გამოცდილებაა, რომელიც ერთი და იგივე შეცდომას არ გვაპატიებს.

საინტერესოა, რამდენად სუბიექტურია ისტორია, რამდენად შეიძლება დავეყრდნოთ მას, როგორც ცხად სინამდვილეს, რა ემართებათ ცნობილ ადამიანებს, როცა ისინი ისტორიის ნაწილად იქცევიან, ცვლის თუ არა მათ სახეს დრო.

ისტორია თავისთავად არსებობს, მაგრამ რა არის ისტორიკოსების მიერ გადმოცემული ისტორია, ანუ ისტორიკოსების ნაშრომი თუ ნაღვაწი წარსულის შესახებ?

ფრანგი ისტორიკოსი მარკ ბლოკი (1886 – 1944), რომელიც  თავის თავს ისტორიის ხელოსანად მიიჩნევს, განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდა ისტორიის, დროის გააზრებას, ანუ მეთოდებს, თუ როგორ შევიმეცნოთ ისტორია. ბლოკის აზრით, დრო არ არის ერთი და იგივე ყველა ადამიანისთვის. მაგალითად, ისტორიკოსი და ქიმიკოსი დროს სხვადასხვანაირად აღიქვამენ.

რა არის დრო? იგი უბრალოდ ქრონომეტრაჟია, წრფივი პროცესი, რომელზეც ფაქტები არის ახუნძლული, ვთქვათ ერთ განზომილებაში, თუ ეს არის რაღაც განსხვავებული? ანუ როგორ გავიაზროთ წარსული? ისტორიული დრო თავისთავად დროზე მიგვითითებს, მაგრამ სად იწყება და სად მთავრდება? არის თუ არა იგი სწორხაზოვანი?

მარკ ბლოკმა ჩამოაყალიბა ახალი შეხედულება ისტორიული დროის შესახებ. ბლოკის მიხედვით, დრო არ არის წრფივი, მას მრავალი დინებები და შრეები აქვს. დრო პლაზმაა, რომელშიც ისტორიული მოვლენები დაცურავენ, ანუ მოვლენებზე გავლენას ახდენს სხვადასხვა ფაქტორები, რომლებიც ასოცირებულია დროის სხვადასხვა ეტაპებთან.

ფერნანდ ბროდელი დროსთან მიმართებით გვთავაზობს შედარებით განსხვავებულ მეტაფორას. მას მეტაფორად აღებული აქვს ზღვა, რომელსაც აქვს ფსკერი. ფსკერი უძრავი სივრცეა, მას მუდმივობა შემოაქვს ზღვის არსებობაში. ზღვას აქვს მიქცევა-მოქცევები, ტალღების მოძრაობა, რაც ასოცირდება მნიშვნელოვან სოციალურ და ეკონომიკურ ცვლილებებთან, პოლიტიკურ მოვლენებთან.

დროთა განმავლობაში ყველაფერი იცვლება, მაგრამ არის რაღაც უცვლელი, რაც საუკუნეების განმავლობაში არ იცვლება, განგრძობითია. მარკ ბლოკის მიხედვით, ისტორიკოსს ყველაზე ობიექტური სურათის დანახვა სწორედ ასეთ ჭრილში შეუძლია. ჩვენ შეიძლება დანამდვილებით ვერასოდეს გავიგოთ რომელიმე ძალიან მნიშვნელოვანი ისტორიული მოვლენის გამომწვევი მიზეზები, მაგრამ თუ შევისწავლით დროის სხვა შრეებს უფრო ობიექტურ სურათს დავინახავთ. მხოლოდ ასე შეგვიძლია დაახლოებით მაინც განვსაზღვროთ რაიმე მოვლენის გამომწვევი ფაქტორები.

ბლოკი ამბობდა, რომ მოვლენას უნდა შევხედოთ სივრცობრივად. აუცილებელი არ არის სამყაროს ერთიანი ისტორიული სურათის დახატვა, უფრო საინტერესოა კონკრეტული მოვლენა, კონკრეტული ინდივიდი, რომელთა მაგალითზე შესაძლებელია გლობალური ისტორიის უფრო უკეთ დანახვა. გლობალური მიდგობა სწორედ იმას ნიშნავს, რომ კვლევის ობიექტს, რაოდენ მცირეც არ უნდა გვეჩვენოს იგი, შევხედოთ სიღრმისეულად, ყველა მხრიდან და არა მხოლოდ ოფიციალური ტექსტებიდან და წყაროებიდან.

ასევე, საინტერესოა, თუ რამდენად ცვლის დრო შეხედულებებს ისეთ ადამიანებთან მიმართებით, რომლებიც ისტორიის ნაწილი გახდნენ. მაგალითად, ვაჟა-ფშაველას პოემები თუ მოთხრობები ერთ დროს ქვეყნდებოდა გაზეთ „ივერიაში“ ან „დროებაში“. ხალხმა იცოდა, რომ მან დაწერა „შვლის ნუკრის ნაამბობი“, რომ მას ძალიან უყვარდა ბუნება და სიკვდილის წინ მოითხოვა მთის წყალი. თანამედროვენი ვაჟა-ფშაველას აღიქვამენ როგორც დიდ ჰუმანისტს. მისთვის მთები არა მხოლოდ ესთეტიკური ჭვრეტისა და ტკბობის საგანია, არამედ ეთიკური მწვერვალიც. ასევე, ილია ჭავჭავაძე, ქართველი მწერალი, პოეტი, პუბლიცისტი, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერი, მაგრამ იგი დღეს უკვე წმინდანია…

სწორედ ეს შეადგენდა ბლოკის ინტერესის საგანს, თუ როგორ იცვლება მასების ფსიქოლოგია სხვადასხვა ვითარებებში, სხვადასხვა ეპოქებში და სწორედ ამ კონკრეტულ მოვლენებში ეძებდა იგი დროის სხვადასხვა შრეებისა და განზომილებების გავლენას ადამიანებზე.


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: