Posted by: burusi | 25/05/2013

იოსებ ნონეშვილი – რთველი არის თუ შენი ქორწილი?!

ხილის კრეფა, ლადო გუდიაშვილი - Lado Gudiashvili, 1964 წ.

ხილის კრეფა, ლადო გუდიაშვილი – Lado Gudiashvili, 1964 წ.

იოსებ ნონეშვილი – რთველი არის თუ შენი ქორწილი?!

ვაზო, ლამაზო, ფესვო ნაკურთხო,
ვაზო, ქართველი კაცის დიდებავ,
ფერით ზურმუხტო, ბარაქით უხვო,
შენით სამშობლო ხარობს, ირთვება,
ნაზო ქალწულო, დალალდაწნულო,
ვაზო, შენს გამო არ ვართ მოცლილი…
შემოდგომაზე, გვითხარ, ასულო
რთველი არის თუ შენი ქორწილი?!
ოჯახს დოვლათად დაებედები,
ყველა დაგხარის, თავზე გევლება.
ნერგო კეთილო ქართულ ედემის,
გუნდი ვარსკვლავთა გშვენის მტევნებად.
ვაზო, მცხეთაში ჯვარად შეკრულო,
ლერწო, ქალწულის თმებით გამთბარო,
შენით ჩუქურთმა არის შემკული
წრომს თუ გუდარეხს, გარეჯს,
სამთავროს…
ვაზო, ვართ შენით წელგამართული,
ლხინში ამაყად თასი გვიპყრია,
ვით არ დალოცონ ვაზი ქართული
იქ, სადაც ღვინის ქებას იტყვიან.
მინდორზე, სერზე თუ მთის კალთაზე _
ყველგან სიცოცხლის შუქად შრიალებ,
წყაროვ დოვლათის, ლხინის სათავევ,
მზით ავსებ გულებს, როგორც ფიალებს,
ნაზო, ქალწულო, დალალდაწნულო
ვაზო, შენს გამო არ ვართ მოცლილი…
შემოდგომაზე, გვითხარ, ასულო
რთველი არის თუ შენი ქორწილი?!


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: