Posted by: burusi | 30/04/2013

ედგარ პო – იზრაფელი

Portrait d'Edgar Allan Poe peint par Samuel Stillman Osgood dans les années 1840 (New York Historical Society)

Portrait d’Edgar Allan Poe peint par Samuel Stillman Osgood dans les années 1840 (New York Historical Society)

ედგარ პო – იზრაფელი

მთარგმნელი სტანისლავ ციბულსკი

ამ ცაზე, ანგელოზთა შორის,
სამოთხეში ბინადრობს ის.
და სიმღერა გრძნობათა თრთოლვის,
რომ სავსეა გრძნობათა გრძნობის,
ის სიმღერა ვარსკვლავთა შორის
სულ ზეციდან ეცემა ძირს.

იზრაფელის სიმღერა ტკბილი
კვლავ გაისმის. სიმღერა ცის,
და მღელვარე ცრემლები სღვის,
მას მიეცა ყოვლისა წილი!

კვლავ გვიმღერის ცის იზრაფელი,
ვარსკვლავები უსმენენ მას,
შეჰყურებენ იდუმალ ცას
იქ გაისმის პსალმუნი ბნელი!

მას აქებენ ღმერთები მხოლოდ
და ამბობენ: სიმღერა ის,
რომ გაისმის სიმღერა ცის,
იზრაფელის სიმღერა ბოლო
ვიოლინოს ცოცხალი სიმის
არ შობილი გრძნობათა მძივის
და ეთრფიან მცხოვრებნი ცის.

იმ ცაზე არს თრფობა და ქარი,
ანგელოზთა სამრეკლოს ზარი,
იქ პოეზიის აკვანი არის,,
და ეთრფიან იქ იზრაფელს!
ნეტარება ზეციური ისმის,
ამ სიმღერის სიტყვათა ნოტში,
ამ სტროფების ზეციურ აკორდში,
რომ შექმნილა სამოთხის ნისლში,
რომ ეთრფოდა შავ იალქნებს.

ო, იზრაფელ დაცინვა შენი,
რომ დასცინი მშრალ ლექსთა სტროფებს
და პოეზიის მიწიერ ობლებს,
ჩვენ არ ვართ ამ ლექსების მსმელნი!
მოკლებულნი მხურვალე ვნებას
და მაღალთა ქებათა ქებას,
მოკლებულნი წამებას, თრთოლვას,
და ტანჯული სულების ოხვრას,
ვერ შესვამენ შენი ხმის ნეკტარს,
ვერ შეძლებენ შენს ლექსთა ქებას!
შენ მეფე ხარ, მეფეთა შორის,
და ატარე გვირგვინი ის,
ბატონიხარ მდუღარე ცის,
და მღელვარე წამების ზღვის,
განიცადე სიმწარე გრძნობის!
და მიიღე ეს ქება ბოლო,
ვერ ვიხილავთ შენს შუქთა სხივს,
ეს სინათლე ამაყი ცის,
ჩვენ მიწაზე გვაბრმავებს მხოლოდ.
ო, მე იზრაფელად, რომ ვიქცე,
რომ იქცეს იზრაფელი მედ,
ვერ ვიგდებდი სტრიკონებს ტყვეთ,
ვერ შევძლებდი ცად გადავიქცე.
და ამაზე ძლიერი ხმები,
შეაქებდნენ იმ ამაყ ცას,
და კვლავ ააღელვებდნენ მას,
მიწიერთა ზეციური ვნებით.


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: