Posted by: burusi | 07/04/2013

ალექსანდრე მჭედლიშვილი – მოხერხებული პაპა მელა

SiketisMzeMananaCereteli

ალექსანდრე მჭედლიშვილი – მოხერხებული პაპა მელა

ბუხრის, მილიდან ამოსული კვამლივით გაიწელა ზამთარი. მის დსასრულს ბოლო არ უჩანდა, არც ეს ყინვები და ქარები მიილია. კიდევ კარგი დიდთოვლობა აღარ არის, თორემ შიმშილი პაპა მელას საკუთარ გაქექილ და გახუნებულ კუდს შეაჭმევინებდა. გამოცდილი და გამჭრიახი ჭკუის პატრონი იყო. ფეხის სიმარდე ძველებური აღარ ჰქონდა, მაგრამ წრვილშვილის შემყურეს ძალაუნებურად სიამრდე, უნდა გამოეჩინა. იწვა სოროში პაპა მელა და ხვალინდელ საკვებ სანოვაგეზე ფიქრობდა. იმას, დარდობდა რით დაენაყრებინა წვრილშვილი. ამ ფიქრებში ჩაეძინა კიდევაც. წესიერად, არც კი ძინებია, პირველი მამლის ყივილზე თვალები დაჭყიტა. წამოხტა, კუდი გაისწორა მშიერ ცოლ– შვილს გადახედა, ქალამნები ჩქარ–ჩქარა ამოიცვა და სოფლისაკენ გზას გაუდგა.

მიდის, მიდის , მიიძურწება და თან იმის ფიქრებშია რას წაატანოს პირი, რომ წვრილშვილი მშიერი არ დაეხოცოს. ამასობაში სოფლის, შარას მიადგა. დაუყვა ორღობეებს, თან აქეთ–იქეთ იყურება ვაი, თუ მოყარაულე ძაღლებმა შენიშნეს, მერე, ნახეთ პაპა მელას შავი დღე. ხედავს გზის პირას ხეებს შორის გრძელი სკამია, მასზე კი კალათაა კოხტად შემოდებული. უყურებს შორიდან თან ფიქრობს,– ვაი თუ სოფლის ბიჭები მახეს მიგებენ და ჩემი გაბითურება უნდათ. ათიოდე ნაბიჯის სიახლოვეზე მიუცუცქდა სკამს, ცხვირი აათამაშა ჰაერი კარგად შეიყნოსა, რაღაც ქათმის სუნი ეცა,– ჯანდაბას ამათი თავი სოფელში ყველგან ქათმისა და იხვის სუნი ტრიალებს. მოდი და გამოიცანი რა ბარაქა აქვს ამ კალათას.გარისკა და კიდევ უფრო მიუახლოვდა, ხედავს კალათა ქათმის კვერცხებითაა გაძეძგილი,–აჰა, შენ და ლხინი აქურობას ეს რა, საჩუქარია ღვთისაგან, თუ ბოროტი ისევ მახეს მიგებს? ბევრი, არც უფიქრია სტაცა პირი და ტყისაკენ მოკურცხლა. მიდის და თან იმას ოცნებობს,– ნეტავი სორომდე მშვიდობიანდ მიმიყვანაო.

ის იყო ტყის, ბილიკს დაადგა რომ გზაზე ვიღაცის ფეხის ხმა მოესმა. მიყუჩდა, მიხვდა გაქცევას აზრი არ ქონდა. მართლაც ორი, ფეხის ნაბიჯზე მშიერი მგელი შენიშნა.
–გამარჯობა პაპა მელა,– უმალ იცნო მშიერმა, მგელმა და მიესალმა.
–გაგიმარჯოს ძმის, გულო ამ დილა ადრიანად საით გაგიწევია?– ზდილობის გულისთვის, ყასიდად დაეკითხა პაპა მელა.
მშიერმა მგელმა პასუხი არ გასცა, მაშინათვე იყნოსა კვერცხების სუნი და კალათას პირი წაატანა.
– ეს რა ოქროს კვერცხები გიშოვნია ამ გაგანია, ზამთარში?–შეეკითხა მგელი.
–ტყუილს არ გეტყვი სოფლის შარაზე მოვდიოდი, წყლის პირას გავჩერდი და იქ წავაწყდი. ხელს გამოვაყოლე, ვიფიქრე ტყეში ძმადნაფიცი შემხვდება და კარგად მოვილხენთო,– თავი მოიკატუნა პაპა მელამ.

მგელსაც ეს, უნდოდა მელია სიტყვაში გამოიჭირა და უმალ წილი მოსთხოვა.
–წილი რას მიქვია ძმობილო დავჯდეთ და ერთად მოვილხინოდ,– მიუგო მელიამ,– ოღონდ შენ აქ დამიცადე მე მარილსა და ერთ ხელადა ღვინოს ჩამოვარბენინებ სახლიდან. უფრო დავნაყრდებით და კარგადაც მოვილხინოდ.
– კარგი მიუგო მგელმა, კალათასთან წამოწვა, თან ტუჩებს ილოკავდა და მომავალ სადილზე ფიქრობდა.

ამასობაში სოფლის, ძაღლებმა კვალი აიღეს და მოპარულ კვრცხებს დაედევნენ. პაპა მელამ იცოდა წინასწარ, რომ მდევარი წუთი წუთზე გამოჩნდებოდა, მარილისა და ღვინის მოტანის ნაცვლად იქვე, ბუჩქებში მიიმალა. მშიერ, მგელს ძაღლების ყეფა მოესმა. ყურიც არ შეიბერტყა იფიქრა, ამ უღრან, ტყეში ვინ რას მომაგნებსო, მაგრამ შეცდა. მდევარმა ძაღლებმა სწორი, კვალი აიღეს და მგელს გამოეკიდნენ. მელიამ კი დრო იხელთა გადმოხტა ბუჩქებიდან, სტაცა პირი მიტოვებულ კალთას და კვერცხები სახლში, ცოლ–შვილთან გააცუნცულა.

20013 წლის 7 აპრილი.


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: