Posted by: burusi | 05/04/2013

ალექსანდრე მჭედლიშვილი – აკალი–ბაკალის ზღაპარი

სერგო ქობულაძე - ვეფხისტყაოსნის ილუსტრაციები

სერგო ქობულაძე – ვეფხისტყაოსნის ილუსტრაციები

ალექსანდრე მჭედლიშვილი – აკალი–ბაკალის ზღაპარი

იყო და არა, იყო, რა იყო ერთი, აკალი–ბაკალი. ერთ, დღეს აკალი–ბაკალი მაყვლის საკრეფად ტყეში წავიდა. გზაზე მგელი შემოხვდა,
– გამარჯობა ძმობილო!
– გაგიმარჯოს – მიუგო მგელმა. საით გაგიწევია? – ჰკითხა მგელმა.
– მაყვლის საკრეფად მივდივარ ტყეში, მიუგო აკალი–ბაკალიმ, – თუ გინდა შენც წამოდი.
– კარგი ძმობილო, უთხრა მგელმა და მანაც მაყვლის საკრეფად მიაშურა.

ის იყო ერთი ვიწრო ხევი გაიარეს, რომ ახლა მათ ციყვი შემოხვდათ. ციყვმაც მგელივით მაყვლის საკრეფად განიზრახა მეგობრებთან ერთად წასვლა. აკალი–ბაკალი და მგელი დათანხმდნენ და ციყვიც თან გაიყოლიეს ტყეში .. ბევრი იარეს, თუ ცოტა მეგობრებს ტყეში შემოაღამდათ. ციყვმა თქვა, – მე აქვე, ხეზე ავძვრები და ფუღუროში გავათენებ ღამესო. მგელმა იქვე, ბუჩქების ძირას მოიკალათა, ფოთლები წაიფარა, რომ ღამით არ შესცივნოდა და ფშვინვა ამოუშვა. დარჩა მარტო აკალი –ბაკალი, საით წასულიყო არ იცოდა. სად, იყო და სად, არა ციცინათელები გამოჩდნენ. მათ, გზააბნეული მეგობარი დაამშვიდეს, გზა გაუნათეს და სახლამდე მიაცილეს.

დილას ციყვმა და მგელმა, რომ გაიღვიძეს აკალი–ბაკალი აღარ დახვდათ. ბევრი ეძებეს, მაგრამ ვერსად, ვერ მიაკვლიეს. შეწუხდნენ, ბევრი ინანეს, თუმცა სინანული გვიანი იყო. მათ, რომ მეგობარი გაჭირვებაში არ მიეტოვებინათ სანანებელიც აღარ ექნებოდათ. ასეა, მეგობარს ჭირშიც და ლხინშიც გვერდში უნდა დაუდგე და არ მიატოვო.

ბიოგრაფიის მაგიერ:
მე, ალექსანდრე მჭელიშვილი დავიბადე 1967 წლის 14 ივნისს თბილისში. ბავშბობაში მიტაცებდა ხატვა, თუმცა ხატვას უფრო, სწორედ ხატწერას მოგვიანებით დაუბრუნდი. ჟურნალისტობას ნამდვილად არ ვაპირებდი, მაგრამ მოხდა ისე, რომ ერთ მშვენიერ დღეს გაზეთის რედაქციაში აღმოვჩნდი, სწორედ ჟურნალისტის ამპლუაში. დრომ, მოიტანა და დავიწყე ჩემი მოგონებების და მოთხრობების წერაც.

თუ გაქვთ სურვილი, რომ დამეხმაროთ ჩემი ჩანაწერების დაბეჭვდაში, შემეხმიანეთ. წინასწარ, გიხდით მადლობას გიხდით.

ჩემი საბანკო კოდია- TBCBGE 22
მიმღები: ალექსანდრე მჭედლიშვილი
ანგარიში- GE 60 TB79 8864 5063 6000 18

თქვენს მეცენატობას აუცილებლად ავღნიშნავ წიგნის პირველ ფურცლებზე. ტელ:593613614


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: