Posted by: burusi | 05/03/2013

ილია ჭავჭავაძე – ოსმალოს საქართველო

ილია ჭავჭავაძე, ალექსანდრე როინაშვილის ფოტო

ილია ჭავჭავაძე, ალექსანდრე როინაშვილის ფოტო

ილია ჭავჭავაძე – ოსმალოს საქართველო

ყოველი ერი თავისი ისტორიით სულდგმულობს. იგია საგანძე, საცა ერი პოულობს თავისი სულის ღონეს, თავისი სულის ბგერას, თვის ზნეობითს და გონებითს აღმატებულებას, თვის ვინაობას, თვის თვისებას. ჩვენის ფიქრით, არც ერთობა ენისა, არც ერთობა სარწმუნოებისა და გავრტომობისა ისე არ შეამსჭვალებს ხოლმე ადამიანს ერთმანეთტან, როგორც ერთობა ისტორიისა. ერი, ერთის ღვაწლის დამდები, ერთს ისტორიულ უღელში ბმული, ერთად მებრძოლი, ერთა და იმავე ჭირსა და ლხინში გამოტარებული – ერთსულობით, ერთგულობით, ძლიერია. თუნდ დროთა ბრუნვას ერი განეყოს, დაერღვიოს, – მაგრამ მაინც რღვეულთა შორის იდუმალი შემსჭვალება, იდუმალი მიმზიდველობა იმოდენად სუფევს, რომ სამყოფია ხოლმე ერთი რაიმე შემთხვევა, რათა იფეთქოს, იჭექოს დაძინებულმა ისტორიამ და ერთსულობამ, ერთგულობამ თვისი ძლიერი ფრთა გაშალოს. ამ დღეში ვართ დღეს ჩვენა და ოსმალეთის საქართველო.

,,ივერიის” წარსულ ნომერში მოხსენიებულს ნაწილებს ოსმალოს საქართველოსას დიდი პატივისცემა და ხელოვანი ღვაწლი მიუძღვის ჩვენი ერის ისტორიაში, დიდი შრომა გაუწევია, დიდი მსხვერპლი მოუტანია, მრავალი სისხლი დაუნთხევია ჩვენთან ერთად საქართველოს ერის თვით-არსებობისთვის. გარდა იმისა, რომ ჩვენ ვართ ერთის სისხლისა და ხორცისანი, ერთისა და იმავე ენით მოლაპარაკენი, ერთი ისტორიაცა გვქონია. ოდეს ბიზანტია, სპარსეთი და ოსმალო ამ ჩვენს მშვენიერს ქვეყანას ეტანებოდნენ და ურთიერთს ეცილებოდნენ, მაშინ ის საქართველოს ნაწილი, რომელიც დღეს ოსმალოს ხელშია, მედგრად იბრძოდა ჩვენის სარწმუნოების, განათლების, ერთ-მთავრობის დადგინებისთვის და მათდა და ჩვენთა სასახელოდ ძლევითაც მოსილ იქმნა.

საკვირველს მედიდურს სანახაობას წარმოადგენს იოგი საქართველოს ოსტორიაში, როდესაც საქართველო დაყოფილ იყო წვრილ სამათვროებად და ერთი ნაწილი სპარსეთის გავლენის ქვეშ იმყოფებოდა, მეორე ჯერ ბიზანტიისა და მერმე ოსმალოს ზემოქმედების ქვეშ, ზემო-ქართლი, რომელსაც ეხლა ოსმალოს საქართველოს ვუწოდებთ, ხან ერთს ნაწილს მიემხრობოდა ხან მეორეს, და თვისის მომხრეობით განაძლიერებდა ქართველებს თვით-არსებობის დასაცველად. მაშინ თითქმის მარტო მას ეჭირა თავისუფალი დროშა ქართველთა ერთობისა.

პირველად ქრისტიანობამ იქ, სამცხე-კლარჯეთში მოიკიდა ფეხი ანდრია მოციქულის მოძღვრებითა, მაშინ როდესაც ქართლ-კახეთში ჯერ კიდევ კერპმსახურება სუფევდა. ქრისტეს აქეთ პირველ საუკუნეში ადრეკი მეფეს (60 წ) უნდოდა კერპ-თავყვანების სარწმუნოება მოეფინა და ამისათვის საშინელი ბრძოლა აუტეხა სამცხე-კლარჯეთს, მაგრამ ყოველი ერი თავისი ისტორიით სულდგმულობს. იგია საგანძე, საცა ერი პოულობს თავისი სულის ღონეს, თავისი სულის ბგერას, თვის ზნეობითს და გონებითს აღმატებულებას, თვის ვინაობას, თვის თვისებას. ჩვენის ფიქრით, არც ერთობა ენისა, არც ერთობა სარწმუნოებისა და გავრტომობისა ისე არ შეამსჭვალებს ხოლმე ადამიანს ერთმანეთტან, როგორც ერთობა ისტორიისა. ერი, ერთის ღვაწლის დამდები, ერთს ისტორიულ უღელში ბმული, ერთად მებრძოლი, ერთა და იმავე ჭირსა და ლხინში გამოტარებული – ერთსულობით, ერთგულობით, ძლიერია. თუნდ დროთა ბრუნვას ერი განეყოს, დაერღვიოს, – მაგრამ მაინც რღვეულთა შორის იდუმალი შემსჭვალება, იდუმალი მიმზიდველობა იმოდენად სუფევს, რომ სამყოფია ხოლმე ერთი რაიმე შემთხვევა, რათა იფეთქოს, იჭექოს დაძინებულმა ისტორიამ და ერთსულობამ, ერთგულობამ თვისი ძლიერი ფრთა გაშალოს. ამ დღეში ვართ დღეს ჩვენა და ოსმალეთის საქართველო.

,,ივერიის” წარსულ ნომერში მოხსენიებულს ნაწილებს ოსმალოს საქართველოსას დიდი პატივისცემა და ხელოვანი ღვაწლი მიუძღვის ჩვენი ერის ისტორიაში, დიდი შრომა გაუწევია, დიდი მსხვერპლი მოუტანია, მრავალი სისხლი დაუნთხევია ჩვენთან ერთად საქართველოს ერის თვით-არსებობისთვის. გარდა იმისა, რომ ჩვენ ვართ ერთის სისხლისა და ხორცისანი, ერთისა და იმავე ენით მოლაპარაკენი, ერთი ისტორიაცა გვქონია. ოდეს ბიზანტია, სპარსეთი და ოსმალო ამ ჩვენს მშვენიერს ქვეყანას ეტანებოდნენ და ურთიერთს ეცილებოდნენ, მაშინ ის საქართველოს ნაწილი, რომელიც დღეს ოსმალოს ხელშია, მედგრად იბრძოდა ჩვენის სარწმუნოების, განათლების, ერთ-მთავრობის დადგინებისთვის და მათდა და ჩვენთა სასახელოდ ძლევითაც მოსილ იქმნა.

საკვირველს მედიდურს სანახაობას წარმოადგენს იოგი საქართველოს ოსტორიაში, როდესაც საქართველო დაყოფილ იყო წვრილ სამათვროებად და ერთი ნაწილი სპარსეთის გავლენის ქვეშ იმყოფებოდა, მეორე ჯერ ბიზანტიისა და მერმე ოსმალოს ზემოქმედების ქვეშ, ზემო-ქართლი, რომელსაც ეხლა ოსმალოს საქართველოს ვუწოდებთ, ხან ერთს ნაწილს მიემხრობოდა ხან მეორეს, და თვისის მომხრეობით განაძლიერებდა ქართველებს თვით-არსებობის დასაცველად. მაშინ თითქმის მარტო მას ეჭირა თავისუფალი დროშა ქართველთა ერთობისა.

პირველად ქრისტიანობამ იქ, სამცხე-კლარჯეთში მოიკიდა ფეხი ანდრია მოციქულის მოძღვრებითა, მაშინ როდესაც ქართლ-კახეთში ჯერ კიდევ კერპმსახურება სუფევდა. ქრისტეს აქეთ პირველ საუკუნეში ადრეკი მეფეს (60 წ) უნდოდა კერპ-თავყვანების სარწმუნოება მოეფინა და ამისათვის საშინელი ბრძოლა აუტეხა სამცხე-კლარჯეთს, მაგრამ სამცხე-კლარჯეთში ქრისტიანობა არამც თუ მოისპო, პირიქით უფრო გავრცელდა და დამკვიდრდა ჯერ ისევ წმინდა ნინოს მოსვლამდე.

როდესაც ბიზანტიის და სპარსეთის შუა ატყდა შესანიშნავი ბრძოლა ,,ლაზიკის” თაობაზედ, მაშინ ეხლანდელი ოსმალოს საქართველო დიდ საისტორიო ასპარეზად შეიქმნა მათთა შორის. სპარსეთი ძლეულ იქმნა და იგი ნაწილი საქართველოსი დარჩა ბიზანტიის უფლების ქვეშ. შემდეგ ქართ-კახეთთან შეერთების სურვილმა აღმოიჩინა თავი, მაგრამ ბიზანტიამ დაუშალა და მისცა მხოლოდ უფლება ქართველი კათალიკოზი იყოლიონ. ,,რათა დასხდებოდენ კათალიკოზად ნათესავნი ქართველნი და არა ბერძენნი, და აქვნდეს უაღრესობა ყოველთა ეკლესიათა და მღვდელ-მთავართა ზედა”. ეს მოხდა 586 წ. ქრისტ. შობიდან. ამგვარად მთელის საქართველოს ერთობის წადილს ცოტად თუ ბევრად კმაყოფილება მიეცა, სულიერად მაინც, თუ არ ხორციელად. მეექვსე საუკუნის დასასრულს კლარჯეთის და ჯავახეთის მთავარი გურამ კურაპალატი, ბაგრატიონის გვარის კაცი, ბიზანტიის შემწეობით შეიქმნა მეფედ ქართლ-კახეტისაცა და ამგვარად დიდი ნაწილი საქართველოსი შეერთდა საქართველოსვე ეხლანდელის ოსმალოს საქართველოს შემწეობითა. თუმცა ამის შემდეგ ისევ დაირღვა საქართველო ნაწილებად, მაგრამ არტანუჯის ბაგრატიონთა გვარი გაძიერდა და ამას მოჰყვა მთელის საქართველოსათვის ნაყოფიერი და საკეთილო შედეგი.

როდესაც არაბები საქართველოში შემოვიდნენ და მაჰმადიანობის გავრცელებას ცდილობდნენ, ეხლანდელი ოსმალეთის საქართველო ქრისტიანობისთვის იღვწოდა ბაგრატიონების მეთაურობითა და წინამძღოლობითა. ეხლაც დარჩენილა მრავალი დიდ-შვენიერნი, თლილის ქვით ამოყვანილი და მხატვრობით შემკული ეკლესიები, იმ დროს აღშენებული იმავე დროს სამცხე-კლარჯეთის ქართველნი მიდიოდნენ საბერძნეთს სწავლის მისაღებად, ნასწავლნი მოდიოდნენ უკანვე და ჰფენდნენ სწავლასა და საქართველოს ხალხთა შორის. იმ დროს, როდესაც ტიფლისსა და გარშემო ადგილებში მაჰმადიონიბის გავრცელებას მეცადინეობდნენ თავისი არაბულის წიგნების შუამავლობითა, სამცხე-კლარჯეთის ქართველნი საღმრთო და საერო წიგნებს ქრისტიანობისას ჰსთარგმნიდნენ და ქრისტეანობის განმტკიცებისთვის აწესებდნენ მონასტრებსა, რომლებშიაც ყმაწვილებისათვის სასწავლებელთ მართავდნენ.

უწარჩინებულესნი მამანი, საღმრთო-საერო თხზულებათა მწერალნი ჩვენი, ეხლანდელის ოსამლოს საქართველოს შვილნი და მცხოვრებნი იყვნენ. ჩვენი სასიქადულო ,,ვეფხის-ტყაოსნის” მთქმელი შოთა რუსთაველი იმ მხრის კაცი იყო. რუსთავის დაბა, რომელსაც თავის სამშობლოდ იხსენიებს რუსთაველი, სამცხე-საათაბაგოშია. ჩვენი ყოფილი ცხოვრება იქ აღყვავებულა, ჩვენს სიცოცხლეს აქ უჩქეფნია, ჩვენის სულის ძლიერებას იქ აღუმართავს თვისი სახელმგანთქმული დროშა, თითქმის იგია ჩვენის სულის აღმატებულების აკვანი და იგივეა სამარეც ჩვენი ყოფილის ადამიანობისა. სწავლა, განათლება, მამულისათვის თავგამეტებული სიყვარული თითქმის იქიდამ ეფინებოდა ჩვენს ქვეყანას ერთს დროს.

ბოლოს ბაგრატიონთა გვარის კაცი მეფე ბაგრატ III გაძლიერდა იმოდენად, რომ 1014 წ. შეაერთა სრულიად საქართველო და ჩვენი ქვეყანა შეიქმნა ძლიერ და სახელოვან. ეხლანდელმა ოსმალოს საქართველომ იმ შეერთებისათვის დიდი ღვაწლი დასდო ჩვენს ქვეყანას, დიდი სისხლი დაანთხია, დიდი ქველობა გასწია.

თამარ მეფის შემდეგ, ე.ი. ჟამს, როდესაც ჩვენი ქვეყნის ერთობა დაირღვა, ეხლანდელს ოსმალოს საქართველოში მფლობელობდა სამცხის ათაბაგი, რომელიც ახლციხეში მკვიდრობდა და იგი ადგილი წოდებული იყო სამცხე საათაბაგოდ. ბიზანტიის იმპერიის დაპყრობის შემდეგ ოსმალებმა მრავალი ჭირი მიაყენეს სამცხე-საათაბაგოსა, რომლის დაპყრობასაც ძლიერ ეტანებოდნენ და ამისთვის ქრისტიანობის აღმოფხვრა უნდოდათ. მაგრამ 1625 წლამდე სამცხე-საათაბაგოს მთავრებს მტკიცედ ეპყრათ ქრისტიანობა და ყოველთვის თავ-გაწირულობით, თავ-დადებით ებრძოდნენ ოსმალოთა, ასე რომ ოსმალებმა ვერ დააკლეს რა ვერც სარწმუნოებასა, ვერც ქართველობის გვარტომობასა, თუმცა მრავალი მსხვერპლი კი შეაწირვინეს 1625 წ. ბექამ მოწამლა თავისი ძმისწული, უკანასკნელი ათაბაგი მანუჩარ, გადაუდგა ქრისტიანობას, ქართველობას, მიიღო ორ-თუღიანი ფაშობა ოსმალეთისგან სამცხე-საათაბაგოში და სახელად დაირქვა საფარ-ფაშა. ამის გამო ბევრნი თავადაზნაურნი და გლეხნი გადმოიხვეწნენ ქართლს, ზოგიერთებს იქ დარჩენილთა მიაღებინეს მაჰმადიანობა, ზოგს ძალდატანებით, ზოგს მოტყუებით და მაცდურობით; სამღვდელონი და ეპისკოპისზნი მოსწყვიტეს, საყდრები დასძარცვეს, და ყოველი საღმრთო-საერო წიგნები ცეცხლს მისცეს. ჩვენი მოძმე ქრისტიანი ხალხი დარჩა უწინამძღვროდ, უმოძღვროდ, უეკლესიოდ და სასოწარკვეთილი, მწარედ დაჩაგრული, უწყალოდ დევნილი და განადგურებული, ნელ-ნელად მიეცა მაჰმადიანობასა.

დღესაც იციან იქაურმა ქართველებმა, რომ ზოგის დედა, მამა, პაპა ჯერ კიდევ მათს ხსოვნაში ქრისტიანები ყოფილან, ამბობენ, რომ იქ ზოგიერთი დღესაც იდუმალად აღიარებს ქრისტიანებასაო, რომ დღესაც ათისა თუ თერთმეტის წლის ყმაწვილები საჩვენოში გადმოჰყავთ მოსანათლავად, ზოგი ჩვენებურად ჯვარსაც იწერს, ოსმალების იდუმალად თურმე.

ეგრეთ, – მთავრობამ, მუხთლობამ, ღალატმა, შავით მოსილმა საქართველოს ბედმა განგვაშორა ჩვენ ძმები – ერთად სისხლის მღვრელნი, ერთად ღვაწლის დამდებნი, ერთად ტანჯულნი და ერთად მოლხინენი. დიდმა ღვაწლმა ბაგრატ მესამისამ, დავით აღმაშენებლისამ, თამარ დედოფლისამ, უქმად ჩაუარა ამოდენად ტანჯულს, ბედისაგან დევნულს, ერთობისათვის და ქრისტიანობისათვის სისხლ-დათხეულსა საქართველოსა. სარწმუნოების სხვა-და-სხვაობა ჩვენ არ გვაშინებს, ქართველმა, თავისის სარწმუნოებისათვის ჯვარ-ცმულმა, იცის პატივი სხვის სარწმუნოებისაც. ამიტომაც ჩვენს ისტორიაში არ არის მაგალითი, რომ ქართველს სურვებიყოს ოდესმე სხვისა სარწმუნოების დაჩაგვრა და დევნა. სომეხნი, ებრაელნი, თვით მაჰმადიანნიცა, ჩვენს შორის მცხოვრებნი, ამაში ჩვენ ვერაფერს ვერ წაგვაყვედრებენ. სხვა ქვეყანაში სარწმუნოებისათვის დევნილნი და ჩაგრულნი – აქ ჩვენში ჰპოულობდენენ მშვიდობის-მყოფელს სავანესა და – სინიდისის თავისუფლებასა. არ გვაშინებს მეთქი ჩვენ ის გარემოება, რომ ჩვენ ძმებს ოსმალოს საქართველოში მცხოვრებთა, დღეს მაჰმადიანის სარწმუნოება უჭირავთ, ოღონდ მოვიდეს კვლავ ის ბედნიერი დღე, რომ ჩვენ ერთმანეთს კიდევ შევუერთდეთ, ერთმანეთი ვიძმოთ, ქართველი, ჩვენდა სასიქადულოდ, კვლავ დაუმტკიცებს ქვეყანასა, რომ იგი არ ერჩის ადამიანის სინიდისს, და დიდი ხნის განშორებულს ძმას ძმურადვე შეითვისებს, თვის პატიოსანს და ლმობიერს გულზედ ძმას ძმურადვე მიიყრდენს თვალში სიხარულის ცრემლ-მორეული ქართველი. და თუ ამისათვის საჭიროა, რომ სიხარულის ცრემლის უწინარეს ჯერ ჩვენი სისხლი დაიღვაროს, ნუთუ ქართველი უკუ-დრკება და თავს არ შესწირავს მას, რისთვისაც ორი ათასი წელიწადი თავი უწირავთ ჩვენთა დიდებულთა მამ-პაპათა…

„ივერია“. 1877. №9. გვ.1-3.
ილია ჭავჭავაძე


Responses

  1. წმინდა ილია წერდა სიმართლე: საქართველო ყოველთვის იყო ქვეყნის აბსოლუტური შემწყნარებლობა და არასდროს არავის დაჩაგრავს – არც მუსულმანები და არც სომხები. და ნათელი ქრისტიანობა ყოველთვის დაწვეს ნათელი, სამცხე-ჯავახეთის, მიუხედავად იმისა, რომ 300-ზე მეტი წლის განმავლობაში თურქეთის ზეწოლა.


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: