Posted by: burusi | 25/02/2013

ალექსანდრე მჭედლიშვილი – მეზობელი არტილერისტები

აგვისტოს ომი

ალექსანდრე მჭედლიშვილი – მეზობელი არტილერისტები

ქართველები დამხვდური მეომრები ვიყავით, ბრძოლაში მოხერხებულობა და სწრაფი გადაწყვეტილებების მიღება გვჩვევოდა. ქართული ხალხური ზღაბრებიც ხომ ამ მოხერხებულობაზე მოგვითხრობენ. სიმარჯვემ, სიყოჩაღემ ჭკუითა და გონებით ბევრჯერ გადაარჩინა ქართული ლაშქარი. სწორედ, ასეთი მოხერხებულობა გამოიჩინეს აგვისტოს ომში არტილერისტებმაც. ქართული საარტილერიო შენაერთები იერიშის, შემდეგ ადგილს მალევე ტოვებდნენ, და ახალ პოზიციებეზე გადადიოდნენ. ამგვარი ტაქტიკით, ბრძოლამ გაამართლა და მტერი მნიშვნელოვნად დააზარალა.
ჩვენს, არსენალში ათეულობით, ძლიერი საარტილერიო თვითმავალი ქვემეხი შედიოდა. მათ, მხარდამხარ ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვას რიგიანად, რომ ემუშავა გამარჯვების შანსები, მეტი გვექნებოდა. მტერი ვერ, შეძლებდა კონტრიერიშზე სწრაფად გადმოსვლას. ჩვენი ჯარები კი, შეძლებდნენ მეტი ორგანიზებულობით, უკან დახევას და პოზიციების გამაგრებას.

საარტილერიო ქვემეხის შემადგენლობაში, უფროსი ოფიცერი და რამოდენიმე ჯარისკაცი ირიცხებოდა. ახალგაზრდა ოფიცერს სამხედრო აკადემია ახალი, დამთავრებული ჰქონდა. ბრძოლის ველზე, ცხინვალის მისადგომებთან იგი პირველად მოხვდა.მან ჯარისკაცებს დავალებები მისცა, თვითონ კი რუქაზე კოორდინატების გამოთვლას შეუდგა. ძველ, საშტაბო რუქაზე ზედმიწევნით იყო ნაჩვენები ადგილობრივი გზები და ბილიკები, ყველა კუთხე–კუნჭული, სადაც მოწინააღმდეგე შეძლებდა გადაადგილებას.
ახალგაზრდა ოფიცერმა კარგად დაათვალიერა ყველაფერი, შემდეგ მოძებნა ის ადგილი, სადაც მისი საარტილერიო ქვემეხი იმყოფებოდა. რუქას დააკვირდა, ხედავს, სადაც მისი ქვემეხი დგას ჭაობის აღმნიშვნელი ნიშნებია დატანილი. მიმოიხედა, ირგვლივ ჭაობი არ ჩანს.
–ვეფხია მოდი, აქ – დაუძახა მან ჯარისკაცს – დროზე მოამზადეთ ქვემეხი ბრძოლისათვის.
ჯარისკაცები დაიბნენ, ვერ მიხვდნენ თუ, რატომ მიიღო მეთაურმა ასეთი, ნაჩქარევი გადაწყვეტილება. ახალგაზრდა ოფიცერი რუქას აკვირდებოდა, თან ბინოკლით მიმდებარე ტერიტორიას ათვალიერებდა. ყველაფერი, კიდევ ერთხელ გამოთვალა, მდგომარეობა კარგად აწონ–დაწონა და ქვემეხი ზალპური ცეცხლისთვის მოამზადა. მანამდე,ერთი ჯარისკაციც გაგზავნა დაზვერვაში.
არტილერისტები ამუშავდნენ, სწრაფად მოქმედებდნენ და ქვემეხს ამოსუნთქვის საშუალებას არ აძლევდნენ.
–ბატონო, მეთაურო ვიდრე მტერი გამოჩნდება, ჩვენ ალბათ პოზიციას შევიცვლით.
ოფიცერმა უარის ნიშნად, ხელი გააქნია. როგორც ჩანს, ახალგაზრდა ლეიტენანტმა, მართლაც გათვალა საბრძოლო ტაქტიკა. მან, თავის ქვემეხს, ისეთი ადგილმდებარეობა შეურჩია, რომელიც რუქაზე ჭაობის ნიშნებით იყო აღნიშნული. ქართველი და რუსი ოფიცრები, კი ერთნაირი საბრძოლო რუქებით ხელმძღვანელობდნენ, რომელიც საბჭოთა კავშირიდან მემკვიდრეობით მიიღეს. მოწინააღმდეგე მხარეს, ვერც წარმოედგინა, რომ სტალინის დროინდელ, ძველ რუქაზე, ჭაობის ადგილას, სიმშრალე იქნებოდა, ხოლო ქართველი არტილერისტები დროებით დისლოკაციის ადგილს, სწორედ იქ შეარჩევდნენ.
ახალგაზრდა ოფიცერმა, მთელი დღის განმავლობაში ქვემეხი არ გააჩერა და მოწინააღმდეგეს დიდი ზარალი მიაყენა. ჰაერში დრო და დრო ჩნდებოდნენ მტრის ვერტმფრენები. ისინი მოწინააღმდეგეებს ეძებდნენ, ზვერავდნენ, მაგრამ უშედეგოდ. ქართველებს საარტილერიო ქვემეხი საგულდაგულოდ ჰქონდათ შენიღბული. საღამოს, როცა ყველაფერი მიწყნარდა, მებრძოლებმა ზარბაზნის ლულა დაუშვეს და იქაურობა უჩუმრად დატოვეს.


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: