Posted by: burusi | 23/01/2013

შორენა კორტავა – ღია საზოგადოება და მის წინაშე მდგარი საფრთხეები (ჯორჯ სოროსი)

George Soros

George Soros

ჯორჯ სოროსმა განიცადა კარლ პოპერის ,,ღია საზოგადოების კონცეფციის” დიდი ზეგავლენა, რამაც ფაქტიურად განსაზღვრა მისი მოღვაწეობის მთელი ხასიათი. სოროსმა მიზნად დაისახა პოპერისეული ,,ღია ხაზოგადოება” წმინდა თეორიიდან პრაქტიკაში დაემკვიდრებინა და ექცია სასურველ რეალობად, რისთვისაც წლების განმავლობაში მუხლჩაუხრელი მუშაობადა და მთელ რიგ ქვეყანებში ქმნიდა ,,ღია საზოგადოების“ საკმაოდ ქმედით და გავლენიან ქსელებს, ცდილობდა ებრძოლა ,,ღია საზოგადოების მტრების” წინააღმდეგ, ანუ ამოეძირკვა დოგმატური აზროვნება, ავტორიტარიზმი, არაჯანსაღი კონკურენცია, პიროვნებათა უფლებების ნიველირების შემთხვევები და ა.შ…. იგი წლების მანძილზე დიდძალ კაპიტალს ხარჯავდა სხვადასხვა ქვეყნებში დემოკრატიის მხარდასაჭერად და მრუდე პოლიტიკის ამოძირკვას ცდილობდა კულტურის და ეკონონიკის სისტემებიდან შეტევით…

ჯორჯ სოროსი ცნობილია არა მხოლოდ როგორც პრაქტიკოსი; მან რამოდენიმე საკმაოდ საინტერესო ნაშრომი შექმნა, რაც თავისებურად პოპერის და ბერგსონის ,,ღია სასოგადოებების” თეორითა გაგრძელებას წარმოდგენს. მაგალითად წიგნები: ,,საბჭოთა სისტემა ღია საზოგადოებისაკენ”, ,,ღია საზოგადოება არეფორმირებს გლობალურ კაპიტალიზმს”. თავდაპირველად სოროსთან, ისევ როგორც პოპერთან, სახეზე იყო ორი მარტივი დიხოტომია რეალობის გასაზომად: ღია საზოგდოება – დახურული საზოგადოება. ღია საზოგადოებისათვის უმთავრეს საშიშროებად აღიქმებოდა გაბატონებული იდეოლოგია, რაც, როგორც წესი, კოლექტივს წირავდა მსხვერპლად ინდივიდთა ძირითად თავისუფლებებს. მაგრამ თანამედროვე საზოგადოებაში მიმდინარე ცვლილებებმა გვიჩვენა, რომ კომუნიზმმა და სოციალიზმმა უკვე დიდი ხანია მოახდინეს საკუთარი თავის დისკრედიტაცია, ,,საფრთხეებიც~ ღია საზოგადოებისათვის შესაბამისად გარკვეულწილად ტრანსფორმირდა და უკვე არა გაბატონებული ღირებულებები, არამედ ღირებულებათა სისტემის არარსებობა და ბაზრის მიერ საზოგადოების ერთგვარი უზურპაცია იქცა საზოგადოების ღიაობისთვის საფრთხედ. ეს საკმაოდ აქტუალური პრობლემაა და მის გაცნობიერებას სოროსი დიდი ყურდღებით ეკიდება, სწორედ ამ პრობლემის გამოკვეთა და მისი გადაჭრის გზების ძიებაა მისი ნაშრომის ,,ღია საზოგადოება არეფორმირებს გლობალურ კაპიტალიზმს” ძირითადი ამოცანა, რომელსაც შევეცდები და დაწვრილებით განვიხილავ ამ თავში… საზოგადოებრივი ცვლილებების ფონზე ასევე გამოიკვეთა მესამე შენაწევრება ღია და დახურულ საზოგადოებათა გვერდით, ესაა ქაოსის, ანუ რევოლუციური საზოგადოება, რომლისთვისაც მახასიათებელია დინამიური უწონასწორობა. თუ როგორ ესმის სოროსს ,,დინამიური უწონასწორობა” და ,,ქაოსის საზოგადოება” საერთოდ, ამასაც გამოვარკვევთ ქვემოთ თხრობის პროცესში…

საერთოდ ტერმინი ,,ღია საზოგადოება~ პირველად გამოიყენა 1932 წელს ანრი ბერგსონმა წიგნში ,,რელიგიის და მორალის ორი წყარო~ ამ თეორიის თანახმად, ეთიკის ერთ წყაროს წარმოადგენენ გვაროვნული ტრადიციები, მაშინ, როცა მეორეს გააჩნია უნივერსალური ხასიათი. პირველი კვებავს დახურულ საზოგადოებას, მეორე ღიას. შემდგომ ეს წარმოდგენები განვითარებულ იქნა კარლ პოპერის მიერ წიგნში ,,ღია საზოგადოება და მისმი მტრები~, სადაც იგი ამტკიცებდა, რომ ღია საზოგადოებას შეიძლება ემუქრებოდნენ უნივერსალური იდეოლოგიები, რომლებიც პრეტენდირებენ უმაღლესი ინსტანციის ჭეშმარიტების ფლობაზე. პოპერმა მოიყვანა ღია საზოგადოების კონცეფციის ქვეშ ეპისტემოლოგიური დაფუძნება, რომლის აზრიც მდგომარეობს ჩვენი მსოფლაღქმის იმანენტურ არასრულყოფილებაში. იდეოლოგიები, რომელიც პრეტენდირებენ უმაღლესი ჭეშმარიტების ფლობაზე, წარმოადგენენ საშიშროებას ღია საზოგადოებისათვის, რადგანაც მათი წარმოდგენები სამყაროს შესახებ თავსმოხვეულნი შეიძლება იყონ მხოლოდ ძალით (იძულებით)…

ბერგსონის იდეა სასარგებლოა ეთნიკური კონფლიქტების ბუნების გასაგებად, ისეთებისა, მაგალითად, როგორიც იყო იუგოსლავიაში, პოპერის იდეები იმ საკითხთა გასაგებად, რომელნიც მომდინარეობენ ტოტალიტარისტული რეჟიმებიდან, რომლებიც არსებობდნენ ნაცისტურ გერმანიში ან საბჭოთა კავშირში. მეორე მსოფლიო ომის შემდგომ პერიოდში ღია საზოგადოების კონცეფციის აზრი იყო ცხადი დახურულ საზოგადოებებთან კონტრასტით, რომელნიც დაფუძნებულნი იყვნენ ტოტალიტარულ იდელოგიებზე, ისეთებზე, როგორიცაა ფაშიზმი და კომუნიზმი. მაგრამ ეს კონტრასტი, საზოგადოების ორ ტიპს შორის, შენარჩუნდა საბჭოთა იმპერიის კრახამდე, 1989 წლამდე. მაგრამ მას მერე სიტუაცია შეიცვალა. კომუნიზმის კრახმა ვერ მოგვიყვანა ავტომატურად ღია საზოგადოების აღმოცენამდე. მარტივი დიხოტომია: ,,ღია საზოგადოება – დახურული საზოგადოება~ უკვე აღარაა გამოყენებადი. დღეს საშიშროება ღია საზოგადოებისათვის მომდინარეობს იქედან, საიდანაც ამას არ მოელოდნენ: პირადი ინტერესების დაკმაყოფილების მოუთოკავი სწრაფვიდან. ადრე თუ გვეგონა, რომ ძირითადი წინაღობა ღია საზოგადოების შენების გზაზე _ ესაა უმაღლესი ავტორიტეტის არსებობა, რადაც თავს აცხადებდა რეპრესიული რეჟიმი ან იდეოლოგია, რომელიც პრეტენდირებდა აბსოლუტური ჭეშმარიტების ფლობაზე და ცდილობდა თავისი თავის დამკვიდრებას ძალისმიერი საშუალებებით. ამასთან იდეოლოგია, რომელზედაც ჩვენ ვსაუბრობთ, შეიძლება თავისი ბუნებით იყოს რელიგიურიც და ელიტურიც. მაგრამ დრომ გვიჩვენა, რომ ძალაუფლებრივი ავტორიტეტის და სოციალური ერთიანობის არარსებობა თანაბრადვე საშიშია საზოგადოების სიჯანსაღისათვის. საბჭოთა კავშირის ჩამოშლამ აჩვენა, რომ სუსტი სახელმწიფო არანაკლებ საშიშროებას წარმოადგენს თვისით თავისუფლებისათვის.

როგორი ვითარება გვაქვს დღეს? უნდა შევნიშნოთ, რომ კაპიტალიზმი და დემოკრატია სულაც არ მიაბიჯებენ ფეხდაფეხ. მაგრამ მათ შორის არსებობს განსაზღრული კავშირი: ცხოვრების დონის ამაღლება და საშუალო კლასის ფორმირება წარმოადგენენ თვისით ფაქტორებს, რომელნიც, რაღაც ზომით, ასტიმულირებენ დემოკრატიისა და თავისუფლებისადმი მისწრაფებას, ასევე პოლიტიკურ სტაბილურობას! მაგრმ ეს კავშირი სულაც არაა ავტონომიური. არც თუ იშვიათად საქმოსნური წრეები, როგორც ნაციონალური ასევე საერთაშორისონი, უწევენ მორალურ და მატერიალურ მხრდაჭერას რეპრესიულ რეჟიმებს, რომელნიც თავიანთი მოკუმშული ხელიდან ნებაყოფლობით არასოდეს არ უშვებენ ძალაუფლებას! ეს შეინიშნება მრავალ ქვეყანაში, განსაკუთრებით იქ, სადაც ფსონი დაიდება ბუნებრივ რესურსებზე, ისეთებზე, როგორიცაა ნავთობი ან ალმასები. შესაძლოა, ყველაზე დიდი საშიშროება თავისუფლებისა და დემოკრატიისათვის დღევანდელ სამყაროში მომდინარეობდეს სახელმწიფოს და ბიზნესის მრუდე კავშირიდან.

ინარჩუნებს რა ყველა გარეგნულ ატრიბუტს დემოკრატიული პროცესისა, სახელმწიფოს ძალაუფლება მოქმედებს ცალკეულ პირთა ინტერესებში. დემოკრატიული საზოგადოებანი ნაკლებად ინტერესდებიან სხვა ქვეყნებში არსებული შიდაპოლიტიკური სიტუაციებით: მათ, როგორც წესი, სხვა პრიორიტეტები აქვთ. თუმცაღა ხალხი, რომელიც ცხოვრობს რეპრესიულ რეჟიმის პირობებში, საჭიროებს დახმარებას გარედან და არცთუ იშვიათად ასეთი დახმარება აღმოჩნდება მხსნელი ადამიანებისათვის. როცა სახელმწიფოები ხელყოფენ უფრო სუსტი, ვთქვათ მეზობელი სახელმწიფოების სუვერენიტეტს და ცდილობენ იქ რეპრესიული რეჟიმების დამყარებას, გარედან ჩარევა და საერთაშორისო ორგანიზაციათა აქტიური რეაგირება სასიცოცხლო მნიშვნელობისაა!!!

კაპიტალიზმმა წარმატებულად იმუშავა მატერიალური დოვლათის შექმნის საქმეში, მაგრამ არ უნდა გავმარტივდეთ, თავისთავად ეს დოვლათი არ უზრუნველყოფს ჩვენს თავისუფლებას, დემოკრატიას, კანონის ზეიმს. მოგება, ესაა ნებისმიერი ბიზნესმენის მოტივაცია. ბიზნესი არ ისახავს თავის მიზნად ზოგადსაკაცობრიო ღირებულებათა დაცვას. ბიზნესმენთა უმეტესობა წესიერი მოქალაქეებია, მაგრამ ეს არ ცვლის იმ ფაქტს, რომ ბიზნესის მიზანია პირადი გამდიდრება და არა საზოგადოებრივი სიკეთე.

გლობალიზაცია გთავაზობს ინდივიდუალური თავისუფლების ისეთ ხარისხს, რომელსაც სახელმწიფო, ხშირად თავისი ძალაუფლების ბოროტად მოსარგებლე ვერ შემოგთავაზებს! მაგრამ მედალს მეორე მხარეც აქვს: უნარიანობა სახელმწიფოსი, აღასრულოს განსაზღრული ფუნქციები, ფუნქციები, რომელთა აღსრულებასაც მისგან მოელიან _ მოქალაქეების დაცვა. ამაზე შეიძლება აღარც გვედარდა თავისუფალ ბაზარს რომ მართლაც შეეძლოს ადამიანთა ყველა მოთხოვნილების დაკმაყოფილება. მაგრამ საქმე იმაშია, რომ ამ მხრივ ბაზარი უუნაროა. განსხვავებით ჩვენი კოლექტიური მოთხოვნილებისა, ისეთებისა, როგორიცაა მშვიდობა და უსაფთრხოება, კანონი და წესრიგი, ადამიანთა უფლებები, გარემოს დაცვა და სოციალური სამართლიანობა, საბაზრო ღირებულებები განასახიერებენ არა საერთო ინტერესებს, არამედ მხოლოდ იმას, რასაც ერთი ინდივიდი თანახმაა უხდიდეს მეორეს თავისუფალი გაცვლის პროცესში! აქედან დასკვნა: მხოლოდ საზოგადოებრივი და პოლიტიკური ინსტიტუტები არიან უნარის მქონე, დაიცვან საზოგადოებრივი ღირებულებები, დაე თუნდაც ეს ინსტიტუტები მუშაობდნენ ნაკლებად ეფექტურად, ვიდრე საბაზრონი!

საერთაშორისო ორგანიზაციებს შეუძლიათ ფუნქციონირება უფრო ეფექტურად, მაგრამ მხოლოდ იმ პირობით, რომ მათ მხარს დაუჭერს სამოქალაქო საზაგადოება. მნიშვნელოვანია ეს და სწორია, რომ სახელმწიფოს არ გააჩნია პრინციპები, მაგრამ დემოკრატიული სახელმწიფოები რეაგირებენ მოქლაქეთა მოთხოვნებზე, და თუკი მოქალაქეებს გააჩნიათ პრინციპები, ისინი უნარის მქონენი არიან, აიძულონ თავიანთი მთავრობები მისდიონ მათ (ანუ ამ პრინციპებს). აი რატომაა საჭირო, რომ დემოკრატიულმა სახელმწიფოებმა ჩამოაყალიბონ ალიანსი. ხოლო სამოქალაქო საზოგადოებას თავისუფლად შეუძლია თავიანთი მთვრობების მხრიდან ამ პრინციპებისათვის ერთგულების შენახვის გარანტირება. მსგავს ალიანსს შეიძლება ჰქონდეს ორი მიზანი:

I – საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ინსტიტუტების გამყრება,
II – ცალკეულ სახელმწიფოებში დემოკრატიის გამყარება.

ცხადია ისინი ურთიერთკავშირში იმყოფებიან. საერთაშორისო ინსტიტუტები დემოკრატიის გავრცელებით უნდა იყვნენ დაკავშირებულნი. არცერთ სახელმწიფოს არ შეიძლება მიენდოს საფუძველმდებელი პრინციპების დაცვა. ყოველთვის როცა აღმოცენდება კონფლიქტი მათსა და პირად ინტერესებს შორის, უკანასკნელნი აღმოჩნდებიან უცილობლად ძლიერნი.

ვაფორმირებთ რა ღია საზოგადოებას, ჩვენ მკვეთრად ვამცირებთ ალბათობას კრიზისთა აღმოცენებისა, რომელნიც მოითხოვენ გადაჭრას გარეგანი ჩარევით და თუკი შეუძლებელია ძალის გამოყენებით ჩარევის თავიდან აცილება, ამის გამართლება უფრო იოლია, თუკი მას წინუსწრებდა კონსტრუქციული მოღვაწეობა ქვეყნის შიგნით. თუკი გადავალთ კერძოდან ზოგადისაკენ, ჩვენ მომხრე უნდა ვიყოთ განვითარებული დემოკრატიული მოქმედებებისა, რომელნიც მიმართულნი იქნებიან მსოფლოის ნაკლებად განვითარებულ ქვეყნებში დემოკრატიის დაფუძნებაზე. ასეთი მოღვაწეობა უნდა ატარებდეს ფორმას მეცნიერულ-ტექნიკური თანადგომისა და ეკონომიკური სტიმულირებისა. ეკონომიკის და პოლიტიკის გამიჯნვა შეუძლებელია.

ზემოხსენებული პოლიტიკური ალიანსის წევრები უნდა გახდნენ ამერიკის შეერთებული შტატები, ევრო-კავშირი და უმრავლესობა დემოკრატიული ქვეყნებისა კაპიტალისტური სისტემის პერიფერიებიდან. მათ გარეშე ის იქცევა ბატონობისა და ექსპლუატაციის იარაღად.

ყველა ის საკითხი, რომელსაც შევეხეთ ზემოთ, ხვდება ჯორჯ სოროსის ყურადღების ცენტრში და სწორედ მათ განხილვას და მათთან დაკავშირებული პრობლემატიკის გადაჭრას უძღვნის იგი თავის ნაშრომა ,,ღიაა საზოგადოება არეფორმირებს გლობალურ კაპიტალიზმს”.

სოროსი წიგნის შესავალში ხაზს გაუსვამს პირადად მისთვის ამ ნაშრომის მნიშვნელობას: ,,პირად პლანში ეს წიგნი მთელი ჩემი ცხოვრების წიგნია. მე ის სტუდენტობის წლებში დავიწყე და დღემდე არ დამისრულებია. და არც ვაპირებ შევეშვა. მრავალი იდეა, წიგნში სახეზე მყოფი, ჩემს მიერ უკვე გადმოიცა, მაგრამ ყოველ ჯერზე მეჩვენება, რომ მათი ფორმულირება უკეთ შეიძლება… მე განვიცდი კვლავ აუცილებლობას, ისევ და ისევ მოვიყვანო იგივე არგუმენტები, რომელნიც მომყავდა წინამდებარე წიგნებში, ვინაიდან მე მეჩვენება, რომ ვერ შევძელი სრულიად ცხადად გამომეხატა მათში ჩემი იდეები’’ 28 ( Сорос Дж. 2001: 28)… ,,ხშირად მე ვტოვებდი ტექსტს უცვლელად მხოლოდ იმიტომ, რომ არ შემეძლო მისი გაუმჯობესება, თუმცა მე ადრინდებულად ღია ვარ კრიტიკისათვის და მზად ვარ შევიტანო შესწორებები. ცხადია, მე სიამოვნებით ვიმუშავებდი შემდგომშიც ხელნაწერებზე. მაგრამ ბოლოსდაბოლოს მე ისევ მოვხვდი ცაიტნოტში და მე კვლავ მომიწია სიჩქარე, რათა დროულად ჩამებარებინა იგი ტიპოგრაფიაში. როგორც უკვე ითქვა, ჩემთვის ეს წიგნი მთელი ჩემი ცხოვრების ნაშრომია და მე გავაგრძელებ მასზე მუშაობას სანამ ჩემი გული ძგერს!~ 29 ( Сорос Дж. 2001: 33)

პირველ პლანზე სოროსი აყენებს აზროვნებასა და რეალობას შორის არსებულ მიმართებას და სწორედ ამ საკითხის განხილვით იწყებს ის თხრობას. როგორც მოგვეხსენება, ღია საზოგადოების კონცეფცია დაფუძნებულია იმ ვითარების აღირებაზე, რომ ჩვენი სამყაროსეული წარმოდგენები თავიანთი ბუნებით არასრულყოფილნი არიან. თუკი ვინმე იჩემებს, რომ ფლობს ბოლო ინსტანციის ჭეშმარიტებას და ცდილობს მის ცხოვრებაში გატარებას, მისგან მოსალოდნელია, რომ სხვა აზრის მქონე ადამიანებზე შეეცადოს ძალის გამოყენებას ამ თავისი ,,ჭეშმარიტების~ დასამკვიდრებად, სწორედ მსგავსი იძულების შედეგია დახურული საზოგადოება, სადაც დათრგუნულია აზროვნების, შეხედულებათა გამოხტვის თავისუფლება. ასევე პირუკუ, თუკი ვართ მზად ვაღიაროთ, რომ შესაძლოა ვცდებოდეთ, გაგვაჩნია შანსი რეალობის უკეთ შემეცნებისა, თუმცა აბსოლუტურ ცოდნას მაინც ვერსოდეს მოვიპოვებთ. სოროსი სწორედ ამ პოზიციის საფუძველზე გვთავაზობს ღია საზოგადოების შექმნას, რომელიც იქნება ღია უსასრულო სრულყოფისადმი, ანუ ჩვენ უნდა ვაღიაროთ ჩვენი აზროვნების მიდრეკილება შეცდომებისადმი. ღია საზოგადოება, ამბობს სოროსი, არასოდეს არ იქნება სრუყოფილი, მაგრამ ის იქონიებს უდიდეს პრიორიტეტს, მასში უზრუნველყოფილია თავისუფლება სიტყვისა და აზროვნებისა, იძლევა ფართო შესაძლებლობებს ექსპერიმენტისა და შემოქმედებისათვის.

სოროსი ხაზს უსვამს, რომ კავშირი აზროვნებასა და რეალობას შორის რეფლექსიურია. ეს ნიშნავს, რომ აზროვნება ამა თუ იმ სახით ზემოქმედებს იმაზე, რაზეც ჩვენ ვფიქრობთ. ეს, ცხადია, არ ეხება რეალობის ყველა მხარეს. ბუნების მოვლენანი არ არიან დამოკიდებულნი ჩვენს შეხედულებებზე მათთან მიმართებაში. რეფლექსურობა ვლინდება მხოლოდ საზოგადოებრივ სფეროში. რეფლექსურობას შემოაქვს გაურკვევლობის ელემენტი როგორც მოვლენათა გაგებში მათი მონაწილეების მხრიდან, ასევე თავად ამ მოვლენაში. რეფლექსიურობა ესაა წყარო გაურკვევლობისა ჩვენს აზროვნებაში და რეალურ სამყაროში… სოროსი აღნიშნავს, რომ პრიმიტულ საზოგადოებებში ადამიანებს არ შესწევდათ უნარი გაევლოთ ზღვარი სამყაროსა და თავიანთ აზროვნებას შორის, რომელსაც ცდილობდა მოეცვა ეს სამყარო. ასე აღმოცენდნენ რწმენანი, რომელნიც აღიქმებოდნენ როგორც სამყაროს ნაწილნი. მაგალითად, ადამიანები მიაწერდნენ ამა თუ იმ მატერიალურ ობიექტებს სულიერებას და სწამდათ სულთა არსებობის. როცა განსხვავება რეალობასა და აზროვნებას შორის გაცნობიერებულია, ჩვენ უარვყოფთ სამყაროს ასეთ ხედვას როგორც მცდარს. წარმოიშობა შესაძლებლობა ჭეშმარიტი გამონათქვამების მცდართაგან გნსხვავებისა, და ამით ეხსნება გზა ჩვენი შემეცნების გაფრთოებას. ანიმიზმმა და პირველყოფილმა რელიგიებმა დიდი ხანია დაკარგეს მიმზიდველობა, ფილოსოფიამ და მეცნიერებამ რახანია მოიპოვა თავისი უფლება…

სოროსი აანალიზებს სიტუციებს, რომლებშიც ჩართული არიან როგორც მონაწილენი მოაზროვნე სუბიექტები. სიტუაციები, რომელთაც გააჩნიათ მოაზროვნე სუბიექტები არ არიან გამოკვლევის პასიური ობიექტები, ისინი თავად ფორმირდებიან ამ მონაწილეთა მიერ მიღებული გადაწყვეტილების ზეგავლენით. ცხადია, არსებობენ მოვლენები, რომელნიც წარიმართებიან მავანთა აზროვნებისაგან დამოუკიდებლად. ისეთი სიტუაციები, როგორიცაა, მაგალითად, პლანეტათა მოძრაობა, რაც შეადგენს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა კვლევის საგანს. აქ აზროვნებას მიეკუთვნება მარტივი, ცალსახა როლი _ იგი ემსახურება რეალობის გაგებას, სამეცნიერო გამონათქვამები ან შეესაბამებიან ფიზიკური სამყაროს ფქტებს, ან არა. ნებისმიერ შემთხვევაში, ფაქტები განკერძოებული და დამოუკიდებელნი არიან ამ გამონათქვამებისაგან. სწორედ ამიტომაც შეძლეს საბუნებისმეტყველო მეცნიერებებმა ასეთი შთამბეჭდავი შედეგების მიღწევა. სხვა საქმეა მოვლენები საზოგდოებრივ სფეროში. სოროსი თვლის და ეს ისედაც მარტივი ჭეშმარიტებაა _ აქ სახეზეა უფრო რთული კავშირი აზროვნებასა და რეალობას შორის. აზროვნება გვიბიძგებს გარკვეული მოქმედებებისაკენ, ხოლო ჩვენი მოქმედებანი განსაზღვრავენ მომხდარის ხასითს. თუკი სიტუაციაში ჩართულია რამოდენიმე მონაწილე (მოქმედი), ნაკლებად სავარაუდოა, რომ ისინი ერთგვაროვნად აზროვნებდნენ, საბოლოო შედეგი იქონიებს ფაქტის ხასიათს, თუმცა მისი დამოკიდებულ კრიტერიუმად მიღება მაინც არ შეიძლება, მისი მეშვეობით არ განვსაზღვრავთ მოცემულ მონაწილეთა შეხედულებების მცდარობას თუ ჭეშმარიტებას, რადგან მათზე გავლენა იქონია მათმა მოქმედების სტრატეგიამ და მათმა აზრთა წყობამ.

ერთის მხრივ, მოაზროვნე სუბიექტები ცდილობენ გაიგონ სიტუაცია, რომელშიც ისინი ჩართულნი არიან. სოროსი ამას დაარქმევს პასიურ, ანუ კოგნიტურ ფუნქციას! მეორეს მხრივ, ისინი მონაწილეობენ სიტუაციაში, რომლის გაგებასაც ესწრაფვიან. ეს აქტიური მონაწილეობის ფუნქციაა! რეფლექსიურობას სოროსი აღწერს ორი რევერსიული ფუნქციით: I _ კოგნიტური ფუნქცია II _
მონაწილეობის ფუნქცია. ორივე ფუნქციაში მონაწილეობს დრო. მონაწილეთა შეხედულებანი არ შეიძლება მხოლოდ სიტუაციით განისაზღრებოდნენ, რამდენადაც სიტუაცია მონაწილეთა აზრზეა დამოკიდებული; სიტუაცია, თავის მხრივ, არ შეიძლება განისაზღვრებოდეს მხოლოდ მონაწილეთა გადაწყვეტილებებით, რამდენადაც ეს უკანასკნელი მოქმედებენ არასრულყოფილი ცოდნიდან ამოსვლით. სახეზეა შეთანდების უკმარობა მონაწილეთა აზრებსა და საქმის ნამდვილ ვითარებას შორის, ერთის მხრივ და მონაწილეთა გამზრახვებსა და რეალურ შედეგებს შორის, მეორეს მხრივ. რეფლექსიულობის მექანიზმი მოქმედებს საკმაოდ ვიწრო ჩარჩოში.

არსებობენ ზოგადი სფეროები, რომლებზედაც მონაწილეთა აზროვნება არ ზემოქმედებს; ადამიანის აზროვნების ობიექტი შეიძლება იყვნენ არა მხოლოდ სიტუაციები, რომლებშიც ეს ადამიანი მონაწილეობს. ის შეიძლება ოცნებობდეს, მიეცემოდეს ფანტაზიას, იძირებოდეს ფილოსოფიურ გააზრებებში ან სამეცნიერო კვლევებში. გარდა ამისა, რეფლექსურობა ესაა ერთადერთი წყაროგაურკვევლობისა, როგორც თავად რეალობაში, ასევე მონაწილეთა აზროვნებაში. იმ ვიწრო საზღვრებში, რომლებშიც რეფლექსურობა მყოფობს, ის წარმოადგენს გაურკვევლობის დამატებით წყაროს. თუმცა სფერო ამ საზღვრებს შორის, ამბობს სოროსი, იქონიებს ჩვენთვის ძალიან დიდ მნიშვნელობას. ანუ მოვლენათა მოაზროვნე მონაწილეთათვის, რამდენადაც, სწორად მასში მიედინება ჩვენი ცხოვრება.

რეალობა, სოროსის აზრით, არაა რაღაც მოცემული. ის ფორმირდება მონაწილეთა აზროვნების პროცესში. რაც უფრო რთულად ვაზროვნებთ ჩვენ, მით უფრო რთული ხდება რეალობა, ამასთან აზროვნებას არ ძალუძს დადგეს თანაბარფეხზე რეალობასთან, ვინაიდან მრავალფეროვნება ამ უკნასკნელისა შესაშურად აღემატება იმას, რაც ჩვენ შეგვიძლია მოვიცვათ ჩვენი გაგებით. რეალობას შესწევს უნარი გააოცოს მოაზროვნე ინდივიდი, ხოლო აზროვნებას ძალუძს რეალობის ქმნადობა.

სოროსი თვლის, როგორც წესი, შეცდომები ადრე თუ გვიან გამოსწორდებიან, მაგრმ როდესაც პროცესი ატარებს თვითგამაძლიერებელ ხასიათს, შეხედულებათა მცდარობა ცხადი ხდება მხოლოდ გვიან სტადიაზე, როცა თავად რეალობა ასწრებს შეცვლას. შეიძლება მოგვეჩვენოს, ამახვილებს ყურადღებას სოროსი, რომ ტერმინი ,,შეცდომებისადმი დაქვემდებარებულობა~ ატარებს თავის თავში მხოლოდ ნეგატიურ მუხტს, თუმცა ეს ასე არაა. დადებითი როლი, რომელსაც თამაშობს ჩვენი მიდრეკილება შეცდომებისადმი, ხშირ შემთხვევაში აჭარბებს უარყოფითს. არასრულყოფილი შესაძლოა გახდეს სრულყოფილი. ჩვენი გაგების თავდაპირველი არასრულყოფილობა არის საწინდარი იმისა, რომ ჩვენ მუდამ გვექნება შესაძლებლობა ვისწავლოთ, გავაფართოვოთ შემეცნების საზღვრები. საჭიროა ვაღიაროთ ჩვენი შეცდომათადმი მიდრეკილება და შევქმათ მექანიზმი მათი გამოსწორებისა. მაშინ გზა კრიტიკული აზროვნებისათვის იქნება ხსნილი. სწორედ იმ მიზეზით, რომ სრულყოფილება მიუღწეველია, სრულყოფის შესაძლებლობა გახლავთ უსაზღვრო!

სოროსი ამბობს, რომ ეს მართებულია არა მარტო ჩვენი შეხედულების, არამედ საზოგადოების შემთხვევაშიც. სრულყოფილება ხელიდან გვისხლტება. როგორი გეგმაც არ უნდა შევიმუშაოთ, ის აუცილებლად იქონიებს ნაკლოვანებებს. ამიტომაც ჩვენ უნდა დავკმაყოფილდეთ საუკეთესოთი შესაძლებელთაგან – საზოგადოების ორგანიზაციის ისეთი ფორმით, რომლის დროსაც (თუმცაღა ვერ მივაღწევთ სრულყოფილებას!) მუდამ ღია ვიქნებით გაუმჯობესებისათვის. ასე მივაღწევთ ჩვენ ღია საზოგადოების კონცეფციამდე – საზოგადოების, რომელიც ღიაა სრულყოფილებისადმი. ამ ღიაობაში მდგომარეობს სწორედ მისი უპირატესობა დახურული საზოგადოების წინაშე, რომელიც როგორადაც არ უნდა იცვლებოდეს გარე სამყარო, მაინც ჯიუტად ფარავს თავის ნაკლოვანებებს. აღირება იმ ფაქტისა, რომ ჩვენ მიდრეკილნი ვართ შეცდომებისადმი, ესაა საწინდარი პროგრესისა!

სრულყოფილება და უკვდავება მიუწვდომელია, ხოლო სტაბილურობას ჩვენ მხოლოდ სიკვდილში შევიძენთ! მაგრამ ცხოვრება, ამბობს სოროსი, ჩვენს წინაშე წარმოადგენს შესაძლებლობას, სრულვყოთ ჩვენი გაგება, იმიტომ, რომ ჩვენი გაგება არასრულყოფილია. ღია საზოგადოება ასევე იძლევა საშუალებას სამყაროს სრულყოფისა, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ, რადგანაც ის აღიარებს თავის არასრულყოფილებას. სრულყოფილ სამყაროში ხომ ჩვენ მისწრაფების საგანი გაგვიქრებოდა!

გავაცნობიერებთ რა ყველა ჩვენი ცნობიერების ნაკლოვანებას, შეგვიძლია ვიმოქმედოთ ორგვარად, ან თავი ჩავმალოთ ქვიშაში, ანდა გავაუმჯობესოთ ის, რაც გაუმჯობესებას ექვემდებარება. დახურული საზოგადოება ცდილობს შექმნას ილუზია სტაბილურობისა და სრულყოფილებისა; ღია საზოგადოება ღებულობს ადამიანური თვისებების პირობებს ისეთად, როგორც ის არის, ყველა დაგეგმარება არასრულყოფილია, მაგრამ ერთნი უმჯობესნი არიან ვიდრე სხვანი, და მთელი სხვაობა იმაშია, თუ რომელ საგანს ავირჩევთ. აღიარება ჩვენი შეცდომებისადმი მიდრეკილებისა გვაძლევს მნიშვნელოვან უპირატესობას. ღია საზოგადოება დახურულზე პრიორიტეტულია. სოროსი ხაზს უსვამს, რომ გაბატონებულ იდეათა და საზოგადოებრივ ინსტიტუტთა ნაკლოვანებანი ცხადი ხდება მხოლოდ დროთა განვალობაში და რეფლექსურობის კონცეფციები ამტიცებენ, რომ ადამიანური დაგეგმარებანი მცდარნი არიან მხოლოდ პოტენციურად. საჭიროა მზეზე მუდმივად ლაქების ძიება, მხოლოდ მათი აღმოჩენის საფუძველზე მოგვეცემა თამაშში უპირატესობა! ,,მხოლოდ ახლახან აღმოვაჩინე, რომ მსგავსი თვითკრიტიკულობა, ეს თვისებაა, რომელიც ყველას არ ახასიათებს. ის რომ სხვებს აოცებს ჩემი აზროვნების მანერა, მაკვირვებს მე თავად. როდესაც შეცდომას აღმოვაჩენ ჩემს აზრთა წყობაში ან ჩემს საინვესტიციო დაგეგმარებაში, მე განვიცდი სიხარულს და არა წყენას. ეს მე მეჩვენება ბუნებრივად და აზრიანად და ვთვლი, რომ სხვებიცასე უნდა განიცდიდნენ. უმეტესად ადამიანები მზად არიან ყველაფერზე, ოღონდაც არ აღიარონ და დაფარონ მათი შეცდომები და უიღბლობა ჭეშმარიტად მათი პიროვნების ნაწილად იქცევა” 30 ( Сорос Дж. 2001: 72)

აზროვნებისა და რეალობის შეთანხმების პრობლემა სოროსის ღია საზოგადოების კონცეფციის თავისებური შესავალია. შემდგომ ეტაპად ის განიხილავს თავად ღია და დახურული საზოგადოებებს და მათთვის მახასიათებელ აზროვნების ფორმებს. ის გამოყოფს აზროვნების სამ ტიპს: ტრადიციულს, რომელიც არ უშვებს თავად ცვლილებათა შესაძლებლობას და მიიღებს საგანთა არსებულ ვითარებას ერთადერთ შესაძლებლად (ორგანული საზოგადოება); კრიტიკულს, რომელიც იკვლევს ყველა გზას ცვლილებათაკენ მიმავალს (ღია საზოგადოება); და დოგმატურს, რომელიც ვერ ითმენს გაურკვევლობას, განუსაზღვრელობას (დახურული საზოგადოება). აზროვნების თითოეულ ტიპს სოროსი მიუსადაგებს საზოგადოებრივი ორგანიზაციის განსაზღვრულ ტიპს (ტრადიციულს – ორგანულს, კრიტიკულს – ღიას, დოგმტურს – დახურულს). სოროსს მნიშვნელოვნად ესახება გაავლოს მკვეთრი საზღვარი ორგანულ დადახურულ საზოგადოებებს შორის, რ ათა ხაზი გაესვას რამდენად დიდია სხვაობა აზროვნების ტარდიციულ სტილსა, რომელიც არ უშვებს შესაძლებლობათა ალტერნატივებს და დოგმატურს შორის, რომელიც ცდილობს ამოძირკვოს ყველანაირი ალტერნატივა. ორგანული საზოგადოებანი, როგორც სამოთხის ნაყოფნი, მიეკუთვნებიან ლეგენდარულ წარსულს, შეუძლებელია დაკარგული უბიწოება კვლავ მოვიპოვოთ. პრაქტიკულად ჩვენ გვრჩება შესაძლებლობა ავირჩიოთ მხოლოდ ღია და დახურულ საზოგადოებებს შორის. ღია საზოგადოებას არ ყოფნის სიმტკიცე და განსაზღვრულობა, რომელსაც უზრუნველყოფს დახურული საზოგდოება. დახურულს კი თავისუფლება, რომლითაც სარგებლობს პიროვნება ღია საზოგადოებაში. შედეგად, საზოგადოებრივი ორგანიზაციის ეს ორი პრინციპი ურთიერთგამომრცხავია. ღია საზოგადოება აღიარებს ჩვენს მიდრეკილებას შეცომებისადმი, დახურული კი უარყოფს მას.

სოროსს მოუწია ეღიარებინა, რომ დახურული საზოგადოების კრახის შემდგომ სულაც არაა აუცილებელი მისი ღია საზოგადოებით შეცვლა. პირიქით, კოლაფსმა შეიძლება გამოიწვიოს ძალაუფლებას რღვევა და საზოგადოების დეზორიენტაცია. სუსტი სახელმწიფო კი წარმოადგენს არანკლებ საშიშროებს ღია საზოგადოებისათვის, ვიდრე ავტორიტარული.

სოროსმა სხვა აღმოჩენაც გააკეთა. ადამიანებს, რომელნიც ცხოვრობენ ღია საზოგადოებაში, სინამდვილში არ სწამთ მისი როგორც უნივერსალური იდეის. მათ შეუძლიათ დაიცვან დემოკრატიული ინსტიტუტები თავიანთ ქვეყანაში, მაგრამ შორს არიან იმისგან, რომ რამენაირი მნიშვნელოვანი მსხვერპლი გაიღონ სხვა ქვეყანაში დემოკრატიის დასამყარებლად. ეს მწარე სიმართლეა. ღია საზოგადოება წონასწორობასთან ახლო მდგომარეობაშია და გარდა სტატიურად გაუწონასწორებელი დახურული საზოგადოებისა, სოროსის თანახმად, მას ჰყავს სხვა ალტერნატივაც _ დინამიურად გაუწონასწორებელი მდგომარეობა ქაოსისა და დეზორიენტაციისა.

სოროსი ადრეც უწევდა ანგარიშს იმას, რომ ღია საზოგადოება საკმაოდ დაუცველია, მაგრამ ფიქრობდა, თუ ასეთი საზოგადოება დაინგრევა, ის აუცილებლად გახდებოდა დახურული. ეს გამომდინარეობდა დიხოტომიიდან, რომლის თანახმადაც არსებობდა მხოლოდ ორი შესაძლო საზოგადოება ღია ან დახურული. ის რაც არ მყოფობს ერთში, უზრუნველიყოფა მეორის ჩარჩოებში. სოროსი ვერ ხვდებოდა, რომ დინამიურ გაუწონასწორებელი მდგომარეობა შეიძლება არსებობდეს განუსაზღვრელად დიდხანს, ანუ უფრო ზუსტად, რომ საზოგადოებას ძალუძს ბალანსირება ქაოსის ზღვარზე მისი გადალახვის გარეშე. პირადად სოროსისათვის ცნობილი იყო, რომ სიცოცხლე სისტემათა ევოლუციური თეორიის თანახმად აღმოცენდება ქაოსის საზღვარზე. ისტორიის სვლა განუჭვრეტელია, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია შევეცადოთ განსაზღვროთ რაღაც ორიენტაციები სივრცეში, სადაც ის მოძრაობს. სწორედ ეს გააკეთა სოროსმა, როცა კარლ პოპერის ზეგავლენის ქვეშ სხვადასხვა კუთხეებში განათავსა ორი ცნება ღია და დახურული საზოგადოებისა. ამჯერად სოროსი ხემძღვანელობს რა ახალი გამოცდილებით, იგი იძულებულია ხელახლა გამიჯნოს და ჩართოს განხილვაში საზოგადოების კიდევ ერთი შესაძლო მდგომარეობა _ დინამიური გაუწონასწორებლობა! იგი ხდის კლასიფიკაციას სამნაწილიანს. სოროსს მოაქვს წყალთან, ყინულთან და ორთქლთან ანალოგია შედარებისათვის. ღია საზოგადოება, ესაა მდგომარეობა ახლოს მყოფი წონასწორებასთან;

დახურული საზოგადაოება სტატიურად გაუწონასწორებელ მდგომარეობაშია და მესამეა ქაოსური ანდა რევოლუციური, დინამიურად გაუწონასწორებელიმდგომარეობა. იკავებს რა ცენტრალურ და ამიტომაც ყველაზე ფაქიზ მდგომარეობას, ღია საზოგადოება ექვემდებარება საშიშროებას ორი მხრიდან: მას ემუქრება სტატიური და დინამიური გაუწონასწორებლობაც! ეს სქემა არსებითად
განსხვავდება მარტივი დიხოტომიისაგან ,,ღია საზოგადოება _ დახურული საზოგადოება~, რითაც დაიწყო სოროსმა. Mმისეული ანალოგია წყალთან, ყინულთან და ორთქლთან სრულიად მართებულია. ღია საზოგადოებას შეიძლება ვუწოდოთ `თხევადი~, დახურულს _ ,,მყარი~, რევოლუციურ-ქაოტურს _ ,,აირისებრი~.

სოროსი შემდგომ საკითხად განიხილავს ღირებულებათა პრობლემას და სვამს კითხვას: რა ღირებულებებია აუცილებელი საზოგადოებისთვის, რათა მან შეინარჩუნოს წონასწორობისთან ახლოს მყოფი მდგომარეობა, ანუ რომ დარჩეს ღიად?

თანამედროვე დასავლური საზოგადოება, როგორც ეს ჯორჯ სოროსს წარმოესახება, იმყოფება გაურკვევლობაში, ის ვერაფრით გარკვეულა ღირებულებებში და ვერ იგებს, როგორ შეუთავსოს ერთმანეთს საბაზრო და საზოგადოებრივი ღირებულებანი. Aამრიგად, სუბიექტური და ობიექტური ღირებულებნი გადაეჯაჭვება ერთმანეთს. თანამედროვე დასავლური საზოგადოება, როგორც ეს სოროსს ესახება, განიცდის გამაერთიანებელი ღირებულებების დეფიციტს. ადამიანები ნებისმიერ დროს უჩიოდნენ ეროზიას მსგავსი საზოგადოებრივი ღირებულებისა, თუმცა დღეს ჩვენ გვაქვს ვითარება, რომელიც სხვა ეპოქათაგან აბსოლუტურად განსხვავებულია. კერძოდ დღეს ვრცელდება საბაზრო ღირებულებანი, რომელიც პირად ინტერესებს საზოგადოებრივზე მაღლა აყენებენ.

ზნეობრიობის დღევანდელი ,,ვარდნის’’ პირობებში საბაზრო ღირებულებებმა შეაღწიეს იმ სფეროში, სადაც ადრე მათი ადგილი არ იყო. ამ სფეროთა რიცხვს ანეკუთვნება პირადი ურთიერთობები, პოლიტიკა და ისეთი სფეროები, როგორცაა იურისპუდენცია, მედიცინა. გარდა ამისა, მიმდინარეობს ნელი წინსვლა, შესამჩნევი, მაგრამ ამასთან ღრმა ტრანსფორმაცია თავად საბაზო მექანიზმისა. ხანსგრძლივი საქმიანი ურთიერთობები ადგილს უთმობენ ერთჯერად გარიგებებს. მაღაზიების ნაცვლად, რომელთა მფლობელები კარგად იცნობდნენ ყველა თავის მყიდველს, დამკვიდრდა სუპერმარკეტები, ხოლო სრულიად ახლხან ამას დაემატა ინტერნეტ-შოპინგი. ნაციონალური ეკონომიკა უკან იხევს საერთაშორისო ეკონომიკის ზეწოლის შედეგად. თუმცა საერთაშორისო საზოგადოებამ, თუკი ასეთზე საერთოდ შეიძლება საუბარი, შექმნა დღესდღეობით უკიდურესად მცირე წილი გამაერთიანებელ ღირებულებათა.

საზოგადოებაში, რომელიც დაფუძნებულია გარიგებებზე, საზოგადოებრივი ღირებულებანი და მორალური შეზღუდვები სულ უფრო ნაკლებად მყარნი ხდებიან. საზოგადოებრივი ღირებულებანი წარმოადგენენ საზომს სხვა ადამიანებზე ჩვენი ზრუნვისა. მათი მეშვეობით მივაკუთვნებთ ადამიანებს გარკვეულ ერთობებს: ოჯახს, გვარს, ერს, კაცობრიობას, რომელთა კოლექტიურ ინტერესებსაც ისინი პირადზე მაღლა აყენებენ.

მაგრამ გლობალური ეკონომიკა სულაც არ წარმოადგენს ერთიანობას. მასში ჩართულნი არიან სხვადასხვა ტრადიციათა მქონე ადამიანები, რომლითათვის პარტნიორები უმეტეს შემთხვევაში არიან უცხო ერთობათა წარმომდგენელნი. მკაცრი კონკურენციის პირობებში იოლი არაა, შეინარჩუნო უნარი სხვებზე ფიქრისა და ზრუნვისა; არაა იოლი, მოითხოვო ყველასაგან, რომ მათ გამოიჩინონ მსგავსი ზრუნვა _ ეს შეუძლებელია! საბაზრო ფუნდამეტალიზმი, როგორც დომინირებადი მსოფლხედვა, ართულებს სიტუაციას. მისი პოსტულატი, რომ საერთო ინტერესები საუკეთესოდ უზრუნველიყოფა მხოლოდ მაშინ, როცა თითოეული ზრუნავს საკუთარ კერძოზე, მორალურად ამართლებს ფსონს მხოლოდ კერძო ინტერესზე! ჩვენს დაუნდობელ სამყაროში ისინი, ვინც იზიარებენ ამ მსოფლხედვას იქონიებენ უპირატესობას, რამდენადაც მათ ვერ შეაფერხებენ მოლარული წინაღობანი, წარმატებები დაფუძნებულნი მსგავს უპირატესობებზე შეიძლება იქონიებდნენ კუმულაციურ ხასიათს.

ადამიანებში, მიიჩნევს სოროსი, იმთავითვე ჩადებულია მოთხოვნილება საზოგადოგადოებრივი ღირებულებებისადმი, როგორც გონიერ არსებებს მათ კარგად ესმით, რამდენად წარმავალია მათი ყოფიერება, რამდენად მცირე დროა მათვის განკუთვნილი. ისინი საჭიროებენ ღირებულებებს, რომელნიც ,,მე~-ს საზღვრებს გარეთ გადიან, მაშინაც კი, როცა ადამიანი მოქმედებს მხოლოდ კერძო ინტერესით, მას ურჩევნია იფიქროს, რომ ხელმძღანელობს რაღაცგვარი არაპირადული პრინციპებით. როგორც შენიშნა ანრი ბერგსონმა, მორალს შეიძლება ჰქონდეს 2 წყარო – გვაროვნული ტრადიციები და უნივერსალური ადამიანური საწყისი. სწორედ ეს უკანასკნელია აუცილებელი ღია საზოგადოებისათვის. საბაზრო ფუნდამეტალიზმის კრიტიკას ჯორჯ სოროსი თავის ნაშრომში ,,ღია საზოგადოება არეფორმირებს გლობალურ კაპიტალიზმს~, რომლის ჩარჩოებშიც განვიხილავთ ჩვენ სოროსისეულ ღია საზოგადოების კონცეფციას, დიდ დგილს უთმობს! საბაზრო ფუნდამეტალიზმის წარმომადგენლებს სჯერათ, რომ საზოგადო კეთილდღეობის მისაღწევი საუკეთესო საშუალებაა შეუზღუდავი სწრაფვა პირადი კეთილდღეობისადმი. სოროსი ხაზგასმით აცხადებს, რომ ეს მცდარი რწმენაა, მაგრამ მიუხედავად ამისა, მას ბევრი მიმდევარი ჰყავს. სწორედ ესაა შეფერხება გლობალური ღია საზოგადოებისაკენ მიმავალ გზაზე. სოროსი ფიქრობს, რომ ჩვენ ძალიან ახლოს ვართ ამ მიზანთან. Uუბრალოდ, საჭიროა საბაზრო ფუნდამენტალიზმის მანკიერებათა გაცნობიერება. ცხადია, რომ საბაზრო ფუნდამენტალიზმი, განსხვავებით კომუნიზმისა და რელიგიური ფუნდამენტალიზმისა არ წარმოადგენს დიამეტრულად საპირისპიროს ღია საზოგადოების იდეისა. ის წარმოადგენს მის დეფორმაციას, ფრიდრიხ ჰაიეკი, რომლის იდეებიც გაამრუდეს საბაზრო ფუნდამენტალისტებმა, იყო ღია საზოგადოების გულითადი მომხრე. ისიც და კარლ პოპერიც ისურვებდნენ პინოვნების თავისუფლების დაცვას იმ საშიშროებისაგან, რომელიც მიმდინარეობდა ისეთი კოლექტივისტური რწმენებიდან, როგორიც იყო კომუნიზმი და ნაციონალსოციალიზმი; მათ განასხვავებდათ ამ მიზნის მიღწევის საშუალებათა ხედვა. პოპერი მომხრე იყო ,,თანმიმდევრული სოციალური ინჟინერიისა~. ჰაიეკი, რომელსაც ეშინოდა სახელმწიფო კონტროლის უკუშედეგების, უფრო მეტ იმედებს საბაზრო მექანიზმებზე ამყარებდა. მისი სწავლების სწორედ ეს ნაწილი იქნა უკიდურესობამდე მიყვანილი მისი მიმდევრების მიერ ,,ჩიკაგოს სკოლიდან~. მათ მისწრაფება პირადი გამორჩენისადმი აიყვანეს უნივერსალური პრინციპის დონემდე, რითაც განსაზღვრეს ყოფიერების ყველა მხარე _ არა მხოლოდ ინდივიდუალური არჩევანი ბაზარზე, არამედ სოციალური არჩევანიც პოლიტიკაში! სოროსი შენიშნავს, რომ საბაზრო ფუნდამენტალიზმსა და კომუნიზმს შორის არსებობს უსიამოვნო მსგავსება. თავისი წარმოშობით ორივე დამოკიდებელია საზოგადოებრივ მეცნიერებებზე. ერთ შემთხვევაში საბაზრო-ეკონომიკურ თეორიაზე და მარქსიზმზე _ მეორე შემთხვევაში.

სოროსი თვლის, რომ საბაზრო ფუნდამეტალიზმი წარმოადგენს უფრო დიდ საშიშროებას ღია საზოგადოებისათვის, ვიდრე კომუნიზმი. კომუნიზმი და სოციალიზმიც დისკრეტიტირებულია, ხოლო საბაზრო ფუდამენტალიზმი კი ზენიტზეა!

სოროსი ცდილობს ორი ამოცანის გადაჭრას: მოახდინოს საბაზრო ფუნდამენტალიზმის შეცდომების დემონსტრირება და ჩამოაყალიბოს ღია საზოგადოების პრინციპები. პირველი ამოცანა მას შედარებით მარტივად ესახება. ის თვლის, რომ მან უკვე აჩვენა, რომ საფინანსო ბაზრები სულაც არ მიისწრაფაიან აუცილებლობით წონასწორობისაკენ. ამჯერად მას სურს მიუთითოს, რომ საზოგადოებრივი ღირებულებანი არ ჰპოულობენ ასახვას ბაზარზე. ბაზრები ასახავენ აქტივების არსებულ განაწილებას. ისინი სულაც არ არიან შექმნილი იმისათვის, რომ გადაანაწილონ ეს აქტივები სოციალური სამართლიანობის პრინციპების გათვალისწინებით. აქედან გამომდინარეობს, რომ სოციალური სმართლიანობა იმყოფება საბაზრო ეკონომიკის კონცეფციის საზღვრებს გარეთ! ეკონომიკური თეორია დუმს იმის თაობაზე, არიან თუ არა მოვალენი ე.წ. ,,გამარჯვებულნი” აუნაზღაურონ ზარალი ,,წაგებულთ~, რამდენადაც ეს საკითხი უკავშირდება საზოგადოებრივ ღირებულებებს, ხოლო ეკონომიკური თეორია კი ცდილობს იყოს თავისუფალი ღირებულებითი აზროვნებისაგან. საბაზრო ფუნდამენტალისტები დარწმუნებლნი არიან, რომ ბაზრისათვის სრული თავისუფლების მინიჭება საუკეთესო პოლიტიკაა.

ასეთი რწმენა საფუძვლიანი იქნებოდა ბაზარს რომ შეეძლოს საერთო ეკონომიკური წონასწორობისა და სოციალური სამართლიანობის უზრუნველყოფა. მაგრამ მის მიერ არც ერთი, არც მეორე პირობა არ ან ვერ სრულდება. აუცილებელი ხდება პოლიტიკური ჩარევა ეკონომიკაში, რათა მხარი დაეჭიროს სტაბილურობას და შერბილდეს უთანასწორობა, მაგრამ უბედურება, სოროსის აზრით, იმაშია, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილებანი ხშირად უფრო არასრულყოფილნი აღმოჩნდებიან, ვიდრე ბაზარი. ეს გამოცდილება მძლავრ არგუმენტს ანიჭებს ბაზარს. ყველაზე მძლავრსაც კი საბაზრო ფუნდამნეტლისტთა არსენლში მყოფთაგანს, მაგრამ მათ მაინც ამით ასე ბოროტად არ უნდა ისარგებლონ! სოროსი ხაზს უსვამს, რომ შეასძლოა პოლიტიკა იყოს არა ეფექტური და კორუმპირებულიც კი, მაგრამ მის გარეშე მაინც ვერას გავხვდებით.

ფუნდამენტალისტების არგუმენტაცია შეიძლება გამოსადეგი იყოს სრულყოფილი მსოფლიოსთვის, მაგრამ სუბოპტიმალურისათვის იგი გამოუსადეგარია. საბაზრო ფუნდამენტალიზმის კრიტიკის შემდგომ ჯორჯ სოროსი ცდილობს, ჩამოაყალიბოს, გამოკვეთოს ღია სზოგადოების პრინციპები. სოროსი მოგვითხრობს: აზროვნებისა და მისი გამოხატვის თავისუფლების აუცილებლობა, ისევე როგორც არჩევანის თავისუფლება – შეიძლება უშუალოდ გამოყვანილ იქნეს ჩვენი შეცდომებისადმი მიდრეკილებიდან, რამდენადაც საბოლოო ჭეშმარიტება ჩვენთვის მიუღწეველია. ჩვენ ადამიანებს საშუალება უნდა მივცეთ იფიქრონ და არჩევანი აკეთონ დამოუკიდებლად. ჩვენი გაგების არასრულყოფილებიდან სულაც არ გამომდინარეობს ის ფაქტი, რომ საბოლოო ჭეშმარიტება არ არსებობს. ხშირად რაციონალური ცოდნის ნაკლოვანებანი ამოივსება რწმენის ელემენტებით. სოროსი ხაზს უსვამს, რომ ღია საზოგადოებას არაფერი აქვს რელიგიის საწინააღმდეგო. თუმცაღა, რელიგიის მცდელობა _ საკუთარი მიწერილობები თავს მოახვიოს იმათ, ვინც მას არ მიეკუთნება, არის დარღვევა ღია საზოგადოების პრინციპებისა. აზრის თავისუფლება შესაძლებელს ხდის კრიტიკულ აზროვნებას, ხოლო არჩევანის თავისუფლება უზრუნველყოფს საბაზრო მექანიზმების ფუნქციონირებას. ერთი და მეორეც პიროვნებათაშორისი პროცესებია და, სოროსის თანხმად, ჩვენ მხოლოდ მოვიგებთ მათთვის სათანდო პირობების უნზრუნველყოფით. გაერთიანებათა თავისუფლება ასევე განეკუთნება მსგავსი პირობების რიცხვს. იგი გვძლევს საშუალებას, მოვახდინოთ ჩვენი თავის საზოგადოებრივ არსებებად რეალიზება. ჩვენ წარმოვადგენთ მოაზროვნე არსებებს, ვაცნობიერებთ სკუთარ თავს და გვაქვს უნარი დამოუკიდებელი არჩევანისა. სწორედ ამაზე ვაფუძნებთ პიროვნების უფლებებს. ადამინის უფლებების იდეა ასევე შეიძლება დაეფუძნოს ადამიანის სულის შესახებ ქრისტიანულ წარმოდგენებს.

სოროსი მხარს უჭერს მისი ერთ-ერთი ფონდის თავმჯდომარის მიერ ღია საზოგადების ფუნქციონირებისათვის საჭირო პირობების ჩამონათვალს. ეს ბატონი გახლავთ ვინმე არიე ნეიერი. ჩამონათვალი ასეთია: `1) რეგულარული, თავისუფალი, სამართლიანი არჩევნები. 2) თავისუფალი, პლურალისტული საშუალებანი მასობრივი ინფორმაციისა. 3) კანონის უზენაესობა, მხარდაჭერილი დამოუკიდებელი სასამართლო ხელისუფლებით. 4) უმცირესობათა უფლებების კონსტიტუციური დაცვა. 5) საბაზრო ეკონომიკა, რომლის დროსაც პატივი მიეგება საკუთრების უფლებას, უზრუნველიყოფა თანაბარი შესაძლებლობები და არსებობენ გარანტიები უქონელთათვის. 6) კონფლიქტის მშვიდობიანი გადაჭრის გზებისადმი ერთგულება. 7) არსებობა კანონებისა, რომელნიც იძლევიან უფლებას მოითოკოს კორუფცია.”) 31 ( Сорос Дж. 2001: 190) სოროსისათვის აქტუალურია საზოგდოებრივ ღირებულებათა პრობლემა. ის თავის ნაშრომში სპეციალურ თავსაც კი უთმობს საბაზრო და საზოგადოებრივი ღირებულების საკითხის განხილვას. სოროსი მოგვითხრობს, რომ საბაზრო და საზოგდოებრივ ღირებულებათა შორის არსებულ მიმართებაში გარკვევა არც თუ ისე იოლია. პრობლემა მდგომარეობს არა იმდენად მათ შორის განსხვავების დადგენაში, არამედ არჩევანში, თუ კერძოდ რომლით უნდა ვიხემძღვანელოთ ჩვენ. საბაზრო ფუნდამენტალისტები ცდილობენ, უარყონ საზოგადოებრივი ღირებულებათა განსაკუთრებული ბუნება და ამტკიცებენ, რომ ყველა ღირებულება საბოლოო ჯამში პოულობს ასახვას საბაზრო ქცევაში. მაგალითად, თუკი ვინმეს სურს გამოიდოს თავი სხვა ადამიანებზე ზრუნვით, ან დაიცვას გარემო (ბუნება), მას ამ მოთხოვნილების რეალიზება უბრალოდ ფულის დახარჯვით შეუძლია! სოროსი თვლის, რომ საბაზრო ღირებულებანი ასახავენ ბაზრის ინდივიდუალური მონაწილეების ინტერესებს. მაშინ, როცა საზოგადოებრივი ღირებულებანი ასახავენ საზოგადოების ინტერესებს, როგორც ეს წარმოუდგენიათ (ესახებათ) მის წევრებს. საბაზრო ღირებულებანი შეიძლება გაიზომოს ფულადი ერთეულებით, ხოლო საზოგადოებრივი ღირებულების შემთხვევაში ეს რთულია. ისინი პრობლემატურნი არიან დაკვირვების და მითუმეტეს გაზომვის თვალსაზრისით. მოგების გაზომვა იოლია, საკმარისია თვალი შეავლო ბალანსის ბოლო მაჩვენებელს. მაგრამ როგორღა გავზომოთ არჩეული ქცევის მოდელის სოციალური შედეგები? ეს ქცევები იქონიებენ როგორც მოსალოდნელ, ასევე მოულოდნელ შედეგებს და ისინი განფენილნი არინ ,,ბალანსის~ ყველა მწკრივში, მათი დაყვანა ბალანსის ერთადერთ ნიშნულამდე შეუძლებელია, რამდენადაც სხვადსხვა ადამიანების მიერ ისინი სხვადსხვაგვარად ინტერპრეტირდებიან. სწორედ ეს ართულებს შედეგების შეჯამებას. საზოგადო ინტერესები, ესაა გაცილებით უფრო მეტად განფენილი ცნება, ვიდრე პირადი გამორჩენა (სარგებელი) და იგი იწვევს სხვადსხვაგვარ გაყალბებებს (ანუ მისი ახსნის მცდელობას!).

პოლიტიკოსები მუდმივად დაკავებულნი არიან გაყალბებით, და ეს მათ მუდამ მიეტევებათ სწორედ თავად საზოგადო ინტერესთა ცნების ბუნდოვნების წყალობით. სოროსი ამბობს, რომ იგი ფილანტროპის როლში მუდამ ცდილობს ემსახუროს საზოგადო სიკეთეს, მაგრამ ამასთანავე ცხადად აცნობიერებს, რომ მის მოქმედებებს შესაძლოა, მოჰყვეს გაუთვალისწინებელი შედეგები. ის ხაზს უსვამს, რომ გადაწყვეტილებათა მიღებისას მუდამ ცდილობს შედეგების შეფასებას, თუმცა უშვებს ბევრ შეცდომას, მაგრამ მას ის უპირატესობა მაინც აქვს, რომ ის თავის თავის პატრონია და ამიტომ შეუძლია მისივე შეცდომების გამოსწორება სასჯელის გარეშე. პოლიტიკოსებისთვის კი ეს ფუფუნება მიუწვდომელია! მათი მხრიდან შეცდომების აღიარებას თანსდევს დასჯა უკვე შემდგომ არჩევნებზე. ამის გამო პოლიტიკოსები ცდილობენ თავიანთ ქცევების გამართლებას და ნებისმიერ გარანტიას ეჭიდებიან! ამასობაში საზოგადო ინტერესებზე ზრუნვის კვალიც კი აღარსად რჩება. საბოლოო ჯამში რიგითი მოქალაქეები მიდიან იმ დასკვნამდე, რომ ყველა პოლიტიკოსი გაიძვერაა. ჩვენ ვადგენთ ჩვენი ლიდერებისთვის არარეალურ სტანდარტებს. შემდგომ კი აღმოვაჩენთ, რომ ისინი მათ ვერ აკმაყოფილებენ. ნებისმიერი გონიერი ადამიანი აღიარებს იმას, რომ სრუყოფილება მიუღწეველია. მიუხედავად ამისა, საბაზრო ფუნდამეტალიზმის იდეოლოგია სრუყოფილებას აცხადებს ნორმად. იგი ამტკიცებს, რომ ბაზარი სრუყოფილია, რადგან მას გააჩნია ტენდენცია წონასწორობის დამყარებისა და ფლობს ამავდროულად უნარს თვითკორექციისა, ამიტომაც გვირჩევს პოლიტიკურ გადწყვეტილებებში მაქსიმალურად დავეყრდნოთ ბაზარს და ეფექტურობა პოლიტიკისა გავზომოთ ბაზრის ეფექტურობასთან შეფარდებით. სოროსი აცხადებს, რომ ეს დასკვნა მცდარია ყოველნაირი გაგებით! თუმცა იგი საზოგადოებრივ ცნობიერებაში უკვე გაბატონდა. გადაწყვეტილებათა მიღების პროცესი პოლიტიკასა თუ საზოგადოებრივ ცხოვრებაში არ შეიძლება იყოს ისეთივე ეფექური, როგორც ესაა საბუნებისმეტყველო მეცნიერებებსა თუ ბაზარზე. მეცნიერებას გააჩნია დამოუკიდებელი, ობიექტური კრიტერიუმი, რომელთანაც მას შეუძლია უდრტვინველად მუშაობა, კერძოდ, ესაა ფაქტები! ეს კრიტერიუმი აძლევს მას საშუალებას ,,მშვიდად~ გაიკვლიოს გზა ჭეშმარიტებისაკენ. ბაზარს გააჩნია ობიექტური კრიტერიუმი მოგების სახით. პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში კი ერთადერთი არსებული კრიტერიუმი სუბიექტურია, ანუ იგი დამოკიდებულია იმაზე, თუ რას ფიქრობენ ადამიანები. ძალიან ძნელია იმის განსაზღვრა, თუ რაზე ფიქრობენ ადამიანები, აქ ბევრი რამ ბუნდოვნად რჩება.

სოროსი თვლის, რომ საზოგადოებრივმა მეცნიერებებმა მიაღწიეს ნაკლებ წარმატებას, ვიდრე საბუნებისმეტყველო მეცნიერებებმა, რადგანაც საზოგადოებრივსამეცნიერო დისკუსიებში წინა პლანზეა დაყენებული საკითხი მოტივაციისა. სოროსს მოჰყავს მგალითი: მარქსისტები უარყოფდნენ ნებისმიერ კრიტიკას მათი დოგმატების მისმართით, ბრალს დებდნენ თავიანთ მოწინააღმდეგეებს კლასობრივი ინტერესებით ხელმძღვანელობაში; ფსიქოანალიტიკოსები, როგორც წესი, საუბრობენ ადამიანზე, რომელიც უარს მბობს დაექვემდებაროს ანალიზს, რომ იგი ,,მიდრეკილი არაა~ გააცნობიეროს მისთვის არასახარბიელო რეალობა. ამით სოროსს უნდა ხაზი გაუსვას, რომ როცა საუბარია მოტივებზე, კრიტიკული აზროვნება ნაკლებად სახარბიელო ვითარებაში აღმოჩნდება, ვიდრე მაშინ, როცა საუბარია ფაქტებზე.

სოროსი აკრიტიკებს წარმომადგენლობით დემოკრატიასაც. არა მის საფუძველმდებარე პრინციპებს, არა იმ დოგმატებს, რომელსაც ეთაყვანებოდნენ ამერიკული კონსტიტუციის მამები, ჯეფერსონი და მისი მსგავსნი, არამედ იმ რეალურ ვითარებას, რომელიც გვაქვს დღეს! დემოკრატიის საფუძველში დევს ვარაუდი, რომ კანდიდატები გულრწფელნი და გულახდილნი არიან ამომრჩევლებთან. ცხადია, ეს ვარაუდი არარეალურია. კანდიდატებმა უკვე დიდი ხანია აღმოაჩინეს, რომ მათი არჩევის შანსები ამაღლდება, თუკი ისინი ამომრჩეველს ეტყვიან იმას, რისი მოსმენაც ამ უკანასკნელთ სურთ. ეს მომენტი არაა ფატალური, რამდენადაც სისტემა ამას ითვლისწინებს: თუკი კანდიდატები არ ასრულებენ მათ მიერ მიცემულ დაპირებებს, მათ ხელმეორედ აღარ აირჩევენ. შედეგად ნარჩუნდება წონასწრობასთან ახლოს მყოფი მდგომარეობა. ამომრჩევლები, ცხადია, არცთუ ყოველთვის ღებულობენ იმ შედეგებს, რასაც მოელოდნენ და სჭირდებოდათ, მაგრამ მათ აქვთ შესაძლებლობა, გამოასწორონ თავიანთი შეცდომები შემდგომი არჩევნების მსვლელობისას.

კანდიდატები შეიმუშავებენ მეთოდებს, რომლებიც იძლევიან საშუალებას დაიფაროს მათ დაპირებებსა და შემდგომ მოქმედებებს შორის შესაბამისობა. ისინი აწარმოებენ საზოგადოებრივი აზრის გამოკვლევას, შეხვედრებს ფოკუსჯგუფებთან, რაც მათ ეხმარებათ შეისწავლონ თუ კერძოდ რისი მოსმენა სურს ელექტორატს, რათა შემდგომ მიესადაგონ ამ ვითარებას. თუმცაღა ეს ,,შესაბამისობა’’ კანდიდატთა განცხადებებსა და ამომრჩეველთა სურვილებს შორის, სულაც არ იძლევა იმის გარანტიას, რომ ამომრჩეველთა მოლოდინები გამართლდება. სოროსი წუხს, რომ პოლიტიკოსები ნაცვლად იმისა, რომ წარუძღვნენ საზოგადოებას, მისდევენ ე.წ. ,,საზოგდოებრივ აზრს~, რის შედეგადაც ქვეყანა რჩება იმ ხემძღვანელობის გარეშე, რომელიც მისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელი იყო. საბოლოო ჯამში კი ამომრჩევლები მაინც იმედგაცრუებულნი რჩებიან და ჰკარგვენ რწმენას თავად დემოკრატიული პროცესის მიმართ. ისე კი, შენიშნავს სოროსი, არც ამომრჩევლები არიან მოვლენათა ამ ჯაჭვში უცოდველნი.

როგორც წესი ივარაუდება, რომ ამომრჩევლები მხარს უჭერენ იმ წარმომადგენლებს, რომელთაც გულთან ახლოს მიაქვთ საზოგადოების უმთავრესი ინტერესები, არადა ხშირად თავად ამომრჩეველი საკუთარ ვიწრო პირად ინტერესს საზოგადოებრივზე მაღლა აყენებს. კანდიდატები, თავის მხრივ, აპელირებენ კერძო ინტერესებით, მაგრამ ვინაიდან და რადგანაც მათ თითოეულის ინტერესის დაკმაყოფილება ფიზიკურად არ ძალუძთ, ისინი გარიგებაზე მიდიან გავლენიან ჯგუფებთან. სისტემა გადაგვარებულია თუკი ამომრჩეველს არ აღელვებს ის ვითარება, რომ კანდიდატი ტყუის, ოღონდაც ეს უკანასკნელი მის კერძო ინტერესს ითვალისწინებდეს. საზომად იქცევა არა პატიოსნება და ინტელექტი, არამედ, რაც შეიძლება, მეტი ხმის დაგროვება. ფული სისტემის ასეთ გადაგვარებს უფრო თვალსაჩინოს ხდის.

სოროსი თავის ნაშრომში ისევ და ისევ უბრუნდება ბაზრის კრიტიკას და სურს, შეარყიოს თანამედროვე საზოგადოებაში მისდამი გაბატონებული გადაჭარბებული რწმენა. ის ხმამაღლა აცხადებს, რომ მიუხედავად მისი პოლიტიკისა და პოლიტილოსთა მიმართ უნდობლობისა, აუცილებელია ვაღიაროთ კოლექტიურ გადაწყვეტილებათა მიღების აუცილებლობა და პოლიტიკის უმნიშვნელოვანესი როლი ღია საზოგადოებისათვის აუცილებელი პირობების უზრუნველყოფაში. სოროსი სვამს ასეთ კითხვას: რა შესაძლებლობებს გვთავაზობს ღია საზოგადოება გადაწყვეტილებათა მიღების კოლექტიური პროცესის სრულსაყოფად, გასაუმჯობესებლად? და პასუხის სახით გთავაზობს ერთგვარ რეცეპტს: თითოეულმა ადამიანმა, სოროსის თანახმად, უნდა გამიჯნოს თავისი, როგორც ბაზრის მონაწილის როლი პოლიტიკური პროცესის მონაწილის როლისაგან. როგორც ბაზრის მონაწილე _ ადამიანი უნდა მისდევდეს პირად ინტერესებს, ხოლო როგორც მონაწილე პოლიტიკური პროცესისა _ ის უნდა ხემძღვანელობდეს საზოგადოებრივი ინტერესებით!

ბაზრის სოროსისეული კრიტიკა სამ პუნქტიანია: I – ბაზრის სტრუქტურა არ იძლევა სამრთლიანი განაწილების საშუალებას. დოვლათის არსებულ განაწილებას ის აღიქვამს როგორც სავალდებულოს. II – ბაზარი არ ასახავს საზოგადოებრივ ინტერესებს, ვერ გეტყვით რომ ის ამორალურია, მაგრამ ფაქტია, რომ ბაზარი იმყოფება მორალის საზღვრებს მიღმა. III – ფინანსური ბაზრები თავიანთი ბუნებით არასტაბილურნი არიან. ჯორჯ სოროსი, ნაშრომში ,,ღია საზოგადოება არეფორმირებს გლობალურ კაპიტლიზმს~, უბრუნდება საბჭოთა სისტემის რღვევის საკითხს, რასაც მან ადრე მიუძღვნა შესანიშნავი ნაშრომი, სახელწოდებით ,,საბჭოთა სისტემა ღია საზოგადოებისაკენ’’. რადგანაც საბჭოთა კავშირი იყო იდელური მოდელი დახურული სზოგდოებისა, საჭიროდ მიმაჩნია, ყურადღება შევაჩერო სოროსისეულ ანალიზზე საბჭოთა კავშირის როგორც სისტემის რღვევისა.

სოროსი თხრობას იწყებს საბჭოთა კავშირის ე.წ. აღზევების ეტაპიდან, რათა ნათელი გახდეს შემდგომი ,,ვარდნის~ ფაზის ნიუანსები. თავდაპირველი სუბიექტური წარმოდგენები (კომუნისტური იდეოლოგია) და თავდაპირველი ტენდენცია (რეპრესიები) მიმართული იყო იმაზე, რომ საზოგადოება გამხდარიყო დახურული. ადგილი ჰქონდა კუმულაციურ ურთიერთქმედებას გაყინულ კომუნისტურ დოგმებსა და სტატიურ სოციალურ პირობებს შორის. თავის ზენიტს სისტემამ სტალინის მმართველობის ბოლო წლებში მიაღწია. ის იყო ყოვლისმომცვლელი და თავისთავში აერთიანებდა თავად ფორმას მმართველობისა, ეკონომიკურ სისტემას, იმპერიულ სახელმწიფოებრივ წყობას და იდეოლოგიას. სისტემა იყო მთლიანი, იზოლირებული გარე სამყაროსაგან და საოცრად ხისტი. რეალური ვითარება რადიკალურად განსხვავდებოდა იმ ინფორმაციისგან, რასაც მოქალაქეებს აწვდიდა ოფიციალური პროპაგანდა. გაზვიადების გარეშე, მათ შორის იყო უფრსკული, რაც წარმოუდგენელია ღია საზოგადოებაში. სოროსი ასეთ სისტემას (ანუ საბჭოთა კავშირის მსგავსს) სტატიურად გაუწონასწორებულს უწოდებს.

სტალინის სიკვდილის შემდეგ დადგა მცირე ხნით ე.წ. ,,ჭეშმარიტების მომენტი~, როდესაც ნიკიტა ხრუშოვმა გამოააშკარავა სტალინისებური მართვის ზოგიერთი საიდუმლო. თუმცა პარტიული იერარქია მალე კვლავ განმტკიცდა ძველ პოზიციებზე. დაიწყო დაისის პერიოდი. დოგმა უკვე ეფუძნებოდა მხოლოდ ადმინისტრაციულ იძულებას, ვინაიდან მისდამი რწმენა დაიკარგა. ტოტალური ძალაუფლება, სანამ იგი მარვთის სათავეებთან იდგა, ადვილად ახერხებდა საკუთარი ნებისამებრ კომუნისტური პარტიის ხაზის შეცვლას. ხოლო, როცა ქვეყნის მართვა დაიწყეს ბიუროკრტებმა, ასეთი მოქნილობა გახდა შეუძლებელი. ამავდროულად შესუსტდა ტერორი, რომელიც აიძულებდა ადამიანებს მიეღოთ კომუნისტური დოგმები. ასე დაიწყო ვარდნის პროცესი, ორგანიზაციები დაკავებული იყვნენ ბრძოლით საკუთარი სტატუსის ასამაღლებლად. რამდენადაც ჭეშმარიტ ძალაუფლებას არავინ ფლობდა, აღმოცენდა უცნაური ბარტერული სისტემა, რომელშიც ყველა იძულებული გახდა ჩართულიყო. ნელ_ნელა ის, რაც იწოდებოდა ცენტრალურ მმართველობად, ჩაანაცვლა ურთიერთგარიგების ყოვლისმომცვლელმა სისტემამ ორგანიზაციებსა და საწარმოებს შორის. პარალელურად განვითარდა არაოფიციალური, ჩრდილოვანი ეკონომიკა, რომელიც ერწყმოდა ,,ოფიციალურს~ და ფარავდა ამ უკანასკნელში აღმოცენებულ ჩავარდნებს. ჩრდილოვანი ეკონომიკის გარეშე გეგმიურ ეკონომიკას უკვე საერთოდ არ ძალუძს ფუნქციონირება. ეს ხანგრძლივი ვარდნის პერიოდი შემდგომ მონათლეს ,,დამუხრუჭების ფაზად”. სულ უფრო ცხადი ხდებოდა სისტემის არაადეკვატურობა, გაიზარდა დაძაბულობა, რამაც აუცილებლობით მოითხოვა რეფორმა.

რეფორმებმა დააჩქარეს რღვევის პროცესი, რამდენადაც ისინი თავის თავში ალტერნატიულობის მატარებელნი იყვნენ, ხოლო სისტემას კი არსებობა მხოლოდ უალტერნატივობის პირობებში შეეძლო! კომუნისტური სისტემის რეფორმირების მცდელობა იმთავითვე დაფუძნებული იყო ცრუ წარმოდგენაზე, რომ ეს რეფორმა შესაძლებელია. სინამდვილეში ის არ ემორჩილებოდა რეფორმას, ვინაიდან მისთვის მიუღებელი იყო ეკონომიკური პრინციპების თანახმად კაპიტალის დანაწილება. იმთავითვე კომუნიზმი იყო კაპიტალიზმის საპირისპირო ფორმაცია, რომელიც მუშას აუცხოებდა წარმოების საშუალებებისაგან. მთელი საკუთრება საბჭოთა კავშირში გახლდათ სახელმწიფოს ხელში, რომელიც თვისით ანსახიერებდა კოლექტიურ ინტერესებს. ხოლო ამ უკანასკნელთ კი განსაზღვრავდა კომუნისტური პარტია (ანუ კოლექტიურ ინტერესებს). ამიტომაც სწორედ პარტია წყვეტდა კაპიტალის განაწილების საკითხს. ანუ განაწილება ხდებოდა არაეკონომიკური მოსაზრებების თანახმად, არამედ კვაზირელიგიური ხასიათის პოლიტიკური დოგმის შესაბამისად! საუკეთესო შედარება, რომელიც სოროსმა შემოგვთავაზა, ესაა ეგვიპტურ პირამიდათა მშენებლობა: ინვესტიციებზე მიმართული რესურსების წილი იზრდებოდა, მაშინ როცა ინვესტიციების ეკონომიკური ეფექტი რჩებოდა მაინც მინიმალურად. აშკარა იყო მსგავსება პროექტთა მონუმენტალურობის მხრივაც. გიგანტური ჰიდროელექტროსადგურები, მეტალურგიული ქარხნები, მარმალიროს მეტროს დარბაზები მოსკოვში და სტალინური ცათამბჯენები _ ეს იყო იგივე პირამიდები აღმართული თანამედროვე ფარაონის მიერ. ჰიდროელექტროსადგურები მართლაც აწარმოებდნენ ელექტროენერგიას, მეტალურგიული ქარხნები იძლეოდნენ რკინას, მაგრამ ეს რკინა, ელექტროენერგია ხმარდებოდა კვლავ ახალ გიგანტურ მეტალურგიულ ქარხანათამშენებლობას და ეკონომიკური ეფექტი არანაირად არ იყო იმაზე მეტი, ვიდრე პირამიდების შემთხვევაში.

კომუნისტური სისტემა არ ანიჭებდა არანაირ მნიშვნელობას კაპიტალს, უფრო ზუსტად თუ ვიტყვით, ის არ აღიარებდა საკუთრების მცნებას. შედეგად საბჭოთა სისტემის ჩარჩოებში ეკონომიკური მოღვაწეობა მხოლოდ ფსევდო ხასიათს ატარებდა. მისთვის რეალური ფუნქციის დასაბრუნებლად საჭირო იყო პარტიისათვის კაპიტალის მცველისა და განმნაწილებლის ფუნქციის ჩამორთმევა, ამას კი ადგილი არ ჰქონია. ამიტომაც იყო ყოველნაირი მცდელობა რეფორმირებისა განწირული იმთავითვე უიღბლობისთვის. თანდათან აშკარა შეიქმნა, რომ პოლიტიკური რეფორმების გარეშე არსებული მდგომარეობა ვერ გამოსწორდებოდა… `გარდაქმნისა და საჯაროობის~ ეგიდით საბჭოთა კავშირში რღვევის პროცესი შევიდა საბოლოო ფაზაში. დაეცა ცხოვრების დონე, საზოგადოებამ დაკარგა რწმენა რეჟიმისადმი, რისი კულმინაციაც გახდა საბჭოთა კავშირის დაშლა. სოროსს ეს ყველაფერი აგონებს სურათს, რომელიც ხშირად გვეძლევა საფინანსო ბაზრებზე. სხვაობა იმაშია, რომ აღმავლობა-ვარდნის პროცესი ბაზარზე მიმდინარეობს ელვისებურად, მაშინ როცა საბჭოთა კავშირის შემთხვევაში პირველ ეტაპზე ადგილი ჰქონდა ,,დამუხრუჭებას~, რითაც სტალინური რეჟიმი მივიდა სტატიური გაუწონასწორებულობის მდგომარეობამდე და მხოლოდ მეორე ეტაპზე დაიწყო ვარდნის პროცესი, რამაც გამოიწვია კატასტროფა სისტემისა და მისი დინამიური გაუწონასწორებლობა.

სოროსის ამ ნაშრომში, რომელსაც განვიხილავთ, ასევე ყურადღებას იქცევს ერთი პუნქტი. სოროსი მიჩნევს და, ალბათ, ეს მართებულიცაა, რომ ყველა საზოგადოებისაგან ვერ მოვითხოვთ დემოკრატიულობის ხარისხის ერთ დონეზე უზრუნველყოფას, რამდენდაც თითოეული საზოგადოება, სახელმწიფო იმყოფება განვითარების სხვადასხვა დონეზე. სოროსი შენიშნავს, რომ ეკონომიკურად ნაკლებად განვითარებული ქვეყნების მმართველები ხშირად ჩივიან, რომ ისინი იძულებულნი არიან მისდიონ ,,უფრო დაბალ სტანდარტებს~ და ამრიგად ცდილობენ საკუთარი პოლიტიკის გამართლებას. რაც შეეხება, ცხოვრების პირობებს, ამ საკითხში, ცხადია, ისინი მართალნი არიან, მაგრამ როცა საქმე ეხება თავისუფლებას _ აზროვნებისა და საკუთარი მეს გამოხატვისა _ არამც და არამც! უფრო მეტიც, სუსტ ქვეყნებში დამოუკიდებლად მოაზროვნე ადამიანთა უფლებებს განსაკუთრებით ფაქიზად უნდა მოეპყრან, ვიდრე ეს ძლიერ დემოკრატიებში ხდება, რამდენადაც პირველთათვის ასეთი ადამიანები მნიშვნელოვანნი არიან მათი სიმცირის გამო!!!

სოროსი იმასაც ხაზს უსვამს, რომ სოციალური სამართლიანობა, არავითარ შემთხვევაში არ უნდა გავაიგივოთ თანასწორობასთან, რამდენადაც ეს ჩვენ უკან კომუნიზმში დაგვაბრუნებდა! სოროსი უპირატესობას ანიჭებს ჯონ როულსის სოციალური სამართლიანობის კონცეფციას, რომლის თანახმადაც, დოვლათის ზრდა უნდა გულისხმობდეს უქონელთათვის გარკვეული სარგებლის უზრუნველყოფას. ამ სარგებლის ხარისხი თითოეულმა საზოგადოებამ უნდა განსაზღვროს დამოუკიდებლად და პერიოდულად შეცვალოს დროის მოთხოვნათა გათვალისწინებით. ყველა მონაწილისათვის თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფა _ აი, რა უნდა იქონიონ მიზნად საერთაშორისო ორგანიზაციებმა!

სოროსი, დასასრულს, ყურადღებას ამახვილებს პოპერის ნაშრომის სათაურზე _ ,,ღია საზოგადოება და მისი მტრები~ და აცხადებს, რომ ღია საზოგადოება საჭიროებს მტრებს, რადგანაც სწორედ ეს ,,მტრები~ იქცევიან სტიმულად ღია საზოგადოებისათვის ბრძოლისა, სწორედ ,,მტრების~ არსებობა აქცევს ღია საზოგადოებას მიზნად და იდეალად! სხვადასხვა ისტორიულ ეპოქებში ღია საზოგადოებას სხვადასხვა ,,მტრები~ უპირისპირდებიან. თუ მეოცე საუკუნის მანძილზე ეს იყო კომუნიზმი და სოციალიზმი, ამჯერად შეიძლება ეს იყოს საბაზრო ფუნდამენტალიზმი, მომავალში კიდევ რაიმე სხვა და ა. შ. სოროსის აზრით, საბედნიეროდ, ყოველთვის არსებობს რაღაც, რის წინააღმდეგაც უნდა ვიბრძოლოთ: სიღარიბე, ავადმყოფობანი, ბუნებრივი გარემოს დაზიანებით გამოწვეული საფრთხეები. მტერი სულაც არაა აუცილებელი იყოს მეტოქესახემწიფო. სანამ ჩვენ არ განვსაზღვრავთ საერთო მტერს, რომლის წიინაღმდეგაც უნდა გავერთიანდეთ, მუდამ მოგვიწევს დაყოფილ, დანაწევრებულ მსოფლიოში ცხოვრება, სადაც ნაციონალური სახელმწიფოები თავიანთ ენერგიას ერთმანეთან ბრძოლაში ფლანგავენ. ჩვენ შევძელით შეგვექმნა დემოკრატიული სახელმწიფოები, რომელნიც აღიარებენ კანონის უზენაესობას და რომელნიც პატივს სცემენ ერთმანეთს… სოროსი თვლის, რომ ამჯერად ჩვენ უნდა მივაღწიოთ იგივეს, ოღონდ გლობარული მასშტაბით, ანუ შევქმნათ ,,გლობარული ღია საზოგადოება”.

არ მინდა ყურადღების გარეშე დარჩეს ერთი საკითხიც, ჯორჯ სოროსი საკმაოდ და ზედმეტად კრიტიკულია საზოგადოებრივი მეცნიერებების მიმართ. სოროსი, როგორც ავტორი, უგულვებელყოფს გემს, რომლითაც მგზავრობს, ანუ მისეული კრიტიკა საზოგადოებრივ მეცნიერებათა არის არალოგიკური, წინააღმდეგობაში მყოფი საკუთარ თავთან, ვინაიდან მისეული კონცეფცია ღია საზოგადოებისა ხომ სწორედ საზოგადოებრივი მეცნირების ნაწილია და მისი მოღვაწეობა ღია საზოგადოების ფონდთა ქსელით მთელ მსოფლიოში სოციალური ინჟინერიის საუკეთესო მაგალითი, რასაც ისევ და ისევ საზოგადოებრივ მეცნირებებს უნდა უმადლოდეს.

მიუხედავად თავად სოროსის უნდობლური დამოკიდებულებისა საზოგადოებრივ მეცნიერებათა მიმართ, მის მიერ შემოთავაზებული ღია საზოგადოების კონცეფცია მნიშვნელოვან ადგილს იკავებს საზოგადოებრივ თეორიებში და არ შემიძლია არ ვაღიარო, რომ იგი კარლ პოპერის ღირსეული იდეური მემკვიდრეა.


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: