Posted by: burusi | 09/01/2013

ჰანს ჰერმან ჰოპპე – საბანკო სისტემა, ეროვნული სახელმწიფოები და საერთაშორისო პოლიტიკა

Hans-Hermann Hoppe

Hans-Hermann Hoppe

ჰანს ჰერმან ჰოპპე – საბანკო სისტემა, ეროვნული სახელმწიფოები და საერთაშორისო პოლიტიკა: ამჟამინდელი ეკონომიკური წესრიგის სოციოლოგიური რეკონსტრუქცია (1)

თარგმნა თამარ ხვთისიაშვილმა

კრებული “თავისუფლების ბიბლიოთეკა”, წიგნი VII – “თავისუფლების ფული”

ახალი ეკონომიკური სკოლა – თავისუფლება, 2010 წ.

ფული და საბანკო სისტემა

იმისთვის, რომ ბარტერის წარმოშობა ავხსნათ, საჭიროა ჯერ პირადი სარგებლის არსში გავერკვეთ. რადგან ადამიანი მეტ არჩევანსა და მეტ საქონელს ამჯობინებს ნაკლებთან შედარებით, შესაბამისად იგი აირჩევს ბარტერს და შრომის დანაწილებას შენახვის ნაცვლად. ბარტერიდან ფულის წარმოშობა სწორედ ამ ვიწრო პირადი სარგებლიდან მომდინარეობს, თუ ადამიანი ჩართულია ბარტერულ ეკონომიკაში და უპირატესობას დაბალთან შედარებით მაღალი ცხოვრების სტანდარტს ანიჭებს, იგი გადაწყვეტს აირჩიოს და მხარი დაუჭიროს საზოგადო გაცლის საშუალებას. ფულის შერჩევისას მას შეუძლია დაძლიოს ბარტერული ეკონომიკის მიერ გაცვლაზე დაწესებული ფუნდამენტური შეზღუდვა, რაც სურვილების ორმაგი დამთხვევის არსებობის საჭიროებაა. ფულის არსებობისას მისი გაცვლის შესაძლებლობები ფართოვდება. ორმაგი დამთხვევის ან არასრულყოფილი გაყოფადობისგან დამოუკიდებლად ადამიანისთვის ნებისმიერი საქონელი გაცვლადი ხდება. გაფართოვებული გაცვლისუნარიანობის საშუალებით მის მფლობელობაში არსებული თითოეული საგნის ღირებულება იზრდება. რადგან ადამიანი ჩართულია გაცვლით ეკონომიკაში, პირადი სარგებელი უბიძგებს მას მოიძიოს განსაკუთ-რებულად გაყიდვადი საქონელი, რომელსაც გააჩნია ფულისთვის სასურველი მახასიათებ-ლები, როგორიცაა გაყოფადობა, აღიარებულობა, პორტატულობა არა პირადი, არამედ მათი გაცვლის საშუალებად გამოყენებისთვის. იგი ასევე დაინტერესებულია, აირჩიოს გაცვლის ისეთი საშუალება, რომელსაც სხვებიც იყენებენ. ფაქტობრივად, ფულის ფუნქცია გაცვლის გამარტივება, გაცვლის შესაძლებლობების არეალის გაფართოება და ამგვარად საქონლის ღირებულების ზრდაა (იმის ფარგლებში, რომ ისინი აღიქმებიან, როგორც გაცვლით ეკონომიკაში ჩართულნი). რაც უფრო ფართოდ გამოიყენება საქონელი როგორც ფული, მით უფრო უკეთესად ასრულებს იგი მონეტარულ ფუნქციას. პირადი სარგებლით, ადამიანი ნაკლებად საზოგადო გაცვლის საშუალებების ნაცვლად უპირატესობას ყოველთვის უფრო უნივერსალურ გაცვლის საშუალებას ანიჭებს. რაც უფრო ფართოდ გამოიყენება ფული, მით უფრო იზრდება ბაზარი, რომელშიც ადამიანი ერთვება, უფრო რაციონალურია ადამიანთა ღირებულებები და დანახარჯების დათვლა (მათი თვალთა-ხედვით, ვისაც ეკონომიკური ჩართულობა და სიმდიდრის მაქსიმიზირება სურს), და მით უფრო მეტ სარგებელს იღებს ადამიანი შრომის დანაწილებიდან.(2) ემპირიულად, რა თქმა უნდა, საქონელი რომელიც ერთ დროს უნივერსალურობის გამო არჩეულ იქნა, როგორც საუკეთესო, არის ოქრო. ახლო მომავალში, მთავრობების ძალდატანების გარეშეც ოქრო ხელმეორედ იქნება არჩეული, როგორც საქონელი, რომელიც ყველაზე უკეთესად ასრულებს ფულის ფუნქციას. პირადი სარგებელი ყველას უბიძგებს ოქროს არჩევისკენ, როგორც სხვა ფულთან შედარებით უნივერსალურად გამოყენებად გაცვლის საშუალებისკენ. რადგან ყოველი ინდივიდი ჩართულია გაცვლით ეკონომიკაში, იგი ამჯობინებს აღრიცხვა ოქროში აწარმოოს და არა სხვა ფულად საშუალებაში, რადგან ოქროს საყოველთაოდ აღიარება ამგვარ აღრიცხვას სრულად გამოხატულს ხდის ადამიანების ალტერ-ნატიულ ღირებულებისთვის და საუკეთესო მეგზურია სიმდიდრის ზრდის მცდელობაში. ყველა სხვა დანარჩენი, ნაკლებად უნივერსალური და საერთაშორისო ფული, როგორიც ეროვნული თუ რეგიონული ფულებია გამოყენებიდან გამოვა. ფული ადამიანმა გამოიგონა საკუთარი სიმდიდრის გაზრდის და გაფართოებად და უნივერსალურ ბაზარზე საკუთარი თავის ინტეგრირების მიზნით. პირადი სარგებლის მიდევნების გზით, კონკურენტული გარემოს არსებობის გამო ოქრო სწრაფად გამოდევნის ეროვნული თუ რეგიონული გაცვლის საშუალებებს, რადგან მხოლოდ ოქრო ასრულებს ეკონომიკური ინტეგრაციის პროცესს და მსოფლიოს მასშტაბით ქმნის ბაზრებს. ამგვარად ოქრო ასრულებს ზოგადი გაცვლის საშუალების ფუნქციას. (3)

საბოლოოდ გაცვლის საშუალების ერთ უნივერსალურ ფულად ჩამოყალიბება, როგო-რიცაა ოქრო, ათავისუფლებს ისეთ თავისებურებებს, რომლებიც ადრე არ არსებობდა გაცვლის პროცესში არსებული სურვილების ორმაგი დამთხვევის შეზღუდვის გამო (როგორიცაა კონკურენტული ფულების არსებობა თავისუფლად მცურავი გაცლითი კურსების დროს). ბარტერის დროს ბაზარი მწარმოებლის პროდუქციისთვის შეზღუდულია ორმაგი სურვილების დამთხვევის მიზეზით. ოქროში გამოხატული ფასებით მეწარმეთა ბაზარი ყოვლისმომცველ ხასიათს ატარებს და მოთხოვნა იძენს შეუზღუდავ ეფექტს ნებისმიერი ორმაგი დამთხვევის არარსებობისას მსოფლიო მასშტაბით. შესაბამისად, წარმოება იზრდება, და იგი უფრო მეტად იზრდება ოქროს, ვიდრე რომელიმე სხვა ფულის შემთხვევაში. გაზრდილი წარმოება ფულის ღირებულებასაც ზრდის; ფულის მსყიდველობითი უნარის ზრდა ადამიანებში მისი შენახვის სურვილს ამცირებს, ასევე ამცირებს ადამიანთა დროითი უპირატესობის განაკვეთს (სარგებლის განაკვეთს) და კაპიტალის ზრდას განაპირობებს. ეკონომიკური განვითარების აღმავალი სპირალური პროცესი მოქმედებას იწყებს.

ეს განვითარება ბანკების, როგორც ფულთან დაკავშირებული სპეციალიზებული ინსტიტუტების წარმოშობისთვის ქმნის საფუძველს. ერთი მხრივ, ბანკები ეგებებიან ფულის შენახვის, ტრანსპორტირების და შეგროვების ზრდად მოთხოვნებს. მეორე მხრივ, ისინი ასრუ-ლებენ ზრდადი მნიშვნელობის მქონე გაცვლის შემსუბუქების ფუნქციას კაპიტალისტებსა (დამზოგველებსა) და მეწარმეებს (ინვესტორებს) შორის და თითქმის სრულად ახდენენ შრომის დანაწილებას ამ შესაძლო როლებს შორის. ბანკები სწრაფად ხდებიან ეკონომიკის ნერვული ცენტრის დაბოლოებები. ეკონომიკური რესურსების და საქმიანობის ზრდას და სივრცით და დროითი გადანაწილებას და კოორდინაციას ადგილი აქვს ბანკების შუამავლო-ბით; ამგვარი კოორდინაციის ხელშეწყობით ბანკების გაჩენა ეკონომიკური ზრდისთვის კიდევ ახალ სტიმულს გულისხმობს.(4) რადგან ყველას ეკონომიკურ ინტერესს წარმოადგენს, არსებობდეს მხოლოდ ერთი საყოველთაო ფული და მხოლოდ ერთი სათვლელი ერთეული, და რადგან ადამიანი საკუთარი სიმდიდრის მაქსიმიზების პროცესში, სანამ მიზანს არ მიაღ-წევს არ გაჩერდება, ეს არსებითად ეწინააღმდეგება მხოლოდ ერთი ბანკის ან ერთი მონოპო-ლისტური საბანკო სისტემის არსებობის ინტერესს. არამედ, პირადი სარგებელი გვკარნახობს, რომ ყველა ბანკი ერთ უნივერსალურ ფულს, ოქროს, გამოიყენებს და სხვადასხვა ფულებს შორის კი აღარ იქნება კონკურენცია, არამედ თავისუფალი კონკურენცია წარმოიშობა თავად ბანკებსა და საბანკო სისტემებს შორის. რამდენი ხანიც იარსებებს საბანკო სისტემაში თავისუფალი შესვლა, ისევე როგორც სხვა ბიზნესებში, ღირებულების ეფექტი-ანობა წარმოიშობა. რადგან ეს კონკურენცია ერთი და იმავე ფულის პირობებში გაწეულ მომსახურებას ეხება, თავისუფალ საბანკო საქმიანობას ფაქტობრივად შეეძლება ფულისა და საბანკო საქმიანობის ყვე-ლა ფუნქციის შესრულება, რაც გულისხმობს ეკონომიკური ინტეგრაციის გაადვილებას დეზინტეგრაციის საპირიპიროდ, ბაზრის გაფართოვებას და შრომის დანაწილების გავრცელებას მათი შეზღუდვის საწინააღმდეგოდ, ღირებულების და დანახარჯის ანგარიშის რაციონალურად ჩამოყალიბებას და ეკონომიკური სიმდიდრის ზრდას შემცირების ნაცვლად. ფულებს შორის კონკურენციის ცნება თავად წინააღმდეგობ-რივია. ზუსტად რომ ვთქვათ, მონეტარული სისტემა, რომელშიც თავისუფლად ცვალებადი გაცვლითი კუსების მქონე მოქიშპე ფულები არსებობს, კვლავ (ნაწილობრივ) ბარტერის სისტემად რჩება და იმისთვის, რომ ზოგიერთ გაცვლას ჰქონდეს ადგილი, გაჯერებულია სურვილების ორმაგი დამთხვევის პრობლემის არსებობით. ამგვარი სისტემის არსებობა ფულის ნამდვილი მიზნისთვის სრულიად შეუსაბამოა.(5) პირადი სარგებლის თავისუფლად დაკმაყოფილების გამო, ადამიანი სწრაფადვე მიატოვებდა მას – ფულის არსთან მიმართებაში ფუნდამენტურად არასწორი შეხედულება იქნებოდა ფიქრი თავისუფალ ბაზარზე არა მხოლოდ, როგორც ბანკების შორის კონკურენციის ადგილზე, არამედ როგორც ფულებს შორის კონკურენციის ადგილზეც.(6) კონკურენტი საგადამხდელო საშუალებები არ წარმოადგენენ თავისუფალი ბაზრის პროდუქტს, არამედ მთავრობების მიერ ძალდატანების შედეგად რაციონალური ეკონომიკური წარმოების გზაზე შემნილი წინაღობები არიან.

უნივერსალურ ოქროს სტანდარტზე დაფუძნებული თავისუფალი საბანკო სისტემის წარმოშობით მიღწეულია მიზანი, რომელიც გულისხმობს, საყოველთაოდ ინტეგრირებუ-ლი ბაზრის ჩარჩოში მიღებულ იქნას ღირებულებით ყველაზე ეფექტიანი სივრცითშორისი და პერიოდთაშორისი გაცვლების კოორდინაციის და გამარტივების გადაწყვეტილება. ფულის შენახვის, ტრანსპორტირების და დაგროვების მომსახურების ფასებს, ფულის დროით კონტრაქტებში მოქცევისთვის, თავისუფლად შესვლის რეჟიმის პირობებში მათ ყველაზე დაბალ შესაძლო დონეზე დაიყვანს. მაგრამ სანამ ეს ფასები გამოიხატება ერთი უნივერსალური ფულის საშუალებით, ისინი ნამდვილად ასახავენ ინტეგრირებული საბაზ-რო მომსახურების გაწევის მინიმუმ ღირებულებას. უფრო მეტიც, საბანკო კონკურენცია ერწყმის იმ ფაქტს, რომ ფული უნდა გაჩნდეს, როგორც საქონელი – როგორიცაა მაგალი-თად ოქრო. მას საკუთარი ღირებულების გარდა, როგორც ფულს გააჩნია სასაქონლო ღი-რებულება და ამგვარად, შეუძლებელია მისი წარმოება მნიშვნელოვანი დანახარჯების გარეშე და ამავდროულად, თაღლითური საბანკო სისტემის წინააღმდეგ საუკეთესო დაცვას წარმოადგენს.

ბანკები, როგორც ფულის სადეპოზიტო ინსტიტუტები, სხვა იგივე ინსტიტუტების მსგავსად, – „ყალბ“ ბანკნოტებს გამოსცემენ, ეს კი ნიშნავს, რომ ანაბრები ნაღდი ფულით არ იფარება. როგორც კი ამგვარი ბანკნოტები ფულის შემცვლელის როლს ითავსებენ, მას ბაზრის მონაწილეები ზედმეტი კითხვების გარეშე ნამდვილად ანაბრის ფულის ეკვივალენ-ტურად ექცევიან. ამგვარად, ყალბი ან დეკრეტული ბანკნოტების გამოშვებით, რომელიც ფიზიკურად შეუძლებელია ნამდვილი ფულის შემცვლელებისგან გაარჩიო, ბანკს შეუძლია – თალღლითურად, სხვის ხარჯზე საკუთარი სიმდიდრის გაზრდა. ამ ყალბი ბანკნოტებით მას პირდაპირ საქონლის შეძენა შეუძლია და ამგვარად იმავე გზით მდიდრდება, როგორც ნებისმიერი თაღლითი. მსგავსი შესყიდვებით იზრდება ბანკის და ფულის თავდაპირველი მიმღებების ნამდვილი სიმდიდრე, ხოლო თაღლითობის ინფლაციონური შედეგის გამო, იმავდროულად მცირდება მათი სიმდიდრე ვინც გვიან იღებს ან საერთოდ არ იღებს ახალ ფულს. ბანკს ასევე შეუძლია ამგვარი დეკრეტული ფული გამოიყენოს, როგორც კრედიტი და სარგებელიც მიიღოს. კიდევ ერთხელ ადგილი აქვს თაღლითურ შემოსავალს და ბანკის-კენ სიმდიდრის გადაადგილებას.(7) ამ დროს აღმავლობა-ვარდნის ციკლი მოქმედებაში მო-დის: ყველაზე მცირე შესაძლო სარგებლის განაკვეთით, ახლად გაცემული კრედიტი იწვევს გაზრდილ ინვესტიციებს და თავდაპირველად ქმნის აღმავლობას, რომელიც ეკონომიკური გაფართოვებისგან ძნელად გასარჩევია; თუმცა, ამ აღმავლობას ვარდნა მოჰყვება, რადგან ის, კრედიტი, რომელმაც სტიმულირება მოახდინა, არ წარმოადგენს ნამდვილ დანაზოგებს, არამედ ჰაერზე არის შექმნილი. ამგვარად, სრულიად ახალი და გაფართოვებული საინვეს-ტიციო სტუქრუქტურის პირობებში, წარმოიშობა კაპიტალის ნაკლებობა, რომელიც საინვესტიციო პროექტების წარმატებით დასრულებას სისტემურად შეუძლებელს ხდის და იქმნება საჭიროება, რომ წინა, არასწორი ინვესტიციები ლიკვიდირებულ იქნას.(8)

ოქროს სტანდარტის პირობებში ნებისმიერი ბანკი ან საბანკო სისტემა (მონოპოლისტის ჩათვლით) იძულებული იქნება საკუთარი გადარჩენისთვის დანებდეს ასეთ ცდუნებების იმ ორ მოთხოვნას, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია წარმატებული თალღითობი-სთვის. ერთი მხრივ, საბანკო საზოგადოებისთვის ბანკის სანდოობა ეჭვქვეშ არ უნდა დადგეს – მისი თალღლითობის საწინააღმდეგო სიფხიზლე დაბალი უნდა იყოს, სხვაგვარად ჩადენილი თალღლითობა მალევე გამოვლინდება. მეორე მხრივ, ბანკს არ შეუძლია საკუთა-რი ბანკნოტების ინფლაცია მოახდინოს ისეთი ტემპით, რომ საზოგადოებას ნდობა დაეკარგოს მისი ბანკნოტების მსყიდველობით უნარში, რაც შეამცირებს მის შენახვაზე მოთხოვნას და გადაიხრება „ნამდვილი“ ღირებულებისგან, ნამდვილი ფულის ჩათვლით. ამგვარად გამყალბებელი ბანკროტამდე მიდის. თუმცა, თავისუფალ საბანკო სისტემაში, ერთადერთი საგადამხდელო საშუალებების შესახებ კანონების და ოქროს, როგორც ფულის არარსებო-ბისას, პოტენციური საბანკო თაღლითობის შესაძლებლობა ჩნდება, ამიტომ თითოეული ბანკი არა მხოლოდ საკუთარი კლიენტების არამედ სხვა ბანკების კლიენტების პირისპირ რჩება. თუ ამ სიტუაციაში ბანკს დამატებითი ყალბი ფული მიმოქცევაში შემოაქვს, მან აუცილებლად უნდა ივარაუდოს ის, რომ ფული საბოლოოდ შეიძლება არა მისი, არამედ სხვა კლიენტების ხელში მოხვდეს, რომლებიც სწრაფად მოითხოვენ გამოსყიდვას, რაზეც ბანკს არ ექნება გაცემის შესაძლებლობა, სესხის აღების გარეშე. ფაქტობრივად, ამგვარი ქმედების თავიდან აცილება იმ შემთხვევაში შეიძლება, თუ დამატებითი დეკრეტული ფული ექსკლუზიურად გადაისროლება ბანკის კლიენტების ნაღდი ფულის რეზერვებში და გამოიყენება მათ მიერ სხვა კლიენტებთან ტრანსაქციებისთვის. სანამ ბანკს არ ეცოდინება გზა, როგორ შეიძლება მსგავსი შედეგის მიღება, კრედიტის მომდევნო შეკუმშვის საფრთხე იარსებებს, როგორც გარდაუვალი ეკონომიკური შეკავება ნებისმიერი საბანკო თაღლითობისგან.(9)

სახელმწიფო და ფულის და საბანკო სისტემის მონოპოლიზება

თანამედროვე ეკონომიკური წესრიგი ხასიათდება ერთი უნივერსალური ფულის ნაცვლად ეროვნული საგადამხდელო საშუალებების არსებობით; ოქროს ნაცვლად დეკრეტული ფულის არსებობით; თავისუფალი საბანკო სისტემის ნაცვლად მონოპოლის-ტური ცენტრალური ”საბანკო საქმიანობით”; მუდმივი საბანკო თალღლითობით და სიმდიდრის გადანაწილებით, მუდმივი ინფლაციით და პერიოდულად განმეორებადი ბიზნეს ციკლებით და არ ხასიათდება ამგვარი შედეგების არმქონე 100 %-ით რეზერვირების პრინციპით მოქმედი საბანკო საქმიანობით. ადამიანს შეუძლია შეიძინოს და გაზარდოს შემოსავლები საოჯახო მეურნეობებით, წარმოებით და სახელშეკრულებო პირობების გაცვლით, ან მეურნეთა, მწარმოებელთა და სახელშეკრულებო პირობების გამცვლელთა ექპროპრიაციითა და დასაქმებით. სხვა გზები არ არსებობს. ეს ორივე მეთოდი კაცობრი-ობისთვის ბუნებრივია. წარმოების და შეთანხმების ინტერესებთან ერთად მუდმივად არსებობდა არაწარმოებით და არაშეთანხმებით საკუთრების და სიმდიდრის შეძენის ინტერესი. ეკონომიკური განვითარების პროცესში ინტერესის შედეგად ყალიბდებიან საწარმოო ფირმები და კორპორაციები.(10) პროდუქტიული წარმოების სიდიდე და ზრდა განისაზღვრება ერთი მხრივ, ნებაყოფლობითი სამომხმარებლო მოთხოვნით და მეორე მხრივ, სხვა მეწარმეებთან კონკურენციით, რომელიც მუდმივად უბიძგებს თითოეულ საწარმოს, თუ მას ბიზნესში დარჩენა სურს, იფუნქციონეროს ყველაზე დაბალი შესაძლო დანახარჯით. ამგვარი წარმოების გასაზრდელად, ყველაზე სასწრაფო სამომხმარებლო სურვილებიც კი ყველაზე ეფექტური გზებით უნდა დაკმაყოფილდეს. მხოლოდ ნებაყოფლო-ბითი სამომხმარებლო შესყიდვები ზრდიან მას. სხვა სახის დაწესებულებაზე შეზღუდვები სრულიად განსხვავებულია.(11) აშკარად შეუსაბამოა იმის თქმა, რომ მისი წარმოშობა და ზრდა ეკონომიკური ფირმის მსგავსად მოთხოვნით არის განპირობებული. ვერც ერთი მოსაზრებით ვერავინ იტყვის, რომ საოჯახო მეურნეობებმა, მწარმოებლებმა და სახელშეკრულებო მხარეებმა, რომლებმაც (ნაწილი) საკუთარი აქტივების ნაწილი სახელმწიფოს სასარგებლოდ უნდა დათმონ, თავად მოითხოვეს ასეთი მომსახურება. პირიქით, მათ ძალას ატანენ ამის მიღებაზე და სწორედ ეს არის დამამტკიცებელი იმისა, რომ ამ სერვისს არავინ ითხოვს. მეორე მხრივ, სახელმწიფო კერძო ფირმის მსგავსად კონკურენციის პირობებში არ ხვდება. ამგვარი ფირმისგან განსხვავებით, სახელმწიფოს საკუთარი მოქმედების დანახარჯები მინიმუმზე არ აქვს დაყვანილი, არამედ შეუძლია მინიმუმზე მაღალი დანახარჯებით იფუნქციონეროს, რადგან იგი საკუთარ გაბერილ დანახარჯებს საკუთარ კონკურენტებზე გადაამისამართებს გადასახადების დაწესებით ან მათივე ქცევის რეგულირებით. როცა სახელმწიფო წარმოიშობა, იგი ამგვარად იქცევა, მიუხედავად იმ ფაქტისა, რომ არ არსებობს მასზე მოთხოვნა და მისი არსებობა ეფექტიანიც არ არის. ხარჯების და მოთხოვნის პირობების მაგივრად, ფირმის ზრდა და მუშაობა საზოგადოებრივ შეხედულებაზეა დამოკიდებული: არაპროდუქტიული და შეუთანხმებელი საკუთრების მიღება იძულებას გულისხმობს, იძულება კი მსხვერპლს წარმოშობს. გასაგებია, რომ წინააღმდეგობა შეიძლება დაირღვეს ძალით ერთი ადამიანის (ან ადამიანთა ჯგუფის) მიერ სხვა ერთის, ორის ან სხვა სამის (ან იმავე ზომის ჯგუფის) ექსპლუატაციით. ამისთვის ფირმას იძულებით ძალასთან ერთად საზოგადოების მხარდაჭერაც უნდა გააჩნდეს. მოსახლეობის უმეტესობამ მისი მოქმედგება ლეგიტიმურად უნდა აღიაროს. ეს მიღება შესაძლოა მერყეობდეს აქტიური ენთუზიაზმიდან პასიურ უარის თქმამდე. თუმცა, აღიარება იმ სახით უნდა იყოს წარმოდგენილი, რომ უმრავლესობას დათმობილი ჰქონდეს აქტიური ან პასიური წინააღმდეგობის გაწევის ნებისმიერი მცდელობა, რათა მოქმედებაში მოვიდეს არასამეწარმეო და არაშეთანხმებული საკუთრების მიკუთვნება. ამგვარი ქმედებების და რღვევის სააშკარაოზე გამოტანის ნაცვლად, იმათ მიმართ ზიზღის ჩვენებით ვინც ჩართულია ამ პროცესში და არაფერს აკეთებს რომ დაეხმაროს მათ წარმატებაში (იმას თუ არ ვახსენებთ, რომ მათ ხელის შეშლას აქტიურად ახორციელებენ), უმრავლესობამ აქტიურად ან პასიურად უნდა დაუჭიროს მხარი მათ. სახელმწიფოს მიმართ მხარდამჭერი საზოგადო აზრმა უნდა დააბალანსოს ქონების მსხვერპლად ქცეული მესაკუთრეების წინააღმდეგობა ისე, რომ აქტიური წინააღმდეგობა ამაოდ გამოჩნდეს. და სახელმწიფოს მიზანი, და სახელმწიფო მოსამსახურეების სურვილი,რომ გაიუმჯობესონ საკუთარი მდგომარეობა, ქმნის დადებით საზოგადოებრივ აზრს.

სახელმწიფო ორი დამატებითი საზომით ცდილობის ამის მიღწევას. ერთი იდეოლოგი-ური პროპაგანდაა. დიდი დრო და ძალისხმევა იხარჯება საზოგადოების დარწმუნებაში, რომ ყველაფერი ისე არ არის, როგორც ჩანს: ექსპლუატაცია ნამდვილი თავისუფლებაა; გადასახადები ნებაყოფლობითია: არასახელშეკრულებო ურთიერთოებები ნამდვილად „კონცეპტუალურად“ სახელშეკრულებოა;(12) არავინაა მართული, ჩვენ საკუთარ თავს ვმარ-თავთ; სახელმწიფოს გარეშე არ არსებობს არც კანონი და არც უსაფრთხოება; ღარიბები დაიღუპებოდნენ და ა.შ.

მეორე მხრივ, არსებობს გადანაწილება. იმის ნაცვლად, რომ უბრალოდ პარაზიტულად მოიხმაროს ის საქონელი, რასაც სხვები აწარმოებენ, სახელმწიფო შეძენილ სიმდიდრეს ადამიანებში სახელმწიფოს აპარატის გარეთ ძალით ანაწილებს და ამგვარად ცდილობს გარყვნას ისინი და დააწყებინოს ფიქრი სახელმწიფოს, როგორც დამხმარის როლის მქონეზე. მაგრამ ყველანაირი გადანაწილება ასე მარტივად არ ხდება. ისევე, როგორც იდეოლოგიამ, გადანაწილებამაც ეტატიზმის მიზნით უნდა იმოქმედოს. გადანაწილება დანახარჯებთან არის დაკავშირებული და ამგავრად, გამართლება სჭირდება. ამას სახელმწიფო იმიტომ არ აკეთებს, რომ ადამიანებს კარგი გაუკეთოს, ისე, მაგალითად ვინმე სხვა ადამიანს საჩუქარს რომ ჩუქნის. არც იმისთვის კეთდება, რომ შესაძლო გაცვლიდან რაც შეიძლება მეტი შემოსავალი იყოს, როგორც მაგალითად ჩვეულებრივი მეწარმე ჩაებმევა ხოლმე ვაჭრობაში. ამას აკეთებენ იმისთვის, რომ შემდგომი არსებობა და ექსპლუატაციისა და ექსპოროპრიაციის გაფართოება უზრუნველყონ. გადანაწილება ამ სტრატეგიულ მიზანს უნდა ემსახუროს. მისი დანახარჯები გაზრდილი სახელმწიფო შემოსავლით და სიმდიდრით უნდა გამართლდეს. პოლიტიკური მეწარმეები, რომლებიც განაგებენ სახელმწიფო აპარატს შეიძლება შეცდნენ ამ ამოცანის შესრულებაში, როგორც ჩვეულებრივი ბიზნესმენი, რადგან მათი გადაწყვეტილება თუ რომელი გადანაწილების საზომია უკეთესი ამ მიზნის მისაღწევად უნდა იყოს გათვლილი ნამდვილი შედეგის მიღების მოლოდინით. და თუ სამეწარმეო შეცდომები დაიშვება, სახელმწიფოს შემოსავალი გაზრდის ნაცვლად შეიძ-ლება შემცირდეს, და შეიძლება საფრთხეც კი შეუქმნას სახელმწიფოს არსებობას. სახელმწიფო პოლტიკის მიზანია და პოლიტიკური მეწარმეობის ფუნქციაა თავიდან აიცი-ლოს ამგვარი სიტუაციები და ამის მაგივრად აირჩიოს პოლიტიკა, რომელიც სახელმწიფოს შემოსავლებს გაზრდის. რადგან არც გადანაწილების პოლიტიკის კერძო ფორმები და არც მათი შედეგების წინასწარმეტყველებაა შესაძლებელი, არამედ გარემოებების ცვლაა მუდ-მივი, სახელმწიფოს ბუნება კვლავ მოითხოვს რომ მისი გადანაწილების პოლიტიკა ემყარებოდეს გარკვეულ წესრიგს და ამჟღავნებდეს გარკვეულ სტრუქტურულ სისწორეს.(13)

ისევე როგორც საწარმო, რომელიც ჩართულია ექსპლუატორულად შეძენილი სიმდიდრის მაქსიმიზებაში, სახელმწიფოს უპირველესი არეალი, სადაც ის გადანაწილების ზომებს იყენებს უსაფრთხოების წარმოებაა, რაც გულისხმობს, პოლიციის, თავდაცვისა და სასამართლო სისტემებს. სახელმწიფო საბოლოოდ ეყრდნობა ძალმომრეობას და ამგვარად, შეირაღებული ძალების გარეშე ვერ იმოქმედებს. ნებისმიერი კონკურენტი შეიარაღებული ძალა – რომელიც ბუნებრივად წარმოიშობა ბაზარზე იმისთვის, რომ დააკმაყოფილოს ნამდვილი მოთხოვნა უსაფრთხოებაზე და დაცვის სერვისებზე – წარმოადგენს საფრთხეს სახელმწიფოს არსებობისთვის და უნდა განადგურდეს. ამისთვის ეს საქმიანობა მან უნდა მიითვისოს და გახდეს დაცვის მომსახურების მონოპოლიური მიმწოდებელი და გადამანაწილებელი არსებულ ტერიტორიაზე. ამის მსგავსად, კონკურენ-ტი საკანონმდებლო სისტემის არსებობაც საფრთხის წინაშე აყენებს სახელმწიფოს ლეგიტიმურობას. ასევე, საკუთარი არსებობისთვის საკანონმდებლო სისტემაც გადანაწილების სქემაში მონოპოლიზებული უნდა იყოს საკანონმდებლო სერვისების ჩათვლით. სახელმწიფოს, როგორც ინსტიტუტის ბუნება, რომელიც ჩართულია ორგანიზე-ბულ ძალმომრეობაში, ასევე ხსნის გადანაწილების მოქმედების შემდეგი სფეროების, მოძ-რაობის და კომუნიკაციების მნიშვნელობას. შეუძლებელია მონოპოლისტური კონტროლის გარეშე მუდმივი ექსპლუატაცია არსებობდეს მდინარეებზე, სანაპიროებზე, საზღვაო გზებზე, ქუჩებზე, რკინიგზებზე, აეროპორტებზე, ფოსტაზე და სატელეკომუნიკაციო სისტემებზე. ამგვარად, ესეც გადანაწილების საგანი უნდა გახდეს. იგივე მნიშვნელობისაა განათლების სფეროც. საზოგადოებრივ აზრზე დამოკიდებულებით და იმის მიღებით რომ სახელმწიფოს ქმედებები ლეგიტიმურია, არსებითია სახელმწიფოსთვის, მისთვის არახელსაყრელი იდეოლოგიური კონკურენცია გაქრეს რაც შეიძლება სწრაფად ეტატიზ-მის იდეოლოგია გავრცელდეს. სახელმწიფო ცდილობს შეასრულოს ეს საგანმანათლებლო სერვისების წარმოებით გადანაწილების საფუძველზე. სახელმწიფო საგანმანათლებლო სისტემაში წარმატების შემდგომ საკვანძო არეა გადანაწილებისთვის თავად სახელმწიფოს ძალის გადანაწილებაა, იმ უფლებისა, რომელიც სახელმწიფოს ექსპროპრიაციისთვის, ექსპლუატაციისა და არამეწარმეობით შეძენილი აქტივებისთვის აქვს მორგებული. იმის მაგივრად რომ დარჩეს ინსტიტუტად, რომელიც გარკვეულ სამთავრობო პოზიციებზე შეღ-წევას ზღუდავს, სახელმწიფო მზარდად, და აშკარა სტრატეგიული მიზნებით, ისეთ ორგანი-ზებულ სტრუქტურას აყალიბებს, რომელიც პრინციპში თითოეულ პოზიციას ყველასთვის მიღწევადს ქმნის და ასაჩუქრებს მონაწილეობის მიღების და კონკურენციის თანაბარი და უნივერსალური უფლებით სახელმწიფო პოლიტიკის განსაზღვრისთვის. არა მხოლოდ პრივილეგირებული დიდკაცობა, არამედ ყველა იღებს კანონიერ ჯოხს სახელმწიფოში იმისთვის, რომ შეამციროს სახელმწიფოს ძალის მიმართ წინააღმდეგობა.(14) კანონის, უსაფ-რთხოების წარმოების, მიმოსვლის, კომუნიკაციების და განთლების მონოპოლიზებით, ისევე როგორც სახელმწიფოს მმართველობის დემოკრატიზებით, თანამედროვე სახელმწიფო მიისწრაფვის ფულის და საბანკო საქმიანობის მონოპოლიზებისაკენ. აღნიშნული ემსახურე-ბა სტაბილიზაციის მიზანს და სახელმწიფოს მიერ ექსპლუატაციურად შეძენილი შემოსავლების გაზრდას.

ფულისა და საბანკო საქმიანობის მონოპოლიზება ის საბოლოო საყრდენია, რომელზეც თანამედროვე სახელმწიფო დგას. ფაქტობრივად, იგი ყველაზე სათუთად მოსავლელი ინსტრუმენტი გახდა სახელმწიფოს შემოსავლების ზრდისთვის. არცერთ სხვა სფეროში სახელმწიფოს არ ძალუძს კავშირი დაამყაროს გადანაწილების დანახარჯებსა და ექსპლო-ატაციით მიღებულ შემოსავლებს შორის უფრო პირდაპირ, სწრაფად და დაცულად, ვიდრე ამას ფულის და საბანკო საქმიანობის მონოპოლიზებით მოახერხებს. და სახელმწიფოს სქემები ნაკლებად მკაფიოდ არის გაგებული სხვა სფეროებში ვიდრე აქ. სხვების მსგავსად ამჯობინებს, მაღალ შემოსავალს ნაკლების საპირისპიროდ, მაგრამ მაინც სხვებისგან განსხვავებით, არანაყოფიერი და არაშეთანხმებული ქონების მიღების ბიზნესში, სახელ-მწიფოს პოზიცია ფულთან და საბანკო საქმიანობასთან დაკავშირებით აშკარაა: მის მიზნებს საუკეთესოდ ემსახურება წმინდად დეკრეტული ფული, მონოპოლისტურად კონტროლირებადი სახელმწიფოს მიერ. მხოლოდ ამის შემდეგ გაყალბებისთვის ყველა ბარიერი გაუქმებულია (მარტივად ჰიპერინფლაციის მეშვეობით მთლიანი მონეტარული სისტემის მოშლა) და სახელმწიფოს შეუძლია საკუთარი შემოსავლები სხვის ხარჯზე გაზარდოს ისე, რომ პრაქტიკულად გაბანკროტების შიში არც ჰქონდეს.(15)

თუმცა, ამ მიზნებისკენ სწრაფვაში გარკვეული დაბრკოლებები არსებობს. ერთი მხრივ, არსებობს ულმობელი ფაქტი, რომ ფული წარმოიშობა როგორც საქონელი. (ამგვარად შეუძლებელია დეკრეტული ფულით ათვლის დაწყება).(16) მეორე მხრივ, არსებობს პრობლემა, გაყალბების საშულებით გამდიდრება ნაკლებად შესამჩნევია, ვიდრე ეს გადასახადების დაწესების გზით ხდება. მიუხედავად ამისა, ეს არის საზომი იმისა რომ შესამჩნევი იქნება, განსაკუთრებით მაშინ, თუ იგი მუდმივად ხდება ბანკების მიერ. ასევე შეუძლებელია სახელმწიფოსთვის გაექცეს ინსტიტუციონიზებულ თაღლითობას თუ იგი არ ერწყმის გადანაწილების საშუალებებს, რომელთაც საზოგადოებრივ აზრში სასიკეთო ცვლილების მოხდენა ძალუძთ. ეს პრობლემა და სახელმწიფოს ბუნებრივი სურვილი არსებითად განსაზღვრავს მისი ქმედებების მიმდინარეობას. როგორც თავისუფალი ბაზრის პროცესების შედეგი, სახელმწიფო ოქროს ფულად ადგენს და თავისუფალ საბანკო სისტემას აფუძნებს. მისი მიზანი ამ სისტემის დაშლა და ამასთან ერთად თალღითობისთვის ყველა დაბრკოლების აღმოფხვრაა. ტექნიკურად (არსებული ფსიქოლოგიური სირთულე-ების გამორიცხვით), ნაბიჯების თანმიმდევრობა, რომელიც ამ მიზნის შესასრულებლად უნდა გადაიდგას ნაკარნახევია: თავდაპირველად ოქროს მოპოვება სახელმწიფოს მიერ უნდა იყოს მონოპოლიზებული. ეს გამოიყენება ოქროს ფსიქოლოგიურად დენაციონალიზე-ბისთვის. იგი აუქმებს პირველ უმნიშვნელოვანეს წინაღობას თალღლითობისთვის, რადგან იგი სახელმწიფოს გასამდიდრებლად ხელში უგდებს მკაფიოდ ინსტიტუციურ საშუ-ალებებს საგადამხდელო საშუალების ღირებულების შემცირების სისტემატური პროცესის საშუალებით. მეორე, სისტემატურად უნდა წახალისდეს ფულის შემცვლელების გამოყენება ნამდვილი ოქროს მაგივრად. გაყალბების ასეთი პროცესი უფრო ნაკლებდანახარჯიანია. ოქროს მოჭრის მაგივრად, მხოლოდ ქაღალდის ნიშნები უნდა დაიბეჭდოს.

თუმცა, ზემოთ განხილული პრობლემა მაინც არსებობს. სანამ თავისუფალი საბანკო საქმიანობის სისტემა ჩართულია ყალბი ბანკნოტების გამოშვებაში, გამოსყიდვის მოთხოვ-ნით ბანკნოტების გამომშვებს ვერ ავიცილებთ თავიდან, რომელსაც საკონტრაქტო მორგე-ბის გარეშე არ შეუძლია შეასრულოს საკუთარი ვალდებულებები. დაბრკოლების დასაძლე-ვად, შემდეგ სახელმწიფომ საბანკო სისტემის მონოპოლიზება უნდა განახორციელოს, ან ბანკებს კარტელური შეთანხმება აიძულოს მისივე ცენტრალური ბანკის მეურვეობის ქვეშ. როცა მონოპოლიზებული ან კარტელიზებული საბანკო სიტემა უკვე მოქმედებაშია მოყვანილი, სახელმწიფოს შეუძლია კოორდინირებული გაყალბების პროცესი მთლიანი საბანკო სისტემის ფარგლებში დაიწყოს, რაც რისკებს ააცილებს თავიდან.

შემდეგი ნაბიჯი ოქროს ნაციონალიზებაა, რაც ნიშნავს იმას, რომ სახელმწიფომ ყველა ბანკს საკუთარი ოქროს რეზერვების ცენტრალურ ბანკში შენახვა და ბიზნესის ოქროს მაგივრად ფულის შემცვლელებით წარმოება მოსთხოვოს. ამ გზით ოქრო, როგორც გაც-ვლის საშუალება ქრება ბაზრიდან და მის ნაცვლად ყოველდღიური ტრანსაქციებისთვის უფრო და უფრო გამოიყენება ცენტრალური ბანკნოტები.
ბოლოს, როცა ოქრო თვალსაწიერიდან ქრება და იგი მხოლოდ სახელმწფოს საკუთრებაშია, სახელმწიფომ ოქროსთან დამაკავშირებელი ბოლო ბაწარი უნდა გადაჭრას, საკუთარ საკონტრაქტო ვალდებულებებს უნდა უღალატოს და საკუთარი ბანკნოტების განაღდება შეწყვიტოს. ოქროს ნანგრევებზე, რომელმაც, როგორც სასაქონლო ფულის სტანდარტმა თავდაპირველად შესაძლებელი გახადა ქაღალდის ბანკნოტებს მსყიდველობითი უნარი შეეძინათ, წარმოიშვა წმინდა არაუზრუნველყოფილი ფულის სტანდარტი და დღემდე ინარ-ჩუნებს ფუნქციონირებას, რადგან სახელმწიფოს გაყალბების შეუზღუდავი ძალაუფლება გააჩნია.

გაყალბების სრული ავტონომიის მიზანი სტრატეგიას გვკარნახობს, რომელიც ფსიქოლოგიურ ასპექტებს წინა პლანზე სწევს. აშკარაა, საბოლოო მიზნის მისაღწევად სახელმწიფო მსხვერპლს წარმოშობს და ამის გათვალისწინებით მას საზოგადოებაში მხარდამჭერებიც სჭირდება. მისი აბსოლუტური გაყალბების ძალაუფლებისკენ სვლას უნდა ახლდეს გადანაწილების ღონისძიებები, რომელიც მხარდაჭერას წარმოშობს, აუცილებელს მომავალი წინააღმდეგობრივი ძალების დასაძლევად. ამიტომ მან მოკავშირეები უნდა ეძიოს.

სახელმწიფოს მიერ კანონის და წესრიგის, მიმოსვლის, კომუნიკაციების და განათლების მონოპოლიზებასთან, ასევე მისი ორგანიზაციული სტრუქტურის დემოკრატიზაციასთან დაკავშირებით – რადგან აშკარაა, რომ ისინი გადანაწილების საშუალებებს წარმოადგენენ და ამგვარად გულისხმობენ ერთი ადამიანის სარგებლის მიღებას მეორეს ხარჯზე – ძნელია თუ შეუძლებელი არა, ამოიცნო მოგებულები ან წაგებულები გარკვეულ სოციალური კლასებში: სხვადასხვა კლასების წიაღში შეიძლება იყვნენ მიმღებებიც და გამცემებიც; ერთი სოციალური კლასის ფარგლებში შეიძლება იყვნენ მიმღებები და გამცემები; გადანაწილების ნიმუში დროთა განმავლობაში იცვლება. ყველა ამ შემთხვევაში სახელმწიფოს გადანაწილების კავშირი დანახარჯებსა და მათ გადახდებს შორის მხოლოდ არაპირდაპირია: განათლების გარკვეული დანახარჯები, მაგალითად, გადახდილი იქნება თუ არა სახელმწიფოს გაზრდილი შემოსავლის ფარგლებში მოგვიანებით გახდება თვალსაჩინო; და მაშინაც კი ძნელია ამგვარი შედეგი გარკვეულ შემთხვევებს მიაწერო. ფულისა და საბანკო საქმიანობის მონოპოლიზების შემთხვევაში, ერთი მხრივ, ვინც სახელმწიფოს აპარატის გარეთ საკუთარი განადაწილების პოლიტიკის ფარგლებში ვინ მინ მიიღებს და ვინ დაკარგავს თავიდანვე თვალსაჩინოა; სოციოლოგიურად წყალობის გამცემი სპეციფიურ სოციალურ კლასში ადვილად ამოსაცნობია. ამ შემთხვევაში კავშირი სახელმწიფოს გადასანაწილებელი წყალობები და სახელმწიფოსივე გამდიდრება პირდა-პირია და ვიწრო წრეში მოძრაობს; მიზეზების დამოკიდებულება კი აშკარაა: სახელმწიფო იძულებულია ბანკები და ბანკირთა სოციალური კლასები თანამზრახველებად გაიხადოს, მათთვის გაყალბების ოპერაციებში მონაწილეობის მიღებით და ამგვარად, სახელმწიფოს-თან ერთად გამდიდრებით.

ბანკირები იქნებიან პირველნი, ვინც სახელმწიფოს მიერ თაღლითობის მცდელობას შეიტყობს. ინიციატივის გარეშე მათ არ ექნებათ მიზეზი მხარი დაუჭირონ ამგვარ ქმე-დებებს და ყველანაირად ეცადონ გამოააშკარაონ და შეაჩერონ ის, რაც შეიძლება სწა-რაფად. სახელმწიფო აქ უბრალოდ წინააღმდეგობას არ წააწყდება: ბანკირები, ეკონომიკაში მათი ამაღლებული პოზიციის და უფრო კერძოდ მათი, როგორც სივრცითშორისი და პერიოდთაშორი გაცვლების ხელშემწყობთა პროფესიული ჯგუფის გამო, იქნება ყველაზე საშინელი წინააღმდეგობა რასაც ადამიანი გადააწყდება. ამგვარი პოტენციური მტრების ბუნებრივ მოკავშირეებად გადაქცევისთვის აუცილებელი ინიციატივა არის სახელმწიფოს შეთავაზება, რომ საკუთარ თაღლითურ მაქინაციებში ჩაითრიოს. თაღლითობის არსში და ასევე მის მიერ გამდიდრების დიდ პოტენციალში გარკვეულები, მაგრამ მათ ასევე იციან, რომ მასში ჩართვის შანსი არ არსებობს სწრაფი გაბანკროტების რისკის გაცნობიერების გარეშე, კონკურენტული საბანკო საქმიანობის და ოქროს სტანდარტის გარეშე, ბანკირები თითქმის დაუძლეველი ცდუნების წინაშე დგებიან. სახელმწიფოს მიერ ფულის და საბანკო საქმიანობის მონოპოლიზებისკენ გზის გაყოლა ასევე ვინმეს სწრაფად გამდიდრების მიღწევას ნიშნავს. არა მარტო თავად სახელმწიფო მიდის აქამდე, როგორც კი დეკრეტული ფულის სტანდარტი დამყარდება. იმის გამო რომ მათ გააჩნიათ თანხმობა სახელმწიფოს მხრიდან მის მიერ ყალბ ფულთან ერთად კიდევ გამოუშვან დამატებით ყალბი ბანკნოტები იმ მონეტარული რეჟიმის პირობებში სადაც საბანკო საქმიანობა 100 პროცენტზე ნაკლები რეზერვირების პრინციპით მუშაობს, ცენტრალური ბანკით, რომელიც ფუნქციონირებს როგორც უმთავრესი თაღლითი , ბანკები უბრალოდ მარტივად დაიჯერებენ ამგვარი მონეტარული სისტემის დამყარებას, როგორც მათი მიზნის მისაღწევად უნივერსალურ პანაცეას.(17)

ეკონომიკური თვალსაზრისით, სახელმწიფოს, როგორც გაბატონებულ პარტნიორსა და საბანკო სისტემას შორის ასეთი სახის კოალიცია იწვევს მუდმივ ინფლაციას (რომლის მაღალ მაჩვენებლამდე ზრდა იზღუდება, რომ მთლიანი მონეტარული სისტემის მოშლა არ განაპირობოს), კრედიტის ექპსანსიას და აღმასვლისა და ვარდნის ციკლის განმეორებას, შეუწყვეტავ შემოსავალს და სიმდიდრის განადაწილებას სახელმწიფოსა და ბანკის სასიკეთოდ.

თუმცა უფრო მეტად მნიშვნელოვანი, ამ ალიანსების სოცილოგიური ქვეტექსტებია: მისი ჩამოყალიბებით მმართველი კლასი, რომელთა ინტერესებიც მჭიდრო კავშირშია იმასთან, რომ სახელმწიფო სამოქალაქო საზოგადოების ფარგლებში იდგამს ფესვს. ამგვარი თანამშრომლობის მეშვეობით სახელმწიფოს შეუძლია საკუთარი იძულებითი ძალაუფლება პრაქტიკულად საზოგადოების ყველა სფეროში გაავრცელოს.

სახელმწიფოსა და საბანკო საქმიანობის ალიანსის შექმნამდე, სახელმწიფოსა და საზოგადოებას შორის სოციალური დაყოფა, რაც ექსპლუატაციური მმართველი კლასის და ექსპლუატირებული მწარმოებელთა კლასს შორის დაყოფას გულისხმობს, ჩამოყალიბე-ბული და მკაფიოდ შესამჩნევია. აქ არის სამოქალაქო საზოგადოება, რომელიც ქმნის მთლიან ეკონომიკურ სიმდიდრეს; და აქვეა სახელმწიფო და მისი წარმომადგენლები, რომლებიც პრაქტიკულად იმას ითვისებენ, რასაც სხვები აწარმოებენ. ადამიანები ან სამოქალაქო საზოგადოების ან სახელმწიფოს წევრები არიან და საკუთარ ინტერესებს პირველთან ან მეორესთან მიმართებაში ხედავენ. გადანაწილება ერთი მხარის სასარგებლოდ ხდება სხვა ადამიანების ხარჯზე, რომლის დახმარებით ხორციელდება სარგებლების გადამისამართება ეკონომიკური ინტეგრაციიდან ექპლუატაციის მხარდა-ჭერაზე. ამ საფეხურზე სოციალური კორუფცია არასისტემატურია. ეს არ არის სოციალუ-რი კლასების კორუფცია, რომელიც მთელს საზოგადოებას მოიცავს, არამედ ეს არის სასოწარკვეთილი და გაფანტული ინდივიდუალური ჯგუფების კორუფცია. ეს ინტერესები მხოლოდ სახელმწიფოსთანაა დაკავშირებული, ვიდრე უმნიშვნელოდ სპეციფიკური გადანაწილების სახელმწიფო ქმედებებით, ვიდრე პირდაპირი ნაღდი ფულის კავშირებით.

სახელმწიფო-საბანკო ალიანსების ჩამოყალიბებით ეს ყველაფერი სხვაგვარი ხდება. ნაღდი ფულის კავშირი სამოქალაო საზოგადოების ჯგუფებსა და სახელმწიფოს შორის არსებობს – და არაფერი აკავშირებს ადამიანებს ისე მჭიდროდ, როგორც საერთო ფინანსური ინტერესები. უფრო მეტიც, კავშირი მყარდება სახელმწიფოსა და არა მხოლოდ მასთან ახლოს დაკავშირებულ სოციალურ კლასს შორის, არამედ ყველაზე გავლენიანებს და ძალაუფლებიანებს შორის. ფაქტობრივად, ეს მხოლოდ ბანკები არაა, ვინც სახლმწიფოს ინტერესებს და მის ეპლოატაციურ პოლიტიკას უერთდებიან. ამგვარად ბანკის უმთავრესი კლიენტები, ბიზნესებისა და ინდუსტრიების ლიდერები ღრმად ინტეგრირდებიან სახელმწი-ფოს გაყალბების სქემაში. რადგან ისინი არიან, ბანკებისა და სახელმწიფოს გარდა, ვინც რეგულარულად შექმნილი ყალბი ფულის პირველი მიმღებები ხდებიან. ფულის მიღებით, სანამ იგი თანდათანობით მთელ ეკონომიკურ სისტემაში გავრცელდება, იცვლება ფასები და საბოლოოდ იზრდება ფასების საერთო დონე, კრედიტის მიღებაში ყალბად შემცირე-ბული სარგებლის განაკვეთით. შესაბამისად ესენიც მდიდრდებიან დამზოგველების, სხვა ბოლოს მიმღების ან იმათ ხარჯზე, ვინც ფულს საერთოდ ვერ მიიღებს.(18)

უფრო მეტიც, სამრეწველო საწარმოებს, ბანკებსა და სახელმწიფოს შორის არსებული კოალიცია მიდრეკილია გაძლიერდეს თითოეული მომდევნო ღონისძიებათა განხორცი-ელებით. კრედიტის ექსპანსია ინვესტიციების გაზრდას იწვევს და რადგანაც იგი არ იფა-რება ნამდვილი დანაზოგების ზრდადი მარაგით, აუცილებლად გამოიწვევს საპირისპირო ქმედებას კორექციისთვის. დანაკარგების თავიდან ასაცილებლად კლიენტები საბანკო სისტემას ლიკვიდურობის (ფულის) გაზრდილი მოთხოვნით მიმართავენ. ბუნებრივია, იმისთვის რომ ბანკებმა თავის მხრივაც აიცილონ დანაკარგები მზად არიან დაეხმარონ საკუთარ კლიენტებს ამ სიტუაციის მოგვარებაში. იმის გამო, რომ ბანკებს ეს თავად არ შეუძლიათ, სახელმწიფოსა და ცენტრალურ ბანკს მიმართავენ. შედეგად კი სახელმწიფო, მიეცემა რა გამდიდრების შარსი, საბანკო სისტემას და ბიზნესის ესტაბლიშმენტს, საჭირო ლიკვიდურობით გაყალბების ახალი რაუნდის საშულებით უზრუნველყოფს. ალიანსი განახლებულია და სახელმწიფომ კვლავ დაადასტურა საკუთარი გაბატონებული როლი საბანკო საქმიანობის და ინდუსტრიული ელიტის გადარჩენით ეკონომიკურ კონკუ-რენციაში განადგურებისგან და მათთვის სტატუს ქვოს შენარჩუნების უფლების მიცემით, ან უფრო მეტი სიმდიდრის გაზრდით, რომელიც უკვე კონცენტრირებული იყო ბანკების ხელში. ესაა მიზანი იყო მადლობელი და იმოქმედო სახელმწიფოს ძალისა და მისი პროპაგან-დისთვის საზოგადოებრივი მხარდაჭერის მინიჭებით.

სახელმწიფოსა და ეკონომიკურ ელიტას შორის არსებული კოალიცია უცილობლად ინტერესების სრულ იდენტურობას გულისხმობს. სხვადასხვა ინდუსტრიულ წარმოებებს შეიძლება განსხვავებული ან თუნდაც საპირისპირო ინტერესები გააჩნდეთ; იგივეა ბანკების შემთხვევაშიც. ამის მსგავსად, ბანკების და ბიზნეს კლიენტების ინტერესები შეიძლება განსხვავებული იყოს მრავალი თვალსაზრისით. არც ინდუსტრიული ელიტების და არც ბანკის ინტერესები სრულად არ ემთხვევა სახელმწიფოს ინტერესებს. ყველაფრის შემდეგ, ბანკები, ისევე როგორც ინდუსტრიული წარმოებები ფულის შოვნის „ნორმალურ“ ბიზნესში არიან ჩართულნი წარმოების და გაცვლის საშუალებებით, მიუხედავად სხვა გზებისა, მათთვის შემოსავლის მიღების სხვა რა წყაროც არ უნდა არსებობდეს. მაგალითად, ამ დროს მათი ინტერესები შეიძლება შეეჯახონ სახელმწიფოს სურვილს დაბეგროს წარმოებები გადასახადების გზით. მაგრამ, მონოპოლიზებული ფულისა და საბანკო საქმიანობის სისტემის დაარსება მაინც ქმნის ყველასთვის მსგავსს ინტერესს: სახელმწიფო აპარატის შენარჩუნების და შემოსავლის მითვისების პოლიტიკური მნიშვნელობის (ექპლუატაციური) ინსტიტუტის არსებობის ინტერესს. არა მხოლოდ სახელმწიფოს და მის ცენტრალურ ბანკს შეუძლია გაანადგუროს ნებისმიერი კომერციული ბანკი და, არაპირ-დაპირ, პრაქტიკულად ნებისმიერი ინდუსტრია; ეს საფრთხე უფრო ძლიერია რაც უფრო მყარია ბიზნესი. სახელმწიფოს ასევე შეუძლია მათი დახმარება და გამდიდრების ხელ-შეწყობა, ისე, რომ თითქოს ისინი უკვე ძალიან მდიდრები არიან. ამგვარად, უფრო მეტი შეიძლება დაკარგო წინააღმდეგობით და მიიღო თანხმობისგან, უფრო მეტად ინტენსიური იქნება ეკონომიკური ელიტის მცდელობა სახელმწიფოს აპარატის გაფილტვრისა და სახელმწიფოს ლიდერებისთვის ბიზნეს სამყაროში არსებული ფინანსური ინტერესების აღიარების იძულება. ბანკირები და მრეწველები პოლიტიკოსები ხდებიან; და პოლიტი-კოსები ბანკისგსა და ინდუსტრიაში იკავებენ ადგილს. სოციალური სისტემის წარმოშო-ბით,რომელიც თანამედროვე მსოფლიოსთვის არის დამახასიათებელი, სახელმწიფო და მასთან დაახლოებული საბანკო და ბიზნეს ლიდერთა კლასები ექპლუატაციას უწევენ საზოგადოების დანარჩენ წევრებს.(19; 20)

საერთაშორისო პოლიტიკა და საერთაშორისო მონეტარული წესრიგი

ადამიანის ეკონომიკურ ინტერესებს, ე.ი. მის სურვილს გაზარდოს შემოსავლები და სიმდიდრე წარმოებისა და გაცვლის საშუალებით, მივყავართ უნივერსალურად გამოყენე-ბადი სავაჭრო ფულის – ოქროს და თავისუფალი საბანკო სისტემის აუცილებლობამდე.

ადამიანის პოლიტიკურ ინტერესებს (ე.ი. მის ინტერესებს გაზარდოს შემოსავლები და სიმ-დიდრე მწარმოებლების და კონტრაქტორების ექსპლოატაციის ხარჯზე) მივყავართ სახელმწიფოს ფორმაციამდე, ოქროს სტანდარტის დესტრუქციამდე და საბანკო სისტემის და ფულის მონოპოლიზაციამდე.

ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც სახელმწიფო ყალიბდება, როგორც ექსპლოატაციისა და თაღლითობის მონოპოლისტი, ახალი პრობლემები იჩენს თავს. თუნდაც მისი მონოპოლის-ტური მდგომარეობა დაცული იყოს მოცემული ტერიტორიის ფარგლებში, კონკურენცია ქვეყნებს შორის, რომლებიც სხვა ტერიტორიაზე ახორციელებენ იგივეს, მაინც არსებობს. სწორედ ეს კონკურენციაა, რომელიც გარკვეულ ლიმიტებს უწესებს ამათუიმ მთავრობის ექსპლოატაციურ ძალაუფლებას. ერთი მხრივ, ის შესაძლებლობას აძლევს ადამიანებს ხმა მისცენ მთავრობის წინააღმდეგ ამ ტერიტორიის დატოვებით თუ ისინი თვლიან, რომ სხვა ტერიტორია სთავაზობს მათ ნაკლებად ექსპლოატაციურ საცხოვრებელ პირობებს, ან თუ სხვა სახელმწიფოებს მიიჩნევენ ნაკლებად მჩაგვრელებად. იზრდება ალბათობა იმისა, რომ სახელმწიფოს სუბიექტებმა ითანამშრომლონ ასეთ უცხოელ კონკურენტებთან მათზე “უპირატესობის” მინიჭებით. ეს ორივე შესაძლებლობა თითოეული სახელმწიფოს წინაშე სასიცოცხლო პრობლემებს აყენებს. რადგანაც სახელმწიფო მოსახლეობის ხარჯზე ცხოვრობს, მისი ნაწილის დაკარგვა სახელმწიფოსთვის პონტენციური შემოსავლის დაკარგვას ნიშნავს. ამგვარად, ნებისმიერი სახელმწიფოს მიერ ინტერესების განხორცი-ელების მცდელობა სხვა სახელმწიფოს შიდა საქმეებში საფრთხედ უნდა იქნას მიჩნეული. ამასთან, ექსპლუატაციის თვალსაზრისით, მხოლოდ მაშინ იგებს რომელიმე მხარე, როდესაც არსებობს ექსპლუატაციის ობიექტი და აშკარად ნებისმიერი მხარდაჭერა სხვა სახელმწიფოსთვის გაწეულ მის შანსებს ამცირებს.

მეორე მხრივ, როდესაც არსებობს რამდენიმე კონკურენტი სახელმწიფო თითოეული სახელმწიფოს თაღლითური ძალაუფლება გარკვეულწილად იზღუდება. ფაქტობრივად, საერთაშორისო დონეზე პრობლემა ისევ წარმოიშობა, რაც პირდაპირი ანალოგია თაღლი-თობისათვის იმ ბარიერისა, რასაც გულისხმობს თავისუფალი საბანკო სისტემა და რომელიც სახელმწიფოებმა შიგნით მონოპოლიზაციისა და საბანკო სისტემის კარტელიზაციის გზით მოაგვარეს. სიტუაცია თავისუფლად მცურავი გაცვლითი კურსის მქონე სხვადასხვა ეროვნული ქაღალდის ფულითაა განპირობებული. თუ ერთი სახელმწიფო აყალბებს იმაზე უფრო ხშირად, ვიდრე მეორე, მისი საგადამხდელო საშუალება იზღუდება იქამდე ვიდრე არ გაუფასურდება მეორე ვალუტის მაჩვენებლით და ასეთი სახელმწიფოსთვის ეს ნიშნავს (რასაც არ უნდა ნიშნავდეს მისი სუბიექტებისათვის), რომ მისი შემოსავალი შემცირდა სხვა სახელმწიფოსთან მიმართებაში. ამით, მისი ძალაუფლებაც შემცირდა. ის უფრო სუსტი (მოწყვლადი) ხდება კონკურენტი სახელმწიფოს თავდასხმების მიმართ (სამხედრო თუ ეკონომიკური). ბუნებრივია, არც ერთი სახელმწიფოს ინტერესებში არ შედის ეს და შესაბამისად ნებისმიერი მათგანის ძალადობრივი სურვილი უნდა შეიზღუდოს. მლიქვნე-ლობა, რა თქმა უნდა, კვლავაც მუდმივად გრძელდება, რადგანაც ის ყველა სახელმწიფოს ინტერესებში შედის, მაგრამ არც ერთი მათგანი არ არის ჭეშმარიტად ავტონომიური თავის გადაწყვეტილებებში თუ რა დოზით მოახდინოს ინფლაცია და ამასთან მუდმივად ყურადღებას აქცევს კონკურენტების ინფლაციურ პოლიტიკას, რათა მოქნილად მიუსადაგოს თავისი მოქმედებები მათსას.

იმისათვის, რომ ძალადობრივად მოპოვებული შემოსავლების მაქსიმიზაცია მოახდინოს, სახელმწიფოს ბუნებრივ ინტერესში დევს გადააბიჯოს ორივე გარე შეზღუდვას, რომლებიც შიდა ძალაუფლებაზე ახდენენ გავლენას. კარტელიზაცია ალბათ შესაძლო გამოსავალია. თუმცა, მან, როგორც ასეთმა, ვერ უნდა გაამართლოს მონოპოლიის განმახორციელებელი სააგენტოს არარსებობის პირობებში – სახელმწიფოთაშორისი კარტელები შეიძლება იყოს მხოლოდ ნებაყოფლობითი და შესაბამისად, ნაკლებად მიმზიდველია სახელმწიფოსთვის, რომელსაც უკვე აქვს ძალაუფლება და ნაკლებად ინფლაციურია მისი თაღლითური პოლიტიკისათვის.

ნებისმიერ მსგავს კარტელში გაწევრიანებით სახელმწიფო ზიანს აყენებს საკუთარ თავს ნაკლებად წარმატებული და უფრო ინფლაციური სახელმწიფოების სასარგებლოდ. ამ პრო-ბლემიდან მხოლოდ ერთი სტაბილური გამოსავალი არსებობს: სახელმწიფო უნდა ესწრაფ-ვოდეს ტერიტორიების ზრდისკენ, დაასუსტოს კონკურენტები და როგორც მისი საბოლოო მიზანი, მსოფლიო მთავრობად დაიმკვიდროს თავი. ამის პარალელურად, ეცადოს საკუთარი ქაღალდის ფული სხვა ტერიტორიებზეც გამოიყენონ და საბოლოოდ იგი მსოფლიო საგადამხდელო საშუალებად აქციოს, რომელიც იქნება მისივე საკუთარი მსოფლიო ბანკის კონტროლის ქვეშ.

მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს მიზნები შესრულდება, სახელმწიფო იარსებებს თავისი ინეტრესების მიხედვით. ამ გზაზე ბევრი დაბრკოლება არსებობს, მათ უარყოფითი შედეგები შეიძლება მოუტანონ სახელმწიფოს და საჭირო გახდეს იმაზე ნაკლებს დასჯერდეს, ვიდრე ზემოხსენებული საუკეთესო გამოსავალი. თუმცა, ვიდრე სახელმწიფო არსებობს, ამგვარი ინტერესები ეფექტურია და გაგებულ უნდა იქნეს, როგორც წარსული განვითარების, ისევე მომავალი ტენდენციების სწორ ინტერპრეტაციად (რაც არ უნდა იყოს, რამდენიმე საუკუნე დასჭირდა სახელმწიფოს, რომ მიეღწია მისი შიდა თაღლითური ძალადობისათვის).

სახელმწიფოს ორი ინტეგრირებული მიზნიდან პირველის შესრულების საშუალება არის ომი. ომი და სახელმწიფო მჭიდროდ არიან ერთმანეთთან დაკავშირებულნი.21 სახელმწიფო არ არის მხოლოდ ექსპლოატაციური ფირმა, მის წამყვან წარმომადგენლებს შესაძლოა არ გა-აჩნდეთ პრინციპული მიზნები შეიძინონ არაპროდუქტიული (არამწარმოებლური) და არასაკო-ნტრაქტო საკუთრება – სხვა შემთხვევაში, ისინი არ გააკეთებდნენ იმას, რასაც აკეთებენ, რადგან სახელმწიფო უბრალოდ დაიშლება. საკვირველი არ იქნება, რომ მათ არ ჰქონდეთ ტერიტორიული ექსპანსიით ექსპლოატაციის ფუნდამენტური მიზანი ომის საშუალებით. ფაქტიურად, ომი არის შემდგომი ცეცხლის შეწყვეტის აუცილებელი და ლოგიკური წინაპირობა და მისი საკუთარი შიდა, ინსტიტუციონალური ექსპლოატაციური სისტემა არაფერია, თუ არა ლეგიტიმური ცეცხლის შეწყვეტა, ე.ი. წინა დაპყრობების შედეგი. გარდა ამისა, როგორც სახელმწიფოს წარმომადგენლები, ისინი ასევე არიან იმ საშუალებების მმართველები, რომლებიც ზრდიან სახელმწიფოს აგრესიული სურვილების სისრულეში მოყვანის შანსს. ბუნებრივია, თუ ერთი არ იხდის სხვისი სარისკო საქმეებისთვის, მაგრამ სხვას აიძულებს ასე მოიქცეს, ან თუ ვინმეს შეუძლია უბრალოდ არაფრისგან შექმნას ფონდები, იგი ძალიან რისკავს და არის იმაზე მეტად ომის მოსურნე, ვიდრე სხვა შემთხვევაში იქნებოდა.

ბუნებით უფრო აგრესიული ინსტიტუტი, ვიდრე რომელიმე ნორმალური ბიზნესია, რომელმაც უნდა დააფინანსოს სახელმწიფოს ომები ნებაყოფლობითი ტრანზაქციებით შემოსავლის მოპოვებით, დაუყოვნებლივ დადგება ფინანსური შედეგების წინაშე. თუ მისი რომე-ლიმე კლიენტი, უკმაყოფილების გამო, ომის პოლიტიკის საპასუხოდ, შესყიდვებს შეამცი-რებს, სახელმწიფო მაინც არ არის საგარეო აგრესიის განხორციელებაში შეზღუდვებისგან სრულიად თავისუფალი. ომები სახელმწიფოს გაჩენისთანავე წარმოიშობა, იმის მიუხედავად, არის თუ არა მასზე მოთხოვნა. მაგრამ სახელმწიფოს მიერ ომის გაჩაღებას ზღუდავს საზოგადოებრივი აზრი. თუმცა, არსებობენ სახელმწიფოს მიერ ომის წარმოების მსურველებიც. ცხადია, იმისათვის, რომ სახელმწიფოთაშორისი ომი წარმატებით განხორციელდეს სახელმწიფოს უნდა გააჩნდეს მნიშვნელოვანი ეკონომიკური რესურსები, რაც მის მოქმედებებს უფრო მდგრადს გახდის. თუმცა, ეს რესურსები მხოლოდ მწარმოებელი მოსახლეობის მიერ შეიძლება იქნას მიწოდებული. ამგვარად, რესურსების დასაცავად აუცილებელია ომების მოგება და ომის დროს წარმოების ვარდნის თავიდან აცილება. საზოგადოებრივი აზრი კვლავაც გადამწყვეტი ადგილი უკავია, რომელიც ზღუდავს სახელმწიფოს საგარეო პოლიტიკას. მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფოს მიერ წარმოებული ომის მიმართ ხალხის მხარდაჭერა არსებობს, შეიძლება ომის გაგრძელება და შესაძლო მოგებაც. საბანკო სისტემისა და საწარმოო დაწესებულებათა მხრიდან მხარდაჭერის მოპოვება ადვილია, თუ საგარეო აგრესია მათ პირდება შემდგომ წარმატებულ საქმიანობას, რომლის ღირებულება შეიძლება დადგინდეს საკმაო ხარისხის სიზუსტით. ყველა ვერ იქნება მხარდამჭერი, ზოგს სურს, რომ გარკვეული ტერიტორია იყოს დაპყრობილი; ან შეიძლება ზოგს სურდეს, რომ ქვეყანა ჩ-ზე უფრო მეტად B-ს შეუტიონ; ან ვინმე შეიძლება პრინციპულად ეწინააღმდეგებოდეს ომს. ზოგადად, არსებობს მოლოდინი, რომ სახელმწიფოს გამარჯვებასთან ერთად ბიზნეს და საბანკო ელიტა მმართველ კლასად ჩამოყალიბდეს დიდ ტერიტორიაზე, რომელიც შესაბამისად ფინანსური ექსპლუატაციისთვის თავის შესაძლებლობებს აფართოვებს, შესაბამისად, ელიტა დიდი ყურადღებას დაუთმობს ომის არჩევანს.

მაგრამ მაინც მათი მხარდაჭერა არც ერთ შემთხვევაში საკმარისი არაა. ომის დროს, უფრო მეტად ვიდრე მშვიდობიან პერიოდში, სახელმწიფო დამოკიდებულია თითოეული ადამიანის მუშაობის სურვილზე და წარმოებაზე (ომის პერიოდში არ უნდა არსებობდნენ უსაქმურები). ამ შემთხვევაში, ყველა სახელმწიფო ცდილობს ხელი შეუწყოს ნაციონალის-ტური იდეოლოგიების შექმნას და მხარდაჭერას, თავი წარმოაჩინოს ერის უმთავრესი ღირებულებების დამცველად. აღნიშნული გამიზნულია საზოგადოებრივი იდენტიფიცირების ხელ-შესაწყობად ერთი სპეციფიკური სახელმწიფოს ფარგლებში, რაც აუცილებელია სხვადასხვა ერების ეთნიკური, ლინგვისტური და კულტურული ჯგუფების დამოუკიდებლობისათვის.

თუმცა, მოსახლეობის შრომის მწარმოებლურობის შესანარჩუნებლად უფრო რეალურად საჭიროა ომისთვის საჭირო რესურსები. სხვა სახელმწიფოებს მოჩვენებითი მხარდაჭერა გააჩნიათ ბიზნეს ელიტის მხრიდან; და მათაც შექმნეს საკუთარ ტერიტორიებზე ნაციონა-ლიზმის სულისკვეთება. ანტაგონისტური ქვეყნები თავდაპირველად აკონტროლებენ განსაზღვრული ზომის მოსახლეობას და ტერიტორიას შესაბამისი ფულადი შეწირულობით. მათი გამარჯვება ან მარცხი საზოგადოების ეკონომიკური სიმდიდრესთან, ეკონომიკური განვითარების ხარისხთან და კაპიტალის დაგროვებასთანაა დაკავშირებული. ამგვარი სახელმწიფოები ომზე გამარჯვებით ცდილობენ პარაზიტულად გამეფდნენ ეკონომიკურ სიმდიდრეზე. თუმცა, ამისათვის სიმდიდრის და კაპიტალის ფორმირების პირობები შესაბა-მის ტერიტორიებზე ადრეც უნდა არსებობდეს. სახელმწიფოები კარგს არაფერს აკეთებენ ამ მიმართულებით. პირიქით, სიმდიდრისა და კაპიტალის დაგროვებაში სახელმწიფო ზიანის მომტანია. სიმდიდრე და კაპიტალი წარმოიშობა მხოლოდ საოჯახო მეურნეობების, წარმოების და შეთანხმებების საფუძველზე, და ასევე საოჯახო მეურნეობების, მწარმოებლების და კონტრაქტორების შედარებით დაბალი ხარისხის ექსპლოატაციით. ამით სახელმწიფო მხარს უჭერს კაპიტალის ფორმაციას, რაც მას დამატებით რესურსებს აძლევს უცხოელ მოქიშპეებთან შედარებით სამხედრო უპირატესობის თვალსაზრისით. ამასთან, ომის მოსაგებად შედარებით მაღალი ხარისხის შიდა ლიბერალიზმია საჭირო.

რაც არ უნდა პარადოქსულად ჩანდეს, რაც უფრო მეტად ლიბერალურია (22) სახელმწიფო, მით უფრო მეტი ალბათობით ჩაერთვება გარეშე აგრესიაში. შიდა ლიბერალიზმი ამდიდრებს საზოგადოებას; მდიდარი საზოგადოების დაბეგვრა ამდიდრებს სახელმწიფოს და მდიდარი სახელმწიფო უფრო მეტ ექსპანსიურ ომებს აწარმოებს. მდიდარი ქვეყნის ექსპანსიური სურვილი უფრო ძლიერდება, თუ იგი წარმატებით აყალიბებს ნაციონალისტურ- “გამათავისუფლებელი“ იდეოლოგიის საზოგადოებას. ეს იდეოლოგია ყველაფერზე ზევით საზოგადოების ზოგად შიდა თავისუფლებას და მის შედარებით მაღალი ცხოვრების სტანდარტს აყენებს.

შეიძლება უფრო მეტი სპეციფიკური ითქვას ლიბერალიზმზე, როგორც იმპერიალიზმის წარმატების აუცილებელ საშუალებაზე. მეომარ ქვეყანას უნდა გააჩნდეს ეფექტური ეკონომიკა, რითაც იგი ცდილობს თავის კონკურენტებს გაუსწროს საერთაშორისო არენაზე. რეგულირებები, ისევე როგორც გადასახადების დაკისრება გულისხმობს არასამეწარმეო და არაკონტრაქტული შემოსავლების მიღებას და ამგვარად ისინი აზარალებენ საოჯახო მეურნეობებს, მწარმოებლებსა და კონტრაქტორებს. თუმცა, გადა-სახადებზე ბევრად ნაკლებად საზიანო რეგულირებებს განსაკუთრებული მახასიათებლები გააჩნიათ, კერძოდ, იგი საჭიროებს სახელმწიფოს მიერ ეკონომიკურ რესურსებზე კონ-ტროლს. იგი მოითხოვს სახელმწიფოს მიერ გადასახადების მართვას, მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფოს იგი მონეტარულ შემოსავალს არ აძლევს (უბრალოდ იგი ძალაუფლების ჟინის დაკმაყოფილებაა. მაგალითად, როცა A თავად მატერიალურ სარგებელს ვერ ხედვას და უკრძალავს B-ს და C-ს ორმხრივად სასარგებლო ვაჭრობაში ჩაერთონ). მეორე მხრივ, გადასახადებით მიღებული წლიური შემოსავლის გადანაწილება ზრდის მთავრობის ეკონომიკურ ბერკეტებს. რადგანაც საგადასახადო პოლიტიკას და რეგულირების გარეშე გადასახადებს დიდი მონეტარული შემოსავალი მოაქვს სახელმწიფოსთვის (მეტი რესურსით კი ომის მცდელობა იზრდება!) ვიდრე რეგულირების პოლიტიკას, სახელმწიფოებისათვის უფრო ხელსაყრელია ეკონომიკის შედარებითი დერეგულირების პოლიტიკის გატარება.(23)

სახელმწიფოს ბუნების და საერთაშორისო პოლიტიკის ამ თეორიული განხილვების ფონ-ზე, ისტორიის დიდი ნაწილი ერთ წერტილში კონცენტრირდება. საუკუნეების განმავლობაში სახელმწიფოთაშორისი ომების უწყვეტი სერია მკაფიოდ ადასტურებს თუ რა შეიძლება წარმოადგენდეს სახელმწიფოს აგრესიულ ბუნებას. ისტორია დრამატულად წარმოგვიჩენს ომის შედეგად სახელმწიფოების გაზრდილ კონცენტრაციას: სახელმწიფოების აგრესიულმა ექსპანსიონიზმმა საზღვრების ჩაკეტვა, სუსტი სახელმწიფოების რიცხვის შემცირება და იმ ქვეყნების ტერიტორიული ზრდა გამოიწვია, რომელთაც გადარჩენა მოახერხეს. მართა-ლია, ჯერჯერობით ერთი მსოფლიო სახელმწიფო არ ჩამოყალიბებულა, მაგრამ ამ მიმარ-თულებით ტენდენცია უდავოდ არსებობს. კერძოდ, ისტორია ხაზს უსვამს ლიბერალიზმის მნიშვნელობას იმპერიის ზრდაში: ასე შეიძლება აიხსნას მსოფლიოს მასშტაბით პირველი ევროპული ქვეყნის აღზევებაც. ბერძნების და სტოიკოსთა ფილოსოფიის ძველ ინტელე-ქტუალურ ტრადიციებზე, ისევე როგორც რომაულ კანონებზე, დასავლეთ ევროპაში ბუნე-ბითი უფლებების და ლიბერალიზმის იდეოლოგია წარმოიშვა.(24) ლიბერალიზმმა დიდი გავ-ლენა მოახდინა იმ ქვეყნების საზოგადოებრივ აზროვნებაზე, სადაც სახელმწიფოს ექსპლუატაციური ძალები დასუსტებული იყო, წმიდა თომა აქვინელის, ლუი დე მოლინას, ფრან-სისკო სუარესის, გვიანი XVI ს-ის ესპანური სქოლასტიკოსის, ჰუგო გროციუსის, სამუელ პუფენდორფის და ჯონ ლოკის ფილოსოფიის საშუალებით; ამ ქვეყნების ძალა კიდევ უფრო დაასუსტა იმ ფაქტმა, რომ ევროპა ხასიათდებოდა მაღალკონკურენტული, თითქმის ანარქიული საერთაშორისო სისტემით, მრავალი მოქიშპე პატარა ზომის სახელმწიფო-ებითა და ფეოდალური სამთავროებით. სწორედ ამ სიტუაციიდან წარმოიშვა კაპიტა-ლიზმი.(25) სახელმწიფოების სისუსტის გამო, საოჯახო მეურნეობებმა, მწარმოებლებმა და კონტრაქტორებმა კაპიტალის დაგროვება, მანამდე უცნობი სარგებლების ზრდის გამოყენება დაიწყეს; ისტორიაში პირველად გამოიკვეთა მოსახლეობის მუდმივი ზრდა; მოსახლეობის ზრდასთან ერთად თანდათანობით მაგრამ უწყვეტად გაიზარდა ცხოვრების დონის სტანდარტი, საბოლოოდ კი წარმოიშვა ის, რასაც ინდუსტრიულ რევოლუციას ვუწოდებთ. კაპიტალისტურ საზოგადოებებზე დაყრდნობით დასავლეთ ევროპის სუსტი, ლიბერალური სახელმწიფოები დედამიწაზე ყველაზე მდიდარ ქვეყნებად იქცნენ. მათ ხელში არსებულმა სიმდიდრემ შემდგომ იმპერიალისტური სურვილების აფეთქება გამოიწვია, რამაც მსოფლიო ისტორიაში პირველად ევროპის სახელმწიფოები ისეთ უნიკალურ მსოფლიო ძალად ჩამოაყალიბა, რომლებიც საკუთარ ჰეგემონურ მმართველობას სხვადასხვა კონტინენტებზე ავრცელებდნენ.

ამის მსგავსად აიხსნება დასავლეთ ევროპულ სახელმწიფოებს შორის ინგლისის გამორჩეული როლი. ბრიტანეთის ლიბერალური სახელმწიფო ყველაზე წარმატებული იმპერი-ალისტი გახდა.26 ინგლისის (და დასავლეთ ევროპის) შედარებითი დაკნინება და მსოფლიოს მოწინავე იმპერიალისტურ ძალად აშშ-ს აღზევება იმავე თეორიით განხორციელდა. ამერიკაში, რომელსაც არ ჰქონდა ფეოდალური წარსული, ლიბერალიზმი ძალიან პოპულარული გახდა. სახელმწიფო ძალაუფლება ძალიან სუსტად იყო გამოხატული და შეიძლება ითქვას თითქმის არ იგრძნობოდა ადამიანთა ყოველდღიულ ცხოვრებაში. შესაბამისად, სხვა ქვეყნებთან შედარებით ეკონომიკური ზრდა აქ თვალსაჩინო იყო; ცხოვრების სტანდარტები გაუმჯობესდა; მოსახლეობა გაიზარდა; ცხოვრების დონემ და მოსახლეობის რაოდენობამ თანდათაობით ევროპის ქვეყნებისას გადააჭარბა. თანადროულად, XIX ს-ის დასაწყისში ინგლისმა და დასავლეთ ევროპამ ეტატიზმის აღზევება განიცადა, რაც ევროპულ სცენაზე სოციალისტური იდეოლოგიის ჩამოყალიბების შედეგი იყო. ამერიკაში ნაკლებად ექსპლუატირებული სამოქალაქო საზოგადოების მიერ წარმოებული ეკონომიკური დოვლათი შინაგანად სუსტ აშშ-ს სამთავრობო აპარატს ნელ-ნელა გამდიდრების საშუალებას აძლევდა. ამერიკა ყველაზე საზრიანი სახელმწიფო აღმოჩნდა, რომელმაც საკუთარი რესურსები გარე აგრესიისკენ მიმართა და გაბატონებულ ძალად ჩამოყალიბდა მსოფლიოში: პირდაპირ თუ ირიბად სამხედრო დომინირებით და ჰეგემონური კონტროლით მსოფლიოს დიდ ნაწილზე (საბჭოთა კავშირის, ჩინეთის და მათი სატელიტების გამოკლე-ბით).27 აშშ-ის ლიბერალური მთავრობის აგრესიული ექსპანსიონიზმი XIX საუკუნეშივე გამოაშკარავდა. მას შემდეგ, რაც 1801 წელს აშშ-ის მთავრობამ საზღვაო ფლოტი დამსჯელი მისიით შორეულ ტრიპოლში გაგზავნა, არც ერთი წელი არ გასულა ისე, რომ აშშ-ს მთავრობა არ ჩარეულიყო მსოფლიოს სხვადასხვა კუთხის საქმეებში.28 მან სამი ძირითადი ომი აწარმოა: ინგლისის წინააღმდეგ (1812); მექსიკის წინააღმდეგ (1846-48), სადაც მექსიკამ ტერიტორიის ნახევარი დაკარგა და ესპანეთის წინააღმდეგ (1898), რასაც შედეგად კუბისა და ფილიპინების ოკუპაცია მოჰყვა. სამოქალაქო ომიც, ექსპანსიონისტურ ხასიათს ატარებდა შედარებით ლიბერალური ჩრდილოეთის მიერ კონფედერაციული შტატების წინააღმდეგ. თუმცა, მსოფლიო გაბატონებაზე დიდი ნაბიჯები მხოლოდ მეოცე საუკუნეში გადაიდგა, როცა აშშ I და II მსოფლიო ომებში ჩაერთო. ორივე ომმა დაამტკიცა აშშ-ს უპირატესობა ევროპულ სახელმწიფოებზე. აშშ-მ განსაზღვრა, როგორც მოგება ისე დანა-კარგები, ორივე ომი შედარებით ლიბერალური აშშ-ის მთავრობის გამარჯვებით დას-რულდა. აშშ ნაკლებ გადასახადებსა და ნაკლებად რეგულირებულ ეკონომიკას ეფუძნებო-და, მაშინ როცა სხვა ქვეყნების უმეტესობა სოციალისტურ, ავტორიტარულ ევროპულ ქვეყნებს (სსრკ-ს ჩათვლით) წარმოადგენდნენ და მძიმე გადასახადებითა და რეგულირე-ბული ეკონომიკით ხასიათდებოდნენ. II მსოფლიო ომის დასასრულს აშშ-მ მსოფლიო ჰეგემონობას მიაღწია. II მსოფლიო ომის განმავლობაშიც და მის შემდეგაც აშშ ინტენსიურად აგრძელებდა ექსპანსიონიზმს ლაოსში, კუბაში, კონგოში, ბრიტანეთის გვინეაში, დომინიკის რესპუბლიკაში, ვიეტნამში, ჩილეში, გრენადასა და ნიკარაგუაში.(29)

ისტორია სახელმწიფოს თაღლითობის შიდა ძალებსა და გარეგან აგრესიულ პოლიტიკას შორის პირდაპირი კავშირის მკაფიო ილუსტრირებას ახდენს, ასევე ააშკარავებს სახელმწიფოს ექსპანსიონისტური სურვილების მიმართ საბანკო და ბიზნეს ელიტების მხარდაჭერას. აშშ-ის სამხედრო ძალის აღზევებაში უდიდესი როლი I მსოფლიო ომმა ითამაშა. აშშ-ს მთავრობა ვერ ჩაერთვებოდა და ვერც წარმატებით დაასრულებდა ევროპულ ომს, რომ არა 1913 წელს ფედერალური სარეზერვო სისტემის,ანუ ცენტრალური ბანკის დაკანონება. ამის გასაკეთებლად იგი რესურსების ნაკლებობას განიცდიდა. ცენტრალური სარეზერვო სისტემის არსებობით შესაძლებელი გახდა ომის ეკონომიკაზე მსუბუქად გადასვლა და ასევე ომში უფრო სიღრმისეულად ჩართვა, შედეგად კი I მსოფლიო ომი ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე გამანადგურებელ ომად იქცა. ფედერალურ სარეზერვო სისტემას გულმოდგინედ უჭერდნენ მხარს საბანკო ესტაბლიშმენტის წარმომადგენლები (კერძოდ როქფელერების სახლი, მორგანი, და ქუნი, ლოები და კომპანია). ამგვარად, აშშ-ის ომში ჩართვის პოლიტიკის მხარდამჭერები ეკონომიკური ელიტის ფარგლებში მრავლად ჰყავდა (მაგ. ჯეი. პი. მორგანი და კომპანია, როგორც ინგლისის ბანკის აგენტი და ბრიტანული და ფრანგული ობლიგაციების მონოპოლისტური დამზღვევი, ასევე უმსხვილესი შეიარაღების მწარმოებლები, უილსონის ადმინისტრაციაში ისეთი ძლიერი სახელები, როგორიცაა ვ. ჯ. მაქადუ, ხაზინის მდივანი, უილსონის სიძე; პოლკოვნიკი ფ. მ. ჰაუსი, უილსონის საგარეო პოლიტიკის საიდუმლო მრჩეველი; და ბ. სტრონგი, ნიუ იორკის ფედერალური სარეზერვო სისტემის მმართველი).30

თანამედროვე ეკონომიკური წესრიგის აღდგენას მხოლოდ ერთი ელემენტი აკლია და ეს არის ფული. სამხედრო გზით საკუთარი ტერიტორიის გაფართოვება სახელმწიფოს ბუნებრივ ინტერესს წარმოადგენს და ამგვარად, ამ ტენდენციის ირგვლივ სახელმწიფოების კონცენტრირება მეტ-ნაკლებად კიდევ იქნება. სახელმწიფოს ინტერესია “მონეტარულ იმ-პერიალიზმში” (რაც ნიშნავს საკუთარი თაღლითური ძალაუფლების უფრო დიდ ტერიტო-რიებზე გავრცელებას) ჩართვა; ასე რომ, მსოფლიოში ერთი საერთო ქაღალდის ფულის არსებობის ტენდენციაც სრულიად მოსალოდნელია. ინტერესები და ტენდენციები ერთმანეთს ავსებენ. ერთი მხრივ, საერთაშორისო თაღლითური კარტელისკენ გადად-გმული ნებისმიერი ნაბიჯი მარტივად დამარცხდება, თუ მას ზურგს სამხედრო ესტაბ-ლიშმენტის დომინირება და იერარქია არ უმაგრებს ზურგს. გარე და შიდა ეკონომიკური ზეწოლა კარტელს გახეთქავს. თუმცა, სამხედრო ძალაუფლებით შესაძლებელი ხდება ინფლაციური კარტელის ჩამოყალიბებაც. მეორე მხრივ, როცა სამხედრო დომინირება ამგვარი კარტელის არსებობას ხდის შესაძლებელს, გაბატონებულ სახელმწიფოს შეუძლია საკუთარი ექსპლუატაციური ძალა სხვა ტერიტორიებზეც გაავრცელოს ომისა და დაპყრო-ბის გარეშე. ფაქტიურად, გაყალბების საერთაშორისო კარტელიზაცია გაბატონებულ ქვეყანას შესაძლებლობას აძლევს უფრო რთული (ნაკლებად ხილული) საშუალებები გამოიყენოს იმაში, რისი მიღწევაც მხოლოდ ომით და დაპყრობით შეუძლებელია.

პირველ რიგში გაბატონებული ქვეყანა (სახელმწიფო, რომელსაც სხვა სახელმწიფოს სამხედრო გზით დამარცხება შეუძლია) გამოიყენებს თავის უმთავრეს ძალას, რომ საერთა-შორისოდ კოორდინირებული ინფლაციის პოლიტიკა გააძლიეროს. ცენტრალური ბანკი გაყალბების პროცესს იწყებს და გაბატონებული ქვეყნების ცენტრალურ ბანკებს ნაბრ-ძანები აქვს ინფლაცია მოახდინონ გაბატონებულ ქვეყანასთან ერთად. პრაქტიკულად, გაბატონებული სახელმწიფოს ქაღალდის ფული უცხოურ ცენტრალურ ბანკებში სარე-ზერვო საგადამხდელო საშუალებად გამოიყენება, და ისინი იძულებულნი არიან იგი საკუ-თარი ინფლაციური ქმედებების საფუძვლად გამოიყენონ.

შეზღუდული არა ფაქტიური მოთხოვნით, არამედ მხოლოდ საზოგადოებრივი აზრით, გაბატონებული ქვეყნისთვის შედარებით იოლია ამ მიზნის მიღწევა. პირდაპირი ტერიტორიული დაპყრობა და საკუთარი საგადამხდელო საშუალების უცხო ტერიტორიებზე პირდაპირი დანერგვა შეიძლება მიუღებელი იყოს უცხოური საზოგადოებრივი აზრისათვის. თუმცა, გაბატონებულ სახელმწიფოს გააჩნია უცხო ქვეყნის განადგურების ძალა, მაგრამ ეს არ არის საკმარისი მისი სრული დაპყრობისათვის. ამასთან, გაბატონებული სახელმწიფო მონეტარული იმპერიალიზმით ძალიან ადვილად აღწევს წარმატებას.
სავარაუდოდ შიდა წინააღმდეგობაც არ ექნება. მთავრობა ამ გადაწყვეტილებით თავად იქნება კმაყოფილი. როცა საკუთარი საგადამხდელო საშუალება უცხოურ ბანკებში უკვე სარეზერვო საგადამხდელო საშუალებად გამოიყენება, რაზეც შემდგომ პირამიდასავით სხვადასხვა ეროვნულ საგადამხდელო საშუალებებს აწყობენ, მისთვის შესაძლებელი ხდება რომ თითქმის ხარჯის გარეშე ამუშაოს უცხოური საკუთრების მფლობელები და შემოსავლის გამცემები. მისივე საკუთარი საბანკო და ბიზნეს ელიტა თანახმაა მიიღოს ასეთი ღო-ნისძიებები, რადგან მათაც, შეუძლიათ უსაფრთხოდ მონაწილეობის მიღება უცხოეთის ექსპლუატაციის პროცესში. ბანკები ამ საქმეში ენთუზიაზმით არიან ჩართულნი. საზოგა-დოების დიდ ნაწილს წარმოდგენა არ აქვს რა ხდება, ან უცხოელების ექსპლუატაციას ნაკლებ მნიშვნელოვნად მიიჩნევენ საკუთარ შიდა პრობლემებთან შედარებით.

გარეგნულად, საქმე უფრო რთულად გამოიყურება. მონეტარული რეჟიმის შედეგად გაბატონებული სახელმწიფო კარგავს რესურსებს იმ ქვეყანაზე, რომელსაც აკონტროლებს. მაგრამ კონტროლის ერთიანად დაკარგვის საშიშროების გამო, იგი ამჯობინებს დათანხმ-დეს სქემას, რომლითაც არა მხოლოდ ძალაუფლებას შეინარჩუნებს, არამედ საკუთარი მოსახლეობის საგადამხდელო საშუალების ინფლაციით თაღლითური ექპროპრიაცია განაგრძოს ყველაზე უფრო გაბატონებული სახელმწიფოს ქაღალდის ფულის შექმნით. არსებითად იგივე მიზეზით საბანკო და ბიზნეს ელიტები, როგორც ყალბი ფულის პირველი მიმღებები, ღებულობენ ამ გადაწყვეტილებას. დაპყრობილი ქვეყნების საზოგადოება, რომელიც ორმაგი ექპლუატაციის სუბიექტია სხვა ქვეყნის ელიტებისა და საკუთარი სახელმწიფოსა და ელიტების მხრიდან, გაუთვიცნობიერებელია და უჭირს გარკვევა, თუ რატომაა მათი ეკონომიკა გაბატონებულ ერზე დამოკიდებული და განიცდის სტაგნაციას.

საერთაშორისო მონეტარულ სისტემაში ქაღალდის საგადამხდელო საშუალებას გაბა-ტონებული მდგომარეობა უკავია, ხოლო გაცვლითი კურსები ეროვნულ საგადამხდელო საშუალებებს შორის თავისუფლად მერყეობს. ერთი მხრივ, ეს არ აკმაყოფილებს გაბატონე-ბულ ქვეყანას, რადგან ამ პირობებში შესაძლებელია სხვებთან მიმართებაში საკუთარი საგადამხდელო საშუალების გაუფასურება, რაც მის როლს საფრთხეს უქმნის. გაცვლითი კურსები ექსკლუზიურად სხვადასხვა ცენტრალური ბანკების ინფლაციონისტური პოლი-ტიკით არ დგინდება. იგი განისაზღვრება მსყიდველობითუნარიანობით.31 მაშინაც კი, თუ დამოკიდებული ცენტრალური ბანკი გაბატონებულ ცენტრალურ ბანკთან ერთად საკუთა-რი სურვილით ზრდის კურსს, სხვა ფაქტორებს (მაგალითად, გადასახადების და რეგულირე-ბის დაბალი დონე) მაინც ძალუძთ საკუთარი საგადამხდელო საშუალება გაამყარონ გაბა-ტონებული ქვეყნის საგადამხდელო საშუალების საწინააღმდეგოდ.

მეორე მხრივ, თავისუფლად მერყევი მრავალი საგადამხდელო საშუალების არსებობა ფულის ნამდვილ მიზანთან მიმართებაში სრულიად შეუსაბამოა. იგი ქმნის ინფორმაციულ ქაოსს, შეუძლებელს ხდის რაციონალურ ეკონომიკურ გათვლებს და შესაბამისად წარმო-ების სისტემაში წარმოშობს უუნარობას, სადაც დომინატი ქვეყანა პარაზიტულად განისვენებს.

ამგვარად, გაბატონებული პოზიციის უზრუნველსაყოფად და ექსპლუატირებით მითვი-სებული შემოსავლის მაქსიმიზირებისთვის გაბატონებული ქვეყანა აუცილებლად შეეცდე-ბა დაარსოს საერთაშორისო და უნივერსალური საგადამხდელო საშუალება მონოპოლის-ტურად კონტროლირებადი ან პირდაპირ საკუთარი ცენტრალური ბანკის მეშვეობით ან ირიბად საერთაშორისო ან მსოფლიო ბანკის მეშვეობით, რომელზეც მისი ცენტრალური ბანკი განახორციელებს კონტროლს.

ამ მიზნის მიღწევის გზაზე ზოგიერთი დაბრკოლებები წარმოიშობა. თუმცა, როცა პირველი ნაბიჯი წარმატებით გადაიდგმება, დანარჩენი დაბრკოლებები უკვე გადაულახა-ვად აღარ გამოიყურება. გაბატონებული სახელმწიფო ასეთ პირობებში კარგავს გადაწყვე-ტილების მიღებაზე გარკვეულ უფლებას. მაგრამ იგი კომპენსირდება იმით, რომ მისი ეკო-ნომიკაც უფრო ნაყოფიერად იფუნქციონირებს, თუ საერთაშორისო ვაჭრობაში დათვლა-დი ქაოსი შემცირდება. შემდგომ, საბანკო და ბიზნეს ელიტები ორივე ქვეყანაში ამგვარ მონეტარულ რეჟიმს მხარს დაუჭერენ და ეროვნულ თუ საერთაშორისო დონეზე არსებულ კავშირებს გამოიყენებენ ამ პოლიტიკის მიღების ხელშეწყობისთვის. ბანკები და ინდუსტ-რიული ფირმები წარმოების და გაცვლის საშუალებით ასევე ფულის კეთების ბიზნესში არიან ჩართულნი. თავისუფლად მერყევი გაცვლითი კურსები ხელოვნურ შეფერხებას წარ-მოადგენენ მათი ეკონომიკური ინტერესის მიღწევაში. მათ დიდი ბიზნესები შეუსაბამოდ აღიქვამენ, რადგან მათთვის საგარეო ვაჭრობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

ფაქტიურად, ყველაზე მკაცრი წინააღმდეგობა საერთაშორი საგადამხდელო საშუალების შემოღებაში მოსალოდნელია არა სახელმწიფოებისგან და ეკონომიკური ელიტებისგან, არამედ ჩვეულებრივი ადამიანებისგან. ამ მხრივ, რადგან საერთაშორისო საგადამხდელო საშუალება გულისხმობს უკვე მიჩვეულის დათმობას, იგი ეწინააღმდეგება ნაციონალიზმს, რომელსაც ყველა სახელმწიფო ასე მედგრად იცავდა ამდენი ხნის განმავლობაში. ეს განსა-კუთრებით პრობლემა იქნება თუ მოსახლეობა ყველა დამოკიდებულ ქვეყანაში იძულებული იქნება პირდაპირ გაბატონებული ქვეყნის საგადამხდელო საშუალება მიიღოს, რადგან ამგ-ვარი მონეტარული სისტემის ხაზგასმული იმპერიალისტური ბუნება უკვე საშიშად აშკარა გამოხატულებაა. გარკვეული ხარისხის დიპლომატიით და მომთმენი პროპაგანდით ეს პრობლემაც გადაიჭრება. ახალი საგადამხდელო საშუალება ახალი სახელით უნდა შეიქმნას და განისაზღვროს არსებული ეროვნული საგადამხდელო საშუალების ფარგლებში იმის-თვის, რომ არ აღძრას ნაციონალისტური ან ანტიიმპერიალისტური გრძნობები. ეს ახალი საგადამხდელო საშუალება უფრო მეტად ღირებული უნდა იყოს სხვა საგადამხდელო საშუ-ალებებთან შედარებით (რომელიც თავის მხრივ განსაზღვრულია ახალი საგადამხდელო საშუალების თვალსაზრისით) იმისთვის, რომ ეროვნული ფულები ბრუნვიდან გამოაძევოს (გრეშამის კანონის შესაბამისად)(32). ამასთან, სახელმწიფოს და ეკონომიკური ელიტები მუდმივად უნდა მოუწოდებდნენ მოსახლეობას, რომ ნაციონალისტური გრძნობების მიუხე-დავად, თავისუფლად მერყევი ეროვნული ფული ანაქრონიზმს წარმოადგენს, რომელიც რაციონალურ ეკონომიკურ გათვლას ამახინჯებს და ყველას ინტერესშია საერთაშორისოდ გამოყენებადი ფული ქონდეს ხელთ, რომელსაც გამოსცემს საერთაშორისო საბანკო სისტე-მა გაბატონებული სახელმწიფოს ცენტრალური ბანკის მმართველობის ქვეშ. საზოგადოებ-რივი აზრის ზოგიერთი გადამწყვეტი ცვლილების, კერძო საკუთრების და მყარი ფულის ორიენტაციის მიმართულების და შესაბამისად მზარდი ანტისახელმწიფოებრივი სიფხიზ-ლის გამოკლებით, გაბატონებულ სახელმწიფოს ამ სრულიად საერთაშორისო გაყალბების მიღწევას ვერაფერი შეუშლის ხელს. მსოფლიო ფულის არსებობით, მსოფლიო ბანკით, რომელსაც გაბატონებული ქვეყნის ცენტრალური ბანკი აკონტროლებს, მიღწეულია საბო-ლოო მიზანი – მსოფლიო მთავრობის დამკვიდრება, რომელსაც საყოველთაო კონტროლი აქვს არა მხოლოდ გაყალბებაზე, არამედ გადასახადებზეც და რეგულირებებზეც.

დიდი ბრიტანეთი, როგორც ყველაზე უფრო იმპერიალისტური სახელმწიფო, გადავიდა სტერლინგურ იმპერიალიზმზე. ბრიტანეთის მიერ დამორჩილებული ქვეყნები იძულებულ-ნი იყვნენ რეზერვები სტერლინგური ბალანსით ლონდონში შეენახათ, რომელსაც ინგლისის ბანკი ოქროში გადაცვლიდა. ამ გზით ქვეყნებს შეეძლოთ ეროვნული საგადამხდელო საშუ-ალებები ფუნტზე მაღლა დაეყენებინათ, და ბრიტანეთს კი შეეძლო სტერლინგის ბანკნოტე-ბი გაემსხვილებინა ოქროზე მაღლა ოქროს ამოწურვის შიშის გარეშე. ბრიტანეთის დაცემით და მისი კონკურენტი აშშ-ს, როგორც მსოფლიოში წამყვანი სამხედრო ძალის აღზევებით, სტერლინგური იმპერიალიზმი თანდათანობით დოლარის იმპერიალიზმმა ჩაანაცვლა. II მსოფლიო იმის დასასრულს, აშშ-ს გაბატონება მსოფლიოს უმეტეს ნაწილზე გავრცელდა და ძირითადად აღიარება ბრეტონ ვუდსის ხელშეკრულებით ჰპოვა. დოლარი მსოფლიო სარეზერვო საგადამხდელო საშუალება გახდა.(33) მცირე ხანს აშშ ოფიციალურად ინარჩუნებდა უცხოური ცენტრალური ბანკების დოლარების ოქროში გამოსყიდვის საშუალებას და ეს გარკვეული ხარისხით მის ინფლაციურ პოტენციალს ზღუდავდა. აშშ, როგორც გაბატონებული საერთაშორისო სამხედრო ძალის (ამასობაში ფორმალურადაც დადგინდა მრავალი სამხედრო პაქტით, მათგან განსაკუთრებით აღსანიშნავია ნატო) პოზიციამ უფლება მისცა უცხოური მთავრობებისთვის აეძულებინა გამოსასყიდის უფლების გამოყენება, ისე რომ გამოსყიდვას ან ნაწილობრივ ან საერთოდ არ მოითხოვდნენ, რომ დოლარის ინფლაცია საკონტრაქტო შედეგების დასახვის გარეშე მომხდარიყო. როცა მისმა თაღლითურმა პოლი-ტიკამ უცხოური მთავრობები წააქეზა, უფრო გამბედავნი გამხდარიყვნენ ოქროს შეძენის მცდელობისას და ფასებზე ევაჭრათ, აშშ-ს მთავრობამ სამხედრო ძალის დემონსტრირებით მოჩვენებით პოლიტიკას თავი დაანება და საკუთარი ბანკნოტები უიმედოდ და განაღდების უუნაროდ გამოაცხადა. ამით, ფედერალურმა სარეზერვო სისტემამ ავტონომიური გამყალბებლის პოზიცია დაიკავა მთლიან საერთაშორისო საბანკო სისტემაში.(34)

დოლარის სტანდარტის იმპერიალისტურ ბუნებაზე გავლენა ისეთი ინსტრუმენტებით ხორციელდება, როგორიცაა საერთაშორისო მონეტარული ფონდი (IMF), რეკონტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკი (IBRD), საერთაშორისო დანაზოგებისთვის ბან-კი (BIS).35 ფული და კრედიტი, თავდაპირველად აშშ-ზე დამოკიდებულ ინსტიტუტებს გაივლის და შემდეგ მიდის უცხოურ მთავრობებთან, რომლებიც ეროვნულ საგადამხდელო საშუ-ალებებს ზრდიან და ამ ფულს უკვე საკუთარ კარტელიზებულ საბანკო სისტემას გადასცე-მენ, შემდგომ ამატებენ გაყალბების დოზას, გადასცემენ ფავორიტ ბიზნეს წრეებს და ესე ტალღისებურად ბოლოს ეკონომიკურ პერიფერიებს გადაეცემა. ფულის გადინების პარა-ლელურად ხდება შემოსავლის და სიმდიდრის გადანაწილების საპირისპირო პროცესი, პერი-ფერიიდან ეროვნულ ბიზნესებში, საბანკო ელიტებში და სხვადასხვა ეროვნულ სახელმწი-ფოებში ისევე, როგორც დომინირებული ტერიტორიებიდან აშშ-ს მთავრობასა და აშშ-ს საბანკო და ბიზნეს ესტაბლიშმენტში, როგორც მსოფლიოს დაფინანსების ცენტრში, გროვდება.

სოციოლოგიური თვალსაზრისით საინტერესოა ამ ურთიერთდაკავშირებული პროცესების შედეგები ფეოდალურ საზოგადოებებში. ასეთ სახელმწიფოებში, განსაკუთ-რებით აფრიკაში, აზიაში, ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკაში, არსებობენ ფეოდალური მიწათმფლობელების ან ინდუსტრიული მაგნატების კლასები, რომლებიც აკონტროლებენ სახელმწიფო აპარატს და ძირითადად დედაქალაქში ცხოვრობენ; და დამოკიდებული გლეხობის კლასი, რომელიც სოფლად ცხოვრობს და ინახავს სახელმწიფოს, ფეოდალურ ელიტას და დედაქალაქს, მიწის იჯარის გადახდით.(36) დოლარის იმპერიალიზმი ფეოდალური წესების მხარდაჭერას და პარაზიტული ფეოდალური კასტის და დედაქალაქის მიერ გაღარიბებული გლეხობის და სოფლის ექსპლუატაციაში მონაწილეობას ნიშნავს. იგი მიწის რეფორმისათის ნებისმიერ განმათავისუფლებელ მოძრაობას ახშობს. ფაქტობრივად, მესამე მსოფლიოს ტიპური ციკლი, შეუბრალებელი მთავრობის შევიწროება, რევოლუ-ციური მოძრაობები, სამოქალაქო ომი, გახანგრძლივებული ეკონომიკური დამოკიდე-ბულება, მასობრივი სიღარიბე წარმოიშვა და შენარჩუნდა აშშ-ის გაბატონებული საერთაშორისო მონეტარული სისტემის მეშვეობით.

1971 წლიდან ადგილი ჰქონდა მონეტარული ექსპანსიონიზმის მეორე ეტაპის რიგ მცდე-ლობებს. 160-ვე თავისუფლად მცურავი ვალუტა ნამდვილად არ ქმნის პრობლემას, რადგან უმეტესობა დოლარის წინააღმდეგ შიდა მიზეზების გამო არ დგას საფრთხის წინაშე და ამგვარად შესაბამისი სახელმწიფოს ძალა აშშ-ს მთავრობასთან მიმართებაში არ ძლიერდე-ბა, ან ისეთ მცირე როლს თამაშობენ საერთაშორისო ვაჭრობაში, რომ მათი არსებობით გამოწვეული დათვლითი ქაოსი უმნიშვნელოა. თუმცა, დასავლეთ ევროპული სახელმწიფოები და იაპონია მათი საგადამხდელო საშუალებების შედარებითი სიძლიერის და საერთაშო-რისო ვაჭრობაში მნიშვნელოვანი როლის გამო ნამდვილად პრობლემას წარმოადგენენ. სწო-რედ ამ სახელმწიფოების გამო აშშ ცდილობდა მსოფლიო ვალუტის შექმნას, რომელიც ეკონომიკური გათვლების რაციონალიზებას უწყობს ხელს და ამავდროულად აშშ-ს დომინირებას იცავს და ხელს უწყობს მისი შემდგომი ინფლაციონისტური ძალაუფლების ზრდას. სპეციალური სასესხო წესების (შDღს) შექმნა, თავდაპირველად თექვსმეტი და შემდგომი ხუთი წამყანი ექპორტიორი სახელმწიფოს მიერ, რომელიც IMF-მა გამოაქვეყნა, ერთი მსოფლიო საგადამხდელო საშუალებისკენ მისწრაფება და ერთი მსოფლიო ბანკის შექმ-ნისკენ სვლა იყო აშშ-ს დომინირებით.(37) კიდევ ერთი ბიძგი ამ მიზნისკენ ტრილატერული კომისიის (TC) ქმედებები იყო, რომელიც 1973 წელს დევიდ როქფელერის საბჭოს ნაწილად საგარეო ურთიერთობებისთვის დაარსდა. თჩ, რომელიც შედგება ჩრდილოეთ ამერიკიდან, დასავლეთ ევროპიდან და იაპონიიდან 300 გავლენიანი პოლიტიკოსისგან, ბანკირისგან, ბიზნესმენებისგან, აგრეთვე ინტელექტუალებისგან და ჟურნალისტებისგან, მსოფლიო ქაღალდის ფულის და მსოფლიოს ცენტრალური ბანკის შექნა უმთავრეს განსახილველ სა-კითხად დაისახა.38 ზოგიერთმა პოლიტიკოსმა, ბანკირ-მრეწველების ასოციაციებმა თჩ-სთან ერთად იგივე მიზანი დაისახეს და ამ მიზნის მისაღწევად ისეთი შუალედური ნაბიჯები გადადგეს, როგორიცაა ევროპის მოქმედების კომისია, ევროპის მონეტარული კავშირის ასოციაცია, ევროპული გაერთიანების საბანკო ფედერაცია, ECU საბანკო ასოციაცია, ბაზე-ლის კომიტეტი და ვილტონის საბანკო ჯგუფი. გარკვეულ წარმატებებსაც ჰქონდა ადგილი. 1979 წელს, ახლად შემქნილი ევროპული საგადამხდელო საშუალების ერთეული (ECU) ევრო-პის ეკონომიკური გაერთიანების ეგიდით გამოშვებული, პირველად გამოჩნდა. იგი განსაზ-ღვრული იყო, როგორც ათი ევროპული საგადამხდელო საშუალების საპირწონე. მას მხარს უჭერდნენ შემდეგი ორგანიზაციები: ევროპული მონეტარული სისტემა, ევროპის საინვეს-ტიციო ბანკი, მსოფლიო ბანკთაშორისო ფინანსური ტელეკომუნიკაციების საზოგადოება და ევროპის მონეტარული თანამშრომლობის ბანკი. ECU ეროვნული საგადამხდელო საშუალე-ბებთან შედარებით უფრო მნიშვნელოვანი გახდა. მულტინაციონალურმა ბანკებმა და კორპო-რაციებმა ანგარიშის ნაწილად და სესხის საშუალებად ECU-ს გამოყენება მიმზიდველად მიიჩნიეს: მრავალ საგადამხდელო საშუალებებთან შედარებით 3 საგადამხდელო საშუალების – ECU, იენი და დოლარის შემთხვევაში ეკონომიკური გათვლა შედარებით უფრო ზუსტია. 1998 წელს, მთავრობათაშორისი ოფიციალური შეთანხმების შედეგად ევროპის ცენტრალური ბანკი დაფუძნდა და ECU ევროპული საგადამხდელო საშუალება გახდა, რომელიც ევროპული ქვეყნების ფულს ანაცვლებდა.(39)
ევროპაში, დათვლის ქაოსის მოგვარებით, ევროპული მყარი საგადამხდელო საშუალების ქვეყნების ნეიტრალურობით და კარტელის ფარგლებში შესუსტებით, რომელიც ბუნებით ნაკლებად ინფლაციურ ქვეყნებს წყალობს, ისე რომ აშშ-ის ჰეგემონობისგან დაიცვას ევრო-პის კონტინენტი, ცოტა რამ დარჩა გასაკეთებელი. ძირითადად, სამი ცენტრალური ბანკით და საგადამხდელო საშუალებით და აშშ-ს დომინირებით ევროპასა და იაპონიაზე, სავარა-უდო კანდიდატებად აშშ-ს დომინირებული მსოფლიო ცენტრალური ბანკით რჩებიან IMP ან BIS: და მათი ეგიდით, დოლარი, ECU და იენი, „ფენიქსები“ (და რაც არ უნდა ერქვას) გა-დაიქცევიან ერთი მსოფლიო ქაღალდის ფულად. საზოგადოებრივი აზრი, როგორც მთავ-რობაზე ზემოქმედების ძალა არსებით ცვლილებას და ზრდას განიცდის და საზოგადოება იწყებს იმ გაკვეთილის გაგებას, რომლის ახსნაც ამ წერილით შევეცადეთ: რომ ეკონომიკური რაციონალურობა, ისევე როგორც სამართლიანობა და მორალი ითხოვს საყოველთაო ოქროს სტანდარტს და თავისუფალ, 100 %-ით რეზერვირების პრინციპით მოქმედი საბანკო საქმიანობას, ისევე როგორც თავისუფალ ბაზარს მთელი მსოფლიოს მასშტაბით; და მსოფლიო მთავრობა, მსოფლიო ცენტრალური ბანკი და მსოფლიო ქაღალდის ფული – უნივერსალური ღირებულებების თაობაზე გამანადგურებელი წარმოდგენის საწინააღმდე-გოდ – სინამდვილეში უნივერსალიზებას, ექსპლუატაციის ინტენსიფიცირებას, გაყალბებას და ეკონომიკურ დესტრუქციას ნიშნავს.(40)

1. წერილი გამოქვეყნდა კრებულში “Money and Nation State”, Review of Austrian Economics, Vol. 4, 1990, გვ. 55-8
2. თავისუფალ ბაზარზე ფულის განვითარებისთვის იხ. Carl Menger, Principles of Economics (New York, New York University Press, 1976), 257-85; „Geld,” Carl Menger, Gesammelte Werke, 4 (Tübingen: Mohr, 1970).
3. ოქროს სტანდარტისთვის იხ. Llewellyn H. Rockwell, Jr., The Gold Standard: An Austrian Perspective (Lexington, Mass.: D.C. Health, 1985), Ron Paul da Lewis Lehrman, The Case for Gold (San Francisco: Cato Institute, 1983).
4. საბანკო საქმიანობაზე და კერძოდ სესხისა და საბანკო ანაბრების საქმიანობის განსხვავებულ ფუნქციაზე იხ. Murray N. Rothbard, The Mistery of Banking (New York: Richardson and Snyder, 1983).
5. Murray Rothbard, The Case for a 100 Percent Gold Dollar (Meriden, Conn.: Cobden Press, 1984), გვ. 32-34
6. ამ მცდარი შეხედულებაზე ფართოდ გავრცელებული მაგალითია F.A. Hayek, Decentralization of Money (London: Institute od Economic Affairs, 1976); კრიტიკისთვის იხ. Murray N. Rothbard, “Hayek’s Decentralized Money,“ Libertarian Forum XV, 5-6 (1981 – 1982).
7. გაყალბების პროცესზე იხ. Rothbard, The Mistery of Banking, თავი 4; Elgin Groseclose, Money: The Human Conflict (Norman: University of Oklahoma Press, 1934), გვ. 178, 273.
8. ავსტრიული ბიზნეს ციკლების თეორიაზე იხ.. Ludwig von Mises, The Theory of Money and Credit (Invington-on-Duson, N.Y.: Foundation for Economic Education, 1971); Human Action (Chicago: Regnery, 1966), Tavi XX; F.A. Hayek, Monetary Theory and the Trade Cycle (New York: Augustus M. Kelley, 1975); Prices and Production (New York, Augustus M. Kelley, 1967); Richard von Strigl, Kapital und Produktion (Vienna: Julius Springer, 1934); Murray N. Rothbard, Man, Economy, and State (Los Angeles: Nash, 1970), ტომი 2, თავი 12.
9. რა შეგვიძლია ვთქვათ კარტელის შესახებ? არ შეუძლიათ კონკურენტ ბანკებს შექმნან კარტელი და შეთანხმდნენ თალღლითობის ერთობლივად წარმოებაზე? თავისუფალ საბანკო სისტემაში ეს წარმო-უდგენელია, თავისუფალი საბანკო საქმიანობის სისტემა ხასიათდება ცენტრალიზაციისთვის არსებული ეკონომიკური ინიციატივის სრულიად არქონით. არსებობის შეზღუდვის გარეშე, ნებისმიერი საბან-კო კარტელი კლასიფიცირებული იქნება, როგორც ნებაყოფლობითი და შეექმნება იგივე სახის პრობლემები, რაც ნებისმიერ სხვა ნებაყოფლობით კარტელს: არა-კარტელისტების და/ან ახალდამწყებთა საფრთხე, და იმის აღაირება, რომ როგორც ყველა კარტელური შეთანხმების მსგავსად, საბანკო კარტელი უფრო ნაკლებად ეფექტური წევრების სასიკეთოდ იმოქმედებს უფრო ეფექტური წევრების ხარჯზე, მაგრამ უბრალოდ არ არსებობს წარმატებული მოქმედების ეკონომიკური საფუძველი და კარტელი-ზების ნებისმიერი მცდელობა როგორც ეკონომიკურად არაეფექტიანი სწრაფად დამარცხდება, მეტიც, რამდენადაც ყალბი ფული კრედიტის გასაფართოვებლად იქნება გამოყენებული, ბანკების შეთანხ-მებული მოქმედება დასაბამს მისცემს სრული მასშტაბის მქონე აღმასვლა-დაცემის ციკლს. ესეც დააფრთხობს კარტელიზაციას. თავისუფალი საბანკო საქმიანობის თეორიისთვის იხ. Mises, Human Action, გვ. 434-48; Rothbatd, The Mistery of Banking, თავი VII.
10. საზოგადო არჩევანის სკოლის მტკიცების საპირისპიროდ, სახელმწიფოები და კერძო ფირმები არსები-თად მსგავს ბიზნესებს არ აწარმოებენ, არამედ ჩართულნი არიან კატეგორიულად განსხვავებული ტიპის საქმიანობაში. ექსპლუატაციასა და ექსპოპრიაციაში „პოლიტიკური“ ინტერესი დევს საფუძ-ვლად და ეს უდევს საფუძვლად სახელმწიფოს ფორმირებას, რომელიც აშკრადად საჭიროებს და გუ-ლისმობს სიმდიდრის არსებობას, ამგვარად „ეკონომიკური“ ინტერესი სულ მცირე ერთი ადამიანის ამგვარი სიმდიდრის წარმოების პირველ ადგილზეა (სანამ ამის საპირისპირო არაა სწორი). მაგრამ ამავდროულად, რაც უფრო მეტად გამოთქმული და წარმატებული იქნება პოლიტიკური ინტერესები, მით უფრო მეტად გამანადგურებელი იქნება ეს ეკონომიკური ინტერესისთვის. საზოგადო არჩევანის სკოლა მართალია იმის მინიშნებაში, რომ ყველა – მთავრობის მიერ დასაქმებული არანაკლებად ვიდრე ეკონომიკური ფირმის დასაქმებული – ნორმალურად უპირატესობას ანიჭებს უფრო მეტ შემოსავალს ნაკლების სანაცვლოდ და ეს ინტერესი ხსნის, რატომ უნდა ქონდეს მთავრობას ზრდის არანაკლები ტენდენცია, ვიდრე სხვა რომელიმე წარმოებას. ადამიანის სუბიექტური რწმენების მიუხედავად, ადამიანთა ქმედებების ინტეგრირება ან სახელმწიფოს ან “ნორმალური” ეკონომიკური წარმოების ინსტიტუციურ ჩარჩოში და ადამიანის სიმდიდრის მაქსიმიზების ინტერესის დევნა სინამდვილეში წარმოშობს კატეგორიულად განსხვავებულ შედეგებს. წარმომადგენლობითი მტკიცებისთვის, საჯარო არჩევანის სკოლის მსგავსად “სახელმწიფო ფირმაა” და “პოლიტიკური გაცვლა” არსებითად ეკონომიკური გაცვლის მსგავსია, იხ. James Buchanan da Gordon Tullock, The Calculus of Consent (Ann Arbor: University of Michigan Press, 1965), გვ. 19; ამ ხედვის კრიტიკისა და ეკონომიკის და პოლიტიკური საშუალებების ფუნდამენტური განსხვავებისთვის იხ. Franz Oppenheimer, The State (New York: Vanguard Press, 1914), gv. 24-27; Murray N. Rothbard, Power and Market (Kansas City: Sheed Andrews and McMeel, 1977), თავი 2.
11. Murray N. Rothbard, For a New Liberty (New York: Macmillan, 1978); The Ethics of Liberty (Atlantic Highlands: Humanities Press, 1982); Hans-Hermann Hoppe, Eigentum, Anarchie unda Staat (Opladen: Westdeutscher Verlag, 1987); A Theory of Socialism and Capitalism (Boston: Kluwer, 1989); Anthony de Jasay, The State (Oxford: Blackwell, 1985).
12. სემანტიკური აღრევა ტერმინით „კონცეპტუალური შეთანხმება“ გავრცელებულია კერძოდ ჯეიმს ბუქენანის მიერ, იხ. Hans-Hermann Hoppe, “The Fallacies of the Public Goods Theory and the Production of Security, “ Journal of Libertarian Studies 9, no. 1 (1989); თავი 1
13. Hoppe, Eigentum, Anarchie, und Staat, 5.3; A Theory of Socialism and Capitalism, თავი 8.
14. დემოკრატიზაციაზე, როგორც სახელმწიფოს ძალის გაფართოვების საშუალებაზე, იხ. Bertrand de Jouvenel, On Power (New York: Viking Press, 1949), 9-10.
15. სახელმწიფოს თანდაყოლილი ტენდენციის – შეუზღუდავი გაყალბების მონოპოლიის მიღწევისთვის იხ. Murray N. Rothbard, The Mistery of Banking; What Has Government Done to Our money? (San Rafael, Calif.: Libertarian Publishers, 1985).
16. დაკრეტული ფულის თავდაპირველი წარმოშობის შეუძლებლობაზე იხ. რეგრესიის თეორემა: Mises, The Theory of Money and Credit, gv. 97-123; Human Action, gv. 408-10; Rothbard, Man, Economy, and State, ტომი I, გვ. 231-37.
17. საბანკო ელიტის ფედერალური სარეზერვო სისტემის შექმნაში ენთუზიასტური მონაწილეობისთვის იხ. Rothbard, Mystery of Banking, XV, XVI.
18. სახელმწიფოს, საბანკო საქმიანობის და ბიზნესს შორის კოალიციაზე იხ. Gabriel Kolko, The Triumph of Conservatism (Chicago: Free Press, 1967); Railroads and Regulations (Princeton, NJ: Princeton University Press, 1965); James Weinstein, The Corporate Ideal in the Liberal State (Boston: Beacon Press, 1968); Richard Radosh and Murray N. Rothbard, eds., A New History of Leviathan (new York: Dutton, 1972).
19. მარქსისტულ ტრადიციაში, სოციალური განვითარების ამ საფეხურს „მონოპოლისტურ კაპიტალიზმს“ უწოდებენ, „ფინანსური კაპიტალიზმი“ ანუ „სახელმწიფოს მონოპოლიის კაპიტალიზმი“. მარქსისტული ანალიზის აღწერითი ნაწილი ზოგად ღირებულია. სახელმწიფოსა და ბიზნესებს შორის კავშირის გამოაშ-კარავებაში, ისინი როგორც წესი არსებული ეკინომიკური წესრიგის უფრო რეალისტურ სურათს ხატავენ ვიდრე სხვა მეოცნებე „ბურჟუა ეკონომისტები“. ანალიტიკურად, თითქმის ყველაფერს შეცდომით იგებენ და სინამდვილეს თავდაყირა აყენებენ. ტრადიციულად, სწორი პრე-მარქსისტული ხედვა ექსპლოატაციაზე რადიკალური ჩაურევლობის ლიბერალიზმის მსგავსი იყო, მაგალითად ჩარლზ კომტესა და ჩარლზ დუნოიერის მიერ გამოხატული. მათ მიაჩნდათ, რომ არ არსებობენ ანტაგონისტური ინტერესები კაპიტალისტებს, როგორც წარმოების ფაქტორების და შრომითი ძალების მფლობელებს შორის, არამედ, ეს არსებობს საზოგადოებაში მწარმოებლებს შორის, რაც ოჯახურ მეურნეობებს, მწარმოებლებს და კონტრაქტორებს გულისხმობს, როგორც ბიზნესმენების ისე მუშათა ჩათვლით, ასევე მათ შორის ვინც სიმდიდრეს არამწარმოებლური გზით და/ან არაკონტრაქტუალური გზით იძენს. ესენი კი სახელმწიფო და სახელმწიფოს მიერ პრივილეგირებული ჯგუფებია, მაგალითად ფეოდალი მიწათმფლობელები. ეს განსხვავება აღიარა თავდაპირველად სენ სიმონმა, რომელიც ერთ დროს განიცდიდა კომტესა და დუნოიერის გავლენას, და რომელმაც საბაზრო ბიზნესმენები დაახარისხა ფეოდალ მფლობელებსა და სხვა პრივილეგირებულ ჯგუფებთან ერთად, როგორც ექპლოატატორები. ეს აღწერა მარქსმა სენ სიმონისგან აიღო და შეაერთა იგი იმით, რომ მხოლოდ კაპიტალისტები გამოაცხადა ექსპლოატატორებად და ყველა მუშა ექპლოატირებულად, ამართლებდა ამ ხედვას რიკარდოსეულ შრომითი ღირებულების თეორიით და ჭარბი ღირებულების თეორიით. ძირითადად, ექსპლუატაციაზე მსგავსი ხედვა ტიპური დარჩა მარქსიზმისთვის დღემდე, მიუხედავად ბემ-ბავერკის მარქსის ექსპლუატაციური თეორიის გამანადგურებელი უარყოფისა და მისი ფაქტორების ფასების და პროდუქციის ფასებს შორის განსხვავებაზე სარგებლის განმარტების მიხედვით. დღემდე, როცა მარქსისტი თეორეტიკოსები საუბრობენ მონოპოლიური კაპიტალიზმის ექსპლუატაციურ ხასიათზე, ისინი შემთხვევის საფუძველს ხედავენ წარმოების საშუალებებზე კერძო საკუთრების განგრძობით არსებობაში. თუ მაინც აღიარებენ გარკვეული ხარისხით სახელმწიფოს აპარატის დამოუკიდებლობას მონოპოლური კაპიტალიზმის კლასისგან (როგორც არის „სახელმწიფო მონოპოლიური კაპიტალიზ-მის“ ვერსიაში), მათთვის სახელმწიფო არაა ის ვინც კაპიტალისტურ ექსპლუატაციას შესაძლებელს ქმნის; არამედ ეს არის ფაქტი, რომ სახელმწიფო ორგანიზაციაა რომელიც კაპიტალისტების ვიწრო სარგებლებს უფრო დიდ იდეალურ უნივერსალურ კაპიტალისტურ სარგებლებად გარდაქმნის. სინამდვილე საწინააღმდეგოა: სახელმწიფო, საკუთარი ბუნებიდან გამომდინარე, ექსპლუატაციური ორგანიზაციაა, და კაპიტალისტებს შეუძლიათ ჩაერთონ ექპლუატაციაში მხოლოდ მაშინ თუ ისინი უარს იტყვიან კაპიტალისტობაზე და შეუერთდებიან სახელმწიფო ძალებს. როცა სახელმწიფო მონოპოლიურ კაპიტალიზმზეა საუბარი, უფრო სწორია არსებულ სისტემას „სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული მონოპოლიური სოციალიზმი“ ან თუნდაც „ბურჟუაზიული სოციალიზმი“ ვუწოდოთ. მარქსისტული კვლევები იხ. Rudolf Hilferding, Finance Capital (London: Routledge and Kegan Paul, 1981); V.I. Lenin, Imperialism Las Stage of Capitalism (Moscow: Foreign Languages Publishing House, 1947); Paul M. Sweezy, The Theory of Capitalis Development (New York: Monthly Review Press, 1942); Paul A. Baran da Paul M. Sweezy, Monopoly Capital (new York: Monthly Review Press, 1966); Ernest Mandel, Marxist Economic Theory (London: Merlin, 1962); Late Capitalism (London: New Left Books, 1975); Herbert Meissner, ed., Bürgerliche Ökonomie ohne Perspektive (East Berlin: Dietz, 1976); marqsizmis gamoyenebiT klasikuri liberaluri klasis garyvnilebis analizze ix. Murray N. Rothbard, “Left and Right” in Egalitarianism As a Revolt Against Nature and Other Essays (Washington, D.C.: Libertarian Review Press, 1974); marqsistuli eqpluataciis Teoriis kritikaze ix. Eugen von BöhmßBawerk, Karl Marx and the Close of His System, ed. Paul M. Sweezy (New York: Augustus M. Kelley, 1948).
20. სახელმწიფო ინტერესების და ეკონომიკური ძალის ელიტის შორს მიმავალი ინტეგრაციის აღიარება, რომელიც მოცემულია ფულისა და საბანკო საქმიანობის მონოპოლიზებით, არ ნიშნავს იმას რომ ამ გაერთიანებით კონფლიქტები არ წარმოიშვება. როგორც ადრე აღვნიშნეთ, სახელმწიფოსათვის ასევე აუცილებელია საკუთარი კონსტიტუციის დემოკრატიზაცია. აქვე აღსანიშნავია, რომ დემოკრატიული პროცესი ეგალიტარიანული ან პოპულისტური გრძნობების გაღვივებას განაპირობებს, რომელიც თავად სახელმწიფოს სჭირდება ბანკების და დიდი ბიზნესის მიმართ წინააღმდეგობის გასაწევად. თუმცა, ეს სახელმწიფო-ბიზნესის კავშირების ფინანსური ბუნებაა, რომელიც ამგვარ შემთხვევას ნაკლებად მოსალოდნელს ხდის. იგი მხოლოდ საფრთხეს არ ქმნის ეკონომიკური ელიტისთვის; ის ასევე გულისხმობს სახელმწიფო შემოსავლების ფინანსურ დანაკარგებს, მაშინაც კი თუ იგი თავად სახელმწიფოს სტაბილურობას არ უქმნის საფრთხეს. ასე რომ ერთმანეთთან კავშირის ინიციატივა ორივე მხარეზე არსებობს იმისა, რომ შეერთდნენ და ამგვარი გრძნობებისგან გაფილტრონ პოლიტიკური პროცესი. ამის თაობაზე იხილეთ, მიუხედავად მათი მემარცხენე ხასიათისა, ინფორმაციული კვლევები: C. Wright Mills, The Power Elite (New York: 1965); G. William Domhoff, Who Rules America? (New York: 1967); E.E. Schattschneider, The Semi-Sovereign People (New York: Holt, 1960); Peter Bachrach and Morton Baratz, Power and Poverty (New York: 1970); C. Offe, Strukturprobleme des Kapitalistischen Staates (Frankfurt/M. Suhrkamp, 1972).
21. Ekkehart Krippendorff, Staat and Krieg (Frankfurt/M.: Suhrkamp, 1985); Charles Tilly, “War Making and State Making as Organized Crime”, in Peter Evans, et al. Eds., Bringing the State Back In (Cambridge University Press, 1985); Robert Higgs, Crisis and Leviathan (New York: Oxford University Press, 1987)
22. ტერმინი „ლიბერალი“ აქ გამოყენებულია ტრადიციციული ევროპული და არა ამჟამინდელი ამერიკული (როგორც „სოციალისტის“ ან „სოციალ-დემოკრატის“ სინონომი) მნიშვნელობით.
23. შიდა დერეგულირების პოლიტიკასა და გაზრდილ გარე აგრესიულობას შორის კავშირის ძალზედ კარგი მაგალითია რეიგანის ადმინისტრაცია.
24. Hans-Hermann Hoppe, “The Economics and Sociology of Taxation”, Journal Des Economistes et des Etudes Humaines 1, N 2 (1990), Tavi 2.
25. კაპიტალიზმის წარმოშობაში „პოლიტიკური ანარქიზმის“ მნიშვნელობაზე იხ. Jean Baechler, The Origins of Capitalism (New York: St. Martin’s, 1976), 7.
26. ბრიტანეთის იმპერიალიზმზე იხ. Lance E. Davis and Robert A. Huttenback, Mammon and the Pursuit Empire: The Political Economy of British Imperialism 1860-1912 (Cambridge: Cambridge University Press, 1986).
27. E. Krippendorff, Staat and Krieg, gv. 97-116.
28. Ekkehart Krippendorff, Die amerikanishe Strategie (Frankfurt/M. Suhrkamp, 1970), gv. 43.
29. მეოცე საუკინის აშშ-ის საგარეო პოლიტიკაზე იხ.. Leonard P. Liggio, “American Foreign Policy and National Security Management”, Radosh da Rothbard, A New History of Leviathan; Rothbard, For a New Liberty, 14.
30. Rothbard, Mystery of Banking, gv. 230-47; Charles Tansill, America Goes to War (Boston: Little, Brwon, 1938), 2-4.
31. Mises, Human Action, gv. 452-58; Rothbard, Man, Economy, and State, 715-22.
32. Mises, Theory of Money and Credit, gv. 75, 77; Human Action, gv. 781-83; Rothbard, Power and Market, gv. 29-31.
33. ბრეტონ ვუდსის სისტემის მიერ დოლარის სტანდარტის შემოღებაზე იხ. Henry Hazlitt, From Bretton Woods to World Inflation (Chicago: Regnery, 1984).
34. 1971 წლიდან, როდესაც ოქროს სტანდარტი საბოლოოდ იქნა შეჩერებული, უფრო მეტი ფული შეიქმნა, ვიდრე მანამდე იყო დაგროვილი ყველა ერის მიერ მთელი ისტორიის მანძილზე.
35. Gabriel Kolko, The Politics of War, The World and United States Foreign Policy 1943-1945 (New York: Random House, 1968), gv. 242-340).
36. Paul A. Baran, Political Economy of Growth (New York: Monthly Review Press, 1957), V-VI.
37. Hazlitt, From Bretton Woods to World Inflation.
38. ტრილატერულ კომისიაში გამოჩენილი ამერიკელი წევრები გახლავთ დევიდ ემ აბშირი (პრეზიდენტის მრჩეველი); ფრენქ ცი ქარლუჩი (ეროვნული თავდაცვის მრჩეველი); ჯეი სი ვაითჰედი (ელჩი ჩინეთში); ჯორჯ ბუში (პრეზიდენტი); პოლ ეი ვოლქერი (ფედ-ის ყოფილი თავჯდომარე); ჟან კირკპატრიკი (ყოფილი ელჩი გაეროში); დევიდ ეი სტოქმენი (OMB-ის ყოფილი უფროსი); კასპარ ვაინბერგერი (თავდაცვის ყოფილი მდივანი); ვი მაიქლ ბლუმენთალი (ხაზისინის ყოფილი უფროსი); ზბიგნევ ბრჟეზინსკი (ეროვნული თავდაცვის ყოფილი მრჩეველი); ჰაროლდ ბრაუნი (თავდაცვის ყოფილი მდივანი); ჯიმი კარტერი (ყოფილი პრეზიდენტი); რიჩარდ ნ. კუპერი (სახელმწიფოს ეკონომიკური და მონეტარული საქმეების მდივნის ყოფილი მოადგილე); ვოლტერ მონდეილი (ყოფილი ვიცე პრეზიდენტი); ანთონი მ სოლომონი (მონეტარულ საქმეთა ხაზინის მდივნის ყოფილი მოადგილე); საირუს ვანსი (ყოფილი სახელმწიფო მდივანი); ენდრიუ იანგი (ყოფილი ელჩი გაეროში); ლეინ ეი ქირქლანდი (AFL-CIO-ს უფროსი); ფლორა ლუისი (New York Times); თომას ჯონსონი (Los Angeles Times); ჯორჯ ვილი, (ABC, Newsweek).
39. Jeffrey Tucker, “The Constributions of Menger and Mises to the Foundation of Austrian Monetary Theory Together With One Modern Application,” (1988), იგი წარადგინეს კერძო მეწარმეთა განათლების ასოციაცი-ის ყოველწლიურ მეცამეტე კონფერენციაზე, ქლეველანდი, ოჰაიო; და Ron Paul, “The Coming Wolrd Monetary Order,” სპეციალური მოხსენება Ron Paul Investment Letter (1988). გამოჩენილი ამერიკელები მხარს უჭერდნენ ევროპის ცენტრალური ბანკის ჩამოყალიბების იდეას, ECU-ს და მსოფლიოს ერთ საერთო საგადამხდელო საშუალებას: გეი აგნელი, FIAT, TC-ის თავმჯდომარე; ჯეი დეფლასიუ, BIS, TC-ის თავმჯდომარე; ჯეი ფიტცჯერალდი, ისლანდიის ყოფილი პრემიერ მინისტრი, სოლანა, ესპანეთის ეროვნული სატელეფონო კომპანიის პრეზიდენტი; ჯ. სორნი, ევროპული გაერთიანების პრეზიდენტი და ლუქსემბურგის ყოფილი პრემიერ მინისტრი; ნ. თიგესენი, ეკონომიკის პროფესორი, კოპენჰაგენის უნივერსიტეტი; უ. აგნელი, FIAT-ის ვიცე-პრეზიდენტი; ე. ბალადოუ, საფრანგეთის ფინანსთა მინისტრი; ნ. ბრედი; ჯ. ქალაჰანი, ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ მინისტრი; ქ. ქარსთენსი, დასავლეთ გერმანიის ყოფილი პრეზიდენტი; ფ. ქოფეი, ამსტერდამის უნივერსი-ტეტის ეკონომიკის პროფესორი; ე. დავიგნონი, ყოფილი ევრო კომისარი; ჯ. დელორსი, ევროპის თანამეგობრობის ყოფილი პრეზიდენტი; ვ. დუსენბერგი, BIS-ის პრეზიდენტი; ლ. ფაბიუსი, საფრანგეთის ყოფი-ლი პრემიერ მინისტრი; ჯ.რ. ფურთუ; რ.დ. ლა ჟემერე, ბანქ დე ფრანსის ყო-ფილი მმართველი; ვ. გისქარდ დ’ესტაინგი, საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი; ჩ. გუდჰართი, ლონდონის ეკონომიკის სკოლის საბანკო მეცნიერების პროფესორი; პ. გუიმბრეტიერ, ევროპული თანამეგობრობის ECU-ს პროქტის დირექტორი; ე. ჰისი, ყოფილი ბრინატელი პრემიერ მინისტრი; მ. ქონშთამი, ევროპული უნივერსიტეტის ინსტიტუტის ყოფილი პრეზიდენტი, ფლორენცია; ვ. გუს, დოიჩე ბანკის პრეზიდენტი; ნ. ლოუსონი, ხაზისნის ბრინატელი კანცლერი; ლ.მ. ლევექუ, CREDIT LYONNAIS-ის პრეზიდენტი,; ლ. ლუჩინი, CON-FINDUSTRIA ITALY-ს პრეზიდენტი; ფ. მაუდე, კორპორაციული და სამომხმარებლო საქმეთა ბრიტანელი მინისრი; პ. მენტრე, ევრვნული კრედიტის თავჯდომარე, საფრანგეთი; ჰ.ლ. მერქლე, BOSCH GMBH-ის თავჯდომარე, დასავლეთ გერმანია; ფ. მიტერანი, საფრანგეთის პრეზიდენტი; ჟ. მონე, ევროპის თანამეგობრობის დამფუძნებელი; პ. ორტოლი, ტოტალ ოილის პრეზიდენტი და ევროკავშირის ყოფილი კომისარი; დ. რამბურე, ჩრედიტ Lყონნაის; ჰ. სმიდტი, დასავლეთ გერმანიის ყოფილი კანცლერი და DIE ZEIT-ის რედაქტორი; პ. შეეი, BAთ ინდუსტრიების თავჯდომარე; ჯ. სოლვეი, სოლვეის თავჯდომარე, ბელგია; ჰ. ჯ. ფოგელი, გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის თავჯდომარე; ჯ. ჟილსტრა, ნიდერლანდების ბანკის ყოფილი პრეზიდენტი.
40. ჯეფრი თაქერმა (მიზესის ინსტიტუტი) დიდი გავლენა მოახდინა საერთაშორისო მონეტარული სისტემის დინამიკაზე ჩემი წარმოდგენის ჩამოყალიბებაზე – ხშირი განხილვებით და ასევე იმით რომ უფლება მომცა ამასთან დაკავშირებულ მის კვლევები სრულად ხელმისაწვდომი ყოფილიყო ჩემთვის. გაუმართლებელია იმის თქმა, რომ ყველა ხარვეზი მხოლოდ მე მეკუთვნის.


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: