Posted by: burusi | 24/12/2012

საქველმოქმედო აუქციონი

5-60-x-50-800-l

საქველმოქმედო აუქციონი

პროექტის შესახებ

რა? საქველმოქმედო აუქციონი

სად? ლიტერატურის მუზეუმი

როდის? 25 დეკემბერი, 18:00-21:00

პრობლემა:

2008 წლის ომის შედეგად დაზარალდა ორმოცამდე სოფლის ინფრასტრუქტურა – მოსახლეობას შეეზღუდა წვდომა სასმელ და სარწყავ, სახნავ-სათეს მიწასა და ტყეზე (შეშაზე). შემოსავლის ალტერნატიული წყაროს თითქმის არარსებობის გამო, ამ სოფლების მოსახლეობა იმყოფება უმძიმეს მდგომარეობაში, განსაკუთრებით კი ეს გავლენას ახდენს მარტოხელა მოხუცებზე, რომლებიც რჩებიან ამ დასახლებებში, მაშინ როდესაც ახალგაზრდობა ტოვებს სოფლებს რათა სამსახური იპოვონ სხვაგან. ძალისხმევის გაერთიანებით, ამ მოსახლეობის დახმარება და თანადგომა შეგვიძლია ყველას ერთად – ხელოვანების, ბიზნესმენების, საზოგადოებრივ მოღვაწეებისა და მედიას.

პროექტის მიზანი:

ჩვენს პროექტს გააჩნია ორი მიზანი: მოკლევადიან პერსპექტივაში, ხურვალეთის სოფელში (გორის მუნიციპალიტეტი) მარტო მცხოვრები მოხუცებისათვის შეშის შეძენა ზამთრის პერიოდისათვის, ხოლო გრძლვადიან პერსპექტივაში – ფართო საზოგადოების ინფორმირება ამ პრობლემატიკაზე და ინფრასტრუქტურული განვითარებისათვისათვის ზოგადი ხასიათის ღონისძიებების გატარება.

ორგანიზაციებისა და სუბიექტების როლი:

საზოგადოების თითოეულ ნაწილს – იქნება ეს მედია, ბიზნესი, ორგანიზაციები თუ კერძო პირები, გააჩნია ის, რაც არ გააჩნია მეორეს. ამიტომაც, ამ რესურსის გაერთიანებას უდიდესი პოტენციალი გააჩნია!

ნებისმიერ მსურველ ორგანიზაციასა თუ კერძო სუბიექტს შეუძლია საკუთარი სურვილისამებრ აირჩიოს თანამონაწილეობის ფორმა: იქნება ეს აუქციონზე ნამუშევრის შეძენა, თუ საკუთარი სურვილით განსაზღვრული ოდენობის თანხის გადმორიცხვა ნამუშევრის შეძენის გარეშე; ასევე კონსულტაციები და სხვა ორგანიზაციული თანადგომა რამდენიმე მიმართულებით: 1. ფინანსური მხარდაჭერა; 2. ინფორმაციული მხარდაჭერა (ბლოგები, მოკლემეტრაჟიანი ფილმი, და ა. შ.); 3. კონსულტაციები მოსახლეობისათვის სხვადასხვა საინტერესო საკითხთან დაკავშირებით (აუქციონის შემდგომ ეტაპზე).

აუქციონში მონაწილეობა:

აუქციონზე გამოტანილია შემდეგი მხატვრების ნამუშევრები: თამაზ ხუციშვილი, გია ხუციშვილი, კახაბერ ტატიშვილი, დავით ალექსიძე, თემურ ჩხუტიშვილი, ლევან ჭიჭინაძე, ლევან ხარანაული, დავით გაგოშიძე, გიორგი გაგოშიძე. აუქციონზე იქნება გამოტანილი დაახლოებით 30 ლოტი; თითოეულის საწყისი ფასი მოიცავს მხატვრის ფასს და საქველმოქმედო დანამატს; ასევე, აუქციონის შედეგად მომატებული თანხა მთლიანად მოხმარდება საქველმოქმედო მიზნებს. ლოტების საწყისი ფასები განსხვავებულია თითოეული ნამუშევრისათვის; დაზუსტებული საწყისი ფასებისა და ნამუშევრების აუქციონამდე (წინასწარი) გაცნობა შესაძლებელია ამავე ვებგვერდზე.

დამატებით, გამოფენილი იქნება ორგანიზატორის ნამუშევრები.

ასევე, იმ შემთხვევაში, თუ თქვენ არ მოისურვებთ არცერთი ნამუშევრის შეძენას, თუმცა, გსურთ მონაწილეობა მიიღოთ საქველმოქმედო ღონისძიებაში, შესაძლებელია თქვენი სურვილისამებრ განსაზღვრული ოდენობის თანხის გადმორიცხვა საქველმოქმედო ღონისძიებისათვის.

ორგანიზატორები/დამხმარე ორგანიზაციები:

აუქციონის ძირითადი ორგანიზატორია არასამთავრობო ორგანიზაცია თამელი. დამხმარე ორგანიზაციებია: ლიტერატურის მუზეუმი, და ღონისძიების მომდევნო ეტაპზე – ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი.

ასევე, ინფორმაციულ დახმარებას გვიწევს გორის ადგილობრივი თვითმმართველობა.

მოწვეული სტუმრები:

მოწვეული სტუმარია – გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის წარმომადგენელი, რომელიც წარუდგენს დამსწრე საზოგადოებას სამთვიანი მონიტორინგის ამსახველ ანგარიშს.

ასევე, აქციაში მონაწილეობას მიიღებს ნიაზ დიასამიძე.

ადგილი და დრო:

25 დეკემბერი, 18:00, ლიტერატურის მუზეუმი (გიორგი ჭანტურიას ქუჩა #8, ქაშუეთის ეკლესიასა და თბილისი მარიოტს შორის)

წყარო: http://sunshop.ge/auction/?page_id=2


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: