Posted by: burusi | 14/12/2012

ლუდვიგ ფონ მიზესი – “ბარბაროსული გადმონაშთის დასაცავად”

Ludwig von Mises & Friedrich Hayek

Ludwig von Mises & Friedrich Hayek

ლუდვიგ ფონ მიზესი – “ბარბაროსული გადმონაშთის დასაცავად”: რატომ გასვარეს კაპიტალიზმის მტრებმა ოქროს სტანდარტი (1)

თარგმნა თენგიზ ვერულავამ

კრებული “თავისუფლების ბიბლიოთეკა”, წიგნი VII – “თავისუფლების ფული”

ახალი ეკონომიკური სკოლა – თავისუფლება, 2010 წ.

ადამიანმა ფულადი მომსახურებისათვის აირჩია კეთილშობილი ლითონები, ოქრო და ვერცხლი, მათი მინერალოგიური, ფიზიკური და ქიმიური თვისებების გამო. საბაზრო ეკონომიკაში ფულის გამოყენება წარმოადგენს პრაქსეოლოგიურად აუცილებელ ფაქტს. ფულადი სახით ოქროს და არა სხვა რაიმეს გამოიყენება არის ისტორიული ფაქტი და როგორც ასეთი, არ უნდა იქნეს აღქმული კატალაქტიკის მიხედვით. მონეტარულ ისტორიაში, ისევე როგორც ისტორიის სხვა დარგებში, ისტორიული თვალსაზრისით ერთი რამ უნდა გავაცნობიეროთ. როდესაც ვინმეს სიამოვნებს, რომ ოქროს სტანდარტს დაარქვას “ბარბაროსული გადმონაშთი” (2), იგივე ტერმინი შესაძლოა გამოიყენოს ყოველ ისტორიულ მოვლენასთან მიმართებაში. ამ თვალსაზრისით, ის ფაქტი, რომ ბრიტანელი ლაპარაკობს ინგლისურად და არა დანიურად, გერმანულად, ან ფრანგულად – აგრეთვე წარმოადგენს ბარბაროსულ გადმონაშთს და ყოველი ბრიტანელი, რომელიც ეწინა-აღმდეგება ესპერანტოს ჩანაცვლებას ინგლისურზე, არანაკლებ დოგმატიკოსი და ორთო-დოქსია, ვიდრე ისინი ვინც არ არიან აღფრთოვანებული საგადამხდელო საშუალებების მართული გეგმებით.

მეჩვიდმეტე საუკუნეში ინგლისური მთავრობის მიერ მონეტების ტარიფიკაციის კურსი აღემატებოდა გინეას (3) ვერცხლთან მიმართებაში, რის გამოც ვერცხლის მონეტების წარ-მოება გაქრა. ის ვერცხლის მონეტები, რომლებიც ხშირად იყო მოხმარებაში, ან გაიცვითა და წონაში შემცირდა, არ გამოიყენებოდა საექსპორტოდ და ზოდების ბაზარზე გასაყიდად. ამგვარად ინგლისმა მიიღო ოქროს სტანდარტი თავისი ხელისუფლების განზრახვის საწი-ნააღმდეგოდ. მხოლოდ მოგვიანებით გახდა შესაძლებელი ოქროს სტანდარტის დე ფაქტო და დე იურე სამართლებრივად განმტკიცება. შემდგომ მთავრობამ უკუაგდო ვერცხლის სტანდარტის მონეტების ბაზარზე გატანის მცდელობა და ვერცხლს ჭრიდა, როგორც მეორეხარისხოვან მონეტას, რომელსაც შეზღუდული იურიდიული ძალა გააჩნდა. ასეთი მეორეხარისხოვანი მონეტები არ წარმოადგენდნენ ფულს, არამედ ფულის შემცვლელებს. მათი გაცვლის ღირებულება დამოკიდებული არ იყო მათში ვერცხლის შემცვლელობაზე, მაგრამ ფაქტიურად მათი საშუალებით შესაძლებელი იყო დროის ნებისმიერ მომენტში გაცვლა დანახარჯებისა და დაყოვნების გარეშე, მათი სრული ნომინალური ღირებულებით ოქროს საპირისპიროდ. დე ფაქტო ისინი წარმოადგენდნენ ვერცხლის ნაბეჭდ ნიშნებს.

ოქროს სტანდარტი იყო კაპიტალიზმის ეპოქის მსოფლიო სტანდარტი, რომელიც განა-პირობებდა კეთილდღეობის, თავისუფლებისა და პოლიტიკური და ეკონომიკური დემოკ-რატიის ზრდას. თავისუფალი ვაჭრების თვალში მისი მთავარი უპირატესობა გახლდათ ის გარემოება, რომ იგი წარმოადგენდა საერთაშორისო სტანდარტს და აკმაყოფილებდა საერთაშორისო ვაჭრობის და საერთაშირისო ფულად და კაპიტალის ბაზარზე საოპერაციო გარიგებების მოთხოვნებს4. იგი წარმოადგენდა გაცვლის საშუალებას, რომელმაც ხელი შეუწყო დაავლური ცივილიზაციის განვითარებას და რომელიც ანადგურებდა ძველი დროის ცრურწმენებს, ნერგავდა ახალი ცხოვრების წესს, კეთილდღეობას, თავისუფლებას, მანამდე არნახულ სიმდიდრეს. მას თან სდევდა დასავლური ლიბერალიზმის ტრიუმფალუ-რი უპრეცედენტო პროგრესი და ხელს უწყობდა ერებს შორის მშვიდობიანი თანამშრომლო-ბის განვითარებას.

ნაციონალისტები ებრძოდნენ ოქროს სტანდარტს, რადგან მათ სურდათ საკუთარი ქვეყნის დაცვა მსოფლიო ბაზრისაგან და რამდენადაც შესაძლებელი იყო ქმნიდნენ ეროვ-ნულ ავტარკიებს (5). ინტერვენციონისტული მთავრობები და გავლენიანი ჯგუფები ებრძოდ-ნენ ოქროს სტანდარტს, რადგან იგი მიაჩნდათ ფასებზე და სახელფასო განაკვეთებზე მანიპულირების ყველაზე სერიოზულ დაბრკოლებად. მაგრამ ოქროს წინააღმდეგ ყველაზე ფანატიკური თავდასხმა ხორციელდებოდა კრედიტის გაფართოებით. მათი აზრით, კრედიტის გაფართოება წარმოადგენდა ეკონომიკური ჩავარდნების ყველაზე კარგ საკურნალო საშუალებას, რომლითაც შესაძლებელი ხდებოდა სარგებლების შემცირება, ან თუნდაც მთლიანად გაუქმება, ხელფასების და სარგებლების გაზრდა ყველასათვის, გარდა პარაზიტი კაპიტალისტებისა და ექსპლუატატორი დამსაქმებლებისა. აგრეთვე, სახელმწიფო თავისუფლდებოდა ბიუჯეტის დაბალანსების აუცილებლობისაგან. მოკლედ, ყველა ადამიანი ხდებოდა წარმატებული და ბედნიერი. მხოლოდ ოქროს სტანდარტია ბრიყვი და ბოროტი ორთოდოქსი ეკონომისტების ეშმაკეული გამონაგონი, რომელიც ხელს უშლის კაცობრიობის მარადიულ კეთილდღეობას.
ოქროს სტანდარტის საწინააღმდეგო მთავარი არგუმენტი ის არის, რომ იგი უფრო ოპერატიულია ფასების დადგენის თვალსაზრისით, ხოლო ხელისუფლება ვერ აკონტრო-ლებს ოქროს წარმოებას. ამდენად, “გარე” ან “ავტომატური” ძალა ასუსტებს ხელისუფლე-ბის ძალაუფლებას. ამ შემთხვევაში, საერთაშორისო კაპიტალისტების “გარედან” კარნახის გამო ქვეყნის სუვერენიტეტი ყალბი ხდება.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ოქროს სტანდარტის მეშვეობით ოქროს მიწოდების ზრდა დამოკიდებულია ოქროს წარმოების მომგებიანობაზე, რაც, რა თქმა უნდა, ზღუდავს ხე-ლისუფლების მცდელობას მიმართოს ინფლაციას. ამბიციების, დოქტრინების, პოლიტიკუ-რი პარტიებისა და დაინტერესებული ჯგუფებისაგან დამოუკიდელად ოქროს სტანდარტი განსაზღვრავს ფულის მსყიდველობითუნარიანობას. აღნიშნული ოქროს სტანდარტის ხარვეზი არ არის. პირიქით, მისი ღირსებაა. მსყიდველობითუნარიანობაზე მანიპული-რების ყველა მეთოდი თვითნებურია. ყველა მეთოდი, რომელიც რეკომენდირებულია რო-გორც ფულადი მანიპულაციების თითქოს ობიექტური და “მეცნიერული” კრიტერიუმი, ეფუძნება ილუზიას, რომ მსყიდველობითუნარიანობის ცვლილებები შესაძლოა “გაიზომოს”. ოქროს სტანდარტი მსყიდველობითუნარიანობაზე ნაღდი ფულით ინდუცირებული ცვლილებების განსაზღვრას საერთოდ იშორებს პოლიტიკური ასპარეზიდან. იგი ეყრდნობა იმ აღიარებულ ჭეშმარიტებას, რომ ერთ ადამიანს არ შეუძლია ფულის ბეჭდვის მეშვეობით ყველა მდიდარი გახადოს. ოქროს სტანდარტისადმი ზიზღი განპირობებულია იმ ცრურწმენით, რომ მთავრობებს შეუძლიათ შექმნან სიმდიდრე ქაღალდების მცირე ნაგლეჯების მეშვეობით.

რასაც ექსპანსიონისტები ოქროს სტანდარტის ნაკლოვანებებად მიიჩნევენ, სწორედაც რომ მისი ღირსებაა. იგი აფერხებს სახელმწიფოს მიერ ფართომასშტაბიანი ინფლაციის რისკს. ოქროს სტანდარტი არ დამარცხებულა. მთავრობებს სურდათ მისი განადგურება, რადგან ერთგულნი იყვნენ იმ მცდარი აზრისა, რომ საკრედიტო ექსპანსია დაბლა სწევს სარგებლის განაკვეთს და უზრუნველყოფს “სავაჭრო ბალანსს”.

ოქროს წინააღმდეგ ბრძოლა, რაც თანამედროვე მთავრობების მთავარი პრობლემაა, იზოლირებულ მოვლენად არ უნდა განვიხილოთ. იგი არის ჩვენს დროებაში მისი განა-დგურების გიგანტური პროცესის მხოლოდ ერთ-ერთი ელემენტი. ხალხს სურს შეცვალოს ეროვნული ავტარკია თავისუფალი ვაჭრობით, ომი – მშვიდობით, ყოვლისშემძლე ტოტალი-ტარული მთავრობა – თავისუფლებით.
ერთ მშვენიერ დღეს შესაძლოა ტექნოლოგიების მეშვეობით აღმოაჩინონ ოქროს მიწო-დების გაფართოების მეთოდი ისეთი დაბალი ხარჯით, რომ ოქრო საერთოდ გამოუსადეგი გახდეს ფულადი გამოყენებისათვის. მაშინ ხალხი ოქროს სტანდარტს ჩაანაცვლებს სხვა სტანდარტით. უსარგებლოა, რომ დღეს დაახლოებით ამ გზით სურთ პრობლემის გა-დაწყვეტა. ჩვენ არაფერი ვიცით იმ პირობებზე, რომელთა გამო ეს გადაწყვეტილება უნდა იქნეს მიღებული.

შენიშვნები:

1 ნაწყვეტი წიგნიდან “ადამიანის ქმედება: ტრაქტატი ეკონომიკაზე” (1966)
2 ლორდ კეინზის მიერ წარმოთხმული სიტყვა ლორდთა პალატაში გამოსვლისას (1944 წლის 23 მაისი). ლორდ კეინზიმ ოქროს ბარბაროსული გადმონაშთი უწოდა ჯერ კიდევ ადრე, თავის წიგნში “მონეტარული რეფორმები” (New York: Harcourt, Brace & Co., 1924), გვ. 187.)
3 გინეა (Guinea) – ძველებური ინგლისური ოქროს ფული – 21 შილინგს
4T. E. Gregory, The Gold Standard and Its Future (1st ed. London, 1934), გვ. 22.
5 ავტარკია – კარჩაკეტილობა, თვითკმარობის მცდელობა. ეკონომიკური პოლიტიკა,რომელიც მიზნად ისახავს იმპორტის შეზღუდვას.
* 1933 წლის გაზაფხულზე გადაუდებელი საბანკო აქტით, რამდენიმე აღმასრულებელი ბრძანებით და კონგრესის ერთობლივი რეზოლუციით აშშ-ის მოქალაქეებს აეკრძალათ მონეტარული ოქროს ფლობა და მათ საკუთრებაში არსებული ოქროს მონეტები უნდა ჩაებარებინათ სახელმწიფოსთვის, ასევე კანონგარეშედ გამოცხადდა ოქროს გამოყენება კერძო კონტრაქტებში. ამგვარად, აშშ-ის მოქალაქეები, რომლებმაც შეინარჩუნეს ოქრო, დამნაშავეებად გამოცხადდნენ. ოქროს ფლობაზე დაწესებული შეზღუდვები გაუქმებულ იქნა 1975 წლის 1 იანვრიდან.


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: