Posted by: burusi | 19/11/2012

ჟან-ჟაკ რუსოს პოლიტიკური შეხედულებანი

ჟან-ჟაკ რუსო – Jean-Jacques Rousseau

ჟან-ჟაკ რუსოს პოლიტიკური შეხედულებანი

რუსოს ნააზრევის მიმართ დღესაც დიდია ინტერესი.იგი არა მხოლოდ სოციოლოგი,პოლიტოლოგიცაა.რუსო ლიტერატურულ-ფილოსოფიურ წრისათვის ცნობილი გახდა მას შემდეგ,რაც მონაწილეობა მიიღო დიჟონის აკადემიის მიერ გამოცხადებულ კონკურსში,თემაზე: “ხელი შეუწყო თუ არა ხელოვნებისა და მეცნიერების აღორძინებამ ზნეობრივ განწმენდას”? მან გაიმარჯვა და საყოველთაო ყურადღებაც მიიპყრო.

დასმულ კითხვაზე პასუხისას, რუსო აიდეალებს წარსულის საზოგადოებრივ წყობას.”ზნეობის შესახებ ბჭობისას,- წერს იგი -,შეუძლებელია სიამოვნების გარეშე გავიხსენოთ პირველყოფილი ეპოქათა ჩვეულებების სიმარტივის სურათები.ესაა – მშვენიერი სანაპირო,მორთული მხოლოდ და მხოლოდ ბუნების მიერ და რომელზეც გამუდმებით მიმართულია ჩვენი ხედვა და რომელსაც მუდამ უხალისოდ შორდები.ხელოვნება და მეცნიერება ამტკიცებს,რუსო,არაბუნებრივია,უფრო მეტიც ბუნებრიობის საპირისპიროა და თავიანთ წარმოშობას ადამიანთა ნაკლოვანებებსა და მანკიერებებს უნდა უმადლოდეს.

მეცნიერებისა და ხელოვნების აუცილებლობისა და პროგრესის უარყოფა რუსოს მიერ ზოგიერთი ავტორების მიერ განიხილება როგორც რეაქციული.რუსოს შეხედულებათა სწორი გაგება კი შეხამებულია თუ დაკვირვებით განვიხილავთ მის შეხედულებებს კაცობრიობის პირველყოფილ ისტორიაზე.რუსო მიმართავს პირველყოფილ ისტორიას, რათა მისწვდეს ადამიანის ნამდვილ ბუნებას.ამ მიზნით იგი აუცილებლად მიიჩნევს მოიპოვოს ნათელი წარმოდგენები ბუნებრივი მდგომარეობის შესახებ,რომელშიც იმყოფებოდა ადამიანი მანამ,სანამ დაიწყებოდა მისი ისტორია.რუსოსათვის “ბუნებრივი ადამიანი”-ესაა იზოლირებული ადამიანი,რომელიც საზოგადოების გარეშე ცხოვრობს.ამ მდგომარეობაში ადამიანებს არ ჰქონდათ არავითარი საჭიროება ურთერთ დახმარებისა და მხარში ამოდგომისა,ისინი ერთმანეტს არ საჭიროებდნენ.ადამიანებს არ სჭირდებოდათ არავითარი ცოდან და შემეცნება.”მისთვის მხოლოდ ინსტიქტში შედიოდა ანუ ინსტიქტი მოიცავდა ყველაფერ იმას, რაც აუცილებელი იყო იმისთვის,რათა ეცხოვრა”.

რუსი დაწვრილებით განიხილავს ცხოვრების პირობებს “ბუნებრივ მდგომარეობაში” მიდის დასკვნამდე,რომ უთანასწორობას – თუნდაც ბუნებრივს არ ჰქონია რაიმე მნიშვნელობა ამ მდგომარეობაში.ამ პერიოდში შეუზლებელი იყო ადამიანის მიერ ადამიანის ჩაგვრა.იგი წერ: “რასაკვირველია,ადამიანს შეუზლია დაეუფლოს ნაყოფს-ხილს,რომელიც სხვამ მოკრიფა,ნანადირევს,რომელიც სხვამ მოკლა,გამოქვაბულს,რომელიც სხვისი თავშესაფარი იყო,მაგრამ როგორ შეუზლია მან მიაღწიოს იმას,რომ აიძულოს სხვა დაემორჩილოს მას? და როგორ შეიძლება იყო ადამიანებს შორის დამოკიდებულების ჯაჭვები,რომლებიც არაფერს არ ფლობენ?”. რუსო გვიხატავს პირველყოფილი წყობისათვის შეუფერებელ და არც მთლად სიმართლის მსგავს ძლიერი ადამიანის სურათს,რომელიც აიძულებს სუსტს რათა მოუპოვოს მას საკვები.ასეთ შემთხვევაში ძლიერს მოუხდება არცერთი წამით არ გაუშვას მხედველობიდან სუსტი,ხოლო ღამით კი გულდასმით გაკოჭოს,რათა არ გაიქცეს ე. ი. თავის თავზე უფრო,შრომას იღებს,ვიდრე იმას,რომლის თავიდან აცილებულ ძლიერს სურდა. “ყველასთვის ნათელი უნდა იყოს,რომ მონობის ბორკილები წარმოიქმნებიან მხოლოდ და მხოლოდ ადამიანთა ურთიერთდამოკიდებულებებიდან და მათი ურთიერთ მოთხოვნისა და ურთიერთ საჭიროების გაერთიანებისაგან,ამიტომ შეუძლებელია რომელიმე ადამიანის დამონება,ისე თუ მას წინასწარ არ ჩავაყენებთ ისეთ მდგობარეობაში,რომელსაც მას არ შეეძლება რაიმე გააკეთოს მეორე ადამიანის დახმარების ან ურიერთობის გარეშე: ამ ვითარებას ადგილი არ აქვს ბუნებრივ მდგომარეობაში, და ამიტომ თითოეული თავისუფალია ამ მდგომარებაში უღლისაგან, ხოლო უფრო ძლიერის კანონი იქ არ მოქმედებს, არაა ნამდვილი”.

თანდათანობით პირველყოფილმა ადამიანმა შეიძინა უნარი “იმ იშვიათი შემთხვევების განსხვავებისა როდესაც საერთო ინტერესები საშუალებას აძლევდა მას ჰქონოდა მისივე მსგავსი ადამიანებისაგან დახმარების იმედი”.ასეთ შემთხვევაში ” იგი ერთანდება მათთან ერთად ერთ ჯოგში ანუ ყველაზე დიდ თავისებური სახის თავისუფალ ასოციაციაში,რომელიც არავის არაფერში არ ავალდებულებდა,არავის არავითარ მოვალეობას არ აკისრებდა და რომელიც არსებობდა მანამდე,სანამ არსებობდა მისი გამომწვევი მოკლე ვადიანი მოთხოვნილება”. ერთობლივი ცხოვრების ჩასახულმა ჩვევამ წარმოქმნა ოჯახი. თანდათანობით ყალიბდება ადამიანური საზოგადოება.

რუსოს მთელი სიმპატიები ადამიანური საზოგადოების არსებობის საწყის პერიოდს მიეკუთვნება: “მანამდე,სანამ – წერს იგი – ადამიანები კმაყოფილდებოდნენ თავიანთი უბადრუკი ქოხებით,სანამ ისინი იფარგლებოდნენ და იკმაყოფილებდნენ თავს,იმით,რომ იკერავდნენ ტანსაცმელს ნადირთა ტყავისაგან ხის ან თევზის ძვლის ნემსების დახმარებით,ილამაზებდნენ და ირთავდნენ თავს ფრტებითა და ნიჟარებით,იხატავდნენ ტანს სხვადასხვა ფერებით,სრულყოფდნენ და ამკობდნენ თავიანთ შვლიდ-ისრებს წვეტიანი ქვების დახმარებით გამოჩორკნიდნენ ნავებს ან უხეშ მუსიკალურ ინსტრუმენტებს,ერთი სიტყვით,სანამ ისინი მიზდევდნენ მხოლოდ ისეთ შრომას,რომელიც არ აღემატებოდა ერთი ადამიანის ძალას,ან ისეთ სარეწებს,რომლებიც არ მოითხოვდნენ მრავალი ხელის მონაწილეობას,ისინი ცხოვრობდნენ თავისუფლად,ჯანმრთელად,კათილად და ბედნიერად იმდენად,რამდენადაც მათ შეეზლოთ ყოფილიყვნენ ასეთად თავიანთი ბუნების მიხედვით,და ერთმანეთს შორის აგრძელებდნენ ურთიერთობების სიამებით ტკბობას,ისე რომ არ არღვევდნენ მათ დამოუიდებლობას”. ამ ეპოქას რუსო ყველაზე ბედნიერ და ყველაზე ხანგრძლივ ეპოქად თვლის კაცობრიობის ისტორიაში. “ეს მდგომარება მსოფლიოს ნამდვილი ყმაწვილობისა და ახალგაზრდობის ხანაა,და მთელი მისი შემდგომი განვითარება წარმოგვიდგება თითქოს და ინდივიდის სრულყოფილებისაკენ მიმავალ ნაბიჯებად,სინამდვილეში კი – გვარის გახრწნისა და დაჩაჩანაკებისაკენ მიმავალინაბიჯებია”.-დაასკვნის რუსო.

სავსებით ცხადია,რომ რუსოს მიერ სიმპათოით აღწერილი სზოგადოება დაფუძნებულია გარემომცველ ბუნების საკმაოდ განვითარებულ ცოდნაზე და ხელოვნებასაც იცნობს.მოაზროვნე თვითონვე უსვამს ხაზს ამ მომენტს,როდესაც წერს,რომ “ცეკვა და სიმღერები… იქცა კაცთთა და ქალთა გასართობ საშუალებებად”… ამ ცოდნასა და ხელოვნების საწყისებს რუსო სრულიადაც არ უარყოფს.მისთვის მანკიერია და მიუღებელია მხოლოდ ის ცოდნა და ხელოვნება,რომელმაც დაანგრიეს აღწერილი საზოგადოებრივი წყობა,მოახდინეს “უდიდესი საზოგადოებრივი გადატრიალება”,რის შედეგადაც “გაქრა თანასწორობა,გაჩნდა საკუთრება,შრომა აუცილებლობად იქცა; ტყის ფართო მასივების ჯეჯილის ყანებად იქცნენ,რომელთა მორწყვაც საჭირო იყო ადამიანური ოფლით და რომლებზედაც მალე დათესილ იქნა და მოსავალთან ერთად ამოიზარდა მონობა და სიღატაკე”.

რუსოს მოყვანილი გამონათქვამები შესაძლებლობას გვაძლევს დავასკვნათ,რომ მეცნიერებისა და ხელოვნების მისეული გაკიცხვა არ არის აბსოლუტური ხასიათის.აქ შეინიშნება წყალგამყოფი ისეთ განმანათებლის როგორიც ვოლტერია და რუსოს შორის, განმანათლებლები ფიქრობდნენ,რომ მეცნიერებათა განვითარება ბოლოს და ბოლოს ავტომატურად მიგვიყვანდა სოციალური უსამართლობის დამხობასთან.ასეთი პოზიცია რუსოსათვის მიუღებელია.

ბუნებრივ მდგომარეობიდან გამოსვლა, რუსოს აზრით ,აღინიშნა იმით, რომ ადამიანებს შორის ფიზიჯური თუ ბუნებრივი უთანასწორობის გვერდით ვლინდება უთანასწორობის ახალი სახე,რომელსაც რუსო პირობითს,ანუ პოლიტიკურს უწოდბს.

უთანასწორობის წარმოქმნის პირველი ეტაპი იყო საკუთრების გაჩენა,”პირველი,ვინც შემოღობა მიწის ნაკვეთი და განაცხადა: “ეს ჩემია”, და იპოვა გულუბრყვილო ადამიანები,რომლებმაც ეს დაიჯერეს,იყო სამოქალაქო საზოგადოების ნამდვილი დამფუძნებელი. რამდენი ომებისაგან, დანაშაულობებისაგან, მკვლელობებისაგან, უბედურებებისაგან და საშინელებებისაგან დაიცავდა ადამიანების მოდგმას ის, ვინც ამოაძრობდა სოლს ან ამოავსებდა კვალს – თხრილს და შეუძახებდა ხალხს “უფრთხილდით ამ მატყუარას მოსმენას; თქვენ დაიღუპებით,თუ დაივიწყებთ,რომ დედამიწის ნაყოფნი – ყველასია,ხოლო თვითონ კი – არავისია”. – წერს რუსო. საკუთრების გაჩენამ გამოიწვია ადამიანტა ცხოვრების ღრმა გარდაქმნა,გაიზარდა ბუნებრივი უთანასწორობის მნიშვნელობა და წარმოიშვა უთანასწორობის ახალი ფორმა – მდიდრებად და ღარიბებად გაყოფა. საზოგადოებაში ჩნდება საშინელი ჯანყი და ბუნტი, ადამიანები ძუნწნი,პატივმოყვარენი და ბოროტნი გახდნენ, წარმოიქმნება მუდმივი შეტაკებანი, რომლებიც სრულდება ომებითა და მკვლელობებით. ასეთ პირობებში “მდიდარმა ბოლოს და ბოლოს შეადგინდა აუცილებლობის ყველა გეგმათა შორის ყველაზე გააზრებული, რომელიც კი როდისმე გაჩენილა ადამინანის თავში: თავის სასარგებლოდ წარიმართა იმათი ძალები, ვინც მას თავს ესხმოდა, გადაექცია თავისი მოწინააღმდეგენი საკუთარ დამცველებად”. მდიდარმა შესთავაზა ხალხს შეექმნათ სასამართლო წესდებანი და მშვიდობიანი სასამართლოები, დაეწესებინათ ხელისუფლება, რომელიც მხარს დაუჭერდა საერთო შეთანხმებას. “ყველანი პირდაპირ ბორკილებს ეცნენ – წერს რუსო.- დაიჯერეს რა, რომ ამით უზრუნველყოფდნენ საკუთარ თავისუფლებას”. მაგრამ შედეგები ამგვარი შეთანხმებისა უცხო და სხვა ამღმოჩნდა, ვიდრე ვარაუდობდნენ. საზოგადოებამ და კანონმა “სუსტებს დაადეს ახალი ბორკილები და ახალი ძალები შესძინეს მდიდარს, გაანადგურა ბუნებრივი თავისუფლება და სამუდამოდ დაადგინა საკუთრებისა და უთანასწორობის კანონი,მოხერხებული და გაქნილი უზურპაცია გადააქციეს ურყევ სამართლად და უფლებად და რამდენიმე პატივმოყვარეთა სარგებლიანობის გულისთვის გასწირეს იმ პერიოდიდან მოყოლებული ადამიანთა მოდგმა შრომისა,მონობისა და სიღატაკისათვის.

კანონებისა და სასამართლოების გაჩენა ჯერ კიდევ არ ნიშნავ სახელმწიფოს წარმოქმნას.რუსო ხაზს უსვამს,რომ ახალდაბადებულ მმართველობას ჯერ კიდევ არ ჰქონდა მუდმივი ფორმები,მაგრამ განუწყვეტელმა უწესრიგობებმა საქმე იქამდე მიიყვანეს,რომ ადამიანებს გაუჩნდათ აზრი “მიენდოთ ცალკეული ადამიანებისათვის საშიში ნივთი – საჯარო ხელისუფლება და მაგისტრატებისათვის დაევალებინათ ზედამხედველობა გაეწია ხალხის გადაწყვეტილებების შესრულებაზე”. მაგისტრატების ბოროტად გამოყენებამ უფრო გააძლიერეს უთანასწორობა – წარმოიშვნენ ძლევამოსილი და დაუცველი-მიუსაფარი ადამიანები.უწესრიგობანი საზოგადოებაში გრძელდება და მათ შორის – წერს რუსო – მარლა სწევს თავის სასიზღარ თავს დესპოტიზმი… ესაა უთანასწორობის უკანასკნელი საზღვარი და უკიდურესი წერტილი,რომელიც კეტავს წრეს დაეკვრის ჩვენს ამოსავალ წერტილს. აქ ცალკეული ადამიანები კვლავ თანასწორნი ხდებიან,ვინაიდან არარაობანი არიან”.

“უთანასწორობის წარმოშობის შესახებ განაზრებებში“ რუსო ავითარებს სახელმწიფოს წარმოშობის თეორიას. სახელმწიფოს წარმოშობას იგი კერძო საკუთრების გაჩენას უკავშირებს, აჩვენებს სახელმწიფოს საქმიანობის განპირობებულობას კერძო მესაკუთრეთა ინტერესებით. ამასთან ერთად რუსო ძალიან შორსაა სახელმწიფოს კლასობრივი ბუნების გაგებისაგან. მისთვის სახელმწიფო ეს არის საერთო სიკეთის- კეთილდღეობის განხორციელების იარაღი. სახელმწიფოს მიერ დამსჯელი ფუნქციების შესრულება, რუსოს მიერ განიხილება,როგორც სახელმწიფოს ნამდვილი დანისნულებიდან გადახვევა,როგორც მდიდართა შეთქმულები შედეგი.

საკითხის გამოკვლევას,თუ როგორ უნდა იყოს ორგანიზებული სახელმწიფო,რომ იგი პასუხობდეს თავის იდეალებს,რუსომ უძღვნა თავისი ძირითადი სოციალ-პოლიტიკური ტრაქტატი “საზოგადოებრივი ხელშეკრულების შესახებ ანუ პოლიტიკური სამართლის პრინციპები”.”საზოგადოებრივ სევშეკრულებაში” რუსომ ამოცანად დაისახა “ეპოვა ასოციაციის ისეთი ფორმა,რომელიც მთელი თავისი საერთო ძალებით იცავს და იფარავს პიროვნებას და ასოციაციის ყოველი წევრის ქონებას,და რომლის წყალობითაც თითოეული პიროვნება სხვებთან გაერთიანებისას ექვემდებარება მხოლოდ საკუთარ თავს და იმდენადვე თავისუფალი რჩება,როგორც ადრე იყო”. მხოლოდ ასეთ ასოციაციაშია შესაძლებელი კანონიერი და მყარი მმართველობა.

მმართველობის დაფუძნება ძალაზე არ შეიძლება. ძალას არ შეუძლია შექმნას სამართალი,ხოლო ადამიანი კი ვალდებულია დაემორჩილოს კანონიერ ხელისუფლებას. “მუდამ იქნება დიდი განსხვავება ბრბოს დამორჩილებასა და საზოგადოების მართვას შორის.თუ ერთეულ ადამიანებს ერთი მეორეს მიყოლებით და ცალ-ცალკე იმონებს ერთი ადამიანი,მაშინ როგორიც არ უნდა იყოს მათი რიცხვი,მე აქ მხოლოდ ბატონსა და მონებს ვხედავ და არავითარ შემთხვევაში ხალხსა და მის მეთაურს.ეს,თუ გნებავთ. -ადამიანთა გროვა და ბრბოა და არა ასოციაცია. აქ არ არსებობს არც საერთო კეთილდღეობა და არც პოლიტიკური ორგანიზმი”.

რუსო ამტკიცებს,რომ “ყოველგვარი კანონიერი ხელისუფლების საფუძველი შეიძლება იყოს მზოლოდ შეთანხმება”. შეთანხმება აუცილებლობით იდება ადამიანებს შორის ბუნებრივი მდგომარეობიდან გამოსვლისას. “მე ვფიქრობ,რომ ადამიანებმა მიაღწიეს ისეთ ზღვარს,როდესაც ბუნებრივ მდგომარეობაში დარჩენის, ან შენარჩუნების დამაბრკოლებელმა ძალებმა გადააჭარბეს იმ ძალებს,რომლებიც ადამიანებს შეეძლოთ გამოეყენებინათ ბუნებრივ მდგომარეობაში დარჩენის მიზნით. ასეთ ვითარებაში ეს თავდაპირველი მდგომარეობა შეუძლებელია კიდევ გაგრძელდეს და ადამიანთა მოდგმა დაიღუპებოდა,რომ არ შეეცვალა მას თავისი ცხოვრების წესი”.

ადამიანებს შორის დადებული შეთანხმება არ არის შეთანხმება მთავრობის არჩევის შესახებ. რუსო მკაცრად აკრიტიკებს ჰუგო გროციუსს,რომელიც ფიქრობდა,რომ ხალხს შეუძლია დაუქვემდებაროს თავისი თავი მეფეს. “მაშასადამე, გროციუსის აზრით – წერს რუსო – ხალხი ასეთია მანამდეც კი,სანამ იგი თავს მეფეს დაუქვემდებარებ. მაგრამ ასეთი მოქმედება წარმოადგენს მოქალაქეობის აქტს; იგი გულისხმობს ხალხის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას. ამგვარად, სანამ განვიხილავთ აქტს, რომლის მეშვეობითაც ხალხი ირჩევს მეფეს, კარგი იქნებოდა განგვეხილა ის აქტი, რომლის ძალითაც ხალხი ხალხად ყალიბდება, რამეთუ ეს აქტი, რომელიც გარდუვალობით უსწრებს წინ პირველს, საზოგადოების ჭეშმარიტი საფუძველია.”

როგორია ამ აქტის შინაარსი? არსებითად იგი, რუსოს აზრით, ერთ პირობაზე დაიყვანება, სახელდობრ “ასოციაციის ყველა წევრის მიერ საკუთარ უფლებებზე უარის თქმა მთელი თემის სასარგებლოდ ;რამეთუ, პირველი, თუ ყოველი გასცემს თავის უფლებებს მთლიანად „მაშინ იქმნება თანაბარი პირობები ყველასათვის.ხოლო თუ პირობები ყველასათვის თანაბარია, მაშინ არავინ არ იქნება დაინტერესებული იმით, რომ ეს პირობები სხვებისათვის დამამძიმებელი გახადოს”.

უფლებათა ეს გაცემა-გაუცხოება, ხაზგასმით აღნიშნავს რუსო, უნდა იყოს სრული, ვინაიდან თუ ცალკეულ პიროვნებებს დარჩათ ზოგიერთი უფლება, მაშინ უზენაესი ხელისუფლების არარსებობის გამო, რომელსაც შეეძლებოდა გადაეჭრა კამათი მათსა და საზოგადოებას შორის, თითოეული, რომელიც თავის თავს მიიGნევს ზოგიერთ საკითხების გარჩევისას საკუთარი თავის მსაჯულად, სწრაფად დაიწყებდა პრეტენზიის გაცხადებას იმის თაობაზე, რომ ქცეულიყო მოსამართლედ და მსაჯულად ყველა სხვა საკითხების გადაწყვეტაშიც. ამგვარად, ბუნებრივი მდგომარეობა გააგრძელებდა არსებობას, და ასოციაცია აუცილებლობით იქცეოდა, ან ტირანიად, ან ფუჭ ამაო საქმედ”.

საზოგადოებრივი ხელშეკრულების შედეგად ხელშეკრულების დამდები პირები იქცევიან ერთიან საზოგადოერივ პირად. “ასოციაციის ეს აქტი ყოველი ხელშეკრულებაში მონაწილე ცალკეული პიროვნების ნაცვლად დაუყონებლივ ქმნის მორალურ და კოლექტიურ მთელს, რომელიც შედგება იმდენი წევრისაგან, რამდენი ხმაც აქვს კრებულს,-მთელს,რომელიც თვით ამ აქტის მეშვეობით იძენს ერთიანობას საკუთარი საერთო -ზოგად მე-ს, სიცოცხლესა და ნებას. ამ საზოგადოებრივ პირს რომეც შედგენილია ყველა დანარჩენი პიროვნებებისაგან, ადრინდელ პერიოდებში უწოდებდნენ სამოქალაქო საზოგადოება, თემს, ახლა კი იწოდება რესპუბლიკად, ან პოლიტიკურ სხეულად, თავისი წევრების მიერ სახელმწიფოდ იწოდება, როდესაც იგი აქტიურია, და სუვერენად, როდესაც იგი აქტიურია, ხოლო სამეფოდ, როდესაც მას მის მსგავს გაერთიანებებს ადარებენ. მონაწილეები კოლექტიურად იღებენ ხალხის სახელს,ხოლო ცალ-ცალკე კი იწოდებიან მოქალაქეებად – როგორც სუვერენული ძალაუფლების მონაწილენი და ქვეშევრდომებად – როგორც სახელმწიფოს კანონებისადმი დაქვემდებარებულნი”.

ხელშეკრულების დადების შედეგად წარმოქმნილ ახალ მდგომარეობას, რუსო სამოქალაქო მდგომარეობას უწოდებს. აქ უკვე იგი ბუნებრივ მდგომარეობას ისე მაღალ შეფასებას აღარ აძლევს. თუმცა სამოქალაქო მდგომარეობაში კარგავს მრავალ უპირატესობებს, რომლებიც მას ბუნებისაგან აქვს მიღებული, მაგრამ იგი ამავე დროს იძენს და ჯილდოვდება სხვა ფრიად მნიშვნელოვანი უპირატესობებით.მისი უნარები ვარჯიშდებიან და ვითარდებიან, მისი წარმოდგენები ფართოვდებიან, გრძნობები კეთილშობილნი ხდებიან და მთელი მისი სული ისეთ დონემდე მაღლდება,რომ ამ ახალ მდგომარეობის შეცდომებს ადამიანები ხშირად რომ არ დაყავდეს იმაზე უფრო დაბალ მდგომარეობაზე,საიდანაც იგი გამოვიდა,იგი გამუდმებით უნდა ადიდებდეს იმ წამს,რომელმაც სამუდამოდ გამოიყვანა იქიდან და რომელშიც გონებაჩლუნგი და შეზღუდული ცხოველისაგან შექმნდა გონიერი არსება – ადამიანი”. აქაა გამოხატული რუსოს ნამდვილი დამოკიდებულება საზოგადოებრივი განვითარების პროცესისადმი.მხოლოდ ბოროტმოქმედებას დაყავს ადამიანი იმაზე დაბალ დონემდე,საიდანაც იგი გამოვიდა – ანუ ბუნებრივ მდგომარეობაზე დაბლა.ამ ბოროტმოქმედებათა აღმოფხვრას,რომლის გზებზაც იგი ეძებს თავის “საზოგადოებრივი ხელშეკრულებებში”, შეუძლია ადამიანი გამოყვანა ზნეობრივი სრულყოფის ფართო გზაზე.

ახალი სოციალური სიტემის საფუძველი უნდა გახდეს საზოგადოებრივი ხელშეკრულების ნამდვილი რეალიზება და განხორციელება. “პირველადი შეთანხმება,-წერს რუსო – არა მხოლოდ არ სპობს ადამიანთა ბუნებრივ თანასწორობად, არამედ პირიქით ცვლის მას, როგორც პიროვნებების თანასწორობით კანონის წინაშე და ცვლის ყველა იმ უთანასწორობას, რომელიც ბუნებამ შეიტან მათ ფიზიკურ არსებაში;და თუმცა ადამიანები შეიძლება იყვნენ არათანასწორნი ნიჭის,ან ძალის მხრივ,მაგრამ ყველა ის უფლებრივად თანასწორნი ხდებიან შეთანხმების შედეგად”.

საზოგადოებრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე რუსო ჰქმნის მოძღვრებას ხალხის სუვერენიტეტის შესახებ. “მხოლოდ საერთო ნებას შეუძლია მართოს სახელმწიფოს ძალები მისი წარმოქმნის მიზნის შესატყვისად, რომელიც საყოველთაო კეთილდღეობაში მდგომარეობს”. ყოველ ინდივიდს,როგორც ადამიანს შეიძლება ჰქონდეს კერძო ნება-სურვილი,დაპირისპირებული, ან განსხვავებული საერთო ნება-სურვილებისაგან, რომელიც მას აქვს,როგორც მოქალაქეს. ამ კერზო ინტერესმა შეიძლება უკარნახოს მას სხვა რაიმე,ვიდრე საერთო ინტერესმა.

ამ გარემოებამ შეიძლება მიგვიყვანოს ყველას ნებასა და საერთო ნებას შორის დიდ განსხვავებებთან. “საერთო ნება – წერს რუსო – იცავს მხოლოდ საერთო ინტერესებს; ყველას ნება კი კერძო ინტერესებს და წარმოადგენს მხოლოდ კერძო პირთა ნების განაცხადთა ჯამს. მაგრამ თუ ამ ნებათა გამოვლინებებიდან მოვიშორებთ ურთიერთგამანადგურებელ და გამომრიცხველ უკიდურესობებს, მაშინ დარჩენილ განსხვავებათა შეკრების შედეგად მივიღებთ საერთო ნება-სურვილს”.

სუვერენიტეტი,რუსოს მიხედვით,ესაა საერთო ნების განხორციელება.აქედან გამომდინარეობს სუვერენიტეტის ორი მნიშვნელოვანი თვისება – ესაა განუყოფლობა და გაუსხვისლობა. “მე ვამტკიცებ,-წერს რუსო,-რომ სუვერენიტეტი,რომელიც არის საერთო საყოველთაო ნების მხოლოდ განხორციელება,არასდროს არ შეიძლება გასხვისებულ იქნეს და რომ სუვერენი,რომელიც სხვა არაფერია თი არა კოლექტიური არსება,შეიძლება წარმოდგენილი იქნეს მხოლოდ თავისი თავით.გადაცემა შესაძლებელია ძალაუფლებია-ხელისუფლებისა,მაგრამ არავითარ შემთხვევაში ნებისა”.

სუვერენიტეტის გაუსხვისებლობას რუსო მიყავს მმართველობის წარმომადგენლობითი ფორმის უარყოფასთან. სუვერენიტეტი მდგომარეობს განსაკუთრებით საყოველთაოდ და საერთო ნებაში,რომელიც შეუძლებელია წარმოდგენილი იქნეს ვისმე მიერ. დეპუტატები არ შეიძლება ხალხის წარმომადგენლები იყვნენ, ისინი მხოლოდ მათი კომისრები არიან,რომელთაც არაფრის დადგეა არ შეუძლიათ სავსებით და საბოლოოდ”. ყოველი კანონი,თუ იგი უშუალოდ თვით ხალხმა არ დაამტკიცა, არაა დამდვილი. იგი სრულებითაც არ არის კანონი”.

ასევე კატეგორიულობით ამტკიცებს “საზოგადოებრივ ხელშეკრულებაში” სუვერენიტეტის განუყოფლობის პრინციპს. “იმავე მიზეზით,რა მიზეზითაც სუვერენიტეტი გაუსხვისებადია, იგი განუყოფელიცაა, ვინაიდან ნება-სურვილი, ან საერთო და საყოველთაოა, ან არ არის ასეთი. იგი, ან წარმოადგენს ხალხის, როგორც მთელის ნებას, ან მხოლოდ მისი ნაწილისას”. პირველ შემთხვევაში ეს გაცხადებული ნება არის სუვერენიტეტის აქტი და ქმნის კანონს,მეორე შემთქვევაში ესაა მხოლოდ ჯერძო ნება,ან მაგისტრატურის აქტი; ყველაზე დიდი რაც მას შეუძლია მოგვცეს ესაა დეკრეტი. რუსო ძალაუფლების განაწილების თეორიის მომხრეთა სასტიკი წინააღმდეგია,რამეთუ მის ეპოქაში ეს თეორია ფეოდალურ და ბურჟუაზიულ ფენებს შორის კომპრომისის გამოხატულება იყო.რუსო კი როგორც სახალხო მმართველობის თანმიმდევრული მომხრე უარყოფდა ყოველგვარ კომპრომისებს. ძალაუფლების განაწილება მას წარმოდგენილი ჰქონდა როგორც ფანტასტიკური არსება,რომელიც აგებულია სხვადასხვა ადგილებიდან აღებული ნაწილებისაგან,რომელთაც სინამდვილეში არაფერი საერთო არ აკავშირებთ.

სუვერენიტეტი ვლინდება კანონების გამოცემაში. “სუვერენს აქვს მხოლოდ საკანონმდებლო ძალაუფლება”. წერს იგი. კანონის განსაზღვრებაში იგი უწინარეს ყოვლისა ხაზს უსვამს იმას,რომ კანონი არის საყოველთაო ნების ნაყოფი. “ბრძანებები, გამოცემული ერთი ადამიანის მიერ,ვინც არ უნდა იყოს იგი – თავისი თავის სახელით არ არის კანონები”. მაგრამ კანონის მხოლოდ გენეტიკური განსაზღვრება არ არის საკმარისი.”საერთო სყოველთაო ნება,რათა იყოს ასეთი,საყოველთაო და საერთო უნდა იყოს, როგორც თავის ობიექტთან ისე თავის არსებასთან მიმართებაში, იგი უნდა ყველასაგან ამოდიოდეს, რათა მისაღები იყოს ყველასათვის,იგი კარგავს თავის ბუნებრივ სამართლიანობას, როდესაც იგი მიმართულია რომელიმე განსაზღვრულ და ინდივიდუალურ ობიექტზე”.

სახელმწიფოში საკანონმდებლო ხელისუფლების გვერდით უნდა არსებობდეს აღმასრულებელი ძალაუფლებაც. რუსო ამტკიცებსმ,რო აღმასრულებელი ძალაუფლება არ შეიძლება ეკუთვნოდეს მთელ საქოგადოებას,როგორც კანონმდებელს, ან სუვერენს, რამეთუ ეს ძალაუფლება გამოიხატება მხოლოდ კერძო აქტებში, რომელზეც არ არიან კანონები და მაშასადამე არ ეხებიან სუვერენის მოქმედების სფეროს, სუვერენისა, რომლის ყველა აქტი შეიძლება იყვეს მხოლოდ კანონები.

აღმასრულებელი ხელისუფლება უნდა ეკუთვნოდეს მთავრობას,რომლის ქვეშაც რუსოს ესმის “გამაშუქებელი-შუალედური ორგანიზმი, დაგენილი ქვეშევრდომებსა და სუვერენს შორის ურთიერთობისათვის,რომელსაც აქვს უფლებამოსილება მოიყვანოს კანონები შესრულების მდგომარეობაში, შეასრულოს და განახორციელოს კნონები და მხარი დაუჭიროს, როგორც სამოქალაქო, ისე პოიტიკურ თავისუფლებებს”. რუსო უსვამს ხაზს იმას,რომ მთავრობა არავითარ შემთხვევაში არ უნდა აგვერიოს სუვერენთან, მთავრობა სუვერენის ნების მხოლოდ და მხოლო აღმასრულებელია.

მთავრობა შეიძლება სხვადასხვაგვარად იქნეს ორგანიზებული: დემოკრატიულად, არისტოკრატიულად და მონარქიულად. სანამ ამ ფორმებს გავარჩევდეთ, მანამ საჭიროა გავჩერდეთ რუსოს მიერ გამოყენებულ ტერმინოლოგიის თავისებურებებზე. “საზოგადოებრივ ხელშეკრულებაში” იგი განასხვავებს სახელმწიფოს ორ ფორმას: რესპუბლიკას ე.ი. სახელმწიფოს, რომელიც კანონების მეშვეობით იმართება (იგულისხმება,რომ კანონი საყოველთაო ნების ნაყოფია)და დესპოტიას,ე.ი. სახელმწიფოს მართულს დესპოტის მიერ,რომელიც თავის თავს კანონებზე მაღლა აყენებს. ამასთანავე აღნიშნულია,რომ დესპოტია ესაა გადაგვარებული სახელმწიფო.რაც შეეხება ტერმინებს “დემოკრატია”, “არისტოკრატია” და “მონარქია”, მას რუსო თავის “საზოგადოებრივ შეხედულებაში” იყენებს არა მმართველობის ფორმების დასახასიათებლად, არამედ მთავრობის ორგანიზაციის დასახასიათებლად. დემოკრატიული მთავრობა შედგება ყველა მოქალაქისაგან, არისტოკრატიული მოქალაქეთა მცირე რაოდენობისაგან, მონარქიული კი ერთი ადამიანისაგან.

იყენებს რა “დემოკრატიის” ცნებას ამ ვიწრო მნიშვნელობით, რუსო კატეგორიული წინააღმდეგია დემოკრატიული მთავრობისა. იგი შენიშნავს,რომ სახელმწიფოში, რომელსაც ასეთი მთავრობა ჰყავს სუვერენი და მთავრობა არ არიან ერთმანეთისაგან გაყოფილი. ასეთ სახელმწიფოს, ამტკიცებს იგი, ფაქტიურად არც ჰყავს მთავრობა. “თუ ამ ტერმინს ავიღებთ მისი ზუსტი მნიშვნელობით – აგრძელებს რუსო – მაშინ არასდროს არსებულა ნამდვილი დემოკრატია და არასდროსაც ასეთი არც იქნება”. ამის დასაბუთებლად იგი მოიხმობს მრავალ მაგალითსა და სიძნელეს,რომელიც დაკავშირებულია თვით ყველაზე წვრილმანი საქმეების გადაწყვეტასთან,როდესაც იგი წყდება მოქალაქეთა საერთო შეკრებაზე.

რაც შეეხება არისტოკრატიულსა და მონარქიულ მთავრობებს, აქ საუკეთესო არჩევანი დამოკიდებულია მთელ რიგ ფაქტორებზე.ერთ სახელმწიფოს პირველი შეეფერება, სხვას – მეორე ფორმა. მნიშვნელოვანია მხოლოდ ერთი:მთავრობა უნდა მოქმედებდეს უმრავლესობის ინტერესთა გათვალისწინებით და არა საკუთარი ინტერესებით. პრინციპში ეს ადვილად მიიღწევა არისტოკრატიაში. მთავრობის მონარქიული ფორმისას კერძო ნება ბატონობს ყველა დანარGენ ნებაზე და ამ გვარად ძალიან დიდია იმის შესაძლებლობა, რომ რესპუბლიკა დესპოტიად იქცეს.

რუსო დაწვრილებით განიხილავს სახალხო სუვერენიტეტის განხორციელების საშუალებების შესახებ საკითხს. არ არის საკმარისი მისი აზრით, ის, რომ შეკრებილმა ხალხმა ერთხელ და სამუდამოდ დაადგინოს სახელმწიფოებრივი წყობა,სანქცია დაადო კანონთა კრებულს. ასევე არაა საკმარისი,რომ მან დაადგინოს მუდმივი მთავრობა, ან ერთხელ და სამუდამოდ აირჩიოს თანამდებობის პირები.გარდა საგანგებო თავყრილობებისა, რომლებიც შეიძლება გამოწვეული იქნას გაუთვალისწინებელი შემთხვევებით, აუცილებელია აგრეთვე, რათა არსებობდეს პერიოდული თავყრილობებიც.

როგორც კი ხალხი შეიკრიბება,როგორც სუვერენული ორგანო,მთავრობის ყოველგვარი იურისდიქცია წყდება.მთავრობის მხრიდან სუვერენული ძალაუფლების უზურპაციის თავიდან აცილების მიზნით სახალხო ყრილობა იწყება ორი საკითხის განხილვითა და მათზე კენჭისყრით: “ნებავს თუ არა სუვერენს შეინარჩუნოს მთავრობის არსებული ფორმა”? და “ნებავს თუ არა ხალხს მმართველობა დაუტოვოს მათ, რომელსაც ახლა აქვთ იგი დაკისრებული”?

მოქალაქეთა ყრილობისათვის “სახელმწიფოში არ არსებობს არავითარი ძირითადი კანონი,რომლის გაუქმებაც შეუძლებელი იქნებოდა,თვით საზოგადოებრივი შეთანხმებაც კი არაა გამორიცხული”. “იმ მომენტში,როდესაც მთავრობამ მოახდინა სუვერენიტეტის უზურპაცია, საზოგაოებრივი შეთანხმება დარღვეულია და ყველა უბრალო მოქალაქენი, რომელთაც უფლება აქვთ დაუბრუნდენ თავიანთ ბუნებრივ თავისუფლებას, იძულებულნი და არა მოვალენი არიან დაემორჩილონ მას”.

რუსოს საზოგადოებრივი იდეოლოგია ეგალიტარიზმი.მხოლოდ იქ, სადაც არსებობს ქონების ცნობილი თანასწორობა,შესაძლებელია საყოველთაო და საერთო ნების წარმოქმნა-ჩამოყალიბება. თავისუფლება შეუძლებელია არსებობდეს თანასწორობის გარეშე, ხაზს უსვამს მოაზროვნე, ამიტომ “არცერთი მოქალაქე არ უნდა ფლობდეს იმდენ შეძლებას,რომ შეეძლოს მეორეს ყიდვა და არცერთი არ უნდა იყოს – იმდენად ღარიბი,რომ იძულებული იყოს გაყიდოს საკუთარი თავი: ეს გულისხმობს მდიდრებისა და დიდებულების, ქონებისა და გავლენის სიდიდის შეზღუდვას”. რუსო არ ფიქრობს, რომ ქონების შეზღუდვის ასეთი კანონი გამოსადეგი იქნება ყველა ქვეყნისათვის, რამდენადაც მისი აზრით, კანონები სახეს უნდა იცვლიდნენ ადგილობრივი პირობებისა და მცხოვრებლების თავისებურებების გათვალისწინებით. არ შეიძლება ყურადღება არ მიიქციოს რუსოს იდეამ, იმის შესახებ, რომ თავისუფლების განხორიელებისათვის არაა საკმარისი მხოლოდ პოლიტიკური თანასწორობა; რამაც შემდეგ დიდი გავლენა იქონია, როგორც სოციალ-პოლიტიკურ აზრის შემდგომ განვითარებაზე, ისე საფუძვლად დაედო პრაქტიკულ სახელმწიფოებრივ საქმიანობას, უწინარეს ყოვლისა კანონმდებლობის სფეროში.

ამგვარად, რუსოც აგრძელებს “რობინზონიადის” ტრადიციას საზოგადოდ; მათ მცოდნეობაში, რომლის ამოსავალია იზოლირებული ინდივიდი. რუსოს თანახმად ადამიანი ბუნებრივ მდგომარეობაში ჰარმონიულ დამოკიდებულებაშია ბუნებასთან. აქ ადამიანს არ სჭირდება არც მყარი საზოგადოებრივი კავშირ-ურთიერთობები, არც შრომა, არც გონება და არც მორალი. მაგრამ მას ასევე ახასიათებს თანაგრძნობა და თვით შენახვისაკენ მისწრაფება. ამიტომ განსხვავევბით ჰობსისაგან რუსო “ომს ყველა ყველას წინააღმდეგ” არ თვლის ბუნებრივ მდგომარეობად. მოსახლეობის ზრდა და გეოგრაფიული მიზეზები იწვევს ადამიანთა უნარების განვითარებას, თანამშრომლობისა და მეტოქეობის წარმოშობას. ახალი უნარების წარმოშობა ხელს უწყობენ ახალი მოთხოვნებისა და პირიქით წარმოშობა,”სხეულის ბუნებრივი მოთხოვნილებების” გვერდით “სულის ხელოვნური მოთხოვნილებების” განვითარებას, ბუნებრივი ანთროპოლიტიური უთანასწორობის პოლიტიკური ე.ი. საზოგადოებრივი უთანასწორობის შეცვლაში გადამწყვეტი როლი ითამაშა კერძო საკუთრების დადგენამ. კერძო საკუთრების არსებობის პირობებში ადამიანთა ნიჭისა და უნარების უთანასწორობას მივყავართ საკუთრებით უთანასწორობასთან, რომელიც შემდეგ თვით ახდენს განმსაზღვრელ ზემოქმედებას საზოგადოებაში უთანასწორობის ზრდაზე. მქონებელთა და უქონელთა მუდმივი შეტაკებანი იწვევს ძირითად მქონებელთა და მესაკუთრეთა შორის სამოქალაქო მშვიდობის – ზავის მოთხოვნილებას, რასაც უზრუნველყოფს კიდეც საზოგადოებრივი ხელშეკრულების დადება. ბუნებრივ მდგომარეობაზე დაბრუნება უკვე შეუძლებელია. უთანასწორობის განვითარება გადის სამ ეტაპს: სიმდიდრისა და სიღარიბის, ძლევამოსილებისა და უმწეობის, ბატონობისა და მონობის, დადგენისა და დაკანონების ეტაპებს. ეს კი უკვე არის უთანასწორობის უკანასკნელი საფეხური და ის ზღვარი, რომელთანაც ბოლოს და ბოლოს მივყავართ უთანასწორობის ყველა დანარჩენ საფეხურს მანამ, სანამ ახალი გადატრიალებანი საბოლოოდ არ გაანადგურებენ ხელისუფლებას, ან და არ დაახლოვებენ მას კანონიერ დადგენილებებს, საზოგადოდ კანონიერებასა და სამართალს. ამგვარ კანონიერ დადგენილებას მხედველობაში მუდამ აქვს ორი მომენტი: თავისუფლები, როგორც ადამიანის ყველაზე მნიშვნელოვანი განსაზღვრების გაუსხვისებადობას. სახალხო სუვერენიტეტის გაუუცხოებლობა საზოგადოებრივი ხელისუფლების მდგომარეობს იმაში,რომ თითოეული ჩვენთაგანი საერთო საკუთრებაში, ნებაში გადასცემს და საერთო ნების უზენაესი ხელმძღვანელობის ქვეშ აყენებს თავის პიროვნებას და მთელი თავის ძალების შედეგადაც თითოეული ჩვენთაგანი იქცევა მთელი განუყოფელ ნაწილად. საზოგადოებრივი ხელშეკრულების მიხედვით ადამიანი კარგავს თავის ბუნებრივ თავისუფლებას და შეუზღუდველ უფლებას იმაზე, რაც მას ხიბლავს, იზიდავს და რისი დაუფლება მას ძალუძს. სანაცვლოდ კი იძენს სამოქალაქო თავისუფლებას და ყველაფერ იმაზე საკუთრების უფლებას,რასაც ფლობს. საერთო ნება არ არის ყველას ნების იგივეობრივი: ხალხს, როგორც პოლიტიკური ორგანიზმისა და სუვერენს შეიძლება სხვა ინტერესები ჰქონდეს, ვინემ ცალკეული ადამიანების ინტერესთა ერთობლიობა, ამგვარად, ყოველგვარ პოლიტიკურ ძალაუფლებას კანონიერი ძალა აქვს მხოლოდ რაღაც “პირველადი,თავდაპირველი შეთანხმების” წყალობით. ყოველი მმართველნი მხოლოდ ხალხის მიერ არის უფლებამოსილი და ნდობით აღჭურვილი – მემკვიდრეობა,ესაა ხელისუფლებიანობა. მმართველობის ყველაზე გადაგვარებული და მახინჯი ფორმების შეცვლა ხალხის,როგორც სუვერენის კონპეტეციაა,რომელიც დროის ყოველ მომენტში უფლებამოსილია უარი თქვას ნებისმიერ საკანონმდებლო გდაწყვეტილებებზე და მიიღოს ახალი პოლიტიკური ორგანიზმი,როგორც ყოველი ორგანიზმი მოკვდავია მისი ჯამრთელობისა და არსებობის გაგრძელება შეუძლებელია.კარგი და კეთილი მმართველობა და თანამდებობა რუსოს იდეალია – პატარა სახელმწიფო,რომლის მცხოვრებნი უშუალოდ საკუთარი ნების გამოვლენაა და მმართველობის ულებამოსილებების კონტროლი,მათი უთანასწორობის აღმოფხვრის მიზნით.იგი მოიტხოვს ქონებრივ თანასწორობას, ქონების აკრძალვას.ასეთი დემოკრატიული წყობა შეუძლებელია.რუსო უფრო არისტოკრატიისაკენ იხრება. სწორედ ის წყობა იქნება ყველაზე უკეთესი და ყველაზე ბუნებრივი, როდესაც ბრძენნი მართავენ უმრავლესობას. ისინი მართავენ არა საკუთარი ინტერესების,არამედ მთელი მოქალაქეების ინტერესების სასარგებლოდ. ადამიანთა ზნეობრივ გადაგვარებას ხელს უწყობენ მეცნიერებისა და ხელოვნების განვითარება,რომლებიც ბადებენ პატივმოყვარეობას, რომელიც ხელს უშლის ადამიანთა ბუნებრივ ყოფაქცევას. რუსოსაგან დიდად დავალებულია მთელი ორგანიცისტული სოციოლოგიზმი.


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: