Posted by: burusi | 15/05/2012

მანანა წერეთელი

მანანა წერეთელი – Manana Tsereteli

მანანა წერეთელი

დაიბადა თბილისში, 1960 წლის 27 მარტს. 1977 წელს დაამთავრა თბილისის მე-14 საშუალო სკოლა, ხოლო 1985 წელს – თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტი. 1985-1994 წლებში მუშაობდა ამავე უნივერსიტეტის საინფორმაციო-გამოთვლით ცენტრში, 1994 წლიდან – ჟურნალ “საქართველოს სამედიცინო მოამბის” რედაქციაში კორესპონდენტად, 1996 წლიდან – გაზეთი “მედიცინის” კორესპონდენტად, სტილისტად, პასუხისმგებელ მდივნად, ხელმძღვანელობდა რამდენიმე რუბრიკას. 1994 წლიდან არის საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაციის წევრი. გამოქვეყნებული აქვს პუბლიცისტური, მხატვრული და შემეცნებითი წერილები პერიოდულ პრესაში.
ჰყავს მეუღლე და ორი ვაჟი.
გამოცემული წიგნი:
“ცისა, ლექსო და ეს სამყარო” (გამომცემლობა “შემეცნება”, 2009წ., ილუსტრატორი ნანიკო ბურდული).


Responses

  1. წრმოუდგენელია ამ მოთხრობების წაკითხვის შემდეგ, უდიდესმა სითბომ არ მოგიცვას და სიკეთის ქმნის სურვილმა არ დაისადგუროს შენში.წაუკითხეთ ისინი პატარებს და დარწმუნებული იყავით, რომ ბვშვებიც იგივე სიყვარულითა და სიბრალულით განიმსჭვალებიან გარე სამყაროსადმი და ისეთივე დადებითი მუხტის მატარებლები გახდებიან,როგორსაც ამ მოთხრობების მთავარი პერსონაჟები ატარებენ. მწერლის მიზანიც ეს არის: გამოაღვიძოს და გააძლიეროს სიყვარულის ანგელოზი, რომელიც ყველა პატარა მკითხველში ზის.
    [მ.მ]


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: