Posted by: burusi | 21/09/2011

შორენა ბორაშვილი-შტოიერი – ”კირიონ საქართველოს ეპისკოპოსი და მარჯორი უორდროპი”

კირიონ II, 1899 წ.

შორენა ბორაშვილი-შტოიერი – ”კირიონ საქართველოს ეპისკოპოსი და მარჯორი უორდროპი”

საზღვარგარეთ არსებული წიგნსაცავები და ქართული კოლექციები მრავალ საინტერესო და მნიშვნელოვან ინფორმაციას იცავენ საქართველოს შესახებ. ამათგან მრავალი ჯერ კიდევ აღმოუჩენელი და შეუსწავლელია. ერთ-ერთ ასეთ ფასდაუდებელ საცავს წარმოადგენს ოქსფორდის ბოდლის ბიბლიოთეკა, ოლივერ უორდროპის მიერ შედგენილი მარჯორი უორდროპის ქართული წიგნებისა და ხელნაწერების კოლექცია. ოქსფორდში არსებული ლიტერატურა და ხელნაწერები ორჯერ იქნა აღწერილი. პირველად ოლივერ უორდროპის მიერ საქართველდან მიწვეულმა ეკატერინე ჩერქეზიშვილმა აღწერა. კატალოგი ორი ტომისაგან შედგება და შესულია მარჯორისა და ოლივერ უორდროპებთან, ინგლის-საქართველოსთან ურთიერთობებთან დაკავშირებული ლიტერატურა, პირადი ხელწერილები და თავად მათ მიერვე შეძენილი, ხელით გადაწერილი, თუ ფირზე აღბეჭდილი მასალები. იმის გამო, რომ აქ არ შედიოდა ყველა მასალა სრულიად, დევიდ ბარეტმა კვლავ მოახდინა საქართველოსთან დაკავშირებული მასალების კატალოგიზაცია და 1973 წელს გამოსცა წიგნად (354 გვერდი). David Barrett: Catalogue of the Wardrop Collection and of other Georgian books and manuscripts in the Bodleian Library. London: Oxford University Press for the Marjory Wardrop Fund.

უორდროპებთან დაკავშირებით უკვე არსებული მრავალრიცხოვანი კვლევების მიუხედავად, 2008 წელს საცავში არსებული მასალების ხელახალი გადახედვისა და შესწავლის შემდეგ, მოძიებულ იქნა მრავალი ახალი, საინტერესო და ღირებული ინფორმაცია, რასაც დიდი მნიშვნელობა ენიჭება არა მხოლოდ ინგლისურ-ქართული ურთიერთობების, არამედ საქართველოს ისტორიის შესწავლისა და მრავალი დეტალის დადგენისათვისაც.

როგორც ოქსფორდის ქართულ საცავში მიკვლეული მასალიდან ჩანს, მარჯორი უორდროპისათვის საქართველოსთან დაკავშირებული ყოველი ინფორმაცია დიდ მნიშვნელობას იძენდა. იგი დაბეჯითებით აგროვებდა თითოეულ ხელნაწერსა თუ ქართულად დაწერილ ნებისმიერ ლიტერატურას თავის ძმასთან ერთად. ქართველი მეგობრებისგან იღებდა გაზეთებს და სწავლობდა ნებისმიერ სიახლეს. მხარში ედგა ქართველ მეგობრებს გასაჭირის დროს. იგი თავად იყო რუსთა კოლონიური პოლიტიკის გამო ქართველ მეგობართა უსამართლო ჩაგვრის მოწმე და მათ დასახმარებლად საქართველოდან მიღებულ გაზეთებს თარგმნიდა და შემდეგ აგზავნიდა მაღალი რანგის პირებთან, სიმართლის ცნობებისა თუ მათგან დახმარების მიღების, მცირე ერის, კულტურისა და რელიგიის დაცვის მიზნით.

მარჯორის მიერ 1900 – 1909 წლებში “დიპლომატიური” მიზნით თარგმნილი მრავალი მასალაა დაცული ოქსფორდში ორინეტალისტიკის განყოფილებაში. ამჟამად მინდა ყურადღება შევაჩერო მის ერთ-ერთ თარგმანზე, რისი მიზანიცაა ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის, ქართველი მამების და მამა კირიონის რუსეთის კოლონიური პოლიტიკისაგან დაცვა. მარჯორის ინტერესი ქართული მართლმამდიდებლური ეკლესიისადმი თუ სასულიერო პირების მიმართ საკმაოდ დიდია. დიდი პატივისცემით გაიმსჭვალა იგი მამა კირიონ ეპისკოპოსის მიმართ, რომელიც ალბათ ყველაზე მეტად დაისაჯა იმის გამო, რომ იგი თავისი ქვეყნის უკეთესი მომავლისათვის ზრუნავდა, უსამართლოდ დასწამეს ცილი და მრავალჯერ გადაასახლეს რუსეთში, მოაშორეს თავის სამშობლოს, რაც მისთვის ყვლაზე უძვირფაფსესი და ღირებული იყო.

ვინ იყო კირიონ ეპისკოპოსი? ისტორია სამ კირიონს იცნობს: იბერიის კათალიკოს მთავარეპისკოპოს კირიონ I 595 – 610, კირიონ II 678 – 683 და კირიონ III-ს, ქართველ მეცნიერს, სასულიერო და საზოგადო მოღვაწეს და სრულიად საქართველოს პირველ კათოლიკოს პატრიარქს 1917 – 1918 წლებში. ამდენად, ერისკაცობაში – გიორგი იერონიმეს ძე საძაგლიშვილი სწორედ კირიონ მესამეა.

მარჯორი სწორედ კირიონ მესამის ცხოვრებით დაინტერესებულა. რაა საერთო ამ ორ ადამიანს, საქართველოს კათალიკოსსა და ინგლისელ მთარგმნელ ქალს შორის? მარჯორი იყო კირიონ ეპისკოპოსის თანამედროვე, მათთვის ორივესათვის მნიშვნელოვანი იყო ქართული მართლმადიდებლური ეკლსიის და უძველესი ქართული ენის მომავალი, რომელიც ამ ბოლო დროს დავიწყებას მისცემოდა. ორივე თავისი გზით ცდილობდა მათ დაცვასა და მხარდაჭერას. მათ აერთიანებთ ერთი სულისკვეთება, საერთო მიზანი, რაც ილიამ «მგზავრის წერილებში» გამოხატა – ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნესო.

კირიონი, თავის სტატიების საშუალებითა თუ როგორც ბიბლიის ტექსტის დამდგენი კომისსის თავჯდომარე იბრძოდა ქართული ენის სიწმინდის დაცვისათვის. მარჯორი, ქართული ენის მოტრფიალე, აღშფოთებას გამოხატავს იმ ქართველი ინტელიგენციისადმი, რომელთაც ქართულად ლაპარაკის რცხვენიათ. უკვირს, რომ უძველესი ენა სწორედ ეხლა ეცემა დავიწყებას და ეხლა იწყება მისი შერყვნა. აკაკი წერეთელი იგონებს მის სიტყვებს: `ნუთუ გიკრძალავენ ქართულად ლაპარაკს?“ – კითხულობს მარჯორი. `ვის უნდა აეკრძალა?! მაგრამ უცხო ენები უფრო გვეხერხება და მართალი რომ ვთქვათ, მაინცა და მაინც სასიამოვნო ენა ვერ არის ქართული, ყურს ეჩოთირება, გამოსათქმელადაც ძნელია: წ, ძ, ყ, ჭ, სანამ გამოსთქვამდეს კაცი ენას დაიმტვრევს… მაგნაირი რამეები განა სხვა ენებში კი არ არის? მგრამ ჩვენი ენა მაინც კეთილხმოვანი გვგონია და არავისში არ გავცვლით.

ფრანცუზები ცხვირში დუდუნებენ და მოსწონთ.~3 – წერს იგი. მის მიერ ილიასადმი ქართულად დაწერილი წერილი 1894 წლის 8 სექტემბერს გაზეთ ივერიაში გამოაქვეყნა ილია ჭავჭავაძემ, იმათ სამხელად, ვისაც მსგავსი მოსაზრება გააჩნია. იგი იყო მაგალითი ყველა ქართველისათვის, ვინც ქართულ ენას რომელიმე ენაზე ნაკლებად მიიჩნევდა. დიდი შრომისა და შეუპოვრობის დამადასტურებელია ბოდლის ბიბლიოთეკაში, ოქსფორდში დაცული “ინგლისური ენის ეტიმილოგიური ლექსიკონი” (ლონდონი, 1884 წელი) რომლის კიდეებზე მარჯორის თავისი ხელით მიუწერია შესატყვისები. ეს წიგნი მიჩნეულია მარჯორის მიერ შედგენილ პირველ ინგლისურ-ქართულ ლექსიკონად.

კირიონის ღვაწლი სამწუხაროდ ქართველი საზოგადოებისათვის დიდი ხანი უცნობი იყო. მისი ცხოვრების შესწავლას მხოლოდ ბოლო საუკუნეებში მოჰკიდეს ხელი და ჯერაც არ ამოუწურავთ. კირონი დაიბადა 1855 წლის 10 ნოემბერს გორის რაიონში.Bდაამთავრა მამის მიერ დაარსებული ანანურის სამრევლო სკოლა. შემდეგ გორის სასულიერო სასწავლებლის, ხოლო 1876 წელს თბილისის სასულიერო სემინარიის სტუდენტია. კიევის სასულიერო აკადემიაში მოიპოვა ღვთისმეტყველების კანდიდატის ხარისხი. 1883 წელს კირიონი საქართველოში პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწევა საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში. ასწავლიდა ქართული სიტყვიერების ისტორიას, რუსულ ენას, საღმრთო ისტორიას. 1896 წელს ოჯახის დაღუპვის გამო ბერად აღიკვეცა და ქვათახევის მონასტერში განაგრძო მოღვაწეობა. 1898 წელს კირიონი ალავერდის ქორეპისკოპოსად დაადგინეს. 1901 წელს გადაიყვანეს გორის სავიკაროს ეპისკოპოსად. მან მოახერხა საერო და სამრევლო სკოლების, ბიბლიოთეკებისა და სამკითხველოების დაარსება. დაუღალავად აგროვებდა ხელნაწერებს და წიგნებს. ხშირად აქვეყნებდა წერილებს იერიელის, ნიქოზელისა და ლიახველის ფევდონიმებით საქართველოს ეკლესიის ისტორიის, ისტორიოგრაფიის, ეთნოგრაფიის, ვეფხიტყაოსნისა და ქართლის ცხოვრების უძველესი ნუსხების შესახებ, მის ნაშრომებში შედიოდა ასევე სტატიები ნუმიზმატიკის, ხალხური ხიტყვიერების ისტორიის, ხუროთმოძღვრების შესახებ. მას ეკუთვნის წიგნად გამოცემული ორმოცზე მეტი მონოგრაფია. მისი აქტიურობა რუსეთის მოხელეთა წყრომას იწვევდა, რის გამოც მასზე მეთვალყურეობა დააწესეს და შემდეგ გადაასახლეს რუსეთში. საქართველოს საეგზარქოსოს სასწავლო ოლქის მზრუნველმა და საღმრთო რჯულის პედაგოგმა დეკანოზმა ივანე ვოსტორგოვმა მის წინააღმდეგ დაუნდობელი ბრძოლა გამოაცხადა იმის გამო, რომ კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს აღმავლობისა და ქართული ეკლესიის გაძლიერების წინასწარმეტყველება ახსენა. კირიონი სამშობლოში დააბრუნეს რევოლუციური აღმავლობის პერიოდში და სოხუმის ეპარქიის მმართველად დააყენეს. ამ დროს იგი უფრო აქტიურად ჩაერთო რუსეთის კოლონიური პოლიტიკის წინააღმდეგ ბრძოლაში. მისი უმთავრესი მიზანი ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენა გახდა. იგი მონაწილეობას იღებდა პეტერბურგის საეკლესიო სხდომებზე და ასაბუთებდა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის კანონიერებას. რევოლუციის დამარცხებას მისი კვლავ გადასახლება მოჰყვა ვითომდა აფხაზთა გაქართველების ბრალდებით. ამ ფაქტის მცდარობას ასაბუთებს 909 რუსი, აფხაზი, ქართველი და სხვადასხვა ეროვნების, მოქალაქის მიერ ხელმოწერილი წერილის გაგზავნა სინოდში სადაც მოთხოვნილია ეპისკოპოსის დაბრუნება, ვინაიდან მისი ეპისკოპოსიბის დროს რუსები სლავურად, ბერძნები ბერძნულად, ქართველები ქართულად ისმენდნენ წირვას. კირონს 1902 წელს კამენეც – პოლდოლოს ეპარქიაში გზავნიან, აქედან 1903 წელს ხერსონში, 1904 წელს ორიოლის ეპარქიაში, ხოლო 1907 წლის 27 იანვარს კვლავ ცივ რუსეთში – კონვოს ეპარქიაში ისტუმრებენ, საიდანაც 1908 წლის ზამთარში ითხოვენ უეპარქიოდ და ჟანდარმების თანხლებით კურიაჟის მონასტერში, ხარკოვში აგზავნიან. აქედან იანვარში ავადმყოფი კირიონი ჟანდარმებს მოსკოვის გზით სანაქსარის უდაბნოში მიჰყავთ და პოლიციელთა დაცვის ქვეშ იმყოფება. 1908 წელს ეპისკოპოს ნიკონის მკვლელობის ამბავი იქცა მისი კიდევ ერთხელ დასჯის საფუძვლად. მისი უდანაშაულობა მართალია დაადასტურეს, მაგრამ საქართველოში დაბრუნების ნება მაინც არ მისცეს.
მარჯორისეული თარგმანის დედანი კირიონის ცხოვრების სწორედ გადასახლების პერიოდს ეხება.Mმისი მოსკოვში გამგზავრება აღწერილია ეპისკოპოსთან დაახლოებული პირის, Mმისი თანამგზავრის, გიორგი მოუსვენარიძის მიერ. ავტორი სტატიას შეკითხვით იწყებს და შემდეგ სცემს პასუხს, მის უდანაშაულობას ამტკიცებს. წერილი ხარკოვშია დაწერილი და გამოქვეყნებულია გაზეთ “დროებაში”. მკითხველს შესაძლებლობა ეძლევა თავად წაიკითხოს ეს წერილი იმ სახით, როგორც იგი გამოქვეყნდა 1909 წლის 13 თებერვალს, პარასკევს, #33-ში.

მისი უწმინდესობა და უნეტარესობა კირიონ II (საძაგლიშვილი) 1855–1918

კირიონ ეპისკოპოსი

წერილი ხარკოვიდან

გაზეთებიდან უკვე იცით კირიონ ეპირკოპოსის ხელ-ახალი დასჯა და ხარკოვის გუბერნიიდან ერთ მიყრუებულ და მივარდნილ მონასტერში გადასახლება. წარმოუდგენელია ის ტანჯვა-წვალება, რომელიც მოხუცმა ეპისკოპოსმა ამ დროს განიცადა. მერე არ იკითხეთ, რაზედ აწამებენ და სდევნიან კაცს?
კირიონ ეპისკოპოსი ჭეშმარიტი გულ-შემატკივარია თავისი ერისა. იგი გულწრფელის სიყვარულით არის განმსჭვალული, ამასთან იგი ნამდვილი ქრისტიანია, ჭეშმარიტი მოსარჩლე ტანჯულ-წამებულისა, რა ერსაც უნდა ეკუთვნოდნენ ეს ტანჯულ-წამებული. აი სწორედ ამისთვის განიცდის უწყალო დევნა-რბევას, ამიტომაცაა, რომ შეუმჩნევლად იტანს ყველაფერს.

პირველად კირიონ ეპისკოპოსი იმით დასაჯეს, რომ რუსეთში უმნიშვნელო ადგილზე დანიშნეს. რამდენიმე წლის შემდეგ საქმის ვითარება გამოიცვალა და იგი პირველხარისხოვან ორლოვის ეპარქიაში გაამწესეს. პატარა ხანს უკან ორლოვის ეპარქია კირიონმა სუხუმისაში გაუცვალა ეპ. დიმიტრის. აქედან ეპ. კირიონი ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის საქმის გამო სინოდში გაიწვიეს, სადაც იგი მედგრად იცავდა ავტოკეფალიას და დიდი ცოდნაც გამოიჩინა ისტორიაში, როგორც ეს შემდეგში, ხარკოვის უნივერსიტეტის პროფესორმა ბუტკევიჩმა გადმოგვცა; პროპ. სუტკევიჩიც იმ დროს ეპ. კირიონის საწინააღმდეგო პოზიციაში მხურვალე მონაწილეობას იღებდა. ამის შემდეგ სოხუმიდან ეკ. კირიონი ისევ მცირე ადგილზე გაამწესეს, კონოვოში. არც აქ დაჰყო დიდხანს: შეატყო, რომ უმაღლეს სასულიერო წრეებში ცუდის თვალით უყურებდნენ თვითონვე თავი გაანება სამსახურს და ძველ ათონზე ცხოვრების ნება ითხოვა. ამაზე ცნობილ ვასტორგოვს ეთქვა: “მაგას იმიტომ უნდა ძველ ათონზე ცხოვრება, რომ ოსმალებთან დაიჭიროს კავშირი და საქართველო რუსეთს ჩამოაშოროსო”. სინოდმა მართლა აუკრძალა ძველ ათონზე ცხოვრება ხარკოვის მახლობლად, კურიაჟის მონასტერში გამოგზავნა საცხოვრებლად, სადაც შარშან 25 აპრილს დაბინავდა. დიდად ანუგეშა კირიონ ეპისკოპოსი ხარკოვის ქართველ სტუდენტობის დეპუტაციამ, რომელიც ამ მონასტერში მივიდა მის სანახავად და რომელსაც ეპისკოპოსმა მშვენიერის სიტყვით მიმართა და მადლობა უძღვნა თანაგრძნობისათვის.

აქ ეპისკოპოს კირიონის სადგომს შეადგენდა სამი ძირის ოთახი, რომელთაც ნესტისაგან კედლებიდან წყალი გამოსდიოდათ. პენსია არა ჰქონდა დანიშნული და მონასტრის უბრალო ბერის ხარჯით კმაყოფილდებოდა. მიუხედავად ამნაირ გაჭირვებულ ცხოვრებისა, კირიონ ეპისკოპოსი მაინც სულით არ ეცემოდა და მხოლოდ იმითღა ინუგეშებდა თავს, რომ ახლოს იყო საუივერსიტეტო ქალაქზე და თავის ბიბლიოთეკის გარდა, რომელიც 5000 წიგნს შეიცავდა, უნივერსიტეტის ბიბლიოთეკით ისარგებლებდა. აქ მან შვიდი თვის განმავლობაში განაგრძო და კიდეც დაამთავრა თავისი ახალი თხზულება რუსულ ენაზე ამ სათაურით “Культурная роль Иверიи въ исторიи Руси”. აქვე გაიცნო რამოდენიმე პროფესორი, რომელნიც ძალიან დააინტერესა თავისი ახალი თხზულებით. პროფესორები აჩქარებდნენ, მალე გამოეცა ეს თხზულება. (თხზულება მართლა საყურადღებოა საინტერესო გამოკვლევებით. ვეცდები შემდეგში მოკლედ გავაცნო მკითხველებს. გ. მ.)

ამნაირად გაატარა ეპისკოპოს კირიონმა სრული შვიდი თვე კურიაჟის მონასტერში, მხოლოდ მერვე თვის დეკემბრის 10-ს, როგორც ვიცით, დეპ. პურიშკევიჩმა სახელმწიფო სათათბიროში საჯაროდ გამოაცხადა ცრუ ამბავი, ვითომ ეპისკოპოსი კირიონი დასწრებოდეს მღვდელ ჩიჯავაძისთან მომხდარ კრებებს 22 თებერვალს და 18 მაისს და ვითომ ამ მოგონილ კრებებს მოჰყოლოდეს ეგზარქოსის ნიკონის მკვლელობა და სხვა. არ გაგიკვირდება მკითხველო, ამნაირი უცნაური ტყუილი! ჟერ ეს კრებების ამბავი ვისა სმენია და მერე ეპისკოპოს კირიონს რა უნდოდა ტფილისში 22 ტებერვალს, როდესაც იგი მხოლოდ 9 მარტს გამოემშვიდობა თავის კონვოს ეპარქიას და 18 მაისს კი, მე თითონ მოწამე ვარ, კურიაჟის მონასტერში მწირველი იყო და კიდეც ვიღაცა აკურთხა იღუმენად!! მაშ საიდან შეხანხლა ასეთი სიცრუე პირიშკევიჩმა?!

მაგრამ პურიშკევიჩის სიცრუემ მაინც გასჭრა და მისი სიტყვის სწორედ ორი კვირის შემდეგ, 26 ქრისტესშობისთვეს, მოვიდა სინოდიდან ბრძანება, ეპისკოპოს კირიონი კურიაჟის მონასტრიდან ტამბოვის ეპარქიის სანაქსარის მონასტერში გადასახლების შესახებ. რისთვის, რა მიზეზია, რომ ამ ცივ ზამთარში უფრო ცივ ყინვიან უდაბურ მონასტერში მასახლებენ, რომელსაც რკინის გზაც არ უდგება და 80 ვერსი ეტლით არის გასავლელიო, ჰკვირობდა კირიონი. კირიონმა გაიგზავნა სინოდს საპასუხო დეპეშა. შტხოვა ნება მიეცათ პეტერბურგში მისვლისა, რომ გაეგო რაში იყო საქმე. ხელმეორედ მოვიდა დეპეშა: “სინოდს საჭიროდ მიაჩნია, რომ დაუყოვნებლივ გაემგზავროთ სანაქსარის მონასტერში. პეტერბურგში მისვლის ნება არ მისცეთ”.

ამ დეპეშის მიღების მეორე დღესვე ჩააყენეს სტრაჟნიკი საყარაულოდ, ირგვლივაც ეტყობოდა, რომ პოლიცია თვალყურს ადევნებდა ყველაფერს. ამან ცუდად იმოქმედა კირიონის გატეხილ ჯანზე და ძალიან დასუსტდა და თითქმის სასოწარკვეთილებასაც მიეცა. სტუდენტების რჩევით, ხელმეორედ გაუგზავნა დეპეშა სინოდს, სთხოვდა: “რადგან ამ ჟამად შეუძლოდა ვგრძნობ თავს, მაისამდე მაცალეთ დანიშნულ ადგილას წასვლა ან არა და რომელიმე სამხრეთის მონასტერში მომეცით ბინაო”. Aმაზე უფრო მკაცრი პასუხი მოუვიდა: “ნაბრძანებია დაუყოვნებლივ წახვიდეთ დანიშნულ მონასტერშიო”. მეტი ჯანი აღარ იყო, დამორჩილდა ბედს და 10 იანვარს გაუდგა გზას. რადგან სუსტადა გრძნობდა თავს გავყევი მეც მოსკოვამდის გასაცილებლად. ვამჩნევდი, რომ ყველგან, საცა კი წავიდოდით, უცხო პირები თვალს გვადებნებდნენ და კატორღელებსავით უკან დაგვდევდნენ.

მოსკოვში ვნახეთ პროფესორი ხახანაშვილი, რომელსაც ეპისკოპოსმა კირიომა გააცნო თავისი ნაწარმოები. პროფესორი ხახანაშვილი კიდეც შეჰპირდა მის გამოცემას. ვინახულეთ აგრეთვე ცნობილი ნ.ნ. დურნოვო, რომელიც ძალიან სწუხდა იმის უდანაშაულოდ დასჯას და სხვადასხვა რჩევას აძლევდა. რაც დრო გადიოდა, კირიონი მით უფრო სუსტდებოდა, რისთვისაც 16 იანვარს ნაშუადღევს პირველ საათზე იგი გოლიცინის საავადმყოფოში დაწვა. ჩვიდმეტ იანვარს საავადმყოფოში მისვლისთანავე შემატყობინეს, რომ ეპისკოპოსი წაიყვანესო. “ვინ რად, სად?” განცვიფრებულმა ზედი ზედ მივაყარე კითხვები მორიგე ექიმს, რომელმაც გადმომცა შემდეგი: “წუხელის, ღამის ორ საათზე, უნდოდათ წაეყვანათ ეპისკოპოსი პოლიციელებს, მაგრამ სამკურნალოს სამმართველომ არ შემოუშვა, ამიტომ დღეს, დილის რვა საათზე, მოვიდა ბოქაული თავისი ამალით და შეეკითხა ექიმს: შეუძლიან თუ არა ეპისკოპოსს გამგზავრებაო. ამაზე ექიმმა მიუგო, თუმცა ძალიან სუსტად არის, მაგრამ იქნებ შესძლოს მგზავრობაო.” ამის შემდეგ ბოქაულმა უბრძანა ეპისკოპოსს, საჩქაროდ ჩაიცვით ტანისამოსი და ჩემთან ერთად წამოდითო. ჩასვეს კარეტაში და სად წაიყვანეს ან რისთვის, ჩვენ თვითონაც არ ვიცითო”.

ჯერ პროფესორ ხახანაშვილს შევატყობინე ეს ამბავი და შემდეგ ნ.ნ. დურნოვოს, რომელიც მაშინვე გაექანა ამბის გასაგებად. პატარა ხანს უკან გავიგეთ, რომ სამკუნალოდან კირიონი პირდაპირ სადგურზე წაეყვანათ და ორი დარაჯით გაესტუმრებინათ სანაქსარის მონასტერში.

მესამე დღეს ხელმეორედ მივედით ნ.ნ. დურნოვოსთან მოხუცი თითქმის სტიროდა პეისკოპოს კირიონის ამნაირ სასტიკ მოპყრობის გამო, ამტყუნებდა ქართველ საზოგადოებას, რომ იგი არა ზრუნავს და რამე საშუალებას არა ხმარობს მის დასახსნელადაო. საჭიროა, ამბობდა ნ.ნ. დურნოვო, რომ ყველა ქართველი ეპისკოპოსები შეეკითხნენ უმაღლეს მთთავრობას, რადა სჯიან ასე სასტიკად ეპისკოპოს კირიონს და ან როდის მოეღება ბოლო ამ დევნასაო. აქვე გადმომცა, რომ დღეს მოსკოვის უნივერსიტეტის ინსპექტორის თანაშემწეს ბოგოიაულენსკის ელაპარაკნა ვასტორგოვთან კირიონის უსაფუძვლო დევნაზე, და ვისტორგოვს პასუხად უთქვამს: “я его утоплю и всю Грузию кровью залю.” ამაზე მოსკოვის გაზეთის რომელიღაც თანამშომელს ბ-ნ ბალაშოვს, რომელიც იმ დროს იქა ყოფილა ეთქვა: “ეპისკოპოს კირიონმა ამ სიტყვებზე უჩივლოს ვოსტორგოვს და მე მოწმად დამნიშნოსო”.

ამის შემდეგ, უკან დაბრუნებისას კურსკის სადგურზე ჟანდარმებმა მეც დამიჭირეს, აქ პოლიციის მოხელემ ჩამომითვალა ჩვენი მგზავრობა და თან მუქარით მკითხა – სთქვი, სადა და სად იყავით, თორემ დაგიჭერთო. შულ ერთიაჩვენ ყველაფერი ვიცითო”. თუ იცით, მე მივუგე, მაშ რაღა საჭიროა ჩემი თქმა მეთქი. ჩვენება ჩამამართვეს და ბოლოს როგორც იყო გამიშვეს.

ასე და ამნაირადა დაბოლოვდა ეპისკოპოს კირიონის მგზავრობა.

წერილი მეტად მნიშვნელოვანი და საინტერესოა პირველ რიგში იმიტომ, რომ ესაა ამ ამბის მომსწრის მიერ დაწერილი და შეიცავს უტყუარ ინფორმაციას. იმ დროს, როცა ყოველი ანტირუსული იდეის გამოხატვა სახიფათოდ ითვლებოდა, მეტად გაბედული ნაბიჟი იყო ამ სტატიის გამოქვეყნება, კირიონის გასამართლებელი საბუთების მოყვანა და მასში ვოსტორგოვის სიტყვების ჩართვა, რამაც თავად რუსი თანამემამულე გააოგნა, იგი მზად იყო სასამართლოში მოწმედ დადგომოდა კირონს. მეორე მხრივ, ნაჩვენებია რუსების განწყობა და დამოკიდებულება ქართველი საზოგადოების, ეკლესიის მიმართ, აღწერილი და გაანალიზებულია კირიონის ცხოვრების უსამართლოდ გადასახლება, ნაჩვენებია კირიონთან დაახლოებული პირის პირადი განცდები რუსული აგრესიისაგან თავის დაღწევის დროს, მოყვანილია ზუსტი თარიღები.

სტატიაში ნახსენებია რუსი პიროვნება, რომელიც რუსეთში ცხოვრობს, ასახულია მისი პოზიცია ქართული ეკლესიია და კირიონის მიმართ. ვინ არის დურნოვო? რუსი მწერალი და საზოგადო მოღვაწე, მცოდნე ღვთისმეტყველებისა, საეკლესიო ისტორიისა და კანონმდებლობისა. როგორც კანონისტი დურნოვო ავტორიტეტი ყოფილა არა მარტო რუსეთში, არამედ მთელ მართლმადიდებლურ ეკლესიაში. იგი მოითხოვდა საქართველოს ეკლესიის კანინიერ ავტოკეფალიას, მათი ქონების, ხატების, ჯვრების და ნაძარცვი ნივთების დაბრუნებას. იგი ამხელდა რუსეთის საეკლესიო მთავრობას უწესო და უსამართლო ქმედებების გამო, მათ ქმედებებს, ნიჰილისტურ დამოკიდებულებას ქართული ეკლესიების, ხატების, ხელნაწერებისა და წიგნების მიმართ. მისი მისაზრებები გამოხატულია მის ნაშრომში, «ქართული ეკლესიია ბედი.»

მარჯორი მოუსვენარიძის წერილის შინაარსით დაინტერესებულა, სწორედ იმის გამო, რომ აქ საუკეთესოდაა ნაჩვენები რუს მოხელეთა მიერ ქართველი სასულიერო პირის დევნისა და ქართული ეკლესიის შეურაცხყოფის ფაქტები. ამიტომაც იგი იმავე, 1909 წელსვე უთარგმნია. ყოველგვარი სიახლე, მანძილის მიუხედავად, მისთვის მაშინვე ხდებოდა ცნობილი. თარგმანი MS.Wardr. C29 შიფრითაა დაცული ოქსფორდის ბიბლიოთეკაში და იგი სამი ხელნაწერი ფურცლისაგან შედგება.

მისი უწმინდესობა და უნეტარესობა კირიონ II

Bishop Kirion
A letter from Kharkoff

You already have learnt from the newspapers that Bishop Kirion has once more been condemned and sent from the Kharkoff to a lonely solitary monastery. The sufferings of the aged Bishop at this time was unimaginable. Why should they thus torture and rescue this man.

Bishop Kirion is a true sympathiser with his people. He is full of science love and a true Christian, true protector of the oppressed and what somewhere race they belong. This is the very reason for his merciless persecution and all the worse as he hears everything in silence.

The first punishment of Bisho Kirion was his appointment to an insignificant place in Russia. Several years after this circumstances changed and he was appointed to the first monk in the Bishoprie of Orel. A short time afterwards Kirion exchanged the Bishoprie of Orel for Sukhum with Bishop Dimitri. Hence Bishop Kirion was invited to the Synod. In discussions of the question of authocephaly of the Georgian Church, he defended warmly authocephaly and displaced great knowledge of history, as Professor Butkevich of Kharkoff University afterwards informs us. At that time prof. Butkevitch was an ardent opponent of Bishop Kirion. After this Bishop Kirion was again appointed to a small place at Kovn. He did not remain here long. Seeing that the high spiritual church looked on him with disfavour, he resigned Bishoprie and asked permission at Mount Athos. Upon this the famous Vostorgoff said: “He wished to live at mount Athos, so that he may intrigue with the Turk and remove Georgia from Russia.” The Synod forbids him to live at Mount Athos and sent him to monastery neat Kharkoff, where he took up his alone last year on April 25th. He was greatly consoled by a deputation of Georgian students from Kharkoff University, who came to see him. He expressed his thanks for sympathy in a beautiful speech.

Here Bishop Kirion lodging consisted of three underground cells so damp that water was down the walls. No pension was assigned to him and he was content with the fare of a simple monk. In spite of this Bishop Kirion didn’t loose courage and was consoled in the proximity near to University, as he could use its library in addition to his own 5000 volumes. Here he lived seven months and completed a new work in Russian tongue.

“The Civilising Role of Iberia in the History of Russia”.Here he also made the acquaintance of various professors who were deeply interested in his new work and are anxious to haste its publication.

Though Bishop Kirion spent seven whole month in Curiadhis Monastery, only in the eighth month on the 10th December (o.s) as we knew, the deputy Purishkevitch publicly declared in the Duma, that Bishop Kirion was present at the meetings held in the house of the Chidjavadze on the 22th February (o.s.) 18th May (o.s.). These imaginary meetings were followed by the Exarch Nikon’s murder and so on. Do you not marvel, reader, at such strange falselivion, who has heard of these meetings and next how could Kirion be in Tiflis on February 22, when he only resigned the Bishoprie of Kovno on march 9th and on May 18 can witnessed that he was officially in the Monastery of Curiadhi and never blessed someone as abbat (igumen).

Then where did Prishkevitch find such lei. Nevertheless Purishkevitch’s falsehood of his work cut and joint two weeks after his speech on Dec 26 the order came out of Synod that Bishop Kirion was to move from Curiadhis Monaster to Sanaxaris Mosnastery in the Bishopery of Tamboff. Kirion wondered why and for what reason they should send him in midwinter to a still cold, more solitary monastery, where the railway station is 80 verst distant. He sent a telegram to the synod and begged to allow him to come to Peterburg and learn what had happened. A second telegram came: “The Synod considers necessary that you should immediately travel to Sanaxaris Monastey. They do not give you permission to come to Peterburg.”

The day after the receipt of this telegram a guard was set to watch him and the police were observing everything.

All this had a bad influence on Kirion’s health and he became very weak and almost gave himself to despair.

By the advise of students he again sent a telegram to the Synod asking that on account of terrible state of health he might be allowed to delay his departure till may or if not that he might be granted shelter in a monastery in the South. To this a still more peremptory reply came ordering him to leave at once for the appointed monastery. There was nothing for it but to obey fate and on Jan. 10th he sat out. As he felt weakly, I went as far as Moscow with him, noticed that wherever we went there were stranger who watched and followed as like convict.

In Moscow we saw Prof. Khakhanashvili and Bishop Kirion showed him his new works which Khakhanashvili promised to have published. We also saw the famous N.N. Dunovo who was deeply grieved at this undeserved punishment and gave advice, various councils. As time passed Kirion became worse and worse ailing until Jan 16, when he entered the Golifzin Hospital at one o’clock. On the 17th when I went to hospital I was informed that they have taken away the Bishop. I asked why, where, what for in amazement. The doctor informed me that the night before at two o’clock the police wanted to take away the Bishop but the hospital authorities would not allow it. At 8 in the morning the Pristav came with his assistants and asked the doctor if it was possible or not for the Bishop to travel. The doctor replied that “although he was very weak it might be possible for him to travel.” Upon this the Pristav ordered the Bishop to dress quickly and to go with him. They put him in the carriage and drove away with him. The doctor didn’t know where and why.

I informed Prof. Khakhanashvili of what had taken place and then N.N. Dunovo, who immediately hasted to learn the news. On a short time we heard that from the hospital Bishop Kirion had been taken direct to the railway station and sent to Sanaxaro Monastery with two guards.

The nest day I went to N.N. Dunovo’s again and was almost weeping at this severe treatment to the Bishop and wishes to know if Georgian society could do nothing to save him. It is necessary, said N.N. Dunovo, that every Georgian Bishop should enquire of the government why Bishop Kirion is thus persecuted and then this will be an end of it. He also told me that the assistant inspector of Moscow University Bogoiabovsky was asking with Vistorgoff about Kirion’s groundless persecution and Vostorgoff replied: “I will drown him and all Georgia with blood.” Upon this Mr. Balashov a member of a Moscow newspaper, who was present at the moment said: Bishop Kirion may complain of these words of Vostorgoff, may call me as witness. After this on my return to the Kursk Railway station jandarmes seized me, a police official related to me own journey and menacing me said: tell me where you have been or I shall arrest you. It is all the same, we know everything. If you know, replied I, then why it is necessary that I should tell you. They handed me testimony and finally let me go. Thus ended Bishop Kirion’s journey.
G. Mousvenaridze”

მარჯორი სკოტ უორდროპი - Marjory Scott Wardrop

მარჯორი უორდროპის ამ თარგმანში გარდა მეტად მნიშვნელოვანი ინფორმაციისა, ასევე მოცემულია საგაზეთო სტატიის მისეული თარგმანის პრინციპები. როგორ მიუდგა მარჯორი ასეთი მნიშვნელოვანი დოკუმენტის თარგმნას? რისი გადატანა ჩათვალა მან უმთავრესად – მხატვრული მხარის, თუ ერთგული დარჩა შინაარსის?

თარგმანის დედანთან შედარებისას აღმოჩნდა, რომ მთარგმნელი საოცარი სიზუსტით თარგმნის ყოველ ფრაზასა თუ სიტყვას, არცეთი სიტყვაა ზედმეტი. დიდი სიფრთხილით გადააქვს დედნისეული ელემენტები, ინტონაცია. Do you not marvel, reader, at such strange falselivion… ისიც ეკითხება მკითხველს. მთარგმნელს ესმის მოცემული დოკუმენტის მნიშვნელობა და ამდენად შინაარსიცა და ფორმაც სიზუსტითაა გადატანილი. თარგმანს აშკარად ეტყობა, რომ ეს არაა მხოლოდ საინტერესო შინაარსის გამო თარგმნილი.
რაში დასჭირდა მარჯორის დედნის ადეკვატური თარგმანის შესრულება? რა მიზანი უნდა ჰქონოდა ქართულ გაზეთში გამოქვეყნებული სტატიის თარგმანს? ოქსფორდში დაცული წერილების მიხედვით და-ძმა უორდროპები ცდილობენ ქართული კულტურისა და ლიტერატურის საზღვარგარეთ გატანას და პოპულარიზაციას. თანამემამულეებისათვისაც იმ დიდი დიამოვნების მინიჭებას, რაც თავად განიცადეს ქართული ლიტერატურის კითხვის დროს. ნუთუ მხოლოდ ეს იყო მის მიერ ამ თარგმანის შესრულების მიზანი?

ამ კითხვაზე პასუხი ისევ ბოდლის ბიბლიოთეკაში მოიძებნა იმ მრავალრიცხოვან წერილებს შორის, რომელიც ოლივერ უორდროპმა შეაგროვა და ბოდლის ბიბლიოთეკას შესწირა.
ინგლისურ_ქართული ლიტერატურული ურთიერთობის გაღრმავება დაკავშირებულია ოლივერის ტრანსკავკასიის ბრიტანეთის პირველ კომისრად დანიშვნასა და ამ ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობის დაწყებასთან.

წლების მანძილზე მარჯორი უორდროპი, – ტრანსკავკასიაში ბრიტანეთის პირველი ელჩის ოლივერ უორდროპის და ცნობილი იყო როგორც ქართული ლიტერატურის მთარგმნელი, არავინ იცოდა იმის შესახებ, რომ მარჯორიმ უამრავი რამ გააკეთა ქართველი ხალხის დასახმარებლად. იგი საქართველოში სულ ორჯერ იყო, თუმცა საქართველოსადმი სიყვარული არ შენელებია.

ბოდლის ბიბლითეკის საარქივო მასალის შესწავლის დროს აღმოჩნდა, რომ ოლივერის გვერდით მუდმივად იდგა მარჯორი. ქართველი ხალხი მას, როგორც მანდილოსანს მიმართავდა გასაჭირის დროს, თამარ მეფის, ქეთევანისა და წმინდა ნინოს გვერდით აყენებდა, რომელიც ღმერთმა ქართველთა სახსნელად გამოგზავნა. ის იყო არა მხოლოდ მთარგმნელი და საქართველოთი აღფრთოვანებული პიროვნება, არამედ ეგრეთწოდებული “დიპლომატი” და ამ მიწის, კულტურის და ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის დამცველი. მის თარგმანებს და ორიგინალურ ნაშრომებს,Mმის შუამავლობას და დაუღალავ შრომას გარვეული როლი უნდა ეთამაშა საქართველოს ისტორიის განვითარებაზე. შეუძლებელია ბოლდის ბიბლიოთეკაში, უორდროპის კოლექციაში ნანახი, მის მიერ თარგმნილი და მაღალი რანგის პირებთან (გიბრალტარის მღვდელთმთავარი, სესილ სპრინგ რაისი – პეტერბურგის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჰენრი ნევინსონი, – ბრიტანელი ჟურნალისტი) გაგზავნილი წერილების გაუთვალისწინებლობა, სადაც იგი სიმართლეს აწვდის საზოგადოებას და ამხელს რუსებს, იმ დროს როცა ყოველი სიმართლის მთქმელი სასტიკად ისჯებოდა. მის თარგმანებსა თუ საგაზეთოდ დასაბეჭდ სტატიებს რუსების საქართველოში განხორციელებული უსამართლობანი საზღვრებს გარეთ უნდა გაეტანათ.

მარჯორი უროდროპის ქართულ ხელნაწერთა ფონდის კვლევის დროს აღმოჩენილი მრავალი ასეთი დიპლომატიური წერილიდან გამომდინარე მოგვეცა მისთვის დიპლომატად წოდების უფლება. მას ეს თანამდებობა არასოდეს სჭერია და ოლივერის საქართველოში ჩამოსვლის უმთავრესი მიზნიდან გამომდინარე არაა გამორიცხული, რომ იგი ამ რეგიონში დიპლომატიური საქმიანობის მართვის დროს მას თავის საქმეში არ ახედებდა.

ეს ნაბიჯი სწორედ რომ დიდი გაბედულების გამოვლინებაა, იმ დროს, როცა იგი თავად ხედავდა თუ როგორ ისჯებოდა ყოველი სიმართლის მთქმელი. ამის მიუხედავად, კირიონის ტანჯვით, მისი დევნით შეძრულმა მარჯორიმ გადაწყვიტა მოუსვენარიძის წერილის თარგმნა და ამ ამბის ევროპისათვის გაცნობა მისი გადარჩენისა და ქართული ეკლესიის მხარდაჭერის მოპოვების მიზნით.

მარჯორის გულისტკივილსა და აღფრთოვანებას რუსი ხალხების საქართველოში განხორციელებული სასტიკი ზომების გამო ასახავს ასევე გიბრალტარის მღვდელთმთავართან 1909 წლის 15 აპრილს ბუქარესტში გაგზავნილი წერილი. მასში კარგად ჩანს, რომ მარჯორის საკმაოდ კარგად სცოდნია საქართველოში არსებული მდგომარეობა და ქართველთა დევნის თითოეული ფაქტი, მას წაკითხული აქვს მრავალი სტატია. მასში მოკლე შინაარსის სახითაა გადმოცემული ქართველი ხალხის გასაჭირი და კირიონის დევნა. ეს წერილი სწორედ ზემოთ მოყვენილი სტატის თარგმნის შემდეგ უნდა იყოს დაწერილი, ვინაიდან მასში მოკლედაა აღწერილი წერილის შინაარსი. «დაქვეითების შემდეგ იგი დაატყვევეს შორეულ რუსულ მონასტერში. თუმცა ის საკმაოდ ხანში შესულია და ჯანმრთელობის მდგომარეობაც გაუარესებული აქვს, მას შუა ზამთარში აიძულეს მგზავრობა. პეტერბურგში ჩასვლისა და ბრალდებისაგან თავის გამართლების თხოვნა უგულებელყოფილ იქნა. იგი მოსკოვში ავად გახდა, თუმცა პოლიციამ ძალით წამოიყვანა იქიდან და მოსთხოვა გზის გაგრძელება. ისაა რამოდენიმე ღირებული ლიტერატურული ნაშრომის ავტორი და ხალხი მასზე ძალიანაა შეყვარებული.» მარჯორი აღწერს მღვდელთმთავარი ლეონიდის, არქიმანდრიტი ამბროსის დევნის და უსამართლოდ დასჯის ფაქტებს და უმარტავს გიბრალტარის მღვდელთმთავარს, რომ: «დევნის ერთადერთი მიზეზი ისაა, რომ ქართველი სამღვდელოება ანონიმურად ემხრობა საკუთარი ეკლესიის თხუთმეტი საუკუნის განმავლობაში არსებულ ავტოკეფალიას.» მას მოჰყავს მაგალითები, თუ რა შედეგები, მოიტანა მართლმადიდებლური რუსეთის სახელმწიფო მოხელეთა მიერ ჩადენილმა დამსჯელმა ქმედებებმა: «ეკლესიის დევნა ხალხს მართლმადიდებლურ რწმენას აშორებს. ბევრმა მიიღო კიდეც რელიგიის შეცვლის გადაწყვეტილება. კახეთის ორი სოფლის მოსახლეობა ბაპტისტი გახდა. ესაა კარიოზული სიმპტომი იმ ხალხისა, რომლის ეკლესიასაც არასოდეს სცოდნია ერეტიზმი და სეპარატიზმი.» საზოგადოება არ ზის რეაქციის გარეშე, მაგრამ საქმე იმაშია, რომ «მთელი ქართველი ერი აღშფოთებულია. თავადთა შეკრებებზე გამოთქმული იქნა მოსაზრება, რომ თუ გაგრძელდება სასლიერო პირთა მსგავსი დევნა და ყოველგვარი გასამართლების გარეშე გადსახლება, ხალხის მართლმადიდებლრი ეკლესიისაგან მასობრივი ჩამოშორებაა მოსალოდნელი.

ქუთაისში მარტის დასაწყისში რამოდენიმე ყველაზე მნიშვნელოვანი თავადი დააპატიმრეს და დაემუქრნენ გადასახლებით მსგავს შეკრებებზე დასწრების გამო. მაგრამ ამჟამად თბილისის გაზეთებიდან ვიგებ, რომ ზოგი უკვე გამოუშვიათ.»

მარჯორი წერილში საქართველოს ისტორიის ღრმა ცოდნას ავლენს. მისი თქმით: «ქრისტიან ერს რწმენა და თავისუფლება შენარჩუნებული ჰქონდა საუკუნეების განმავლობაში მონღოლების, არაბების, თურქების, ირანის შემოსევის დროს, ახლა კი ორივეს დაკარგვის წინაშე დგას დიდი ქრისტიანული ძალის მფარველობის ქვეშ, სადაც ისინი თავისი სურვილით გაერთიანდნენ ასეული წლის წინ.»

მარჯორი აქვე ასრულებს წერილს, ბოდიშს უხდის ადრესანტს მცირე ინფორმაციის მიწოდებისა და მისი შეწუხების გამო და დასძენს: «მე გამოვხატავ ჩემს უმწეობას, მაგრამ ვგრძნობ, რომ უნდა გავაკეთო ის, რისი გაკეთებაც შემიძლია ამ მამაცი ქართველი ხალხისათვის, რომელთაც მე ასე ძალიან ვაფასებ და მიყვარს.» იგი სთხოვს გიბრალტარის მღვდელთმთავარს, რომ უშუამდგომლოს ქართულ ეკლესიას რუსულ სინოდთან და რაიმეთი დახმარება გაუწიოს ამ მცირე ერს. იგი საკუთარი ხელით დაწერილ ბარათს ოლივერის მიერ თარგმნილ ალექსანდრე ცაგარელის გაზეთ `სლოვში~ დაბეჭდილ წერილს ურთავს და დასძენს, რომ ის, რისი თქმაც თავად ვერ მოახერხა, დანართი წერილიდან შეიტყობს. (#30. 10/31.12.1908.)

მკითხველს შესაძლებლობა ეძლება თავად წაიკითხოს და შეაფასოს ოქსფორდის ბიბლიოთეკაში დაცული მარჯორისეული წერილის ვერსია.

ოლივერ უორდროპის და - მარჯორი სკოტ უორდროპი - Marjory Scott Wardrop

“Dear Bishop of Gibraltar,
The sad news from Georgia of the persistent persecution of ancient Iberian Church and its clergy has moved me to appeal to you. I do not know if you personally are in touch with the Russian Synod but, in any case, no doubt you are acquainted with English churchmen who are I feel sure that you will use your influence to interest them in the spiritual state of their Georgian brothers and to try to obtain justice for them.

Bishop Kirion after suffering degradation and exile has been imprisoned in a distant Russian Monastery. Although he is well up in years and in horrible health, he was forced to travel in the depth of winter and his request to be allowed to go to St. Peterburg to answer any accusation which might been against him was refused. He fell ill in Moscow but was drugged from the hospital by the police and made to continue his journey. He is the author of several literary works of merit and much beloved by the people.

Bishop Leonid perhaps the most esteemed of the Georgian clergy was subjected to a domiciliary search and removed from his see.

Archimandrite Ambrose, an eloquent preacher has been degraded and exiled to a Russian monastery and many of the local clergy have been dismissed and punished.

The only reason for this persecution is that the Georgian clergy unanimously support the autocephaly of their church, which has existed for 15 centuries. The accusation of instigating the murder of the Exarch Nikon, brought against them by the notorious Russian reactionary, Purishkevitch is too fantastic and infamous to be considered.

The great enemy of Georgian church, the missionary archiipriest Vostorgoff, was in Moscow, heard to declare that he would ‘drown’ Bishop Kirion and flood all Georgia with blood’. He has recently received the order to ST. Peterburg from the Tsar.

This persecution of their church is alienating the people from the Orthodox faith. Many even discuss the advantages of changing religion. Two villages in Cakheti have become Baptists. This is a carious symptom in the people whose church has never known heresy or sectarianism.

The whole Georgian nation is naturally roused to indignation. Meetings of the nobles have been held in which the fear expressed that the mass of the people would be alienated from the Orthodox Christian faith if the highest hierarchs continue to be arrested and exiled without trail.

At Kutais, in the beginning of March some of the most notable men in the country were imprisoned and threatened with exile for the taking part in such a meeting, but I see from the latest Tiflis papers that several of them have now been revealed.

From the enclosed translation of an article* by Prof. Tsagareli of St. Peterburg University, a Priory Counsellor of the Empire you will see what an expert has to say about the authochephaly of the Georgian church.

This Christian nation has hold last faith and freedom through centuries of invasion by Mongols, Arabs, Turks, and Persians is now like to lose both under the protection of the great Christian power to whom the voluntarily united herself a hundred years ago.

I hear that these few facts give but poor ideas of the state of affairs, but I do not wish to weary you. Please forgive me for troubling you. I realise my utter helplessness, but I feel that must do what I can for the brave Georgian people whom I so much admire and love.

I hope to have the pleasure of seeing you again soon.

Yours sincerely,

M.Wardrop.”

დევნილობასა შინა მყოფნი ეპისკოპოსი კირიონი და და არქიმანდრიტი ამბროსი ხელაია, peterburgi 1910

წერილზე პასუხი არ არის ოქსფორდის ქართულ კოლექციაში, ამდენად ძნელი სათქმელია რა უნდა მოჰყოლოდა მის გაგზავნას, თუმცა არსებობს მარჯორის მიერ გიბრალტარის მღვდელთმთავარისადმი მიწერილი კიდევ ერთი წერილი, სადაც ჩანს, რომ იგი ღრმა ინტერესს გამოხატავს არსებული მდგომარეობის გამო და ცდილობს იმის გაკეთებას, რაც შეუძლია, რის გამოც მარჯორი დიდად მადლობელია. მარჯორი გარკვევით ახსენებს, რომ მას და გიბრალტარის მღვდელთმთავარს ერთად უნახავთ ბატონი ბირკბეკი სანტ პეტერბურგში. როგორც ჩანს, ინგლისელი ქალისათვის საქართველოს კეთილდღეობის სურვილი სურვილად არ დარჩენილა, იგი არა მხოლოდ მომოწერით, არამედ პირადადაც ხვდებოდა ადამიანებს, ვისაც შეეძლოთ ქართული ეკლესიის შერყვნის ხელის შეშლა.

“ძვირფასო გიბრალტარის ეპისკოპოსო,

დიდი მადლობა თქვენი წერილისათვის. დიდად მადლობელი ვარ იმის გამო, რაც გააკეთეთ და დარწმუნებული ვარ ქართული ეკლესიაც მადლობელი იქნებოდა, ეს რომ სცოდნოდა.
ფაქტმა, რომ ინგლისელმა ეპისკოპოსმა ინტერესი გამოთქვა ახალგაზრდა ძმების მიმართ, დადებითი გავლენა უნდა იქონიოს რუსულ სინოდზე. გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ ბატონი ბირკბეკი, მისი მცირე ხნით ნახვის შემდეგ, გამოიყენებს თავის გავლენას რუსულ ეკლესიაზე.” Ms. Wardr. D26/5

ბოდლის ბიბლიოთეკაში დაცულია მარჯორის მიერ პროფესორ ალექსანდრე ცაგარელთან მიწერილი წერილის დასამუშავებელი ვერსია. ცაგარელი მარჯორიმ პეტერბურგში გაიცნო და მასთან აგრძელებდა ქართული ენის დახვეწას. მოცემულ წერილზე დაყრდნობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ მარჯორის გიბრალტარის მღვდელთმთავართან მიწერილი ორივე წერილი ალექსანდრე ცაგარელის თხოვნთაა შესრულებული. ერთი ნაცნობი კაცი სწორედ გიბრალტარის მღვდელთმთავარი უნდა იყოს.

“11 თიბათვე 1909 წელი,

ღრმათ პატივცემულო პროფესორო,
ნუ გგონიათ, რომ ჩემგან დავიწყებული არის ქართული ეკლესიის საქმე. მივიღე თქვენი კეთილი წერილი და სტატიები და მეყუსეულად მივსწერე ერთ ნაცნობ კაცთან, რომელიც მეგობრები ჰყავს რუსეთში. მისგან პასუხები მაქვს. მეტყველი თუ ვსწერეთ მეგობრებთან და თანაგრძნეული პასუხები მომცემენო.”

მარჯორი არ შეჩერებულა მხოლოდ გიბრალტარის მღვდელთმთავარისათვის მიწერითა და საქართველოსთვის დახმარების გაწევის თხოვნით. ის იყენებდა თავის კავშირებს, პრივილეგიებს და ცოდნას, რომ ყველასათვის გაეცნო საქართველოში არსებული მდგომარეობა. სწორედ ესაა მის მიერ კირიონთან დაკავშირებული წერილის თარგმნის მიზანიც.

მარჯორის გარკვეული წვლილი უნდა მოუძღოდეს ასევე ევროპაში კირიონ II დაცვის საზოგადოების დაარსებაში, რომლის წევრებმა კარგად იცოდნენ ის, თუ რაც ხდებოდა ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიაში. კირიონის ცხოვრებას და საქართველოში არსებულ მდგომარეობას კარგად გაცნობილმა ადამიანის უფლებათა დაცვის ლიგის თავჯდომარემ, დეპუტატმა ჟორჟ ლორანმა, ბელგიიდან, ბრიუსელიდან 1909 წლის 10 მარტს ყოფილ სახელმწიფო სათათბიროს თავჯდომარე ხომიაკოვს სთხოვა ეპისკოპოს კირიონის წამებისაგან დაცვა. ცნობილმა ანარქისტმა ვარლამ ჩერქეზიშვილმა ქართულ-ინგლისური კომიტეტის თავჯდომარის ს. მორისის თანხმობით რუსეთის სინოდს მოსთხოვა კირიონის დევნის შეწყვეტა, თუმცა ვერც შინაურმა და ვერც ევროპის ჩარევამ ვერ უშველა კირიონს, მანამ, სანამ მისი მოღვაწეობის წყალობით 106 წლიანი პაუზის შემდეგ არ აღდგა ავტოკეფალია და 1917 წელს საქართველოში არ დაბრუნდა. იმავე წლის 17 სექტემბერს იგი არჩეულ იქნა სრულიად საქართველოს ეკლესიის კათალიკოსპატრიარქად. მან თავის ცხოვრების განმავლობაში მრავალი რამის გაკეთება შესძლო, მოაგროვა უამრავი ქართული ხელნაწერი, დოკუმენტური მასალები. გადაარჩინა მრავალი უძველესი ხელნაწერი, ხატები თუ მონეტები. დიდი სიფრთხილით აგროვებდა ქართული ზეპირსიტყვიერების ნიმუშებს, ლეგენდებს, სიმღერებს. ბევრის გაკეთებას შესძლებდა, რომ არა 1918 წლის 27 ივლისის მარტყოფის ტრაგედია. იგი დაცხრილეს თავის საწოლ ოთახში, მკვლელი დღესაც დაუდგენელი დარჩა, ვინაიდან მთავრობას არ აწყობდა მისი მკვლელის დადგენა. დაკრძალულია სიონის საკათედრო ტაძარში. ქართველი ერისათვის გაწეული ღვაწლისათვის მოწამებრივად აღსრულებული კირიონი 2002 წლის 18 ოქტომბერს ეკლესიამ წმინდანად შერაცხა. კირიონის ღვაწლი აუღწერელია საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების საქმეში, ვინაიდან ეკლესიურ დამოუკიდებლობას წინ უძღოდა პოლიტიკური დამოუკიდებლობა.
მარჯორი ვერ მოესწრო კირიონის გარდაცვალებას, ვინაიდან 1909 წელს ავადმყოფობის შემდეგ ბუქარესტში გარდაიცვალა. ავადმყოფმა მანდილოსანმა მაინც მიახერხა კირიონის მხარდასაჭერად ქართული სტატიების თარგმნა და მათი გავრცელება. იგი არასოდეს მალავდა სიყვარულს ქართველი ხალხისადმი და საქართველოში კიდევ ერთხელ ჩამოსვლის სურვილს. მისი ცხოვრების მიზანი იყო სწორედ მოძრაობა და მხოლოდ მოძრაობა… მისთვის უსაქმოდ და უსწავლელად ყოფნა არ ითვლებოდა ცხოვრებად. იგი დიდ წყრომას გამოთქვამს თავისი ძმის მიმართ მის გარეშე რომ ესტუმრა საქართველოს:

`გუშინ ნაშუადღევს მივიღე შენი წერილი, 20 ოქტომბრით დათარიღებული, და დღეს ტომმა მოიტანა დეპეშა, სადაც წერია:

`მისამართი ბათუმი, ბრიტანეთის საკონსულო~. ბუნებრივია მე ძალიან ვწუხვარ რომ შენთან ერთად არ ვარ, როდესაც საქართველოში მიემგზავრები. სიბრაზისაგან შემიძლია მხოლოდ ვიტირო, როდესაც ვფიქრობ, რომ მე მხოლოდ საზიზღარი ქალი ვარ, ნაცვლად იმისა, რომ ვიყო მამაკაცი. მე უნდა დავრჩე სახლში და არაფერი ვაკეთო, როდესაც მე შემიძლია ვიცხოვრო, ვისწავლო ვიმუშაო… მენატრება ჩემი სახლი და ჩემს ქართულთან დაბრუნება. ჩემი სამუშაოს გარეშე სრულიად უბედურად ვგრძნობ თავს, ჩემი ქართული ბიბლიოთეკა იზრდება: მე კმაყოფილებით გავაგრძელებდი მუშაობას, რომ შემეძლოს საქართველოში ჩამოსვლა. მე რომ მამაკაცი ვიყო ჩამოვიდოდი. მე სულ შენზე ვფიქრობ და ყოველთვის ჩემს ფიქრებში იქნები. ჩემი ორი სიყვარული ერთადაა უძვირფასესი და საქართველო.~1 `არ ვიცი რატომ არი, რომ მე საქართველოს გარდა, ვერაფერზე ვფიქრობ ან ვლაპარაკობ, ეხ, რა იქნებოდა მეც რომ შენთან ვყოფილიყავი.~ 2

მისი ცხოვრება თითქოს შეიცვალა საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ. იგი მიხვდა, რომ აუცილებელი არაა მამაკაცი იყო იმისათვის, რომ იცხოვრო, იმუშაო და კეთილი საქმე აკეთო. ქართველი მანდილოსნებით აღფრთოვანებული მარჯორი წერს: `ძალიან მცირე ქვეყანაში შევხვდებით, რომ ქალს ისეთი დიდი გავლენა და მნიშვნელობა ჰქონოდეს, როგორც საქართველოში, რომანტიკულ რეგიონში, რომელიც მდებარეობს შავ ზღვასა და კასპიის ზღვას შორის” ((M. Wardr. C 26) ) ამბობს მარჯორი ქართველი ქალების შესახებ და დარჩენილი ცხოვრების განმავლობაში მუდამ მათ გვერდით დგომას ცდილობს.

ბიბლიოგრაფია

1. გოზალიშვილი, შ. ილია და მარჯორი უორდროპი, ახალი ქართული ლიტერატურის საკითხები, IIტ, გამომც. `მეცნიერება~, თბ, 1972
2. Pეტერ Nასმიტჰ, თჰე ჭარდროპს, Gე, 1998
3. აკაკის კრებული, # 10, 1898


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: