Posted by: burusi | 05/07/2011

ლეშეკ ბალცეროვიჩი – ,,მემარჯვენეები”

Leszek Balcerowicz

ლეშეკ ბალცეროვიჩი – Leszek Balcerowicz 

ლეშეკ ბალცეროვიჩი – ,,მემარჯვენეები”

მანიპულირების საგნად ქცევის ხვედრი ერგო პოლონეთში სიტყვა ,,მემარჯვენეებს”, რომელიც პოლიტიკაში გარკვეულ ორიენტაციაზე მიუთითებს. ნამდვილი მემარჯვენე პარტიისათვის დამახასიათებელია ის, რომ მისი მიმდევრები დადებითად არიან განწყობილნი თავისუფალი ბაზრის, კონტრაქტების თავისუფლად დადების, კერძო საკუთრების და ა. შ. მიმართ, ანუ, ყოველივე იმის მიმართ, რასაც ერთობლიობაში ლიბერალური კაპიტალიზმი ეწოდება.

სამწუხაროდ, ამ მოთხოვნას ჯერჯერობით აკმაყოფილებს პოლიტიკოსთა ნაწილი, რომლებიც თავიანთ შეხედულებებს, როგორც მემარჯვენეს, ისე აფასებენ. სინამდვილეში მრავალ მათგანს, თუკი აქვთ საერთოდ რაიმე პროგრამა, მასში არაფერია, გარდა იმისა, რომ თავიანთი ინტერესებისათვის გამოიყენონ ხალხის უკმაყოფილება.

სინამდვილეში მემარცხენე ლოზუნგებს ისვრიან, აფერხებენ პრივატიზაციას, ხელს უშლიან ფულის განმტკიცების მიმართულებით დაწყებულ ღონისძიებებს, მხარს უჭერენ გიგანტურ, პოსტსოციალისტურ საწარმოთათვის სახელმწიფოს მიერ დახმარების აღმოჩენის პროგრამებს, ნაცვლად იმისა, რომ მხარი დაუჭირონ მათი რეკონსტუქციის პროგრამებს და ა. შ. ამ სახის პოლიტიკოსების განსაკუთრებული მოზღვავება იგრძნობოდა მესამე სამყაროს ქვეყნებში, რომლებმაც, როგორც ბოლოს აღმოჩნდა, სიღარიბეს ვერ დააღწიეს თავი. ზოგიერთ ქვეყანაში დღესაც ყავლი არ გასვლია გაკოტრებულ მარქსისტულ დოგმებს, რომელთაც აქ ადგილს უთმობს ჭეშმარიტება კერძო საკუთრების, სამეურნეო თავისუფლების, მყარის ვალუტის და ა. შ. შესახებ.

მაგალითად, პოლონეთში ზოგჯერ როლებიც აირევა ხოლმე. მაგალითად, ,,მემარჯვენეები”, თუმცა, საკმაოდ აქტიურად იყენებენ ანტიკომუნისტურ რიტორიკას, მაგრამ სინამდვილეში მოითხოვენ მემარცხენე პროგრამების განხორციელებას ქვეყანაში, რომელმაც ძლივს დააღწია თავი სოციალიზმის ბორკილებს. აი, ასეთი ,,მემარჯვენეები” აკერებენ ხშირად თავიანთ ოპონენტებს ,,მემარცხენეობის” იარლიყებს. და თუ ჩვენ არ გვსურს დავიხრჩოთ ამ თეატრის აბსურდში, არ უნდა ვივიწყებდეთ იმას, რომ ყოველი ადამიანი, რომელიც მემარცხენეებს ებრძვის, ამის შედეგად ავტომატურად როდი ხდება ,,მემარჯვენე”. მემარცხენეებს შეიძლება ებრძოლო სუპერმემარცხენეების პოზიციებიდანაც. ზუსტად ასე აკეთებს ჩვენი ,,მემარჯვენეების” ნაწილი.

თუ არ გვსურს, რომ მანიპულაციების მსხვერპლად ვიქცეთ, პოლიტიკასა და პარტიებს უნდა ვაფასებდეთ მათი პროგრამების შინაარსის მიხედვით, და არა მათი ეტიკეტების საფუძველზე, რასაც ისინი აკრავენ საკუთარ თავს.


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: