Posted by: burusi | 18/06/2011

მულტი-მედია არტ ჯგუფი – ”STIGMAT”-ი და მისი ”დაბალი რეზოლუციის ვიდეო” მინი არტ- ფილმები (კინო-პოეზია) – FILM POETRY

მულტი-მედია არტ ჯგუფი -”STIGMAT”-ი და მისი ”დაბალი რეზოლუციის ვიდეო” მინი არტ- ფილმები (კინო-პოეზია)-FILM POETRY

მულტი-მედია შემოქმედებითი არტ ჯგუფი ”სტიგმატი”, ჯგუფის ფორმით ჩამოყალიბდა 2006 წელს. მასში არაფორმალური და მარგინალური სულისკვეთებისა და ბუნტარული შემოქმედებითი მუხტის არტისტები გაერთიანდნენ.

ჯგუფი ჩამოაყალიბა პოეტმა, მულტი-მედია არტისტმა–გიორგი ბუნდოვანმა.

ამჟამად ჯგუფის ძირითად შემადგენლობაში არიან არტისტები: გიორგი ბუნდოვანი, მიხეილ გისტი, ელენე ცაგარეიშვილი, მარიკა ჟორჟოლიანი, ალფრედ კარკლინისი, მანანა დარსალია.

2006 წელს ჯგუფურ გადაღებებში ასევე მონაწილეობდნენ : ყოფილი ბალერინა და ამჟამად ფოტოარტისტი-ირინა ხუციშვილი, პოლიტოლოგი, პუბლიცისტი და ფილოსოფოსი–ელიზბარ ელიზბარაშვილი, პოეტი-რობინზონ კახიძე, ლიტერატორი–მარსიანი და მადლენა კობახიძე.

გიორგი ბუნდოვანის, ელიზბარ ელიზბარაშვილის და მიხეილ გისტის, როგორც ჯგუფის ძირითადი მამოძრავებელი ძალის არტისტების ერთობლივი ძალისხმევით, თანაავტორობითა და იდეური ურთიერთთანამშრომლობით, 2006 წელს შეიქმნა 22 მინი-არტ ფილმი, რომლების შემდგომი ბედი გახლდათ 4 წელი თაროზე დება.
ჯგუფი ფაქტიურად დაიშალა ამ წლების მანძილზე და 2010 წელს მოხდა ჯგუფის რეანიმირება გ.ბუნდოვანისა და მ.გისტის მიერ და ერთობლივად, სახელის – ”STIGMAT”-ის შერჩევაც.

ფილმების გადაღება და მონტაჟი ხდებოდა და ხდება, გამიზნულად, დაბალი ტექნოლოგიით, ანუ დაბალი ხარისხით და კუსტარული ტექნიკით, რაც ქმნის თავისებურ ეფექტსა და ხიბლს. ამგვარი ტექნოლოგიით გადაღებულ ფილმებს–”დაბალი რეზოლუციის ვიდეოს” უწოდებენ. (გადაღება ხდება მობილური ტელეფონებით, დაბალი პიქსელიზაციის ციფრული ფოტო-აპარატებით, სამოყვარულო მინი-დივი-კამერებით და ზოგჯერ ძველი 8 მილიმეტრიანი კინო აპარატით. გ.ბუნდოვანმა ძველი ფილმების დიდი ნაწილი გადაამუშავა და დახვეწა და უკვე არაერთი ახალიც გადაიღო. პირველი პრეზენტაცია მინი კინო-ნიმუშებისა შედგა 8.04.10, რუსთაველის 28-ში მდებარე ”როკ-კლუბში” ლიტერატურული საიტის–lib.ge -ს დამაარსებლისა და ხელმძღვანელის, პოეტ-გიორგი კეკელიძის და როკ კლუბის დირექტორის –ეკატერინე ლემონჯავას დახმარებით, ასევე 21.05.10-ში შედგა მეორე პრეზენტაცია და ჩვენება -”ნიუ არტ კაфეში”, ორბელიანის 31-ში, კაфეს მფლობელისა და ხელოვნებათმცოდნე-რუსუდან ოატის დახმარებითა და ხელშეწყობით. ასევე, 1-2-3.07.10. გ.ლეონიძის სახელობის სახელმწიფო ლიტერატურის მუზეუმში, ერთობლივ არტისტულ ვორქშოპში-”სიტყვები-WORDS”, შედგა ჯგუფ-”STIGMAT”-ის ფილმების მესამე პრეზენტაცია.

ამ მინი-არტ ფილმების კონცეპცია დამყარებულია არაფორმალობის მუდმივ განცდასა და ამის დემონსტრირებაზე! ფილმები იქმნება სპონტანურად, ყოველგვარი წინასწარ დაწერილი სცენარების გარეშე, გამომდინარე გადაღებების ადგილმდებარეობიდან და არტისტების შინაგანი განწყობიდან.

მხოლოდ მ.გისტისა და გ. ბუნდოვანის მოკლე-მოკლე არტისტული მითითებებისა და სპონტანური არტ-იდეების, ზოგჯერ, გათვალისწინებით. ასევე სხვა არტისტების იდეებისაც. ჯგუფში მუშაობა ხდებოდა და ამჟამადაც ხდება კრეატიულ ბაზისზე ძრითადად! თუმცა დღემდე ყოველგვარი დაფინანსებისა და დასპონსორების გარეშე–ანუ სრულ ენთუზიაზმზე!

20.07.10., კულტურულ ურთიერთობათა ცენტრ–”კავკასიურ სახლში” მოეწყო ჯგუფ-”STIGMAT”-ის მინი არტ-ფილმების მე-4, მორიგი პრეზენტაცია-განხილვა. ამ კინო-მიმდინარეობას, გ. ბუნდოვანმა უწოდა-“კინო-პოეზია–FILM’S POETRY”!.. გ.ბუნდოვანისათვის, როგორც პოეტისათვის, პირველ რიგში, ეს არის, ასე ვთქვათ, პოეტური ფილმები. მათში ავტორი ცდილობს ჩადოს ის გრძნობა და მისტერია, რაც ლექსებში ვერ გამოხატა აქამდე… მით უფრო, რომ 27.03.09-ში, პერфორმანსის — ”გამომშვიდობება მკვდარ პოეზიასთან–პოეზიის პანაშვიდი!”–ს შემდეგ, რომელიც ასევე ”კავკასიურ სახლში” ჩაატარა გ.ბუნდოვანმა, იგი ლექსებს თითქმის აღარ წერს და მთელს თავის შემოქმედებითსა თუ ინტელექტუალურ პოტენციალს ახმარს ამ ფილმების შექმნას! –“ამ ფილმების მაყურებელი ყველანაირი წრისა და ფენის წარმომადგენელი შეიძლება იყოს. ყოველგვარი, მათ მიერ მიღებული და გამოთქმული შთაბეჭდილება, ჩემთვის, როგორც ამ ფილმების რეჟისორისათვის, საინტერესო და მისაღებია. ყოფილა შემთხვევები, როდესაც ზოგ ადამიანს, ამ ფილმების ნახვისას დაუტოვებია დარბაზი, ან მცირე დეპრესია განუცდია, ანდა შემდეგ გასჩენია აზრი, რომ ისინი ზომაზე მეტად ეკლექტურია, არეულ-დარეული, ჟანრობრივად გაუწონასწორებელი, პერსონაჟებით ღარიბი და გაწელილი… მე კი ვაცხადებ — ზუსტად ეს იყო ჩემი მიზანიც! -დამერღვია ყოველგვარი არსებული კინო-სტანდარტი, კლიშეები და სტილისტიკა. ეს არის მოკლემეტრაჟიანი ავანგარდისტული კინონიმუშები! ეს არაა–ვიდეო-არტი, რაშიც ხშირად ერევათ ჩემი ფილმები…”. ერთ-ერთი მაყურებლის აზრით — ”ეს ფილმები, ასეთად მყოფნი და არსებულნი, ერთგვარად ფსიქოთერაპიულ ეფექტსაც ახდენს მაყურებლზე, ზუსტად ამ, თავისი გაუწონასწორებლობის და ეკლექტიზმის გამო” –განაცხადა არტისტმა და სიურეალისტმა მხატვარმა-დავით მეტრეველმა, ბოლო ჩვენებისას. ხოლო მე-2 ჩვენებაზე, ”ნიუ არტ კაфე”-ში, იგივე დავით მეტრეველმა, როდესაც რამოდენიმე ადამიანმა შუა ჩვენებისას დსტოვა დარბაზი, საჯაროდ თქვა–”ზუსტად ამას ველოდი და ამოვისუნთქეო..”. — “მე მიზნად მქონდა, ადამიანებს ამ ფილმებში დაენახათ თავიანთი ბუნების ფარული მხარეები, რომლებიც თითქმის ყოველ ჩენთაგანშია, ეცნოთ თავისი იდუმალი და მიმალული მე” – განაგრძობს გ.ბუნდოვანი. –“უკომპლექსოდ დაეტოვებინათ დარბაზი, ერთგვარ ტრანსულ მდგომარეობაში, ტრანსულ და ამავე დროს მედიტაციურ განწყობაზე”- ეს კი ისევ დავით მეტრეველის სიტყვებია. მან პირველმა განაცხადა, ჯგუ–”STIGMAT”-ის მე-2 ჩვენებაზე, ”ნიუ არტ კაфეში”, რომ ტრანსი განიცადა ამ ფილმების ყურებით და სხვათაშორის სურვილიც გამოთქვა გადაღებებში მონაწილეობის მიღებისა. ხოლო თანამედროვე ქართველმა მხატვარმა და არტისტმა–ოლეგ ტიმჩენკომ, ასევე მე-4 ჩვენებაზე, კავკასიურ სახლში, განხილვისას დასძინა, რომ მისთვის კი ძალზედ ძნელია, ასე უცბად შთაბეჭდილებების გამოთქმა, მაგრამ ის კი დააზუსტა–რომ ფილმებში აბსოლუტურად ზუსტად იყო, აქცენტები დასმული. აღნიშნა წამყვანი არტისტის–მიხეილ გისტის საოცარი მონუმენტალურობა, ერთგვარი ”ამაზრზენობითა და სიგიჟით”, რაც ამ არტისტის თამაშს ძალიან შთამბეჭდავს ხდის!.. ოლეგ ტიმჩენკომ ასევე განაცხადა, რომ მუსიკა ძალიან კარგადაა შერჩეული ამ მინი-ფილმებში. იქვე გამოვიდა სიტყვით თანამედროვე ავანგარდისტი მხატვარი, არტისტი და პოეტი–თემო ჯავახი, რომელმაც ფილმების განხილვისას, განაცხადა, რომ თავადაც მსგავ სტილში — ანუ ”დაბალ რეზოლუციაში” უმუშავია და არაერთი ნამუშევარი აქვს შექმნილი და იმის განცხადება, რომ ეს სიახლეა ჩვენს არტ-რეალობაში, ცოტა უხერხულიაო, და დასვა რამოდენიმე შეკითხვაც, იმის შესახებ, თუ გ. ბუნდოვანს, როგორც რეჟისორს, რისი თქმა და გამოხატვა სურდა ამ ფილმებით, რა პირადი განწყობა, თუ აზრი ამოძრავებდა მათი შექმნისას? რაზეც გ. ბუნდოვანმა განუცხადა, რომ–ყოველ კონკრეტულ ნამუშევარს თავისი ინდივიდუალური განწყობითა და მიდგომით იღებდა, რომ თითქმის 90%-ით, ამ ფილმებში არის იმპროვიზაცია, გამომდინარე იმ მომენტში არტისტების განწყობიდან და შინაგან სულიერი მდგომარეობიდან. რომ ამ ფილმებით, მისთვის უმთავრესი იყო, გადმოეცა წმინდა ადამიანური, თანაც არაადექვატური და არაორდინალური მისტერია, რომელიც ყველა ჩვენთაგანშია მიმალული და გარეთ გამოღწევას ლამობს. გ.ბუნდოვანმა ისიც უთხრა თემო ჯავახს, რომ მისი, მსგავსი ტექნოლოგიითა თუ სტილით გადაღებული ნამუშევრები ნამდვილად არასოდეს უინახია, პირველად ესმის ამის შესახებ და გამოთქვა სურვილი, მათი ნახვისა. ხოლო საქართველოს დამსახურებულმა მხატვარმა და პარიზის ხელოვნების აკადემიის მუდმივმა წევრმა საქართველოდან– რევაზ ადამიამ, განხილვისას დასძინა: –როდესაც ყოველწლიური მიწვევებით იმყოფება ხოლმე პარიზში, პომპიდუს ხელოვნების ცენტრში და იქ თვეობით მუშაობს, ხშირად უჩვენებენ აკადემიის წევრებს, სხვადასხვა კინო-ექსპერიმენტებს და არაერთი ექსპერიმენტი უნახავს იქ, მაგრამ ასეთი ღრმა შთაბეჭდილება მასზე, როგორც ხელოვან ადამიანზე, ჯერ არცერთს არ მოუხდენია, როგორიც ჯგუფ-”STIGMAT”-ის ფილმებს!.. — “ესაა წმინდა წყლის კინო ექსპერიმენტი, თანაც საკმაოდ წარმატებული და ღრმა!” — განაცხადა რეზო ადამიამ.

2010 წლის 2-10 ოქტომბრის ჩათვლით, მულტიმედია არტ-ჯგუფმა-“STIGMAT” -მა მონაწილეობა მიიღო თბილისში, ქარვასლაში, მესამე საერთაშორისო არტ-фესტივალში–“ARTISTERIUM-2010”, სადაც წარმოადგინა 14 მინი-ფილმი, აქედან 9 სრულიად ახალი და საგანგებოდ ამ ფესტივალისათვის შექმნილი, ფესტივალის თემაზე-“წარმოიდგინე მომავალი”… “STIGMAT”-ი შესულია “ARTISTERIUM-2010”-ის კატალოგში.

30.10.010-ში, “ROCK CLUB”-ში შედგა მულტიმედია არტ-ჯგუფ “STIGMAT”-ის და ყაზახეთიდან არტ-დუეტ “ZITABL”-ის მინი ფილმების ერთობლივი ჩვენება-პრეზენტაცია. წარმოდგენილი იყო ამ ორი შემოქმედებითი ჯგუფის 5-5 ფილმი, რის შემდგომაც, ჯგუფმა-“STIGMAT”-მა წარმოადგინა ახალი ცოცხალი პერфორმანსი-“A MONUMENTAL FETISH”. ამ საღამოს ორგანიზატორი იყო არტისტი-გიორგი ბუნდოვანი, რომელსაც უკვე მეორედ მხარში დაუდგა “როკ კლუბი” და ლიტერატურული საიტი–“lib.ge”…

13.12.2010-ში, კინოთეატრ- ”ამირანის” ლიტერატურული კაФეს კინო დარბაზში შედგა ჯგუფ ”STIGMAT”-ის 8 ფილმის მორიგი ჩვენება, რაზეც საგანგებო მადლობა ქალბატ. ნინო ჟვანიას!…

და ბოლოს, გ. ბუნდოვანი, როგორც ჯგუფის ხელმძღვანელი და რეჟისორი, ამატებს — “ჯგუფი ”STIGMAT” -ი არ გაჩერდება, მიუხედავად მუდმივი და მზარდი ეკონომიკური თუ სოციალური პრობლემებისა, მიუხედავად დასის არამდგრადობისა. ჩვენ გავაგრძელებთ თანამედროვე ანდერგრაუნდული მინი-კინოს (მოკლემეტრაჟიანი ავანგარდისტული ფილმები) სფეროში აქტიურ მუშაობას და სულ მალე ახალ ფილმებსა და მათ პრეზენტაციებს შევთავაზებთ ფართო საზოგადოებას…”

როგორც თავად ამბობს ჯგუფის ხელმძღვანელი და რეჟისორი–ამ არაორდინალურ არტ-სფეროში ყოფნა, მისი მუდმივი და ჩვეული სტიქიაა, როგორც თევზისთვის — წყალი! აქედან გამომდინარე, ეს ფილმები მისთვის, ზუსტად იმის გადმოცემის კარგი საშუალებაა, რასაც იგი წლების მანძილზე ერთგულად ემსახურებოდა, ზოგადად, ხელოვნებაში!

01.05.2011-ში, საქართველოს ტელევიზიის 1 არხზე გავიდა გადაცემა-“პილოტი”, რომელშიც ახალბედა ჟურნალისტების გუნდმა–“პარაშუტი” წარმოადგინა 15 წუთიანი საკონკურსო სიუჟეტი, თემაზე-“ინდივიდი და საზოგადოება”, რომელშიც არტ-ჯგუფ- “STIGMAT”-ს დაეთმო მნიშვნელოვანი ადგილი… ასევე, 2011 წლის მაისში გამოვიდა ჟურნალ-“დრო მშვიდობისა”-ს მესამე ნომერი, რომელშიც გამოქვეყნდა წერილი “STIGMAT”-ზე, სათაურით–“451 გრადუსი ფარენჰეიტით”! ამ ორ, ჯგუფისათვის უმნიშვნელოვანეს მოვლენაზე, განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით გუნდ-“პარაშუტს” და “დრო მშვიდობისას” რედაქტორს-ალექსანდრე ლორთქიფანიძეს დაჟურნალისტ–თამარ ფოლადაშვილს!

9.06.2011-ში, საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში (საჯაროში) შედგა არტ-ჯგუფ “STIGMAT”-ის უახლესი ფილმების პრეზენტაცია, რომელიც გააპიარა, გახსნა და საზოგადოებას წარუდგინა, ელექტრონულმა ბიბლიოთეკამ–lib.ge-მ! ჩვენებას დაესწრო მინიმუმ 70 ადამიანი…

2011 წლის 13 მაისს კი გაფორმდა შეთანხმება ლიტერატურულ პორტალ– lib.ge – სა და მულტიმედია არტ-ჯგუფ “STIGMAT”-ს შორის:

“მულტიმედია არტ-ჯგუფ „STIGMAT” სა და lib.ge-ს შორის გაფორმდა შემდეგი შეთანხმება:

ლიტერატურული საიტი lib.ge ხდება მულტიმედია არტ-ჯგუფ „STIGMAT”-ის პრომოუტერი! ჯგუფი „STIGMAT”-ი იღებს ვალდებულებას, საჭიროების შემთხვევაში, მონაწილეობა მიიღოს lib.ge-ს მიერ დაგეგმილ არტ-ღონისძიებებში და კულტურის სფეროში აქტიურად ითანამშრომლოს მასთან. “

პორტალ Lib.ge-ზე მალე გაიხსნება „STIGMAT”-ის კუთვნილი გვერდი-ბმული.

— ჯგუფ–”სტიგმატის” ხელმძღვანელი და რეჟისორ-ოპერატორი–მულტი-მედია არტისტი, გიორგი ბუნდოვანი
იწვევს, გადაღებებში მონაწილეობის მისაღებად, ნებისმიერ ენთუზიასტ ადამიანს და სიამოვნებით სთავაზობს მათ შემოქმედებით თანამშრომლობას…


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: