Posted by: burusi | 18/06/2011

ნატო ნიკოლეიშვილი – ”სანამ გიორგი ბუნდოვანი კოსმოსში გაფრინდებოდეს”

გიორგი ბუნდოვანი

ნატო ნიკოლეიშვილი – ”სანამ გიორგი ბუნდოვანი კოსმოსში გაფრინდებოდეს”

პოეტი გიორგი კახიძე, ფსევდონიმით ბუნდოვანი, ამჯერად რეჟისორის ამპლუაში მოგვევლინა. მისი მოკლემეტრაჟიანი ფილმების ჩვენება კაფე „new art“–ში გაიმართა.

მის ფილმების ციკლს „ანდენგრაუნდული მინი არტფილმები“ ჰქვია. „new art”–ში მისი ჩვენება დაგვიანებით დაიწყო. რეჟისორი მაყურებელს ელოდა. მაყურებელი არც ისე ბევრი იყო. ფილმების ჩვენებამდე ბუნდოვანმა აღნიშნა: „უკეთესია, ჩემს ფილმებს ბევრმა ადამიანმა ერთად არ უყუროს, რადგან ისინი ძალიან ეკლექტურია. მაყურებელმა მასში შეიძლება დაინახოს მაზოხიზმი, სიგიჟე და არაადეკვატურად აღიქვას. ყველა ვერ გაიგებს. თუმცა, ნებისმიერი რეაქცია ჩემთვის მისაღებია. შეიძლება ვიღაცამ ხითხითი დაიწყოს, ვიღაც ადგეს და გავიდეს, მაგრამ ესეც რეაქციაა და ვიღებ“.

ახლა ცოტა რამ „ანდენგრაუნდული მინი არტფილმების“ შესახებ. ციკლი 23 ფილმისგან შედგება. 22 ფილმი 2006 წელს არის გადაღებული, ერთის გადაღება კი ერთი თვის წინ დასრულდა. ყველა ფილმი მობილური ტელეფონით არის გადაღებული.

გიორგი კახიძე: „გამიზნულად ვიღებ ფილმებს მობილური ტელეფონით, მაღალი ხარისხის ფილმების გადაღება მე არ მაინტერესებს. მინდა ვაჩვენო, რა შეიძლება გაკეთდეს დაბალი ხარისხით. ასეთი მიმდინარეობაც არსებობს – „დაბალი რეზოლუციის ფილმები“. მე დავინტერესდი ამ მიმდინარეობით. ბევრი ცნობილი რეჟისორი იღებს დაბალი ხარისხის ფირით ფილმებს. 8 მილიმეტრიანი კამერებით იღებენ და კინოს ფესტივალებზე გააქვთ“.

პოეტთან ერთად კაფეში ფილმის მთავარი როლების შემსრულებლებიც იყვნენ. ამ ჯგუფს თავისი, უცნაური სახელი აქვს – „სტიგმატები“, რეჟისორი ბუნდოვანი ამ სახელსაც მარტივად ხსნის: „ყოველი ჩვენი გადაღებული ფილმი, ჩვენ სხეულზე გამონაყარივითაა. ჩვენ ამ ფილმებით ჩვენი ტკივილის მანიფესტაციას ვახდენთ“.

რეჟისორის მოკლე შესავლის შემდეგ იწყება ფილმის ჩვენება. პირველი ფილმი „ნგრევის აღმართია“. იგი 15 წუთი გრძელდება. მასში მხოლოდ ორი არტისტი: მიშა გისტი და ელიზბარ ელიზბარაშვილი მონაწილეობენ. ფილმში პერსონაჟები არ საუბრობენ, ისინი ექსპრომტად აკეთებენ იმას, რაც უნდათ. რეჟისორის იდეაც ეს არის: „წინასწარ არასოდეს ვწერთ სცენარს. ვიკრიბებით მეგობრის სახლში ან ბუნებაში და ვაკეთებთ იმას, რაც შემდეგში ხდება ფილმი“.

ფილმი აღმოსავლური მედიტაციის მუსიკით არის გაფორმებული. ეს რეჟისორის ბუდიზმით გატაცებით აიხსნება.

ფილმის ჩვენებისას კაფეში ის ადამიანებიც იყვნენ, ვინც უბრალოდ კაფეს ესტუმრნენ და ფილმის შესახებ არაფერი იცოდნენ. ისინი ინტერესით უყურებდნენ ფილმებს. შემდეგ ადგნენ და წავიდნენ.

გიორგი ბუნდოვანის არტფილმები მძიმე საყურებელია. მაყურებელი ითრგუნება, იძაბება, როგორც რეჟისორი ამბობს, „ფილმში წარმოჩენილია ადამიანის ის ფარული მხარეები, რაც ყველა ჩვენთაგანშია, ანტიესთეტიკა, ანტიკულტურა. ფილმებში რეალობისგან გაგიჟებული ადამიანების ყოფაა გადმოცემული“.

მეორე ფილმი იყო „ეგსგუმირებული სიბერე“, მას მოჰყვა „მარსიანის მიმიკა“, „ლოცვის ფუგა“, „ფეხთა არია“, „ჩარჩოები და პლასტიკა“. . .

პოეტთან ერთი კითხვა გაგვიჩნდა: „ხომ არ აპირებს დათმოს პოეზია და იქცეს რეჟისორად.“ (მას უკვე ერთი წელია, ლექსი არ დაუწერია).

„მე მულტიმედიური არტისტი ვარ. ჩემი ინტერესის სფერო ფართოა. ერთ კონკრეტულ მიმართულებაზე დიდხანს ვერ ვჩერდები. დღეს ვიღებ ფილმებს, ხვალ შეიძლება კოსმოსში გავფრინდე, მაგრამ მე სულით პოეტი ვარ და ვრჩები პოეტად“.


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: