Posted by: burusi | 18/06/2011

გიორგი ბუნდოვანი — პოეტი, მულტი-მედია არტისტი

გიორგი ბუნდოვანი

გიორგი ბუნდოვანი — პოეტი, მულტი-მედია არტისტი

1990 წლიდან აქტიურად იბეჭდება სხვადასხვა ლიტერატურულ ჟურნალ-გაზეთებში, ალმანახებსა და სხვა სახის პერეიოდიკაში. (“რუბიკონი”, “მესამე გზა”, “ალტერნატივა” და სხვა…). 1991 წელს, თავის ბავშვობის მეგობარ და კარის მეზობელ–პოეტ და არტისტ ზურაბ რთველიაშვილთან ერთად აყალიბებს – /”ქართველ პოეტთა ორდენ-“ქრონოფაგებს”/, ეს ორდენი იყო მეორე ოფიციალური პოეტური საძმო, ცისფერყანწელთა ორდენის შემდგომ, საქართველოში, თავისი ლიტერატურული არტ-მანიфესტით, ღერბით, დროშით, ბეჭდითა და თავშეყრის სალონით…

“ქრონოფაგების” ეგიდით გამოიცა 2 პოეტური ერთობლივი კრებული: 1). ”ქრონოფაგები” – 1992წ; 2). ”ანომალიური პოეზია”- 1993 წ. ორდენმა გამართა არაერთი ლიტერატურული საღამო-ღონისძიება, გასვლითი ვორკ-შოპები, პრეზენტაციები….

1987 წელს, გიორგი ბუნდოვანი აქტიურად მონაწილეობდა დიდი ქართველი მისტიკოსი პოეტის—ტერენტი გრანელის პეტრე-პავლეს სასაფლაოდან დიდუბის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში გადასვენების ისტორიულად ცნობილ პერიპეტიებში (რაზეც არაერთხელ დაიწერა პრესაში, წერილებისა და ინტერვიუების სახით), მანმადე კი 6-7 წლის მანძილზე უვლიდა და პატრონობდა ტერენტი გრანელის, ფაქტიურად მიტოვებულ საფლავს! იმავე, 1987 წელს მიწვეული იყო წალენჯიხაში (გრანელის სამშობლოში) საპატიო სტუმათა შორის, ტერენტი გრანელის 90-წლის იუბილესა, გრანელის სახელობის ქუჩისა და სახლ-მუზეუმის გახსნაზე! ხოლო 1992-93 წლებში, გიორგი ბუნდოვანმა შეინარჩუნა პეტრე-პავლეს სასაფლაოზე ტერენტი გრანელის ყოფილი საფლავი და იქ დადგა მარმარილოს მემორიალი, რომლის წყალობითაც ეს საფლავი დღემდეა შენარჩუნებული…. 2009 წლის 10 ოქტომბერს, გიორგი ბუნდოვანი, 22 წლის შემდგომ, ისევ გახლდათ მიწვეული საპატიო სტუმრად წალენჯიხაში, გრანელის პირველი ძეგლის გახსნაზე და საიუბილეო ღონისძიებებზე, სადაც წარსდგა ვრცელი სიტყვით და სახლ-მუზეუმს საჩუქრად გადასცა რამოდენიმე რელიქვია, მათ შორის, 1924 წელს გამოცემული გაზეთი-“ტერენტი გრანელი”, ორიგინალი!!

გ.ბუნდოვანის ლექსების ნაწილი თარგმნილია რუსულ ენაზე და გამოქვეყნებული რუსულ ჟურნალებში…. ასევე იგი წერს ლექსებს რუსულადაც.

1993 წლიდან, გიორგი ბუნდოვანი, თავის კოლეგა პოეტებთან და არტისტებთან ერთად აქტიურად მონაწილეობს სხვადასხვა პოეტურ, არტისტულ საღამოებსა, თუ სხვა პერфორმენსებში, იგი არის ამ არტ-აქციების ავტორი, თანაავტორი, და ორგანიზატორი (განსაკუთრებით აღსანიშნავია—“დადა-მეფე პრეზიდენტის პირველი და უკანასკნელი არჩევნები”, ქარვასლა, თბილისი 1993წლის 10 აპრილი, რომლის წამყვანი და ორგანიზატორი გახლდათ, ასევე იყო პოეტური მსვლელობის თანაავტორი და მონაწილე—“გასტრონომია და სიყვარული”, /პოეტების სპონტანური მსვლელობა თბილისის ცენტრალურ, მაშინ დაცარიელებულ გასტრონომებში-ლოზუნგით-“გადავაქციოთ გასტრონომები ესტრადებად!”, და- “ ურბანიზმი თანამედროვე ქართულ პოეზიაში”….) და სხვა მრავალი ლიტერ-არტ აქციისა 90-იან და 2000-იან წლების ჩათვლით.

1994 წლიდან, გიორგი ბუნდოვანი ხდება დირექტორი და არტისტი-საქართველოში პირველი-“მარგო კორობლიოვას სახელობის პერфორმანსის თეატრისა” (დამაარსებელი-მულტიმედია არტისტი, პოეტი, დავით ჩიხლაძე) და ამ თეატრში აქტიურად მოღვაწეობს, ინტერვალებით, 2009 წლამდე….
2000 წლიდან, გიორგი ბუნდოვანი მუდმივად მონაწილეობს ხელოვნების ფესტივალ—“მზიურში”, რომელიც ყოველ ზაფხულს იმართებოდა მზიურ ქალაქში. ასევე მონაწილეა ერთადერთი, ხელოვნების ფესტივალისა-“მატარებელი”, რომელმაც მოიარა მთელი საქართველო და სხვადასხვა დარგის ხელოვანები გააერთიანა…. 2000, 2001-2 წლებში, გიორგი ბუნდოვანმა მიიღო აქტიური მონაწილეობა, თავისი კოლეგისა და მეგობრის, მულტიმედია–არტისტისა და პოეტის–მიხეილ გისტის პერфორმანსების სერიაში—“ფენიქსია’, კულინ-არტი”, “დარგვა-გორურა”, “კრემი” და ამ სერიის კულმინაცია იყო 2001 წლის 11 სექტემბერს, მიხეილ გისტის ცოცხლად დამარხვის კონცეპტუალური აქცია!—ყველა ეს არტისტული ღონისძიება ტარდებოდა მზიურ-ქალაქში, რაზეც არაერთხელ დაიწერა პრესაში და გაშუქდა მას-მედიით. სევე სხვადასხვა ხელოვანთა და არტისტთა ერთობლივი აქციები და სეიშენები—დანგრეულ აბრეშუმის ფაბრიკასა და ქარვასლაში (2001-2002 წლები, “ინტერდისციპლინარული სეიშენი”, “გასტრონომი-ა”, და სხვა მრავალი……)

გიორგი ბუნდოვანს, გარდა ზემოთხსენებული 2 პოეტური ერთობლივი კრებულისა, გამოცემული აქვს კიდევ 3 პოეტური კრებული (გამომცემლობა – კავკასიური სახლი), “სიწყნარის დაკანონება”, პერსონალური, “ათვლის წერტილი”–მეუღლესთან, პოეტ-მარიკა ჟორჟოლიანთან ერთად და პერსონალური რჩეული-“ანტიყოფის მანიфესტი”.

გ.ბუნდოვანი, კავკასიურ სახლში მუდმივად აწყობს სხვადასხვა ლიტერატურულ და არტ-საღამოებს…. მიცემული აქვს ათობით ტელე თუ პრეს-ინტერვიუ…. მონაწილეობდა სხვადასხვა ლიტერატურულ რადიო გადაცემებში.

2006 წელს, გიორგი ბუნდოვანი კრავს არტისტებისგან ჯგუფს და იწყებს მინი-არტ-ფილმების გადაღებებს. ამ ჯგუფში, რომელსაც 2010 წელს ეწოდა—“სტიგმატი” , მაშინ შედიოდნენ–პოეტი, მარიკა ჟორჟოლიანი, პოეტი და მულტიმედია-არტისტი–მიხეილ გისტი, პოეტი, მწერალი, ლიტერატურული კრიტიკოსი და თვითნასწავლი მხატვარი–მარსიანი, ბალერინა და ფოტოარტისტი–ირინა ხუციშვილი და ფილოსოფოსი, პოლიტოლოგი, პუბლიცისტი და პოეტი-ელიზბარ ელიზბარაშვილი. გ.ბუნდოვანმა, ხსენებულ არტისტებთან ერთად თანაავტორობითა და მათი იდეური მხარდაჭერით გადაიღო 23 მინი ფილმი. ესაა გამიზნულად, დაბალი რეზოლუციით (ანუ დაბალი ტექნოლოგიითა და ხარისხით) გადაღებული და დამონტაჟებული, უკიდურესად არაორდინალური, ანდერგრაუნდული, ღრმა ფსიქოლოგიური, ეკლექტური ფილმები, ოდნავ დეპრესიულიც, შიზოფრენიულიც და სადღაც მაზოხისტურიც..! ფილმების გადაღება ხდებოდა სპონტანურად, იმპროვიზირებულად, ყოველგვარი წინასწარ დაგეგმვისა და სცენარების გარეშე!

ამ ფილმებმა 4 წელი გაატარეს თაროებზე და პირველად, 8.04.10-ში, რუსთაველის 28-ში მდებარე “როკ-კლუბში” მოხდა მათი მცირე ნაწილის პრეზენტირება, კამერულ წრეში! არტისტები იმყოფებიან მუდმივ ძიებაში. ფილმების არსი მდგომარეობს შემდეგში—ანტიყოფა, ანტიესთეტიკა, ანტიკულტურა და არაფორმალურობის მუდმივი განცდა, რაც ვერ მოდის შესაბამისობაში დაწესებულ კლიშეებთან!!..

გ.ბუნდოვანმა თავის არტ-ჯგუფ-“სტიგმატთან” ერთად (მათი 14 მინი-პოეტური ფილმით) მონაწილეობა მიიღეს მე-3 საერთაშორისო არტ-ფესტივალში “არტისტერიუმი -2010” და ფესტივალის კატალოგშიც დაფიქსირდნენ!

2011 წლიდან, გიორგი ბუნდოვანი, მწერალ და საზოგადო მოღვაწესთან–ნაირა გელაშვილთან ერთად ”კავკასიურ სახლში” ხსნის ლიტერატურულ არტ-კაфე–”D N M”-ს, რომლის ერთ-ერთი მხატვრული ორგანიზატორიც და წამყვანიც ხდება…

გ. ბუნდოვანი კიდევ აპირებს, გადახალისებულ შემოქმედებით ჯგუფთან ერთად, მსგავსი არაორდინალური ფილმების გადაღებას და შემდგომში მათ პრეზენტირებას..!


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: