Posted by: burusi | 20/11/2010

ბექა ქირია – რა არის ბრიტანული განათლების სისტემის კომპონენტი UCAS? Vs საქართველოს განათლების სისტემა

ბექა ქირია –  რა არის ბრიტანული განათლების სისტემის კომპონენტი UCAS? Vs საქართველოს განათლების სისტემა

დღეს მინდა ვისაუბრო ბრიტანული განათლების სისტემის ერთ-ერთ მნიშვნელოვან კომპონენტზე, რასაც ქვია UCAS. ასევე შევეცდები შევადარო ქართულ მოდელს “ერთიანი გამოცდების ეროვნულ ცენტრს” და მოვუძებნო სხვადასხვა პრონს და კონს მხარეები. მოგეხსენებათ, ქართული “ერთიანი გამოცდების ეროვნულ ცენტრი” გვევლინება სამთავრობო ერთ-ერთ დამატებით ოფისად, რომელიც განეკუთვნება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების საკომპეტენციო არეალს. ზემოთ აღნიშნულ ცენტრზე პასუხისმგებელი გახლავთ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და სამინისტროს სისტემის შემავალი ნაწილია. ახლა კი მივუბრუნდეთ ბრიტანეთის UCAS. UCAS გახლავთ აკრონიმი და იშიფრება შემდეგნაერად – Universities and Colleges Application System. დიდ ბრიტანეთში ყველა სტუდენტი განურჩევლად სკოლებისა თუ კოლეჯებისა მიმართავენ უნივერსიტეტეს სწავლების მეცამეტე წლის დასაწყისში. ამჟამად ბრიტანეთის საგანმანათლებლო სისტემის მესვეურები ამ ცენზის 12 წლამდე დაწევას აპირებენ. ხაზი მინდა გავუსვა და ავღნიშნო ის გარემოება, რომ საქართველოში მცხოვრები სკოლის მოსწავლეები არ არიან ჩამოყალიბებულნი, თუ რა უნდათ ისწავლონ და რა პროფესიის პიროვნებებად მოგვევლინ, რა სფეროები აინტერესებთ და რას გაყვებოდნენ სამომავლოდ საერთოდ არ იციან. უფრო მეტიც, ძალზედ სამწუხაროა, როცა ეროვნული გამოცდების წინ ე.წ. სკოლაში განაცხადის შევსებისას, სადაც წერენ 7 სავარუდო უნივერსიტეტეს, რომელიც მათ ჩარიცხავს, ავსებენ როგორც ლატარიის ბილეთს და შესაბამისად უმაღლესი სასწავლებლები და ფაკულტეტები შერჩეული არის ძალზედ დიფერენცირებულად. მაგალითისთვის ერთ პიროვნებას შესაძლოა ეწეროს: აგრონომია, სამართალი, ბიზნესი, სამედიცინო, ტურიზმი და სასტუმრო მენეჯმენტი. თვალნათლივ იკვეთება ერთი ფაქტორი, რომ ახალგაზრდა ჩამოუყალიბებელია და სისტემა, რასაც განათლების სისტემა ქვია, მას უბრალოდ ოფციების მენიუს აძლევს, თუ როგორ იმოქმედოს და როგორც ასეთი დირექტივა და მიმართულება ან რაიმე სახის ამ ყველაფრის კალაპოტში ჩასმა არ ხდება. გასათვალისწინებელია ის მომენტიც, რომ ახლა ჩემი სტატიის მკითხველი ფიქრობს, რა კალაპოტი უნდა მისცეს 18-19 წლის სრულწლოვანს სახელმწიფომ, გამოცდების წინ? სწორედ მიხვდით და აქ არის ნაკლოვანება, რაც ძალიან ურტყავს საქართველოს განათლების სისტემას და შესაბამისად სხვადასხვა სტატისტიკურ ინდექსებში ძალიან ჩამოვრჩებით განვითარებულ სამყაროს სხვა ქვეყნებს. რამ უნდა ჩამოაყალიბოს ახალგაზრდა? ვინ უნდა უზრუნველყოს მისი საბოლოო კურსის განსაზღვრა? რამ უნდა შეაცნობინოს ახალგაზრდას თუ რა აინტერესებს და რა სურს შეისწავლოს? არ დაგავიწყდეთ, რომ სახელმწიფოში მცხოვრები ადამიანები, რაც უფრო მეტად განვითარებულები და ჩამოყალიებულნი არიან მით უფრო მეტად არის განვითარებული სახელმწიფო და თქვენ წარმოიდგინედ ეკონომიკა და ისევ ეკონომიკა. მაგალითისათვის: ევროპელი მოქალაქე უფრო მეტ განათლებას, უნარ-ჩვევასა და პრაგმატულ თვისებებს ფლობს, ვიდრე საქართველოს მოქალაქე. თემას არ გადავუხვევ და გავაგრძელებ, სწორედ ზემოთ აღნიშნული საკითხების გადაჭრაში სტუდენტს, რომ აწუხებს უნდა დაეხმაროს სახელმწიფოს განათლების მიერ იმპლიმენტირებული საგანმანათლებლო რეფორმები. სისტემა დიდ ბრიტანეთში წარმოადგენს, სწრაფ კატალიზატორს, რომელიც თავისი ნაირსახეობათა მრავალფეროვნებითა და გამართულობით ძალზედ მალე ამწიფებს ნაყოფს – სტუდენტს და რაც უფრო ძლიერია ეს სისტემა მით უფრო მალე ხდება მზა ფაბრიკატის მიღება რასაც ჩამოყალიბებული, გათვიცნობიერებული მომავალი პროფესიონალი კადრი ჰქვია. პრობლემა არა წარმოებაშია, არამედ წარმოების ტექნოლოგიაში და მის ხარისხში. ამის შემდგომ გამოვლენ საქართველოში მოღვაწე “გენიოსები” და დასკვნას დადებენ, რომ თურმე საქართველოს სტუდენტები, ჩამოუყალიბელნი, უნიჭონი, უინტერესონი არის.
ვერასოდეს ნახავთ, რომ რომელიმე ასეთმა ადამიანმა ეს აღნიშნოს და შემდგომ ამ პრობლემების გადაჭრის გზებზე იმუშაოს ანდაც რაიმე იდეა ან თეორია შემოგვთავაზოს. გადავავლოთ თვალი პოლიტიკოსებს, არცერთი მათგანი და ყველაზე მეტად “ოპოზიციური” არეალი არასოდეს დაინტერესებულა ამ საკითხით, მათი დაინტერესება, მხოლოდ პოლიტიკური განცხადება და ამით სათანადო ბონუსებისა და ქულების მიღება იყო. ის, რომ გათვლა გაკეთდეს რაღაც რაციონალურზე, რაც შემდგომ ჯანსაღ ელექტორანტს მოგაპოვებინებს, ეს არ ხდება. დავუბრუნდეთ თემას, შედეგში ვღებულობთ, რომ დიდ ბრიტანეთში 78% სკოლის მოსწავლეებისა სწავლების მეცამეტე წელს უკვე ჩამოყალიბებულნი არიან და იმდენად გაიზარდა პროცენტული მაჩვენებელი, რომ ზღვარი დაბლა იწევს. ჩვენთან 18-20 წლის ახალგაზრდათა ალბათ 70% (ჩემი ვარაუდით) და ვშიშობ, რომ მეტი იქნება ჩამოუყალიბებელია და არ იცის რა უნდა გახდეს, სად ჩააბაროს. განსხვავებაში ვღებულობთ, ასაკობრივ და სხვაობას, რაც სერიოზულად საგანგაშო და დაბალი დონეა. შესაბამისად უკვე გააზრებული სკოლის მოსწავლეების არსებობისას ტუტორი უკვე მზად არის დაიწყოს პროცესი სწავლების 12-13 წლის შესრულებისას, როდესაც სკოლის მოსწავლეები ბრუნდებიან AS გამოცდებიდან. (ამაზე შემდგომ ვაპირებ სტატიის დაწერას თუ რა არის) ამ დროისათვის, სტუდენტებს უკვე აქვთ წინარე მომზადება გავლილი და ბრიტანეთის ყველა ლოკალურ უნივერსიტეტს აქვთ ღია კარის დღეები და მშობლებთან ერთად სტუდენტები მიდიან უნივერსიტეტების ღია კარის დღეებზე, სადაც ხდება დეტალური საქმიანი საუბარი უნივერსიტეტის წარმომადგენელთან. დიდ ბრიტანეთში, განსხვავებით საქართველოსაგან, როგორც ღია კარის დღეები, ასევე უნივერსიტეტებს აქვთ საერთო სხვადასხვა სასტუმროებში შეკრების ადგილი, სადაც ერთი კვირის მანძილზე გახსნილი პავილიონივით არის და ყველა უნივერსიტეტს აქვს დაბეჭდილი, ილუსტრირებული სხვადასხა ბროშურა თუ წიგნი, რასაც უფასოდ გაძლევენ და სხვადასხვა საუნივერსიტეტო ემბლემის მქონე ნივთები, რათა, როგორც მომავალი სტუდენტი მოგიზიდონ (ერთგვარი მარკეტინგი), როგორიც არის სხვადასხვა კალმები, კანფეტები, აქსესუარები და ა.შ. შეხვედრისას დროულად ეცნობი ფაკულტეტებს, მისაღებ მოთხოვნილებებს, ადგილების რაოდენობას, უნივერსიტეტი კამპუსური ტიპის არის თუ არა? თუკი კამპუსურია ნახულობ დეტალურ ფოტოებს და უფრო მეტიც ყველა უნივერსიტეტი მათი სხვადასხვა ქალაქში მდებარეობით ახდენს ქალაქში არსებული რესტორნების, კაფეების, კლუბების, საცურაო აუზების და ბევრი, რომ არ გავაგრძელო სრული ქალაქის პრომოუშენს და ქალაქში არსებული ინფრასტრუტურისა თუ ბრენდებისა, რაც ერთ-ერთი დიდი კომერცია არის. 🙂 ამას გარდა, ნაწილი სკოლის მოსწავლეები გადიან სატესტო გამოცდებს, ყველა ლოკალურ უნივერსიტეტებში აღდგომის პერიოდში. ივნისის პერიოდში, უნივერსიეტეტის წარმომადგენლები ასევე ესაუბრებიან სტუდენტებს აპლიკაციის პროცესის შესახებ. წარმომადგენლები, ასევე სტუდენტების მშობლების ჩართულობას მოითხოვენ და ტარდება მრავალი შეხვედრა. ამ პროცესის დასრულების შემდგომ, როცა შეირჩევა უნივერსიტეტები, ფაკულტეტი, ქალაქი თუ სად უნდა ისწავლოს სტუდენტმა, დგება მეტად საინტერესო პერიოდი თუ როგორ უნდა მიმართოს სტუდენტმა უნივერსიტეტეს. სტუდენტებს უნივერსიტეტებზე მიმართვა შეუძლიათ, მრავალი გზით, როგორიც არის ქაღალდზე დაბეჭდილი საუნივერსიტეტო აპლიკაცია და ასევე ერთიანი მედიატორი, შუამავალი UCAS, რომელიც უფასოდ სთავაზობს სტუდენტებს ონლაინ რეჟიმში მიმართვის საშუალებას. ახლა კი რაც შეეხება საქართველოში, არსებულ გარემოებას, სანატრელია, რომ საუნივერსიტეტო ვებ-საიტზე მიიღო ინფორმაცია და განახლებული ვებ-გვერდი დაგხვდეს, აღარაფერს არ ვამბობ სხვადასხვა ენების მხარდაჭერას და საერთოდ საქართველოში სიტყვა “საუნივერსიტეტო აპლიკაცია” არ არსებობს. უნივერსიტეტი, რომელიც ახდენს უდიდეს გავლენას და ზრდის საზოგადოებას, ორგანიზმი, რომელიც სოციალური აგენტია ყველა სტუდენტისათვის. როგორ შეიძლება მიიღო უნივერსიტეტმა სტუდენტი აპლიკაციის გარეშე და არ მოხდეს მისი განსჯა, ის იმსახურებს გახდეს სტუდენტი თუ არა? გააჩნია თუ არა ფაკულტეტისთვის დამახასიათებელი უნარ-ჩვევა და მოტივაცია. რა დონეზე ფლობს ენას? რა აქტივობები გააჩნდა სკოლის პერიოდში და სკოლის გარეთ, მისი პიროვნული და ინტელექტუალური დახასიათება. მაგრამ, რა შემიძლია ვისაუბრო უნივერსიტეტებზე, როცა ისევ განათლების სამინისტრო არ ადგენს ამ წესებს და არ ამბობს, რომ ეს სავალდებულო უნდა იყოს და ეს მოთხოვნილებები გაავრცელოს უნივერსიტეტებზე. აკრედიტაციის სამსახურს საერთოდ მიეძინა და უფუნქციო პალატად იქცა, თავიდან მომწონდა ჰქონდათ რაღაც სტანდარტები, მაგრამ ამ გაქანებით და ამ ცვლილებების ნაკლებობით და ფუნდამენტური სისტემური ცვლილებების გარეშე არ ვიქნებით განვითარებულები და განსწავლულები. აღარ შევეხები ელექტრონულ საქმის წარმოებას, რადგან ეს აქ დიდი ფუფუნება არის. 🙂 რაც შეეხება, შემდგომ ეტაპს სტუდენტები უნივერსიტეტს მიმართავენ 1 სექტემბერს, როდესაც სისტემა იხსნება და შეუძლიათ მიმართონ 6 უნივერსიტეტის სხვადასხვა კურს და რაც მკაცრად შეზღუდულია და მიმართვის, დროს თქვენი აპლიკაცია საერთოდ არ განიხილება, ეს არის ის რომ შერჩეული სწავლების კურსები უნდა იყოს რელევანტური და არ შეიძლება გეწეროთ აგრონომია და შემდეგ სამართალი. აი სწორედ ეს არის სისტემური ფილტრი და სტუდენტის გამააზრებელი საწყისი. საქართველოში, ოღონდ სკოლის მოსწავლე სტუდენტი გახდეს, გაუთვიცნობიერებელი სკოლის მოსწავლე ლატარიის ბილეთივით ავსებს დარგისა და უნივერსიტეტის მიუხედავად. ელემენტარული მიდგომა, რომ გამოვიჩინოთ და აიკრძალოს ასე არარელევანტური საგნების არჩევა, მხოლოდ ამ მცირე ოპერაციული ცვლილებით მივიღებთ დიდ ეფექტს და ასე თუ ისე გაცნობიერებულ ახალგაზრდას. მეორე ჩემი იდეის სახით, შესაძლებელია საგნობრივი პაკეტები შეიქმნას და სტუდენტი, ჯერ სპეციალიზაციის პაკეტს ირჩევდეს და შემდგომ ამ პაკეტში შემავალ კურს. ყველაზე საინტერესო მომენტი, რაც არის მიუხედავად ამ მოთხოვნილებებისა ყველა უნივერსიტეტი თავისუფალია და თვითონ ადგენს მისაღებ მოთხოვნილებებს, როგორიც არის აპლიკაციები, რომელიც შესაძლოა იყოს 30 ფურცელი, სამოტივაციო წერილი, დახასიათებები, კანდიდატების გამოძახება და ტესტირება და ინტერვიები. მედიცის დარგს, რაც შეეხება მომავალი სტუდენტები მიმართავენ 15 ოქტომბერს. მინდა ავღნიშნო, რომ ასევე კემბრიჯსა და ოქსფორდის უნივერსიტეტებზე მიმართვაც 15 ოქტომბერს ხდება. ნება დართულია მხოლოდ 4 ტიპის სამედიცინო კურსის არჩევა, აქ მეორე საინტერესო დეტალს ვხვდებით, უფრო ვიწრო სპეციალიზირებას და ქვედა ფილტრს, რომელიც ასევე გამორიცხავს, რომ სტუდენტი გაუთვიცნობიერებლად არ მოიქცეს და არ შეარჩიოს მედიცის ძალძედ განსხვავებული დარგები, რომლებიც ერთმანეთან რელევანტური არ არის. ხოლო დარჩენილი 2 საგანი, სულ 6 ასარჩევი კურსიდან შეუძლია სხვა იყოს, მაგრამ ასევე რელევანტური. ამ ყველა პროცესის შემდგომ, შუამავალი სამსახური UCAS ახდენს აპლიკაციების უსაფრთხოდ დალუქვას და უნივერსიტეტებში როგორც ელექტრონულ ისე დოკუმენტალურ დისტრიბუციას. აპლიკაციების გაგზავნის შემდგომ UCAS გიგზავნით დამადასტურებელ სტუდენტურ ბარათს, რომელზეც დატანილია თქვენი უნიკალური სტუდენტური UCAS ნომერი. ბარათი უნდა იქნეს შენახული, რადგან სწორედ ამ ბარათით ხორციელდება კორესპონდენცია როგორც UCAS-თან ისე უნივერსიტეტებთან. მიმდინარე პროცესის დროს UCAS-ის სისტემა წერილობით ან ელექტრონულად გაცნობებთ თქვენ შემოთავაზებებზე და ადგილებზე. შესაძლებელია თქვენი გაგზავნილი 6 აპლიკაციიდან ხუთმა უნივერსიტეტმა შემოგთავაზოთ სწავლა, ანდაც სულაც ერთმა ან არცერთმა, ეს დამოკიდებულია თქვენზე. მცირე გადახვევის სახით მინდა დავურთო საინტერესო ფაქტი, ის რომ თითქმის ყველა საუნივერსიტეტო აპლიკაცია სიმბოლური თანხა ღირს და თუკი მიმართავთ უნივერსიტეტს იხდით ამ თანხას, რაც ასევე დამატებითი შემოსავლის წყაროა უნივერსიტეტისათვის. მაგალითისთვის: თუკი 6 უნივერსიტეტის არჩევანის საშუალება გაქვთ, შესაძლოა 1 მილიონი ადამიანიდან ერთ-ერთ პოპულარულ უნივერსიტეტს, როგორიც კემბრიჯია, მიმართოს 400, 000 აპლიკანტმა და თუ გავითვალისწინებთ, რომ წელს კემბრიჯის აპლიკაციის ფასი 35 ფუნტი ღირდა, საკმაოდ დიდი მოგება არის. არსებული თანხა იხარჯება თქვენი აპლიკაციების განხილვისათვის და დაქირავებულ მუშაკებზე ხელფასების გადახდისათვის, აგრეთვე დიდძალი მოგება უნივერსიტეტის ფონდში მიდის. რა მოხდება თუკი, თქვენ დაიგვიანებთ და იანვრის 15 რიცხვში მიმართავთ უნივერსიტეტებს? არც არაფერი, UCAS სისტემა თქვენს აპლიკაციას დააწერს “late” აღნიშვნას და გადაიგზავნება ყველა იმ უნივერსიტეტში, თუკი აკმაყოფილებთ მოთხოვნილებებს და ადგილი არის უნივერსიტეტებში თქვენ მიღებული ხართ, თუ აკმაყოფილებთ და ადგილი არ არის კურსზე, მომავალი წლის სწავლების შემოთავაზება მოგდით. დააკვირდით, სისტემა ძალზედ ჰუმანური ფლექსიბალური და ზუსტია. არ წააგავს, რეპრესიულ საგანმანათლებლო სისტემას და კარგად ახდენს ფილტრაციას სტუდენტს აძლევს მიმართულებას და ზუსტ ადგილს, სადაც მოხდება მისი მომავალი განვითარება და განათლება. დაიხსომეთ, რომ თუკი სახელმწიფოს განათლების სისტემა ჩემს თანამემამულე ახალგაზრდებს არ ჩამოაყალიბებს და არ მისცემს რეალიზაციურ გარემოს ვერასოდეს გვეყოლება ნიჭიერი მათემატიკოსები, ინჟინრები, გამომგონებლები, იურისტები და ექიმები. მას შემდეგ, რაც მოგივათ მოწვევა უნივერსიტეტებიდან დამოკიდებულია თქვენს არჩეულ კურსზე, ხშირ შემთხვევაში გადიხართ ტესტირებას და გამორჩეულად მედიცინის და იურიდიული სპეციალიზაციის კანდიდატებს ელით ინტერვიუ. ინტერვიუში იქნება, კითხვები, როგორც პერსონალური ისე საგნობრივი.. მაგალითისათვის: ოქსფორდის უნივერსიტეტეს აქვს კითხვები სამართლებრივი სიკეთის გადარჩენაზე, სამართლებრივ ღირებულებებზე და ა.შ. გაგდებენ სხვადასხვა ვითარებებში და ვარიაციებში, სადაც თქვენ სწორად უნდა გამოხვიდეთ და სწორად გასცეთ პასუხი. ამ ყველაფრის შემდგომ ხდება ყველაზე კარგ შემთხვევაში ან ჩარიცხვა ან ორი ტიპის ოფციის მონიჭება: კონდიციური და არა კონდიციური. კონდიციური შემოთავაზება გახლავთ, რაიმე პირობის არსებობა და კონკრეტული ვადის განსაზღვრა, რომ ამ ვადაში მიაღწევთ ამა და ამ შედეგს. ეს შესაძლოა იყოს საგნობრივი, ენობრივი და მრავალი ტიპის კონდიციური შემოთავაზება. არაკონდიციური შემოთავაზება, ეს ნიშნავს იმას, რომ დაწუნებული ხართ და ხშირ შემთხვევაში წინამდებარე კურსი იქნება თქვენთვის, რომელიც გაგაძლიერებთ გამოცდებს გაგატარებთ აღმოფხვრის თქვენს ინტელექტუალურ სისუსტეებს განავითარებს თქვენს სპეციფიკურ უნარჩ–ჩვევებს. სტუდენტისათვის ასევე დაშვებულია “დაზღვეული შეთავაზება” ეს იქნება უნივერსიტეტი, სადაც უნდა წავიდნენ ისინი, რათა მიაღწიონ მაღალ ქულებს. “დაზღვეულ შეთავაზებაზე” თანხმობა სამართლებრივი კონტრაქტია და ძნელი არის სამართლებრივი ურთიერთობიდან გამოსვლა. სტუდენტს არ აქვს სხვა არჩევანი და მთლიანად მიბმულია პირველ არჩევანზე. მაგრამ, თუკი მოხდა ისე, რომ ამასაც ვერ გაართვა თავი UCAS სისტემა უგზავნის წერილობით ფორმას დარჩენილი უნივერსიტეტების ადგილების შესახებ, რომლის პრომოუშენსაც ასევე UCAS სისტემა ეწევა, რაშიც სოლიდურ თანხას იხდიან უნივერსიტეტები. მაგალითისთვის თუკი რომელიმე გამოცდას აბარებთ, ოფიციალურ წერილებში და საგამოცდო თარიღსზე და ინსტრუქციებზე აუცილებლად ყველგან იხილავთ სარეკლამო ჩანართებს. მაგალითად კემბრიჯში Anglia-Ruskin-ის უნივერსიტეტში მაქვს გამოცდა და ოფიციალურ წერილში დამოწმებით მიწერია, გამოცდის დამღლელი დროის მერე შეგიძლიათ იქვე ახლოს გაერთოთ და მოდუნდეთ სავაჭრო ცენტრ “Grafton Center”-ში. სწორედ ეს უნივერსიტეტი სერიოზულ თანხას იღებს ამ მცირე რაიმეში, რადგან ყოველწლიურად ათასობით პოტენციური კლიენტით უზრუნველყოფს უნივერსიტეტი სავაჭრო ცენტრს. მოდელებითა და სისტემური ნაირსახეობებს აღარ შევადარებ საქართველოს საბჭოთა-ამერიკული აქიტექტურის განათლების სისტემას. თუკი ჩვენ ყველა დიდძალ თანხას დავხარჯავთ და ფუნდამენტალურად შევცვლით განათლების სისტემას და უხეშად არ დავიწყებთ რომელიმე ქვეყნის სისტემის ჩანერგვას ჩვენ მივაღწევთ დიდ შედეგებს. განათლების სისტემა, საზოგადოების ყოფიერების, კულტურის, ცნობიერების, ტრადიციების გამოძახილი უნდა იყოს. შესაძლებელია ავიღოთ ძირითადი აქტიტექტურა სკანდინავიური, ამერიკული, ინგლისური, გერმანული და მოვახდინოთ მათი დეტალური შესწავლა შემდგომ ერთი სისტემის შექმნა და შევსება ქართული კულტურით, ტრადიციებით და ა.შ. როგორც ასეთი, რომ ავიღოთ და ერთი ქვეყნის სისტემა ერთი-ერთში გადმოვიღოთ და ძალით ჩავდოთ საზოგადოებაში, რომელიც ცოცხალი ორგანიზმია, არ იმუშავებს, ვერ შეითავსებს. ყველაზე უნიკალური სისტემა საზოგადოების მიერ შექმნილი სისტემაა დიდ პროცენტული ხალხის თანამონაწილეობით.

წყარო: http://beka.kiria.ge/?p=358


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: