Posted by: burusi | 05/11/2010

გურამ თევზაძე – “ეროვნული იდენტობა როგორც არჩევანის შედეგი”


გურამ თევზაძე – Guram Tevzadze (1932)

გურამ თევზაძე – “ეროვნული იდენტობა როგორც არჩევანის შედეგი”

ადამიანი, როგორც მხოლოდ საზოგადოებაში არსებული სასრული გონიერი არსება, მუდამ გარკვეულ ვალდებულებებს ემორჩილება, რომლებიც განსაზღვრავენ მის მიმართებას სხვა ადამიანებთან, გვართან, ერთან, კაცობრიობასთან და ღმერთთან. რამდენადაც სამყარო უსასრულოა, როგორც ინტენსიურად, ისე ექსტენსიურად, ადამიანის გონებას არასდროს შეუძლია თავისი ქცევის და მიზნების პირველსაფუძვლების საბოლოო დამაჯერებლობით დასაბუთება და მის ნებას ყოველთვის უხდება გარკვეული რისკით აღიაროს მსოფლმხედველობის აუცილებელი გარკვეული პრინციპები და საკუთარ გამოცდილებასთან მათი კავშირის შესაძლებლობა.

რამდენადაც ადამიანი მისი ნებისაგან დამოუკიდებლად იბადება რაიმე საზოგადოებაში, გარკვეულ კულტურულ გარემოში, იგი საკუთარი გამოცდილების, მიდრეკილებების და შესაძლებლობების შესაბამისად, თანდათან ხდება პიროვნებად, ე.ი. არსებად, რომელიც შეგნებულად უკუზემოქმედებს საზოგადოებაზე და ბუნებაზე და პასუხისმგებელია თავისი მოქმედებისათვის. შესაბამის ად იგი ირჩევს გზას თუ როგორ მოირგოს საზოგადოება, ე.ი. მისთვის მოსაწონად აქციოს იგი, ანდა დაემორჩილოს მასში უკვე არსებულ და გაბატონებულ წესებს. ამ გზაზე ირჩევს იგი იმას, რასაც ეროვნული, რასობრივი იდენტობა ეწოდება და აცნობიერებს საკუთარ თავს, როგორც იდენტურს, ანდა დაპირისპირებულს მათთან. რა ტიპის საზოგადოებაშიც არ უნდა ცხოვრობდეს იგი, უბრალოდ მისი როგორც პიროვნების არსებობა, უკვე ნიშნავს, რომ მისი, თვითი (Selbst, თუ Self), რომელსაც გულის, გონების თუ გრძნობებისგან განსხვავებით, საკუთარი ფიზიკური ადგილი არა აქვს ადამიანის სტრუქტურაში, ყველას შემაერთებელი და გამსაზღვრელია. თვითი ნათელი საბუთია იმისი, რომ არცერთი ორგანული მთელი არ დაიყვანება მისი შემადგენელ ნაწილების ჯამზე, მაგრამ განსაზღვრავს მათ (1). ეს თვითი, რომელიც ადამიანის, როგორც ორგანიზმის არაორგანული და არაფიზიკური წარმმართველია, შეგუებულია საზოგადოებასთან, ანდა ცდილობა მის შეცვლას. ორივე შემთხვე ვაში ეს მისი არჩევანის შედეგია, იგი იცავს არსებულს, ანდა იბრძვის მის მიერ არჩეული ცხოვრების წესისათვის. ცხოვრების წესები ყოველი პიროვნების წინაშე ფიზიკურად და ფსიქიკუ რად წარმოდგენილია პიროვნებების, ხალხების, ერების, რასების სახით, რომლებიც სხვადასხვა ტომების, ეროვნებების, ანდა სახ ელმწიფოების სახით ცხოვრობენ. შეიძლება ითქვას, რომ ყოვე ლი ეროვნება, ერი თუ რასა, იმ სახელმწიფოებრივ წყობასთან ერთად, რომელშიც მათ უხდებათ ცხოვრება, ისტორიულად ჩამო ყალიბებული ცხოვრების წესია, მსოფლმხედველობაა, რომელიც რაღაცნაირად აერთიანებს მათში შემავალ უამრავ ადამიანს და მათ მიერ არჩეულ ცხოვრების წესებს. ეს ცხოვრების წესი თუ მსოფლმხედველობა თანამედროვე ტერმინით, რომ ვთქვათ რე კომენდაციასავით ახლავს ხალხებსა და ერებს სხვებთან ურთიერ თობაში და მნიშვნელოვან გავლენას ახდენენ მათი წარმომადგენელი პიროვნებების არჩევანზე.

ეს არჩევანი, როგორც დაგროვილ გამოცდილებაზე დამყარებით საკუთარი ეროვნული კუთვნილების არჩევა, წლობით მზადდება, მაგრამ გადაწყვეტილების მიღება, დაახლოებით სიმწიფის ატესტატის, ანდა პასპორტის მიღების ასაკში ხდება. როგ ორც წესი, იგი შედარებით რთულ ვითარებას ქმნის, ნაციონალურ უმცირესობებში, განსხვავებული ეროვნების და სარწმუნოებ ის მქონე მშობლების შვილებში, მაგრამ პრინციპულად იგი, ყველა წინდახედულ ადამიანში, საკმაო ძალისხმევას გულისხმობს, როგორც მომავალი ცხოვრების შესაძლო სირთულეების გამთვალისწინებელი ფაქტორის დადგენა.

მსოფლმხედველობა, როგორც ცხოვრების წესის არჩევა

მსოფლმხედველობის სამი ძირითადი სახიდან: მითური, ფილოსოფიური და რელიგიური (2), თითოეული ცხოვრების წესის და საშუალებების არჩევაა, სხვადასხვა გზით მათი გამოყვანაა არჩეული საბოლოო წანამძღვრებიდან. ამას ყველა პიროვნება თავად, საკუთარი განცდებიდან და მიზნებიდან გამომდინარე აკეთებს, მაგრამ ისინი ჯგუფდებიან ეროვნებებად და ერებად და ამ არჩევანის შედეგი, როგორც წესი ტრადიციის სახით მნიშვნელოვანი ფაქტორია, მაგრამ არა უპირობოდ გადამწყვეტი პიროვნების მიერ საკუთარი ეროვნების დადგენაში.

თითოეული დიდი კულტურა (ინდური, ეგვიპტური, ჩინური, ევროპ ული და სხვ. თავისებურ პასუხს წარმოადგებს ადამიანის ცხოვრების საზრისის კონკრეტული განხორციელების შესაძლებლობების და მიღწევის გზების შესახებ. თითოეული შეიცავს ქვესახეებს, ე.წ. სუბკულტურებს, რომლებიც უფრო აკონკრეტებენ საერთო პრობლემებს და ცხოვრების წესთა დიდ მრავალფეროვნებას. მაგ. ევროპული კულტურა ზუსტ მეცნიერებათა საშუალებით ბუნების დამორჩილებაზე ორიენტირებული (პითაგორა, პლატონი, გალილეი, ბეკონი და სხვ.). მიუხედავად იმისა, რომ ილია მრავალ დიდ მოაზროვნეებთან ერთად, ევროპას “კაცობრი ობის წარმატებების დიდ მესვეურს” უწოდებს, მაგრამ მაინც სურს ერის ჩამოყალიბებაში გადამწყვეტი მნიშვნელობა მიწას მიანიჭოს. მიწა და მისი დამუშავება, ”სხვა ყოველივე ფუჭია და წარმავალი. სხვა ვერაფერი ვერც ერის ვინაობას დაედება საძირკვლად და ვერც ერთი ჯიშის, ერთი სისხლისა და ხორ ცის ადამიანს თავს ერთად ვერ მოუყრის, ვერც ერად შექმნ ის”. ამიტომ იბრძვიანო ევროპაში მიწისათვის, მისი დასაკუთრ ებისათვის. მიწა ბუნებით მინიჭებული საკუთრებაა ყოველი ადამიანისა. ღომელმა ერმაც ეს ვერ მოახერხა, მიწასთან გასწორდა, გაქარწყლდა, მტვრად აღიგავა (მაგალითად, დიდი ისრაელი და დიდი რომი). (4. 294).

ყოველი ერი თავისებურად ახორციელებს (ფრანგული, ინგლისური, იტალიური, ესპანური, რუსული, ქართული, სომხური და სხვ.). ეროვნული თუ რასობრივი იდენტობა იდენტობათა თავისებურ იერარქიას ავლენს, მკაცრად თუ ვიტყვით ოჯახიდან და გვარიდან დაწყებული, ერის სახელმწიფოს გავლით კაცობრიობით გათავებული. მათ შორის არჩევანში მხოლოდ ერთი შეხედვითაა გადამ წყვეტი წინაპრების ისტორია და მშობლები, ენა და სხვ. აღნიშნულ ფაქტორთა შორის ყველაზე ძლიერი განმსაზღვრელ ფაქტორი ენა ჩანს, მაგრამ, ფაქტია, რომ ერთ ენაზე მოლაპარაკენი სხვადასხვა კულტურას ქმნიან, სხვადასხვა ეპოქაში, სახელ მწიფოებრივ წყობაში. ძნელი უარსაყოფია, რომ ენა ადამიანების კოლექტიური შემოქმედების ნაყოფია. სხვა ერებთან და ენებთან ურთიერთობა ყოველთვის მნიშვნელოვან გავლენას ახდენდნენ, იქამდესაც კი რომ საკუთარ ენას ივიწყებდნენ, ანდა ახალი ენა წარმოიშვებოდა ხოლმე და ეს ცვლილება ხალხის მსოფლმხედველობაშიც აისახებოდა ხოლმე. რადგან, მართალია, ენა ხალხის მსოფლმხედველობის პირველი ოქმისებული ჩანაწერია, მაგრამ შესწორების შეტანა, ანდა სულაც გაუქმება თვით ოქმისაც ხდება.

როგორც ისტორია გვიჩვენებს, არც გენეტიკური ფაქტორია გადამწყვეტი. ებრაელთა და არაბთა არქონტები ერთი მამის შვილები, დედით განსხვავებულნი იყვნენ. მათი დაპირისპირება, შეიძლება ითქვას, საშოშივე დაიწყო და შემდ ეგ თანდათან ღრმავდებოდა. მათ ისტორიას, თანდაყოლილ თვი სებებს გარდა, საერთო საკაცობრიო სიტუაციაც განსაზღვ რავდა, მაგრამ დღეს ორივენი მაინც სხვადასხვა დონით ჩართულნი არიან გლობალიზაციის თანამედროვე პროცესში (მაგ. თურქულ ენაზე მოლაპარაკე ანატოლიელი ბერძნები, სომ ხები თურქეთში, ზანგები ამერიკაში, ანდა ინგლისში, არაბები საფრანგეთში, საფრანგეთში, ფერეიდნელი, ანდა თურქეთში მცხოვრები ქართველები სპარსეთში და სხვ.).

პიროვნება და გლობალიზაცია: აქ იგულისხმენა პიროვნების მიერ საკუთარი მსოფლმხედველობის გააზრება საერთო-საკაცობრიო ბედთან და ამ ვითარების შესაბამისი გაცნობიერება მის მიერ. რა უმნიშვნელოდაც არ უნდა თვლიდეს პირობნება საკაცობრიო ბედთან თავისი მსოფლმხედველობის მიმართების საკითხს, რაგინდ უმნიშვნელოდაც არ თვლიდეს ამაზე საკუთ არ რეფლექსიას მას მაინც ეს კავშირი გათვალისწინებული აქვს და საკუთარი პასიურობა სწორედ მისი გადაწყვეტილების შედეგია(რომ მის რეფლექსურ პოზიციას მაინც არავითარი მნიშ ვნელობა არა აქვს გლობალური პროცესისათვის, ისევე როგ ორც ვულკანის შესაძლებელი ამოფრქვევის, ანდა, შტამლერის მაგალითს თუ გამოვიყენებთ, მთვარის მოსალოდნელი დაბნელებისათვის.

მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ პიროვნების შინაგანი ერთია ნობა ზოგადსაკაცობრიო მდგომარეობასთან მაინც ყველა ადამიანში, რაღაცნაირად გაცნობიერებულია. ეს არის უ.ყ. ყველა ადამიანის თანასწორობა, მიუხდავად ფაქტობრივი უზარმაზარი განხვავების (როგორც რუსთველი ამბობდა, “დიდი ძეს კაცით კაცამდე). რაც მას უფლებას აძლევს საკუთარი თავის და ღირსების დაცვის. მეტნაკლებად, უველას აქვს გაცნობიერებული, რომ თუ თანასწორობა უარყოფილი იქნება, მაშინ ლოგიკურად, არა მარტო სოციალურ უთანასწორობის არამედ კანიბალიზმამდე არავითარი ზღვარი არ დარჩება. თუმცა მრავალი ადამიანი ამგვარ არჩევანს აკეთებდა და კვლავაც გააკე თებს, მაგრამ საზოგადოებრივი მასშთაბით, დიდი უმრავლესობას ეს დაუშვებლად მიაჩნია. ამგვარი ადამიანზე დაყვანის” არგუმენტი, მისი თავდაპირველი წყაროს გაცნობიერებით, თუ გაუცნობიერებლად, თანამედროვე სამყაროში, სულ უფრო მეტ მომხრეებს იძენს.

არჩევანი და თავისუფლება

ადამიანი, როგორც სასრულო გონიერი არსება ყოველთვის საზოგადოებაში და ბუნებაში, რიგი აუცილებლობის წინაშე დგება. იგი მათ ან უნდა დაემორჩილოს, ანდა მათი შემეცნებ ის საშუალებით, მონახოს გზები, მათი საკუთარი მიზნებისათვის გამოსაყენებლად, რასაც “ბუნებაზე გაბატონების” არაზუსტი ტერმინით აღნიშნავენ. ეს “გაბატონება” არაზუსტი ტერმინია, რომელიც მუდამ გამოსადეგობის და ჭეშმარიტების, როგორც ობიექტური რეალობის ასახვის გაიგივებისაკენ გვიბიძგებს, რისი მცდარობაც პრაგმატიზმმა დამაჯერებლად აჩვენა.

პიროვნება არჩევანით აძლევს აზრს თავის ცხოვრებას, მაშინაც კი, როცა იგი ჩვეულ მოქმედებას ახორციელებს იგი, წარსულ არჩევანს ემყარება და ეს გრძელდება მანამ სანამ ეს მოქმედება ამართლებს. თავად ინსტინქტური მოქმედება ადამიანის მიერ ადამიანის მიერ წარსულში ხანგრძლივი პრაქტი კით გამართლებული არჩევანის საფუძველზე ნდობამოპოვებულ პასუხს, რეაქციას გარკვეულ შესაძლებელ სიტუაციებში. ეს ნდობა გრძელდება მანამ სანამ, ინსტინქტი ამართლებს. როცა ამას ადგილი არ ენება, იწყება ახალი არჩევანის ძიება, ახალი საიმედო პასუხების ძიება, რაც ახალი ინსტინქტების ჩამოყალიბებასაც არ გამორიცხავს.

ადამიანი ირჩევს, არა მარტო შესაძლებელ გამოწვევებზე პასუხებს შორის, არამედ საკუთარ ეროვნულ კუთვნილებასაც. იგი ადარებს ერთმანეთს ერის, თუ ეროვნების მიერ შექმნილ საკუთარი თავის სურათს, და იმას თუ რად თვლიან სხვა ერები, და ეროვნებები, ადამიანთა ამ ერთობას. მაგ. როგორც ილია მიუთითებდა გრ. ორბელიანის “ერი გულადი, პურადი”, გავრცელებულია და მიღებული. ეს პოზოცვია რუსთველიდან მოდის. გავიხსენოთ: ”რასაცა გასცემ შენია, რაც არა დაკარგულია”, ანდა “უხვად გასცემდი ზღვასაცა შესდის და გაედინების”. მაგრამ ზოგისათვის პურადობა ბედოვლათობაა, და ქართველებს ბედოვლათებად თვლიან. ილია ამაზე ამბობს: ღმერთმა უწყის, კაცური კაცობისათვის რა უფრო სანატრელია, სხვისი პურის ჭამა, თუ თავისის გაცემა. (5.19)

ადამიანი, როგორც პიროვნება ირჩევს, შეიძლება ითქვას, ეს საერთოდ, აზროვნების კულმინაციური პუნქტია. იგი დაწყებული წვრილმანი ყოფითი პრობლემებიდან, მეცნიერული კვლევის შეჯამებით, ანდა პოლიტიკური ორენტაციის არჩევით, როგორც საკუთარი თავისათვის, ისე ერისათვისაც, იმ შემთხვევაში, როცა ერი, თუ ქვეყანაა ამ გადაწყვეტილებაზე დამოკიდებული. მაგ,. როცა მირიან მეფე ნადირობის დროს მზის დაბნელებისას, ღმერთებს საშველად მიმართავდა, მისი გადაწყვეტილება “ნინოს ღმერთისათვის” მიემართა გულისხმობდა არჩევანს მთელი მაშინდელი სიციალ-პოლიტიკური და კულტურული ვითარების ანალიზს.

ცალკეული ერების, სპეციფიკური მახასიათებლები უხსოვარი დროიდან შეინიშნებოდა და გამოიყენებოდა. ახალ დროშიც ადამიანებს რომ ეროვნებას ეკითხებოდნენ, მისი პასუხი, ყოველ თვის გარკვეულ შეხედულებას ქმნიდა ამ პიროვნებაზე. და შემდეგ, უფრო ახლოს გაცნობისას, შეამოწმებდნენ ამ პირველ შთაბეჭდილებას.

ამ საკითხზე ახალი დროის მრავალ მოაზროვნეს გამოუთქვამს თავისი აზრი (განსაკუთრებით ინგლისელებს, გერმანელებს, ფრანგებს ერთმანეთის შესახებ). ჰიუმი და კანტიც ეხებოდნენ ამ საკითხს და საპირისპირო აზრებს გამოთქვამდნენ. ჰიუმი თავისი ესეის I ნაწ- აღნიშნავს “ნაციონალური ხასიათების შესახებ”.(“ხასიათები” ინგლისში “მოდაში” იყო. შეფსტბერმა ხომ ააღორძინა თეოფრასტეს – “ხასიათები” თუ დახასიათებანი?.)

ჰიუმის მიხედვით ყოველი ინდივიდის ინდივიდუალობა გამოხატავს ერის ხასიათს და ამიტომ თავად ეროვნებას არა აქვს ხასიათი (6.563). კანტი ამას არ ეთანხმება და მიაჩნია, რომ ინგლისელებს (რომელთაც იგი ჰიუმსაც აკუთვნებს) აქვთ ასეთი საერთო ეროვნული ხასიათი და იგი მდგომარეობს იმაში, რომ, მათ ეზიზღებათ ყოველი უცხოქვეყნიური, დარწმუნებული არიან, რომ ნამდვილი სახელმწიფო წყობა და ნამდვილი თავისუფლება მხოლოდ მათ აქვთ. (6. 563) კანტი იქვე ანსხვავებს გერმანელების და ფრანგების ხასიათს. გერმანელებზე არაფერს ამბობს, რადგან თავად გერმანელი ვარო (6564).

თავის “ანთროპოლოგიაში პრაგმატისტული თვალსაზრისი” კანტს საეჭვოდ მიაჩნია იმის დადგენის შესაძლებლობა, ერის ეს ხასიათი თანდაყოლილია, თუ ისტორიული განვითარების პროცესში ჩამოყალიბებული. კანტი დაწვრილებით იხილავს მაგ, თურქის მიერ ქრისტიანული ევროპის დახასიათებას: საფრანგეთი – მოდის ქვეყანა, ესპანეთი – წინაპართა ქვეყანა, გერმანია – ბატონების ქვეყანა და სხვ. (იქვე, 564)

ბოლო წლებში ყურადღება მიექცა, ბ. ანდერსენის თეორიას ერის როგორც წარმოსახვითი ერთიანობის შესახებ: “წარმოსახვითი საზოგადოება, რეფლექსიები ნაციონალიზმის წარმოშობის და გავრცელების შესახებ” (7.175). ავტორი ეხება ეროვნებას, დიდ გვარს, რასას და ცხადია – კაცობრიობას. და მათი არჩევანის რთული ბუნება კარგად ჩანს.

ლიტერატურა და შენიშვნები:

1. გ. თევზაძე, შუა საუკუნეების ფილოსოფიის ისტორია. თბ. 1996.
2. თევზაძე გ., ანტიკური ფილოსოფია. თბილისი 1995.
3. დანელია ს. ვინ არის ქართველი???
4. ილია, თხზულებანი, ტ.5, თბილისი 19??
5. ილია ჭავჭავაძე, 170, ბათუმი, 2007.
6. კანტის, რუს. თ.V1.
7. Anderson B.,Imagined Communities, Reflexions on the origin and spread of Nationalism. London 2000) (ფილოს. ძიებანი. თბ.2010,)


Responses

  1. რა კარგი იქნება ბიბლიოგრაფიაში მითითებული სერგი დანელიას “ვინ არის ქართველი???” ინტერნეტშიც იყოს განთავსებული. ვინც სამშობლოშია და მიუწვდება ხელი, გაეკეთებინა იქნებ ეს მადლიანი საქმე


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: